*** ქვა ავაგდე და ქვეშ დავუდექი ექსკლიუზივი
ქვა ავაგდე და ქვეშ დავუდექი.
განა ვინმემ, ჩემივე ნებით,
განა რამემ, ჩემივე სურვილით იყო,
რომ დამეცა და მიწაში ჩამფლა.
ცეცხლი დავანთე.
განა ქარმა გააღვივა და ააბრდღვიალა,
ეს მე დავასხი ზემოდან ნავთი.
ცალ ხელში წყალი მოვიქციე, ცალ ხელში ზეთი.
განა ვინმე სხვამ,
მე ავურიე ერთმანეთში, ეს მე ვეცადე...
არაფერი გამოვიდა ჩემი დაწყებული საქმეებიდან.
მხოლოდ ხმაური გამოვიწვიე.
და ვთქვი:
არაფერია! ვიხილები და მოვდივარ,
ბოლო-ბოლო, რაღაც ხომ მაინც შემომრჩა:
ქვა - პირის ამოსავსებად,
ცეცხლი - შიდა ნათებისთვის,
ზეთი და წყალი - განსხვავებისთვის.
ერთი ესაა - ცოცხალი დავრჩი -
და ამ თვისებას იქ მივყავარ,
სადაც შენა ხარ.