* * * ღამე. თითონ და ტყვია ნაგანის! ექსკლიუზივი
ღამე. თითონ და ტყვია ნაგანის! –
მოკვდი, სიკვდილის გზები განაგრძე...
და თკი დაგრცა ახლოთაგანი,
ახლოთაგანი ამ ქვეყანაზე, -
წამით შეჩერდა, ცრემლი გაპკურა,
და რა გიხილა სხვა გზით მავალი, -
თავის გზას გაჰყვა, დარდი განკურნა,
რადგან ცხოვრება ასე ავალებს,
რადგან შენს გზაზე მიდის მრავალი.
1952