ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

მეგობარ N-ს ექსკლიუზივი

მზე არ აენთება და უფრო იალებს,
მოხვალ და იწყება ქუჩაში ყიალი.
მერე იტვირთება ჩვენითვე ბაღები,
სახეზე ღიმილით, ხან კიდევ ნაღველით.
წითელი „პრიმისგან“ დამწვარი თითებით,
რაღაცას ვამტკიცებთ და მზისებრ ვინთებით,
ზოგჯერ უცხარესი ცხრება ლაპარაკი
და ხმები დინჯია, დინჯია ნაბიჯი.
და მოემატება ამხანაგს ამხანაგი.
გულებში რაიც გვაქვს, მთლად გადმოვალაგებთ,
ღიმილით ჩაუვლით უნიჭო აფიშებს.
...ადამიანი დროის და მთვარეზე დარდობს.
დაე მათ მოიქცენ, როგორც ურჩევნიათ.
ო! ჩვენ კი სულ სხვა ვართ, ჩვენ ორნი მარტო,
რადგანაც ვტირივართ ელვარე მზეზე,
ზოგჯერაც უღიმით მთვარიან ღამეს
ჩვენივე ტირილის, ღიმილის მიზეზებს,
თვით ჩვენვე დავეძებთ და დღეს თუ ხვალე
ვიპოვით უთუოდ, უთუოდ მჯერა.

1950

??????