ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

* * * იგი სიმარტოვე ექსკლიუზივი

იგი სიმარტოვე და სიამპარტავნე,
იგი დაწყევლილი, იგი მაწყევარი
და შხამს დაატარებს და ტანს დაატარებს,
მიდის იკლაკნება, არის გაწყდომაზე.

ღამით ამოვარდა მძაფრი ქარიშხალი
და გზაზე მგზავრები დასცა ქარიშხალმა.
ო, მისმა ბოროტმა სულმა განიხარა
რამდენი ოხრად დარცა თავის ქალა.

ერთ თავის ქალაში მან დაიბუდა რა,
თვალების ბუდიდან გასცქერის უდაბნოს,
მას არ გაეგება ქარების მუდარა,
ამაოდ დაშვრებით, ქარების მუდარნო.

ო, იგი იძინებს მხურვალე ქვიშაში,
ო, იგი იღვიძებს მხურვალე ქჩიშიდან,
მერე ამოიღებს რაღაცას ნიშანში,
თვალებით უძრავით თავისკენ იზიდავს.

აი, მან შეაპყრო მსხვერპლი უასაკო
და შხამით აღავსო პატარა ვასაკა.

1957

??????