თვალთა სიცილი ექსკლიუზივი
თუმცა ჩემი ხარ, თითქმის წელი შესრულდა აგერ,
მაინც ვშიშობდი, ო! ვშიშობდი მერე იცი რას?
რომ არასოდეს მიცინოდა ეგ შენი ბაგე,
თუმცა თვალებმა გამაცოფა და გამაცინა.
შენ თვალებს უნდა კელაპტრებად ავენთო კიდეც,
თუმცა წამება შემიგრძვნია ბევრი მათგანაც,
არ მინდა, არა, რომ გადავცდე წამების კიდეს,
სისულელეა, უაზრობა, იგი რადგანაც.
ერთი იმედად თავიდანვე მაქვს და მქონია,
მას დავენდობი, მწარე ეჭვის ცელივით მცელავს,
მე ბევრის მნახველს ტრფიალთაგან გამიგონია, -
ქალის თვალები გამოხედვით ამბობსო ყველას.
1947