ჭილაძე ოთარ
გაზიარება

შექსპირი ექსკლიუზივი

ფრთხილად ცხოვრება იწყება ასე 
აჰა დაიწყო და დღეის იქით,
სისხლით და ცრემლითგაჟღენთილ გზაზე,
შენს წაქცევასაც ეცდება იგი.

ფრთხილად! სუსტია ადამიანი,
მალე ერევა შური და ღვარძლი
და არ დაგითმობს მაინც მთლიანად
შენთვის განკუთვნილ დროსა და მანძილს.

ფრთხილად! დამალე შიშიც და ზიზღიც
და გატრიალდი...ან რაღაც უცდი,
თუკი არ გინდა, რომ კავის სისხლზე
დაგისხლტეს ფეხი, ჯერ კიდევ სუსტი.

ხედავ? სინათლე ძლივსღა ციმციმებს,
ხოლო ვეება ლანდი იუდას
აწვება ქალაქს რკინის სიმძიმით,
რკინის სიცივით და სიჯიუტით.
1964წ

??????