* * * გამომელია შენი ღიმილი ექსკლიუზივი
გამომელია შენი ღიმილი,
შენი ცრემლებიც გამომელი;
მე ვიცი, ახლა აღარ მომელი,
ჩემი თვალებიც არ მოგელიან;
მე შენი მსგავსი ვნახო რომელი,
ან ჩემი მსგავსი სხვა რომელია.
მე ვდუმვარ ეხლა, გული მევსება,
გული მევსება ღრმა მწუხარებით...
წუხილი ფრთებით მეალერსება...
ვახ! რა უდროოდ გავიყარენით.
დემონი მიხმობს, შენი ვარ, მე ვარ
ყველა დევნილის, ყველა ყარიბის.
შენით გავიცან წუხილის ღმერთი,
ის უძლეველი და ერთადერთი.
1952