შარდენი ჟან
გაზიარება

მოგზაურობა საქართველოში 

10 სექტემბერს ისგაურში 1 მოვედით. ისგაური არის სამეგრელოს ნავთ-საყუდელი და საკმაოდ კარგია ზაფხულობით. იქ დგებიან ხომალდები, რომელნიც კოლხიდაში მოდიან სავაჭროდ, როცა ჩვენ მოვედით იქ შვიდი დიდი ხომალდი ოდგა. ჩვენმა ნავის უფროსმა დააბმევინა ხომალდი ოთხი ღუზით და დააშვებინა ანძები. ისგაური უდაბური და უკაცური ადგილია. ვაჭრები იქ თუ აფხაზების არ შეეშინდათ წნორის ქოხებს აკეთებენ. საშიშროება კი იქ ყოველთვის არის. ამ ქოხების გარდა იქ სახლებს ვერ ნახავთ.

კოლხიდა მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე. აღმოსავლეთით მას საზღვრავს პატარა სამეფო, რომელიც შეადგენს საქართველოს ნაწილს და რომელსაც ადგილობრივი, მცხოვრებნი იმერეთს უწოდებენ. სამხრეთით მას საზღვრავს შავი ზღვა, დასავლეთით აფხაზეთი, ჩრდილოეთით კავკასიის მთები. მისი სიგრძე ზღვიდან მთებამდის წვდება და სიგანე აფხაზეთიდან იმერეთამდის. მის საზღვრებს შეადგენენ კორაქსი და ფაზისი - ძველი ისტორიკოსების სახელოვანი მდინარეები, რომელნიც ახლა კოდორად და რიონად იწოდებიან. პირველი ჰყოფს კოლხიდას და აფხაზეთსა, მეორე კოლხიდას და იმერეთსა. კოლხიდის სიგრძე ას ათ ეჯზე2 მეტია. ეს მე ვიცი არა მარტი იქაურ მცხოვრებელებისაგან გაგონებით, არამედ მე თვითონ ერთი კუთხიდან მეორემდის დამივლია ეს მხარე. კოლხიდას ერთ დროს ჩრდილოეთის მხრივ სამოცი ეჯის სიგრძის კედელი ჰქონდა აფხაზეთისაგან საფარად, მაგრამ დიდი ხანია, რაც ეს კედელი დაინგრა. ახლა ტყეებია მისი დამცველი და უდიდესი იმედი. კავკასიის მხცოვრებნი შეადგენენ იმ მეომარ ხალხს, რომელნიც ახლა რამდენიმე პატარ-პატარა ტომებად არიან, დაყოფილი.

როდესაც ჩვენი ხომალდი დადგა ისგაურის ნავთსაყუდელში, მე და ერთი ვაჭარი ბერძენი, რომელიც თან მომდევდა, გავედით ნაპირზე. იმედი მქონდა, ვიპოვიდი იქ სახლს, რაიმე ხორაგს და დახმარებას. ეს იმედი არ იყო მთლად უსაფუძვლო, რადგან შვიდ ხომალდს ვხედავდი ნავთსადგურში. ძლიერ მოვტყუვდი: იქ მე ვერაფერი ვერ ვიშოვე. ისგაურის მიდამო მთლად ტყით არის შემოსილი. ნაპირიდან ას ნაბიჯზე გამართულია მოედანი, რომელსაც უჭირავს სიგრძით 250 ნაბიჯი და სიგანით 5- ნაბიჯი: ეს არის სამეგრელოს დიდი ბაზარი. გარდა ამისა აქ არის ქუჩა, რომლის ორივე მხარეზე გამწკრივებულია ასიოდე წნული ქოხი. თითო ვაჭარი იჭერს თითო ქოხს, ბინავდება შიგ და იქვე მართავს დუქანს, სადაც აწყობს მხოლოდ იმდენ საქონელს, რამდენის გაყიდვაც შეიძლება ორ-სამ დღეში. იქვე ნაყიდ საქონელს და ისეთ სავაჭროს, რომელიც მალე ვერ გაიყიდება, ხომალდში ინახავენ, რადგან ნაპირზე შიშიანობაა. ბაზარში სხვა არაფერი არ არის. არც ერთი გლეხის სახლი არ არის ახლო-მახლო. ჩემმა ეტიკმა 3 დააბარა ბაზარში მოსულ გლეხებს, რომ მეორე დღეს ღომი მოეტანათ; გლეხები დაგვპირდნენ, მაგრამ არ შეგვისრულეს დაპირება.
მე ძლიერ გავკვირდი და შევწუხდი, როდესაც აქ ვერავითარი საზრდო ვერ ვიპოვე საყიდლად, რადგან ჩვენი საგზალი კიდეც თავდებოდა. ბაზარში ვნახე მხოლოდ გასაყიდად შებორკილი მონები და რამდენიმე ტიტველი კაცი მშვილდ-ისრით ხელში, რომელთაც ხალხი უფრთხოდა. ესენი მებაჟეები იყვნენ. უფრო შევწუხდი და მეწყინა, როდესაც გავიგე რომ ოსმალოები და მთავარი გურიელი შესულუყვნენ ჯარებით სამეგრელოში, დაეწყოთ ომი, ცარცავავდნენ თავიანთ მეზობლების სახლებს, იტაცებდნენ ხალხს და პირუტყვს, სადაც კი მოასწრებდნენ.
დიდი იმედები მქონდა სამეგრელოში მყოფ მონოზნების - თეატინებისა. მეგონა, იმათ ექნებოდათ სახლი, სადაც შეიძლებოდა უშიშრად დაბინავება, და მალეც გამისტუმრებდნენ სპარსეთში. მათი სახლი იყო იგსაურიდან ხმელეთით 40 ეჯზე, ზღვით 55 ეჯზე. გავგზავნე კაცი მისიონერების უფროსთან და გავატანე წერილი. წერილით ვაცნობე, რომ მე სამეგრელოში ვარ, საჭირო საქმეებისთვის სპარსეთში მივდივარ და ჩემ შესახებ მასთან წერილები მაქვს საფრანგეთის ელჩისა, გენუის რეზიდენტისა, საბერძნეთის კაპუცინების წინამძღვარისა და კონსტანტინეპოლელ თეატინების ვექილებისაგან. დაბეჯითებით ვთხოვე გამოეგზავნა ისეთი ვინმე, რომელსაც შეეძლო მოეცა საჭირო ცნობები ჩემი მოგზაურობის შესახებ. მინდოდა ფულით დამექირავებინა შიკრიკი, მაგრამ ფულის მაგიერ ტილო მომთხოვეს. ჩემი ეტიკი გაუგრდა ორ თოფ ლორჯ ტილოდ იმ პირობით, რომ შიკრიკი ორ დღე ნახევარში უნდა დავრუნებულიყო უკან. ეს ორი თოფი ტილო კაფკაში ორ კრანკად ღირს, მე ძალიან დაღონებული და შეწუხებული დავრბუნდი ხომალდზე, რადგან თურმე ისეთ ქვეყანაში მოვსულვარ, სადაც არავითარუ ხორაგი არ იყო გასაყიდი, ფული არ გადიოდა და სახლიც არ იშოვებოდა, რომ კაცს თავი შეეფარებინა.
მე ეს მწუხარება არავისთვის გამიმჟღავნებია, არც ამხანაგისთვის, არც მსახურებისათვის. მხოლოდ ის კი ვუთხარი, რომ თუმცა აღმითქვეს სურსათის მოტანა, მაგრამ მაინც კარგი იქნება, რაც შეიძლება დაზოგვით ვიხმაროთ ის ხორაგი, რომელიც ხელთა გვაქვს.
როგორცა ვთქვი, ომი იყო სამეგრელოში და ომიანობის ხმამ მაინც არ დაუშალა ჩვენს ხომალდზე მყოფ ვაჭრებს გადაბარგება ხმელეთზე. მეორე დღეს, განთიადისას, ისინი გავიდნენ ზღვის ნაპირას, დაიჭირეს ქოხები და გაიტანეს სავაჭრო.

. . . . . 
4 ოქტომებრს, დილით, დაბრუნდა ჩემგან გაგზავნილი კაცი და თან უფროსი მოიყვანა. უფროსი თავის თავს დონ-მარი-ჟოზეფ-ზამპს ეძახდა. მივეგებე, მივესალმე და ვკითხე. აი რა მითხრა მან პირველადვე: „ღმერთმა შეუნდოს, ბატონო, იმათ, ვინც თქვენ აქ მოსვლა გირჩიეს; ბოროტი რჩევა მოუციათ. თქვენ მოხველით იმისთანა ქვეყანაში, რომელსაც სიავით და ბარბაროსობით სხვა ქვეყანა არ შეედრება დედა-მიწის ზურგზე. უმჯობესი იქნება დაბრუნდეთ კონსტანტინოპოლშივე დაუყოვნებლივ, თუ შემთხვევა მოგეცეთ“. რამდენადაც ამ უფროსის ნახვამ გაგვახარა, იმდენად მისმა სიტყვებმა დაგვაღონა. წავიყვანე ქოხში და იქ, ჩემ ამხანაგთან მოვილაპარაკეთ იმაზე, თუ რა უნდა გვექნა.
