ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "არ გაუღია უბრალო ჩქამიც" ექსკლიუზივი

არ გაუღია უბრალო ჩქამიც,
ისე ჩამოწვა ამხელა ღამე.
და სველი, როგორც მდინარის შლამი,
გაბრწყინდა შავად.

და სწორედ მაშინ, 
ტყეს შეშფოთება დაეტყო ხმაში,
რადგან ლანდების იდუმალ სვლაში,
იგრძნო ხიფათი.

და როცა ქარმა,
სივრცეს მოგლიჯა ოთხივე კარი,
ერთი კაცივით დაეცა ჯარი
ხმელი ფოთლების. 
1964წ

??????