ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "გამხმარ ბელტებზე მიხტის ურემი" ექსკლიუზივი

გამხმარ ბელტებზე მიხტის ურემი –
აუთრევია მინდორში ძეძვი.
მეურმეს მზეზე ბეჭები ექვის,
ურემზე უდევს საფლავის ლოდი
და მუხლებს შორის მიწას ჩასცქერის,
მიწა კი, როგორც შავი ჩანჩქერი,
დაუსრულებლად მოდის და მოდის.
1964წ

??????