მე ვუთხარი, რომ მფარველობის წერილი გვაქვს სამეგრელოს მთვართან, მან მომიგო, რომ ეს მთავარი ისეთივე ავი სული, დიდი ავაზაკი და ნამდვილი მცარცველია, როგორიც მისი ქვეშევრდომები და გვიამბო შემდეგი: „სამი წლის წინათ მე დავბრუნდი იტალიიდან და მოვუტანე მდიდარი საჩუქრები მთავარს, მის ცოლს, ვეზირსა და უპირველეს კარის კაცებს და ასე დავურიგე იმათ თითქმის მთელი ჩემი ქონება. მაგრამ მთავარს მაინც ვერ ვაამე: მომისია კაცები და რაც შევინარჩუნე ისიც წამართვა, თუმცა მე ყველა მთვარისა და წარჩინებულის ექიმი ვიყავი, მაგრამ ვეზირმა მაინც ჩამაგდო სატუსაღოში ჯაჭვით ყელზე და შებორკილი, რომ ჩემთვის იმ აფთარს, როდესაც ორმოცი ეკიუ 4 მივეცი. ამას გეუბნებით, ბატონებო, დაასრულა სიტყვა უფროსმა,არა იმიტომ, რომ უკან დაგაბრუნოთ, არამედ იმიტომ, რომ გაგაგებინოთ, რა ხიფათშო აგდებთ თქვენს თავს სამეგრელოში მოსვლით. თუ მაინც არ დაიშლით აქ, სამეგრელოში, ყოფნას, მე ჩემის მხრით ყოველ ღონისძიებას ვიხმარ, მშვიდობიანად შეგინახოთ, მფარველობა გაგიწიოთ თქვენცა, თქვენს ქონებასაც და უვნებლად გაგისტუმროთ სპარსეთში“.
მე იმის შიში ფიქრადაც არ მქონდა, რასაც იგი გვეუბნებოდა. ბოროტი, რომლითაც ის სამეგრელოში გვაშინებდა, მერმის საქმე იყო და იმედი მქონდა, არ ვიცი კი რისი, რომ თავის დროზე ავიცილებდი იმ სიბოროტეს. მე მაწუხებდა დღევანდელი დღე, რომ საჭმელ-სასმელი გვაკლდებოდა; იმითი მქონდა მოცული და გული დაჩაგრული. მე მოვახსენე ზამპის, რომ რაც უნდა გაჭირვება მოგველოდეს სამეგრელოში, მაინც ნაკლები იქნება იმაზე, რა გაჭირვებასაც ვნახავთ, თუ კაფფაში დავბრუნდით და იმ გაჭირვებას უსათუოდ თანაც გადავყვებით. მე ვაცნობე ზამპის, რომ აღარ გვქონდა საჭმელი; ხომალდი, რომელზედაც ვიყავით ჩვენ, ძველი იყო და დღითი-დღე უფრო-და-უფრო ივსებოდა ორივე სქესის და ყოველი ჰასაკის მონებით ისე, რომ საძრაობა აღარ იყო: დილიდან საღამომდის ხომალდზე მიდი-მოდიოდა მრავალი აფხაზი და მეგრელი, რომელნიც ხომალდს მკბენარით ავსებდნენ და ისეთ სიმყრალეს ავრცელებდნენ, რომ შეიძლებოდა ჟამი გაჩენილიყო. გარდა ამისა, ხომალდი ორ თვეზე ადრე ვერ წავიდოდა კაფფას, რადგანაც ქართა ბერვის დრო იყო, შავი ზღვა ძლიერ ღელავდა და საშიში იყო მასზე სიარული. ვთქვათ, მივაღწიეთ კიდეც კაფფას და, თუ გნებავთ, კონსტანტინეპოლსაც, - ეს ოთხ თვეზე ადრე არ შეიძლება, რომლის შემდეგ მაინც მოგივნდება ხელახლა მოგზაურობის დაწყება, ე. ი. ოსმალეთზე გასასვლელი გზის მოძებნა; ხელახლა უნდა ვითმინოთ ოსმალოების უსამართლობა და მათი მებაჟეების უზრდელი ქცევა. ამდენ მოგზაურობაში ჩვენ იმდენჯერ ჩავვარდებით განსაცდელში, რომ სჯობს რაც მოგვივა, ისევ სამეგრელოში მოგვივიდეს; აქ განსაცდელი მაინც არ იქნება დიდი და ჩვენი მოგზაურობაც არც ამდენი ხანი გაგრძელდება; აქედან მხოლოდ ოთხი დღის სავალია მშვიდობიან ქვეყნამდის.
ზამპიმ არც ერთ ჩემს მოსაზრებაზე არა სთქვა უარი. ჩვენს მისვლას თვითონ მისთვის და მისი სახლისთვის მხოლოდ სიკეთის მოტანა შეეძლო. ახლა ის მარტო იმაზე ლაპარაკობდა, როგორ გამოვეყვანეთ ხომალდიდან და თავისთან წავეყვანეთ. ნავი, რომლითაც ჩემმა კაცმა ზამპი მოიყვანა, ფილუგასავით გრძელი იყო, მაგრამ უფრო განიერი და ღრმა. ჩვენ ჩავსხედით ნავში ჩვენის ბარგით და ასი ეკიუს საქონელით, რომელიც ხომალდზე ვიყიდეთ. ზამპიმ გვიყიდა; მე მას ვთხოვე ეყიდნა, რადგან მან იცოდა თუ რას ჰქონდა გასავალი სამეგრელოში, სადაც როგორც ვთქვი, ფული მხოლოდ ისე გადის, როგორც სხვა რაიმე სავაჭრო. ჩვენ შუადღემდის გავათავეთ ჩვენი საქმე და მაშინვე გავემგზავრენით.
შუაღამე იყო, როცა ასტოლფის მდინარის შესართავთან მივედით. მეგრელები ამ მდინარეს ენგურს ეძახიან.ეს სამეგრელოს ერთი დიდი მდინარეთაგანია. ჩვენ დავდექით იქ და გავუგზავნეთ ანარგიაში ჩვენი ნავის ორი მსახურთაგანი შიშიანობის გამოსარკვევად. ეს სოფელი ზღვიდან ორი ვერსტით არის დაშორებული და შესანიშნავი ადგილია სამეგრელოში. სოფელში ასი კომლია, მაგრამ ერთიდან მეორემდის მანძილი ორ ეჯს უდრის. ამ სოფელში ყოველთვის იმყოფებიან ოსმალოები, რომლებიც ყიდულობენ მონებს და აგრეთვე ნავებნსაც მონების გადასაყვანად. ამბობენ, რომ ის იმ ალაგას არის გაშენებული, სადაც ოდესმე იყო დიდი ქალაქი სახელად ჰერაკლე.
5 ოქტომბერს, გათენებისას, ჩვენი გაგზავნილი მენავეები მოვიდნენ; მოგვიტანეს ამბავი, აფხაზები არ დასცემიანი ანარგიის მიდამოს, ისინი თხუთმეტ ეჯზე არიან ამ სოფლიდანო. ზამპიმ ააჩქარებინა ნაი, რომ ქალაქში ადრე მისულიყავით და ყველაფერი გადაგვეტანა ნავიდან ისე, რომ არავის არ შევენიშნეთ. როგორც გვინდოდა ყველაზე დიდი ყუთი წიგნებით იყო სავსე. ზამპიმ მირჩია, როცა დავბინავდებოდით გამეხსნა ეს ყუთი და ყველაფერი ამომელაგებინა, ვითომდა ვეძებდი რასმე, ეს იმიტომ, რომ ხალხი რომლებთანაც მივედით დარწმუნებულიყო, რომ სხვა ყუთებში საუნჯე რამ არ არის და ზამპისაც დაეჯერებინა ისინი, რომ ჩვენ ბერები ვართ და წიგნების მეტი არა გვაქვს რა. მე მივიღე ეს რჩევა და კარგიც ვქმენ. სახლში მყოფნი გაჰკვირდნენ როცა ასეთ ყუთში წიგნების მეტი ვერა ნახეს - რა და მგონი გულიც დააჯერეს.
სანამ ანარგიაში ვცხოვრობდით, საჭმლის ნაკლებობა არ განგვიცდია. აქ შინაური ფრინველის, გარეული მტრედის, ღორისა და თხის სოვნა შეიძლებოდა. ჩემი მსახურები ყველაფერს ამას სცვლიდნენ ტილოსა, ნემსებსა, მელანსა, სავარცხლებსა და დანებზე. ხორაგი საკმაოდ იაფი იყო, ღვინო მრავალი: რთველი ჰქონდათ მაშინ, მხოლოდ პური-ღა მაკლდა.
