ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

* * * ო! ის ღამენი ექსკლიუზივი

ო! ის ღამენი, როგორ ბნელოდენ,
ჩვენ რომ ღამენი გვიტარებია,
ო! ის ტყუპები როგორ მღეროდნენ
გიტარებითა.

რა საამური იყვნენ ჰანგები,
რა საამური იყვნენ წიგნები
და მაშნ იყო ჩვენთვის განგება
და არ ვიცოდით რაა წამება.

ო! ეს სიზმარი როგორ გაფრინდა,
რომ მოგონებაც ძალგვიძს აღარა,
როგორ დნებოდა გული თაფლითა,
ეხლა ნაღველმა როგორ დაღარა,
როგორ შევცქერდით მწვერვალს დაბლიდან,
ერთ დროს ასვლამ რომ ვერ დაგვღალა.

1953

??????