*** "ჩემი აივნის ქვის მოაჯირზე" ექსკლიუზივი
ჩემი აივნის ქვის მოაჯირზე
გადაწოლილა ტოტი სუროსი,
მწვანე გველივით.
ხოლო ქვესკნელის სახურავივით,
ზღვა ბრწყინავს მზეზე.
მე კი ოთახში უძრავად ვდგავარ,
ვით მეძებარი ძაღლი მინდორში:
თითქოს მომესმა, ან დავინახე,
ანდა ვიგრძენი რაღაც ნაცნობი...
მთვრალი, ჯიუტი და ბრაზიანი –
ირგვლივ ზუზუნით მივლის ფუტკარი
და დრო და სივრცე ჩემი კუთვნილი,
თანდათან მიწოვს როგორც ჭაობი.
1968წ