მ. ზამპიმ მე კაპუცინად გამომაცხადა. ის ამბობდა, რომ მე ვითომ იმ კაპუცინების საძებრად ჩამოვედი, რომლებიც იყვნენ საქართველოში, და სხვა ტანისამოსით იმიტომ ვიყავ შემოსილი და ოსმალოებს არ შეეტყოთ და უფრო ადვილად გამომევლო მათი ქვეყანად, ხალხის ამაში უფრო დასარწმუნებლად ზამპიმ დამარიგა უფრო ღარიბულად შევმოსილიყავ და ყოველ შემთხვევაშო ღარიბად მეჩვენებინა თავი. მე საკმაოდ კარგად ვასრულებდი ზამპისაგან შემოკვეთილს, მაგრამ ჩემი მსახურების ყოფაქცევა კი მამჟღავნდებდა. ისინი ხელს მიშლიდნენ იმით, რომ სასმელ-საჭმელს ბევრსა და უხვად ყიდულობდნენ. რასაც კი საჭმელს ნახავდნენ ყველაფერს ყიდულობდნენ. რაც უფრო ღირებული და რა ფასიც უნდა ეთხოვნათ. ამით იმ დანაკლისის ამოვსება უნდოდათ, რომელიც გამოიარეს. ეს ხარჯი აგრძნობიდენბდა ხალხს, რომ მე ისე ღარიბი არ ვიყავი, როგორც თავს ვაჩვენებდი.
 

2
გათენებას ჯერ კიდევ ორი საათი აკლდა. როცა 14-ს ანარგიიდან გავემგზავრენით. გავიარეთ ორი ეჯი ასტოლფის აყოლებით, მერე გადმოვაბარგეთ ჩვენი ხაბაკი და დავაწყეთ ექვს პატარა ურემზე. სხვა ორი ურემიც დატვრითული იყო სურსათით, რომელიც მამა ზამპიმ იყიდა. ამ რვა დაბარგულმა ურემმა საშინელი ხმა დაგვიყარა. სამეგრელოში ამდენი ქონების ერთად ნახვას ჩვეულნი არ არიან. ორმა დღემაც არ გაიარა, რომ მთელმა მხარემ გაიგო, მოვიდნენ ევროპელნი, რომელთაც რვა სავსე ურემი ბარგი აქვთო. ამ ახალ ამბავს დაწვრილებით ლაპარაკობდნენ და ამან, როგორც გიამბობთ ბევრი უსიამოვნება მოგვაყენა, გავიარეთ ხმელეთით ოთხ ეჯნახევარი და მზის ჩასსვლისას მივედით სიპიაში. 
სიპია ორი პატარა ეკლესიის სახელია. ერთი მათგანი მეგრელებისაა და მეორე თეატინებს ეკუთვნის. თეატინების ეკლესიას დიდი გალავანი აქვს და ამ გალავანში სდგას ორივე ეკლესია. გალავანში რამდენიმე ხის სახლია აშენებული. იმგვარი, როგორსაც აქ აშენებენ: ზოგი ორსართულიანი, ზოგი ერთსართულიანი. თითო ბერს თითო ამისთანა სახლი აქვს სადგომად. ისე რომ ისინი მთლად განცალკევებულნი არიან. სულ პატარა სახლები სავსეა მათი მონებით და პრი კომლი გლეხით, რომელნიც მათი ყმანი არიან.
თეატინების სამეგრელოში 1628 წელს მოსულან. ისინი აქ მიუღიათ, როგორც ექიმები, მაშინდელი სამეგრელოს მთავარი ძლიერი იყო. მას მოახსენეს, რომ სასარგებლო იქნებოდა მისი ქვეყნისთვის, თუ ნებას მისცემდა ეცხოვრა იქ ისეთ ხალს, რომელმაც იცის მკურნალობა და სნეულებისაგან მორჩენა ადამიანისა. მთავარმა მიიღო თეატინები, მისცა სახლი, მიწები და რამდენიმე გლეხი ამ მიწების დასამუშავებლად. 
18-ს სამეგრელოს დედოფალი მობრძანდა თეატინებთან. პრეფექტი საჩქაროდ მიეგება დედოფალს. დედოფალი ცხენზე იჯდა; მის ამალაში რვა ქალი და ათიოდე ქვეითი კაცი იყო. კაცები მის ცხენს ერტყნენ გარს. ამალა ძალიან ცუდად იყო ცაცმული და შეიარარებული. დედოფალსაც გაეგო, ვითომ თეატინებს სურსათი მოსვლიათ, რომელსაც ყოველწლობით იღებენ სტამბოლიდან და უბრძანა პრეფექტს: შენთან მოსულან ევროპელები, რომლებსაც დიდი ბარგი მოუტანიათ. მე ეს ძალიან მესიამოვნა, მსურს ვნახო ისინი და მივულოცო მშვიდობით მოსვლაო. მე დამიძახეს; მითხრეს დედოფალს გამოეგებეო. მ. ზამპიმ მითხრა ძღვენი მიართვიო: ჩვეულება აქვს, ძღვენით დავხდნენ მთავარსა და დედოფალს, როცა მიბრძანდებიან სადმეო. მე შევევედრე დედოფალს და ვსთხოვე: - კეთილი ნებით, ცოტა ხნით მომითმინეთ და სასახლეში მოგართმევთ ძღვენს. დედოფალმა შეიწყნარა ჩემი თხოვნა. მოახსენეს რომ მე ოსმალური და სპარსული ვიცი; მან მოაყვანინა მონა რომელმაც კარგად იცოდა ოსმალური და დავწრილებით გამომკითხა ვინა ვარ, სადაური ვარ და სად მიმგზავრია.
19-ს დილით დედოფალმა კაცი გამომიგზავნა და სადილად მიმიწვია. სადილზე ჩემთან ერთად იყვნენ მ. ზამპი და ერთი სხვა თეატინი. დედოფალი ცხოვრობდა მხოლოდ ორი ეჯის მანძილზე ჩვენგან. მთავართან არ ცხოვრობდა, რადგან მთავარი ვერ ეთვისებოდა თავის მეუღლეს და ჭირივით ძულდა იგი: ეს ქალი მას ძალად შეერთო.
დედოფალი ამ დღეს უფრო კარგად მორთული ვნახე ვიდრე წინა დღეს იყო; ფერ-უმარილი წაესვა და ძალიან ცდილობდა ლამაზი გამოჩენილიყო; ოქრო-ქსოვილი ფარჩის ტანისამოსი ეცვა და თავსაფარი ძვირფასი ქვებით ჰქონდა მორთული; მისი პირ-ბადე კარგი და მშვენიერი რამ იყო. ხალიჩაზე იჯდა, გვერდით ცხრა თუ ათი მოდარბაზე ქალი უსხდა. მისი საკუთარი სეფე-ქალები, როგორც თქვეს, ომიანობის გამო გახიზნულები ყოფილან. დარბაზი სავსე იყო თითქმის ნახევრად ტიტველი ხალხით, რომელნიც მის ამალას შეადგენდნენ. ჯერ ვიდრე სახლში შემიშვებდნენ, მომთხოვეს დედოფლისათვის მიტანილი ძღვენი; ერთ ჩემ მსახურს მოჰქონდა ეს ძღვენი და გადასცა კაცებს. ძღვნად მივართვი აბრეშუმის ბაფთები, ქაღალდი, ნემსები, დანის ქარქაშები და საკმაოდ ლამაზი საჭრელი იარაღი. ეს ყველაფერი ღირდა ოც და სამი, ანუ ოც და ოთხი ფრანკი. მაგრამ სამეგრელოში კი სამოცზე მეტი ღირდა. დედოფალის ძალიან კმაყოფილი დარჩა ამ საჩუქრით; შემიყვანეს მის სანახავად. დედოფლის ახლოს სკამი იდგა, რომელზედაც ოსმალურის მცოდნე მონამ მიმიწვია დავმჯდარიყავი. დედოფლმა ჯერ მითხრა: - მე მსურს შეგრთო ცოლად ერთი ჩემი მეგობარი და მინდა, რომ არ წახვიდე ჩემი ქვეყნიდან; მოგცემ სახლს, მიწებს, მონებს და ყმებს.
