ავსტიისადმი (მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე)
რამოდენიმე სიტყვა გადააკეთა და სათაური შეუცვალა დავით ლაღიძემ
შენც დაემხობი რუსეთო, როგორც
დაემხო საბჭოთა კავშირი
ვით ლენინის მოდგმა განიბნა,
ისე ამაყი შვილები შენი
განიბნევიან მთელ ქვეყანაზე!
განდევნა გელით, დამხობა გელით,
სიკვდილი გელით თქვენ დიქტატორებს.
თავს ღმერთს უტოლებთ, მაგრამ, როდესაც
ტახტს ნამსხვრევებად გიქცევენ, მაშინ,
რომ არ გაგსრისოთ თქვენმავე ტახტმა,
თქვენ გაიქცევით ყველაზე სწრაფად.
მაგრამ, თქვენ ტახტი მთლად როდი გაგსრესთ.
სხვა ხვედრი გელით, სიკვდილზე ძნელი:
გამათხოვრებულ მაწანწალებად
იხეტიალებთ მთელ ქვეყანაზე.
ტყუილად იბანთ ხელს მოსაჩვენრად,
თქვენ პონტოელო პილატებო!
ხალხს მოატყუებთ, მაგრამ ხომ არის
ძალა, რომელიც ყველაფერს ხედავს.
და არ იქნება თქვენი დანდობა,
არც შეცოდება მცირეოდენი,
არც შებრალება არავითარი,
გოლგოთა ჩვენი თავისუფლების -
აი, რა არის ჩვენთვის რუსეთი!
თქვენ დაივიწყეთ ყველა სურვილი
და ერთადერთი სურვილის შეგრჩათ,
სურვილი სხვებზე გაბატონების.
თქვენ საშინელი ციხე ააგეთ,
რომ იყოლიოთ ბნელში გონება.
რომ არ დაადნოს გონების ცეცხლმა
თქვენი მონების მძიმე ხუნდები.
ხოლო დანერგეთ და გაახარეთ
ბოროტი ნერგი ძალმომრეობის,
ნერგი ღალატის და მტარვალობის.
ყაჩაღებს გმოსავთ მეფის პორფირი,
ქურდებს ხელმწიფის გადგათ გვირგვინი.
თქვენ ხალხს წაართვით უფლება ძალით,
თქვენ დაიტაცეთ ხალხის ქონება.
მაგრამ თქვენ ამ განძს თან ვერ წაიღებთ,
მას წაგართმევენ თქვენივე ტახტის
გახელებული ქვეშევრდომები.
წინ გაგიგდებენ ნახევრად შიშველს
და რუსეთიდან შორს გაგდევნიან,
ვით სამოთხიდან განრისხწბულ ღმერთს
განუდევნია ადამ და ევა.
თქვენ იმათხოვრებთ, როგორც თქვენ გამო
ჩვენ ვმათხოვრობდით გაწამებულნი.
მაგრამ ნუ ელით განკითხვას მათგან,
განუკითხავად ვისაც ძარცვავდით.
თქვენს დანახვაზე გააფურთხებენ,
ზურგს შეგაგცევენ ზიზღით ყველანი.
და თუ შიმშილით სიკვდილი გელით,
დასამარხადაც არ მოგხედავენ,
რომ შეხებისგან არ შეიბილწონ.
თქვენი ლეშების გახრწნილ გროვაზე,
მხოლოდ ყორნები დაფრინდებიან.
თქვენ შავბნელ გვამებს არვინ შესუდრავს,
სუდარად ხალხის რისხვა გექცევათ,
ბნელ საფლავებად – ყორნის მუცელი.