* * * მცირეა წამი ექსკლიუზივი
მცირეა წამი. ყველაფერი დნება და ქრება
და უერთდება მარადიულს - მიწას და ჰაერს.
მცირეა წამი, - და ვერ ვასწრებთ თვით ცაფიქრებას,
ისე იოლად ჩაგვათავებს, ვით მწყემსი შაირს.
მცირეა წამი სიცოცხლისა - ადამს რომ ერგო,
თვითონ სიცოცხლე კი უსაბამო და უსასრულო.
ო! მე კი მინდა, რომ სიცოცხლის დავირგა ნერგი,
მოიხნას წლები და უჭვრეტდე ნაყოფს სასურველს.
მცირეა წამი და სიცოცხლე დნება და ქრება -
მცირეა ისე, რომ ვერ ვასწრებთ თვით ჩაფიქრებას.
1952