სახლი, რომელშიაც დედოფალი ცხოვრობდა, იდგა ხუთსა თუ ექვს სხვა სახლებს შუა; თითოეული მათგანი ასი ნაბიჯით იყო ერთი მეორეზე დაშორებული; სახლები არც ღობით იყო შემოზღუდული, არც გალავნით. სახლის წინ მოჩანდა ხის ტახტი, სიმაღლით 18 გოჯამდე, პატარა გუმბათით დახურული. ძირს ხალიცები იყო დაფენილი. დედოფალი ხალიჩაზე იჯდა, ქალები ისხდნენ ოთხ ნაბიჯზე მოშორებით სხვა ხალიჩებზე. თეანისტებისთვის და ჩემთვის ორი სკამი იდგა ამ ტახტის ახლო: ერთი დასაჯდომად, მეორე მაგიდის მაგივრად. როდესაც დედოფალი დაბრძანდა, მსახურმა გაშალა მის წინ გრძელი ჭრელი ტილო და ორი პატარა ჭიქა, ოთხი ლანგარი, რვა სხვადასხვა სიდიდის ჯამი, ერთი დიდი ბადია, ერთი ჩამჩა. ეს ჭურჭელი სულ ვერცხლისა იყო. მეორე მსახურმა ამავე დროს ყველას წინ, ვინც კი სუფრას უჯდა, დააწყო ხის ტოტები საინების მაგივრად; ქალების წინაც მოიტანეს ორი ქვაბი და შუა ალაგას დასდგეს, ერთი ძალიან დიდი იყო, ოთხ კაცს მოჰქონდა, ის ჩვეულებრივი ღომით იყო სავსე; მეორე უფრო მომცრო იყო, და შიგ თეთრი ღომი იყო, ისიც ორ კაცს მოჰქონდა. ორმა სხვა კაცმა მოიტანა ხონჩით მთლიანად მოხარშული ღორი და ოთხმა სხვამ, თითომ თითო დოქი ღვინო. ჯერ დედოფალს მიართვეს, მერე ქალებს, მერე ჩვენ, მერე მთელ ამალას. ამას გარდა დედოფალს მიართვეს პინაკი 6 , რომელშიაც ეწყო პური და მწვანილი მადის გასაღვიძებლად, კიდევ ერთი ვერცხლის დიდი ლანგარი მიართვეს, რომელზედაც ორი ფრინველი იდვა: ერთი მოხარშული და მეორე შემწვარი, ორივე რაღაც საძაგელი საწებლით, რომლის ჭამა სრულებითაც ვერ შევძელ. დედოფალმა გამომიგზავნა ცოტაოდენი პური, მწვანილი და შემომითვალა, თუ ვახშმად დარჩები, ხარს დაგიკლავო. ეს მხოლოდ ცარიელი თავაზიანობა და მომადლიერება იყო. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ გამოგზავნა ფრინველის ორი ნაჭერი და აკითხვინა: რატომ სამეგრელოში არ მოდიან ის ევროპელი ხელოსნები, რომლებმაც ასე მშვენივრად იციან ლითონის, აბრეშუმისა და მატყლის ხელობა და რად მოდიან მარტო ბერები: ბერები რად გვინდა, ან რისი მაქნისი არიანო. მე ძალიან გამაკვირვა ამ კითხვამ. დედოფლი ხმა-მაღლა ლაპარაკობდა მეგრულად, მისი მონა ხმამაღალვე მითარგმნიდა ოსმალურად. წარმოიდგინეთ, ამ ლაპარაკის გამო რანაირად შერცხვათ იქ მყოფ თეატინებს. მართალი უნდა ვთქვა, მე ძალიან დავეხმარე მათ; მე მივუგე ჩემ და იმათ მაგივრადაც: - ევროპელი ხელოსნები მხოლოდ მოგებისათვის მუშაობენ, მოგება იქაც საკმაო აქვთ და სხვაგან არ ეძებენ სიმდიდრეს; ბერებს კი ღვთის დიდება და ხალხის ცხონება აინტერესებთ და მხოლოდ ეს დიდი სურვილი აიძულებთ დატოვონ თავიანთი ქვეყანა და ასე შორს წამოვიდნენ.
სადილმა ორ საათს გასტანა. შუა სადილზე დედოფალმა გამოგზავნა ერთი თასი ღვინო და შემომითვალა, რომ ეს ღვინო მისი ღვინოა და თასიც ის თასია, რომლითაც თითონ მიირთმევს. ასეთი პატივი სამჯერს მცა. დედოფალი ძალიან გაჰკვირდა, როდესაც ნახა, რომ მე ღვინოში წყალს ვურევდი და თქვა, თავის დღეში არ მინახავსო ესაო. თითონ და მის გვერდით მყოფი მანდილოსნები სვამდნენ წმინდა ღვინოს და საკმაოდ ბევრსაც. სადილის გათავებისას გამომიგზავნა კაცი და აკითხვინა, მოვიტანე თუ არა ევროპიდან სურნელება და ჩინური; ექვსჯერ თუ შვიდჯერ გამომიგზავნა კაცი მხოლოდ ამისთანა რამეების საკითხავად. ამით მივხვდი, რომ ეს ქალბატონი მხოლოდ თავის სარგებლობისთვის მეალერსებოდა. ყველაფერზე უარი შევუთვალე. ბოლოს გაწყრა და თქვა, - მე მსურს კაცები გავგზავნო შენი ბარგის გასასინჯავადაო. - ნება თქვენი იყოს, შევუთვალე მე. ასეთი პასუხი იმიტომ მივეცი, რომ მეშინოდა, ვაი თუ უარს და წინააღმდეგობას უფრო სიხარბეში შეეყვანა დედოფალი. მეშინოდა, აგრეთვე, არ შეემჩნიათ რა, თავზარი დამცა ამ მუქარამ. ბოლოს დედოფალმა დამამშვიდა: გეხუმრებიო. მე ვითომ დავიჯერე, მაგრამ როდესაც სადილი გავათავეთ, შევეხვეწე ერთ ჩემთან მყოფ თეატინს სასწრაფოდ წასულიყო, ეცნობებინა ჩემი ამხანაგისათვის დედოფლის სიტყვები და მზად ყოფილიყო ყოველ შემთხვევისათვის.
სახლში ძალიან დაფიქრებული და შეწუხებული დავბრუნდი. დედოფლის სიტყვებმა მეტად დამაღონეს, მეშინოდა, სიხარბითა და ან სხვადასხვა მიზეზით რაიმე ბოროტი არ შეემთხვია ჩემთვის. მ. ზამპიმ მითხრა, რომ უსათუოდ ელოდე ყოველსავეო. მე მოვემზადე ამისთვის და მეორე ღამეს მიწაში ჩავფალით ყველაფერი, რაც კი უფრო ძვირფასი რამე გვქონდა. ამოვათხრევინე ერთი ერთი თეატინის სახლში ხუთი ფუტის სიღრმე ორმო და ჩავფალ იმაში ძვირფასი ქვებით მოოჭვილი კედლისა და უბის საათებით სავსე ყუთი და ერთიც მარჯნებით სავსე ყუთი. ყუთები ისე ლამაზად იყო ჩაფლული, რო სრულებით არ ჩანდა ნათხარი მიწა. მერე ამავე აზრით ეკლესიაში წაველ. მ. ზამპიმ მირჩია ამეხადნა ერთი თეატინის სამარე, რომელიც აქ ექვსი წლის წინათ იყო ამოთხრილი, და შიგ შემენახა პატარა ყუთი, რომლის დამალვაც მსურდა. მე ვარჩიე ამომეთხარა ორმო ეკლესიის ერთ კუთხეში კარებს უკან; იქ გავაკეთებინე, როგორც ოთახში ღრმა ფოსო და ჩავდე ეს ყუთი, რომელშიაც თორმეტი ათასი დუკატი ოქრო იყო. შემდეგ დავმალე ჩემი სახლის სართულში ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ხმალი და ხანჯალი. სართული ჩალით იყო დახურული. მე და ჩემმა ამხანაგმა ძვირფასი და მსუბუქი ნივთები თავისთან შევინახეთ და, რაც ისე ძვირფასი არ იყო, ის თეატინებს მივაბარეთ. 
23-ს გავიგე, რასაც მიპირებდა დედოფალი, როდესაც დამემუქრა, რომ გააჩხრეკინებდა ჩემს ბარგსა. კვირა იყო; დღის ნაწილი ლოცვაში და სულთქმაში გავატარე, რადგან ვგრძნობდი უბედურებას, რომელიც თავს დამტრიალებდა, ვგრძნობდი განსაცდელს, რომლითაც გარშემოზღუდული ვიყავ და არა მქონდა გზა ამ გაჭირვებისაგან თავის დასაღეწავად.
