ჩიტი ექსკლიუზივი
ისე ჯიუტად და უცნაურად უსტვენდა ჩიტი,
რომ გამეღვიძა.
ზღვისპირას იდგა თეთრი სასტუმრო
მოთენთილი დამსვენებლები
დასერინობდნენ ბნელ დერეფნებში,
ვით კულისებში მსახიობები.
ზღვისპირას იდგა შიშველი ქარი
და ათრთოლებულ გრძელი ხელებით
სველ ნაფეხურებს ზედიზედ შლიდა.
მე კი სულ ერთი ნაბიჯი მაკლდა,
რომ განმეცადა ბედნიერების უსაზღვრო სივრცე.
ისე ჯიუტად უსტვენდა ჩიტი...
ისე ჯიუტად და უცნაურად...
1967წ