როდესაც ჩვენ ვსადილობდით, შევიდნენ და უთხრეს პრეფექტს, რომ ორი კეთილშობილია კარზე სა გეძახიანო. ეს კეთილშობილები იმათი მეზობლები იყვნენ. ისინი ცხენებზე ისხდნენ და ჩაჩქანში იყვნენ ჩამსხდრები და მთლად შეიარაღებულები. პრეფექტს არ გაუკვირდა იმათი ამ სახით და ამოდენა ამალით მოსვლა, რადგან მაშინ ომიანობა იყო. კეთილშობილებმა უთხრეს პრეფექტს, რომ ჩვენ მოვედით შენთან და ახლად მოსულ ევროპელებთან სალაპარაკოდო. ამასობაში ცხენებიდან ჩამოსხდნენ. პრეფექტმა დაგვიძახა მე და ჩემ ამხანაგს. ჩვენ გავედით. მე ჯერ მივხვდი იმათ ბოროტ განზრახვას, მაგრამ მალე ნეკზე ვიკბინე და ყოველივე გავიგე. მივუახლოვდი თუ არა, მაშინვე შეგვიპყრეს თავიანთ მსახურთა შემწეობით. მე ვუთხარი: ბერები ვართ; მთელი ჩვენი სიმდიდრე წიგნები, ქაღალდები და უბრალო ბარგია; ნუ იხმართ ჩვენზე ძალას და ყველაფერს გიჩვენებთ. ამის მეტი ღონე აღარ დამრჩენიყო, რადგან დაჭერილი და შებოჭილი ვიყავ და რადგან ამ ავაზაკებმა უკვე დაიპყრეს ჩვენი სახლი და ყველა მასში მხცოვრებნი. ამ მოხერხებამ ღვთის მადლით ცოტათი მიშველა: გამიხსნეს ხელები და მითხრეს, გააღე ოთახის კარებიო, ეს ოთახი პირველ სართულში იყო; იმაში მხოლოდ ის იყო, რაც გვინდოდა ენახათ იმათ. ჩვენ, როგორც ვთქვი, თან გვქონდა უძვირფასესი თვლები: ჩემს ამხანაგს ისინი ჩაკერებული ჰქონდა თავის სქელ ტყავით დასარჩულებულ ტანთსაცმლის საყელოში; მე ჩემები გახვეული მქონდა ორ ბოხჩაში და დამალული ყუთში, რომელშიაც ჩემი წიგნები ეწყო. ვერ გავბედე ისინი თან მქონიყო, რადგან მე მეშინოდა ან არ მოვეკალით, ან არ გავეცარცვეთ და ან გასასყიდად არ შევეპყარით. მე ერის კაცად მყოფ თეატინს და ჩემს ამხანაგს ვუთხარი ვუთხარი, რომ ეს კეთილშობილები ცალკე გაეხმოთ, ლაპარაკით შეექციათ და ცოტაოდენი ფული შეეძლიათ, რომ ამგვარად ჩემთვის მოეცათ დრო, ამომეღო ყუთიდან ეს ორი ძვირფასი ბოხჩა და დამემალა სადმე. იმათ მოახერხეს ეს. შევედი ჩვენს ოთახში და ჩავიკეტე კარი. მხლებლებმა ეჭვი აიღეს ჩემს განზრახვაზე, დაუძახეს ბატონებს და ისინიც მოადგნენ კარებს; ის მაგრა იყო შიგნიდან ჩაკეტილი. მე გავიგონე ჩემი ამხანაგის ძახილი, რომ ჭუჭრუტნებიდან გათვალიერებენ და გავუფრთხილდიო. ამის გამო მაშინვე გამოვიღე ჩემი ორი ბოხჩა ჭერიდან, სადაც ისინი დავმალე, მეშინოდა, ვაი თუ დამინახეს, - ჩავიწყე ჯიბეში და რომ ვნახე, ეს ავაზაკები კარებს ამტვრევდნენ, გადავხტი ფანჯრიდან, რომელიც ბაღს გადაჰყურებდა. უფრო მცირე გაჭირვებაში, რაც უნდა მოეცათ, ვერ გავბედავდი იქიდან გადახტომას, რადგან თავის სასიკვდილოდ გამომეტება იქნებოდა, მაგრამ შიშისაგან შეპყრობილი კაცი მარტო იმ საგანზე ფიქრობს, რაც მას აშინებს. გავიქეცი ბაღის ბოლოს და ჩემი ბოხჩები ჯაგებში გადავყარე. ისე აღელვებული ვიყავი, რომ ვყარე. მაშინვე დავბრუნდი ოთახში და ვნახე, რომ ოთახი უკვე სავსე იყო მცარცველებითა. ზოგნი ეჭიდებოდნენ ჩემს ამხანაგს, სხვანი თეატინებს უყვიროდნენ, რომელნიც აქ საშველად მოსულიყვნენ. ჩამოგვეცალენით, თუ გაინძრევით, დაგხოცავთო. შეშინებული პრეფექტი გაიქცა. სხვებმა არ მოისურვეს ჩვენი თავის დანებება და ერთი ერისკაცთაგანი თეატინი - კი ძალიან დაგვეხმარა: ამან თავი გადასდო ჩვენთვის და, თუმცა ამოღებული ხმალი კისერზე დაადეს, მაინც არ გაგვშორდა. ჩვენი მსახურები მაშინვე შებოჭეს. ერთ მათგანს სურდა წინააღმდეგობა გაეწია და ამოიღო დიდი დანა, რომელიც სარტყელში ჰქონდა გარჭობილი; ამ მოსამსახურეს შუბი ჰკრეს და წააქციეს მიწაზე, შეჰკრეს და ხეზე მიაბეს.
მერე ავაზაკებმა გამოგვიცხადეს, რომ სურთ გასინჯონ ჩვენო ქონება. მე მივუგე, - ბატონი ბრძანდებით, ჩვენ ვართ მხოლოდ ღარიბი კაპუცინები. ზოგნი კეტებს სცემდნენ ჩემს ყუთებს და უნდოდათ - გაეტეხათ. მე ცოტა გული მომეცა, რადგან ვიცოდი, იქ ძვირფასი არა იყო რა და ვუთხარი, - გაფრთხილებთ, აქ სპარსეთის მეფისგან ვარ გამოგზავნილები და საქართველოს მეფე გადაგიხდით, რომ ჩემზე ძალას ხმარობთ; ვაჩვენე კიდეც სპარსეთის შაჰისგან მოცემული ქაღალდი. ერთმა კეთილშობილთაგანმა აიღო ეს ქაღალდი და მოისურვა მისი დახევა და თანაც თქვა, რომ მას მთელ ქვეყანაზე არავისი არ ეშინია და არც ხათრი აქვს. მეორემ შეაყენა და დაუშალა: ვარაყით ნაწერმა და მოოქრულმა ბეჭედმა იმოქმედა მაზე. მან მითხრა თარჯიმნის შემწეობით, რომ გამეღო ყუთები და არაფერ ბოროტს არ შემამთხვევდა. მაგრამ თუ კიდევ უარზე დადგები, თავს მოგკვეთთო. მე დამორჩილების მაგივრად სიტყვის შებრუნება მოვინდომე. მან კინაღამ ძვირად დამისვა ეს: ერთმა მხლებელთაგანმა იშიშვლა ხმალი და მომიღერა თავში დასაკრავად. ერის კაცთაგანმა თეატინმა დაუჭირა მას ხელი. ამასობაში გავაღე ყუთები და საკვირველი ცარცვა დაიწყეს: რაც კი მოეწონათ ამ ბატონებს, ყველაფერი მოიტაცეს.
ამ ცარცვის დროს მე ფანჯარაზე ვიყავი მიყუდებული. ცარცვას თვალი მოვარიდე, რომ უფრო არ მომმატებოდა სიმწარე. ბაღისკენ რომ ვიყურებოდი, შევნიშნე იქ ორი მხლებელი ჯაგებს ჩხრეკავდნენ იმ მხარეს, სადაც, ვგონებ, მე დავმალე ჩემი ორი ბოხჩა. მე მთლად გამწარებული გავექანე იმათკენ; ერთი თეატინი მომდევდა უკან. ის ორი კაცი, დაგვინახეს თუ რა ბაღში შესულნი, წავიდნენ იქიდან, არ ვიცი კი რად. მაშინვ დავიწყე ძებნა. ჩემი მღელვარება მიშლიდა მეპოვნა ალაგი, სადაც ჩავყარე: ვეღარ ვიპოვნე და დაბვეჯითებით მეგონა, რომ მათ იპოვეს და წაიღეს. ბოხჩები ოც და ოთხი ათასი ეკიუს საფასი იყო და ადვილად წარმოსადგენია, რა სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდი: იმ წამსვე მოვკვდებოდი, რომ ღმერთს არ შევეწყალებინე; მან თავისი სახიერებით ხელი აღმიპყრა მე და შემარჩინა ცოტაოდენი ღონე. ჩემი ამხანაგი და ერის კაცთაგანი თეატინი მაღალის ხმით მიძახდნენ. გამოვედი ბაღიდან და შევირბინე ოთახში. შევედი თუ არა ორმა მხლებელმა შემიპყრო, მიმათრია კუთხეში და ამომაცალა ჯიბიდან რაცა მქონდა; მაგდენი კი არაფერი არა იყო-რა. მე დამიჭირეს და უნდოდათ ხელები შეეკრათ ჩემთვის. მე დავიწყე ყვირილი, გაძალიანება, მოვთხოვე მივეყვანე თავიანთ ბატონებთან და ვათქმევინე ამ ავაზაკების უფროსებისთვის, რომ არ არის საჭირო ჩემი შეკვრა და შებოჭვა: - თუნდ სასიკვდილოდ წამიყვანოთ და თუნდ რაც უნდა მიყოთ, მე მზად ვარ მოვითმინო ყველაფერი. მათ მიპასუხეს, რომ მთავართან უნდა წაგიყვანოთო, რადგან მეფის გამოგზავნილები ყოფილხართო. მე მივუგე, რომ შეუბოჭავადაც წამოვალთ იმასთან და იმედი გვაქვს, ის გაგვასამართლებს; ჩვენ გვაქვს იმასთან წერილები, რომლებსაც უსათუოდ პატივს დასდებს. გვიანღა იყო, ღამდებოდა. მთავრის სასახლე 15 ეჯზე იყო. ჩვენ გაგვანთავისუფლეს და მარტო ის მოსამსახურე წაიყვანეს, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია. ეს მოსამსახურე 15 დღის 10 პიასტრად 7 გამოვიყიდე. 
 

როდესაც დავაღწიე თავი ამ მცარცველებს, შევედი ბაღში. თეატინმა, რომელიც, უკან მომდევდა ორი ძვირფასი ქვებით სავსე ბოხჩის ძებნის დროს, ყველას უამბო სახლში ჩემი უბედურება. ყველა დარწმუნებული იყო, რომ იმ ორმა მხლებელმა თვალი შემასწრო განძეულობის დამალვის დროს და იპოვეს კიდეც ის, ერთი ჩემი მსახურთაგანი, სომეხი ალავერდა, მომდევდა თან; მე გავოცდი, როდესაც ეს მსახური მომეხვია ყელზე თვალცრემლიანი და მითხრა: „ბატონო! დავიღუპენით!“ საზოგადო შიშმა და უბედურებამ მთლად დაგვავიწყა, ვინ ვიყავით. მე ისე აღშფოთებული ვიყავი, რომ ჩემივე კაცი ჯერ მეგრელი მეგონა და გულში ვთქვი, ამას უთუოდ ჩემი დახრჩობა უნდა. როდესაც ვიცანი, გული ამიჩუყა მისმა ერთგულობამ. ვუბრძანე, - ნუ სტირი! - ბატონო! მითხრა მან, - კარგა კი მოძებნეთ?
- იმდენი ვეძებე, - მივუგე მე, - რომ სრულიად გადავწყვიტე იმედი პოვნისა და ვგრძნობ, რომ ყოვლად უბედური კაცი ვარ. მოსამსახურემ გული ვერ დაიმშვიდა. მითხრა, - მაჩვენე ის ალაგი, სადაც ბოხჩები გადაყარე და, მიამბე, როგორ დამალე და რანაირად ეძებდი მერე. მე ვუამბე ყოველივე ამ საწყალსა, რომელმაც ესეთი ერთგულება გამოაჩინა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავ, რომ ტყუილად დაიწყებდა ძებნას და აღარც კი დავუცადე. დაღამდა. ჯავრმა ისე შემიპყრო და ამაღელვა, რომ არ ვიცოდი, რას ჩავდიოდი, როდესაც ის საწყალი ჩემი მოსამსახურე მეორედ მომეხვია ყელზე და თან უბეში ჩამიდო ორი შეკრული, რომელიც მე დაკარგული მეგონა. ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ გამახარა ამ სასიამოვნო გარემოებამ. გამახარა იმიტომ კი არა, რომ ვიპოვნე ოც და ხუთი ათასი ეკიუ, არამედ იმიტომ უფრო, რომ ღმერთმა შემიბრალა და არ გამაუბედურა. ამ ფიქრმა ძალიან გამამხნევა. მაშინდელი ჩემი მდგომარეობა აღარ მაღონებდა, და აღარც მერმისის მწუხარება, რადგან დავრწმუნდი, რომ ღმერთი არ გამწირავდა. ეს რწმენა მამხნევებდა მას შემდეგ, როცა ფათერაკსა და განსაცდელში ჩავვარდებოდი.
რადგან ეს ორი ბოხჩა ვიპოვე, იმის დარდი აღარ მქონდა, რასაც ჩემი ყუთებიდან წაიღებდნენ. შევედი ოთახში და შევატყობინე ჩემს ამხანაგს, რომ ძვირფასეულობა ვიპოვე. ჩემს ამხანაგს ცოტათი მიელაგებინა ჩვენი მიფუტკნულ-მოფუტკნული საცოდავი ბინა. წაეღოთ ტანისამოსი, იარაღი, სპილენძეული, ყაითნები და სხვა უბრალო ნივთები. ჩვენ გადავწყვიტეთ არ გაგვემხილნა, რომ ის ორი დაკარგული ბოხჩა ვიპოვეთ, გვინდოდა ხალხი დაგვერწმუნებინა, რომ აღარაფერი აღარ დაგვრჩა. ამან ძალიან გვიშველა: თეატინების მსახურებს ეგონათ, მთლად გაგვცარცვეს; ხოლო სულ ყველაფერი, რაც დავკარგეთ, ღვთის მადლით, მხოლოდ რამდენიმე ასი ეკიუ ღირდა. 
24-ს დილით თეატინების პრეფექტმა და მისმა ერისკაცად ყოფილმა ძმამ საჩივლელად წამიყვანეს კათალიკოზსა და მთავართან. მითხრეს, ძღვენი მიართვიო. მე ვამტკიცებდი, რომ თუ გაცარცვასა და გაქურდვაზე ვიჩივლებ ძღვენი რაღა შუაში უნდა იყოს. მაგრამ ჩვეულებამ თავისი გაიტანა, მივართვი კათალიკოზს ერთი დანის ქარქაში, ვერცხლის დანა-ჩანგალი და ქუდი, რომელიც თვითონ მთხოვა სხვისი პირით. კათალიკოზსა და აგრეთვე მთვარსაც ვაჩვენე სპარსეთის მეფის ბრძანების ქაღალდი და მისგან ბოძებული რაყამი (პასპორტი). მთავარს არ წარვუდგინე საფრანგეთის ელჩის წერილი, რადგან თეატინებმა მირჩიეს, საჭირო არ არისო. არც ერთმა და არც მეორემ აღარაფრით არ დამაკმაყოფილა. მთავარმა მითხრა, ომიანობაა ახლა და კეთილშობილები ვერ დამიმორჩილებია, სხვა დროს კი კარგსა და ჩქარ სამართალს მოგცემდიო; მაინც ჩემის მხრივ ღონისძიებას ვიხმარ, დაგიბრუნო რაც წარურთმევიათო. კათალიკოზმაც ესეთივე საუბარი გამართა და შვეის მაგივრად ნუგეშის ცემა დამიწყო. იმათ მაინც მომცეს თითო კაცი და მათის სახელით უნდა მოეთხოვათ მცარცველებისაგან, რაც ჰქონდათ ჩვენგან წაღებული.
ამ მიწყდომ-მოწყდომაში შევიტყვე, რომ თვითონ დადიანსაც მონაწილეობა ჰქონოდა ჩემი გაცარცვის საქმეში და ნაცარცვის მესამედი მიეღო. ამან უფრო კარგად გამაცნო იმ ქვეყნის ხასიათი და ვითარება, სადაც ვიყავი; უფრო ნათლად დავინახე განსაცდელი, რომელიც ჩვენ გველოდა. ის ორი კეთილშობილი, რომლებიც შემწეობისათვის მოგვეცეს, ჩვენსა წამოვიდნენ დასადგომად. ახლა ამათთვის უნდა მიგვერთმია ძღვენი. იმათ იმ დღეს და მეორე დღესაც ვითომ ძლიერ გამოიდეს თავი ჩვენ საშველად, მაგრამ მათი ცდილობა ამაო შეიქმნა. 26-ს საღამოს მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ვერაფერს გავხდითო, აღარ შეგვიძლიან ამ საქმეს მივდიოთო, რადგან ოსმალონი მოვიდნენ სამეგრელოში, წვავენ და იკლებენ ყველაფერს და იძულებულნი ვართ სწრაფად ვეახლოთ ჩვენს ბატონებსო.
მე ისე შევეჩვიე ყოველგვარ მოსალოდნელ განსაცდელს, რომ ამ ამბავმა არ შემაძრწუნა. თეატინები სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ, რადგან გრძნობდნენ, რომ ოსმალოების შემოსევა სულ ბოლოს მოუღებდა ამ საცოდავებს. ყველანი გასახიზნად მოვემზადენით. შუაღამისას ორჯერ გავოგონეთ ზარბაზნის ხმა: ეს იმის ნიშანი იყო, რომ მტერი მოუახლოვდა რუხის ციხეს. თვით ზარბაზნების სროლა ამ ციხიდან ისმოდა. რაკი ეს შეიტყო ხალხმა, დაიწყო გახიზნვა. მიჰქონდათ და მიჰყავდათ თან ტყეებში და სიმაგრეებში ყველაფერი, რის წაღებაც და წაყვანაც კი შეეძლოთ.
27-ს, განთიადისას, ჩვენც სხვებსავით გასახიზნად წავედით. არაფერს არ ვახლე ხელი, რაც ან დაფლული იყო ან დამალული სახლის სართულში და ან სხვაგან. მე ვფიქრობდი, რომ ჩვენი ძვირფასი სარჩო-საბადებელი უფრო საიმედო ალაგას არის, ვიდრე იქ იქნება, საცა მივდიოდით. თეატინებს მარტო ერთი ურემი ჰქონდათ და ორი ცხენი ჰყავდათ, ურემზე იყო მთლად სახლის ავეჯი და ორიც პატარა ყმაწვილი; ერთ ცხენზე ერისკაცტაგანი თეატინი იჯდა, მეორეზე - ჩემი ამხანაგი, რომელიც ავად იყო. ეს გარემოება ძალიან გვაგვიანებდა და ჩქარა ვერ მივდიოდით. ორი თეატინი და მე ფეხით მივსდევდით ურემს. მონები და მთლად სახლის მსახურები მოგვდევდნენ ჩვენ. სახლში მარტო ერთი თეატინი დარჩა, რომ თვალყური დაეჭირა იქაურობაზე. ათასი რამ დავტოვეთ იქ ისეთი, რის წამოღებაც შეუძლებელი იყო, რადგანაც ურმები არა გვქონდა. მე დავტოვე იქ ჩემი წიგნები, უმეტესი ნაწილი ჩემი ქაღალდებისა და იარაღი მათემატიკურ გამოკვლევათათვის. მე მეგონა, არც ოსმალოები და არც მეგრელები ამაებს ხელს არ ახლებდნენ. სახლის საყარაულოდ დატოვებული თეატინი ტყეში გაქცეულიყო, გაეგო, თუ არა, რომ მტერი ახლოა; ის მხოლოდ საღამოთი დაბრუნებულიყო შინ, მე უკვე ვთქვი, რომ მეგრელებისა და მათი მეზობლების ომი მხოლოდ უეცარი თავდასხმა და ცარცვა არის, ეს ომი დიდხანს არ გასტანს. მართლაც ცოტა ხნის შემდეგ მტერი ისევ უკან დაბრუნდა. ამის გამო ყველანი სახლში ყოველთვის ერთს ან ორ კაცს სტოვებენ, რომ მეზობლებმა არ მოიპარონ ხორბალი, ღვინო და ან სხვა რამე, რისიც თან წაღება გახიზვნის დროს არ შეიძლება. ამ ყარაულებს ხანდისხან მტერი მოასწრებს, თუმცა იშვიათად კი, რადგან სამალავად ახლო აქვთ ძალიან დიდი და დაბურული ტყეები.
საცოდავი სანახავი იყო ამ ხალხის გახიზნვა: დედაკაცები დატვირთულნი იყვნენ ბავშვებით და ბოხჩებით, კაცები სხვა ბარგით. ერთი საქონელს მიერეკებოდა, მეორეს ავეჯით სავსე ურემი მიჰყავდა. გზაზე ნახავდით ღონე გამოცლილ და სიკვდილამდე მიღწეულ სნეულებს, ბებრებსა და პაწაწინებს, რომელთაც სიარული აღარ შეეძლოთ და შველას ითხოვდნენ. ეს ძახილი, მწუხარება და უბედურება მხოლოდ ბარბაროსთა გულს ვერ ალხობდა. მართალია, ვერც მე ვიგრძენი სიბრალული, მაგრამ არა გულქვაობით, არამედ იმიტომ, რომ ჩემმა საკუთარმა უბედურებამ ისეთნაირად შემიპყრო, რომ აღარ შემეძლო სხვა შემებრალებინა. ჩვენ გავიხზნენით ერთ ციხეში, რომელიც ტყეში იდგა. ციხის პატრონს საბათარი ერქვა; ის იყო გამაჰმადიანებული და მერე ისევ გაქრისტიანებული ქართველი. ის ისე ცბიერი და ავაზაკი არ იყო, როგორც სხვები. მივედით მისას. ისეთი საფლობი ტალახი და ლაფი იყო გზაზე, რომ მეგონა ურემი თავის დღეში ვერ გამოატანდა. რამდენჯერმე დავცალეთ და ისევ დავტვირთეთ ურემი. ორჯერ კინაღამ არ აიკლეს ურემი; კინაღამ არ გამცარცვეს და არ მომკლეს. ყოველდღე ამისთანა ხიფათში ვიყავი. ციხის პატრონმა კარგად მიგვიღო. თეატინებმა უთხრეს ჩემ შესახებ, რომ მე ისეთი ვინმე ვარ, რომლის დავალება სამაგიეროს გადაუხდელად არ დარჩება. მან დაგვაბინავა ერთ ცუდსა და პატარა ქოხში, რომელიც ისეთი ფარღალალა იყო, რომ იქ ყოფნა ცისქვეშ ყოფნას უდრიდა. ყოველ მხრივ თავზე წვიმა გვასხამდა. მაინც დიდი მოწყალება იყო ამ ქოხის შოვნა. კიდევ კარგი, რომ არ გაგვრიეს სხვა საცოდავთა შორის, რომელნიც ერთი ერთმანეთზე იყვნენ მიყრილნი უალაგობით. ციხე ხალხით იყო სავსე; როცა ჩვენ მივედით, იქ რვა ასი სული იყო, თითქმის სულ დედაკაცები და ბავშვები.
28-ს გათენებამდის თეატინების პრეფექტმა დაგვანება თავი და თავის სახლში წავიდა, რომ რამე ჭურჭელი და ხორაგი მოეტანა იქიდან. მინდოდა ამავე აზრით მეც გავყოლოდი, მაგრამ გათენებამდის კიდევ ორი საათი იყო, როცა ის წავიდა. სახლი სავსე დახვედროდა ფაშისა და გურიელის კაცებით, რომელთაც დიდი უკადრისობა მიეყენებინათ ეკლესიის გაღება, რადგანაც ეგონათ, სახლის ქონება იქ ექნებათ დამალულიო. პრეპექტს რომ შეენიშნა ეს მტრის გროვა, გადაესროლა ეკლესიის გასაღები ჯაგებში, თუმცა ძალა ძალიან დაეტანებინა, მაგრამ ის თურმე სულ იძახოდა: მე არა მაქვს გასაღებიო. ბოლოს ოსმალოებს ცოტა პატივი დაედვათ იმის ხარისხისათვის, მხოლოდ ზოგი ტანისამოსი წაერთმიათ, მარტო მსუბუქი ნივთები წაეღოთ და ის რაც ძვირფასი რამ ეპოვნათ სახლში; ჩემი წიგნებისა და ქაღალდებისათვის ხელი არ უხლიათ. 
29-ს ღამით მისულიყო იქ ერთი მეგრელი კეთილშობილი ოცდაათ კაცამდინ მხლებლებით და სუყველაფერი აეკლო. იმას მთლად მოეჩხრიკა ჩემი ოთახი, რადგან ჰგონებია, იქ ბევრი რამ იქნება დამალულიო; წაეღო ყველაფერი, რაც მე იქა მქონდა, ჭურჭელი, ყუთები და სახლის ავეჯი. ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც მე დავტოვე იქ, და რისთვისაც ოსმალოებს ხელი არ უხლიათ, როგორც ერთობ მცირე ფასიანი და მძიმე საზიდისათვის. იგი მეგრელი, როგორც ვთქვით, ღამით მოსულიყო, იმ ავაზაკს, რადგან სანთელი არა ჰქონოდა დაენთო ცეცხლი ჩემი ქაღალდებიდან და წიგნებდან, ოთახი გაენათებინა, ჯერ დაეგლიჯა ყდები, რადგან დავარაყებულები და წარწერილები იყვნენ. მე ძალიან საიშვიათოდ დავაყდევებინე ჩემი წიგნები პარიზიდან რომ მოვდიოდი. ამ წიგნთაგან ერთოც აღარ გადარჩა.
30-ს დილით გავიგე ამ გაცარცვის ამბავი და ისე მეწყინა, რომ გამოთქმა არ შემიძლია. საღამოზე ერთი ოსმალო მოვიდა ციხეში, სადაც მე ვიყავი და განაცხადა, რომ ფაშისგან ვარ მოგზავნილიო. საბათარ გავიდა გასაგებად რა ამბავი მოიტანა, რომ ფაშის ლეიტენანტი, რომელიც რუხის წინა დგას, გაკვირვებულია, რომ საბათარ არ მივიდა მასთან დამორჩილების გამოსაცხადებლად და მისთვის პატივის საცემად, რადგან სამეგრელო ხონთქარს ეკუთვნისო: ფაშას გაცემული აქვს ბრძანება კარგად მოეპყრან იმათ, რომელნიც ოსმალოებს ემხრობიან და მტრად მოეკიდნონ იმათ, ვინც არ ემხრობა; თუ სურს გადაარჩინოს თავისი ქონება, სიცოცხლე, ციხე და რაც იმაში არის სწრაფად უნდა წავიდეს ფაშის ბრძანების მისაღებად. საბათარმა მიუგო, რომ ფაშას ჩემ ბატონად ვსთვლი, გულით ოსმალო ვარ, და არა მეგრელი; მინდოდა კიდეც ვხლებოდი ფაშას და, რა წამსაც გავიგებდი იმის ბრძანებასა და რაკი ეხლა ვიცი, რომ მისი ლეიტენანტი რუხთან არის, ხვალ დილითვე მივალ მისი ბრძანების მისაღებადაო.
31-ს საბათარი ოცდაათი შეიარაღებული კაცით წავიდა ფაშის ლეიტენანტის სანახავად და მიართვა მას ძღვნად ოთხი მონა, ერთი ბადია აბრეშუმი, წმინდა სანთელი და ხორაგი. ბანაკში საღამოზე მივიდა. იქ ნახა რამდენიმე სამეგრელოს კეთილშობილი, რომელნიც მისებრ დამორჩილებოდნენ შიშის გამო, რომ მტერი არ მისულიყო მათ ციხეებზე და არ აეოხრებინა მათი მამულები. ლეიტენანტმა უთხრა, რომ მის ბატონს ხონთქრისაგან მიცემული აქვს ბრძანება, დაანგრიოს ყველა სამეგრელოში, მაგრამ მას თვითონ კი სურს დაიცვას იმ მებატონეების ციხეები, რომელიც რუხში, და მისცა ახალგაზრდა მთავარს, რომელიც ახალციხეში იყო აღზრდილი; რომ საბათარმა უნდა შეჰფიცოს მორჩილება, მისცეს ერთი თავისი შვილი მძევლად და მიართვას ფაშას ძღვენი. საბათარი დათანხმდა ფაშასათვის ძღვნად მიერთმია ათი მონა ორივე სქესისა და სამასი ეკიუ ვერცხლით და აბრეშუმით.

4
ოქტომბრის 1-ს საბათარი დაბრუნდა უკან და თან მოიყვანა ოსმალოები თავისი ციხის და მთლად თავისი მამულის მცველად. მთელი ღამე ზეზე იყო და აგროვებდა ძღვენს, რომელიც უნდა მიერთმია. აცნობა ყველას, ვინც კი შეხიზნული იყო მის ციხეში, რომ ოსმალოებმა დაუყენეს მათ მცველნი და მის სამაგიეროდ ოც და ხუთი მონა და რვა ასი ეკიუ უნდა გაიღონ. ეს ყველაფერი მოიკრიფა იმათგან, ვინც მის ციხეში იყო სეხიზნული. ყველა ოჯახიდან, საცა ბავშვი იყო, ერთი გამოართვა. ძალიან საცოდავი სანახავი იყო, როცა საწყალი ბავშვებს ჰგლეჯდნენ დედებს ხელიდან, გადააბამდნენ ორ-ორს ერთმანეთზე და მიჰყავდათ ოსმალოებთან. მე ოცი ეკიუ გამომართვეს.
შეგროვებულის ხარჯიდან საბათარმა ფაშის ლეიტენანტს მარტო ის მიართვა, რასაც დაპირებული იყო; დანარჩენი თვითონ აიღო. როდესაც ნახეს, რომ წავიდა საბათარი და წაიყვანა თან თავისი უმცროსი შვილი, მის ცოლებს, მის ყმაწვილებს და მთელ ციხეს ჟრიამული შეუდგათ. ყმაწვილები, რომელთაც ოსმალოებს მძევლად აძლევენ, მერე მათი მონებად ხდებიან, თავის დღეში ვეღარ დაეხწევიან ოსმალოს ხელიდან. ისინი სტამბოლში მიჰყავთ ლამაზი ყმაწვილების რიცხვის გასამრავლებლად და სერალში ინახავენ. ფაშის ლეიტენანტმა მიიღო ძღვენი, მძევლები და საბათარიც თავისთან დაიჭირა. ლეიტენანტმა სამჯერ მისცა დადიანს წინადადება დამორჩილებოდა, მაგრამ მთავარი არ დამორჩილდა. მისი ციხე კარგად იყო დაცული სვანების მიერ, რომელნიც მის ვეზირს მოეყვანა და, რომელნიც უფრო მეტად ბატონობდნენ, ვიდრე თვით დადიანი. ვეზირი ყოველდღე უთვლიდა, გამაგრებულიყო, მეც მზადა ვარ მტერს თავს დავესხაო. ოსმალოებმა რუხის ციხის წინ ოთი დღე დაჰყვეს,შეიპყრეს ორ ათასზე მეტი ტყვე, აიღეს მრავალი დავლა და ბოლოს უკან დაბრუნდნენ. ოსმალოებს არტილერია არ ჰქონდათ და ამან შეუშალა მათ ციხეზე იერიშის მიტანა. მათ წაიყვანეს თან სამეგრელოს ყველა კეთილშობილი, რომელნიც დაემორჩილნენ და, რომელთაც შეჰფიცეს ახალ მთავარს. კათალიკოზი შეფიცულთა შორის იყო; ფაშამ ბრძანა დაენიშნათ კათალიკოზი ახალი მთავრის ვაზირად, გაეგზავნათ მისი სახელით აფხაზეთის მთავართან და ეთხოვნათ მთავრისთვის ცოლად აფხაზეთის მთავრის ქალი.
ეგონათ ოსმალოების მოსვლა სამეგრელოში დაამყარებდა წესიერებას, ჩამოაგდებდა მშვიდობის და იარაღს დაადებინებდა. ეს სრულებიტაც ასე არ მოხდა. ისინი მოვიდნენ, აიკლეს მხარე და ჩააგდეს ქვეყანა უფრო დიდ არეულობაში, ვიდრე წინათ იყო. გაჰყვეს იგი ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ფიცისა და მძევლებს მიცემის გამო იძულებული იყო ახალი მთავრის მხარე დაეჭირა, ხოლო მეორე დარჩა მომხრე და მორჩილი ძველი მთვარისა. ამ განხეთქილებამ იძულებული ჰყო ყველა იარაღი აეღოთ ხელში. რადგან ვხედავდი ამისთანა უბედურ ყოფას, რომელიც ესე შორს იყო მშვიდობიანობაზე, გადავსწყვიტე წავსულიყავ საქართველოში, როგორც უნდა ყოფილიყო და რა გაჭირებაც უნდა მენახა. მე იმდენი უბედურება მაწყდებოდა თავს სამეგრელოში ყოველ დღე, რომ ეჭვი არა მქონდა, ეს უბედურებანი მალე მომიღებდნენ ბოლოს. ლევანი ემუქრებოდა ციხეების, ქონებისა და მამულების აკლებას იმ მებატონეებს, რომელნიც დაჰმორჩილებოდნენ ოსმალოებს. საბათარი ჯერ ისევ ოსმალოებთან იყო; მისი შვილები, რომელნიც ბრძანდებოდნენ ციხეში, დიდი ავაზაკები და საშინელი დაუნდობლები იყვნენ. ყოველ დღე ჯავრი და უხორაგობა მკლავდა. დიდი საქმე იყო ერთი მუჭა ღომისა და ერთი გირვანქა ხორცის ყიდვა. მე ჩემ ქოხში ისე განვიცდიდი ყოველგვარ ავდარს, როგორც ტრიალ მინდორზე. ჩემი მსახურების სასოწარკვეთილება ძალიან მაწუხებდა. ერთი სიტყვით, ჯავრით აღარ ვიყავი. ამან მაიძულა მეხმარა ყოველი ღონე, - გავსულიყავ სამეგრელოდან, ვიდრე კიდევ მქონდა შეძლება. ყველგან მოვაძებნინე ყოლაუზები 8; აღვუთქვი, ვეხვეწე, ვაძლიე. ვერაფერს გავხდი, არავინ არ ისურვა გამომყოლოდა. მეუბნებოდნენ: იმერეთის გზები ჯარებს უჭირავთ, და სიგიჟე იქნება თავისი ნებით იქ მისვლა, რადგან დარწმუნებული ვართ, იქ ტყვედ ჩავცვივითო. განვიზრახე მომევლო ან კავკასიონის მთებით, ან შავი ზღვის ნაპირით მაინც. არავინ არ ისურვა გამოყოლა.
ვერ დაიჯერებთ როგორ ეშინიათ მეგრელებს სიკვდილისა და წახდენისა. რაც უნდა მცირედი განსაცდელი იყოს, ვერა სასყიდლით ვერ იძულებულჰყოფთ მეგრელს შეჰბედოს. ბოლოს იძულებული შევიქენი ამერჩია გზა ზღვით და ოსმალეთით. ე.ი. მომევლო 70 ეჯი. წავედი ანარგიაში.ეს ანარგია სოფელია და მცირე ნავთსადგური. იქ ვპოვე თათრის ფილუგა და ვიქირავე გონიოში წასასვლელად. მივეცი თუ არა ბე, დავბრუნდი თეატინების სახლში საბათარის ციხეში, რომ მოვმზადებულიყავ სამგზავროდ.
ჩემ ამხანაგს მოველაპარაკე მასზე, თუ რა ოსტატობას ვხმარობ მის გასაყვანად სამეგრელოდან, თუ ღმერთი ინებებდა და მშვიდობით მგზავრობას მომცემდა; ნოემბრის 10-ს გამოვედი ციხიდან. წავიღე თან ასი ათასი ლივრის ფასი ძვირფასი ქვები, რვა ასი პისტოლი ოქრო და მცირე ბარგი, რაც კი გადამრჩენოდა. ძვირფასი ქვები ჩატანებული მქონდა ერთ ბალიშში და უნაგირში, რომელიც განზრახ იყო თვალების დასამალავად გაკეთებული. თან წავიყვანე ერთი მსახურთაგანი, რომელიც მყავდა გამოყიდული ტყვეობიდან. ეს ერთი ცბიერი და მუხთალი კაცი იყო, მისი სიბოროტე მე კარგად არ ვიცოდი. არ მირჩევდნენ იმის წაყვანას, რადგან ეშინოდათ რამე ცუდიო არ შეემთხვია ჩემთვის. მე თვითონაც არა მქონდა ნამდვილად გადაწყვეტილი მისი წაყვანა, მაგრამ იღბლად ასე მოიტანა, რომ წავიყვანე. მიზეზი, რის გამოც წავიყვანე ის და არა სხვა, ის იყო, რომ თუ იქ დამეტოვებინა, მეშინოდა ვაი თუ გავამხილე სამეგრელოში. ზამპი თეატინების პრეფექტი, გამომყვა თან. ერისკაცთაგანმა თეატინმაც მოინდომა თან გამოყოლა ანარგიაში. მე და პრეფეკტი ფეხით მივდიოდით, რადგან ცხენის მეტი ვერ ვიშოვეთ ქირით, თუმცა ბევრი ფული ვაძლიეთ ცხენების დასაქირავებლად. ცხენს ავკიდე ბარგი და შევსვი ზედ ჩემი მსახური. ერისკაცთაგანი თეატინიც ცხენით იყო. ორი დღე დაჟინებით წვიმდა. ცხენიდან ერთ ეჯზე ერისკაცთაგანი თეატინი კინაღამ დაიხრჩო ერთ განიერ და მოდიდებულ არხში, რომელშიაც ჩავარდა მისი ცხენი და, რომლიდანაც დიდის გაჭირვებით ამოვათრიეთ თითქმის ნახევრად მკვდარი მხედარი. აღარას ვიტყვი ჩემს დაღალვაზედ იმ დღეს და მერეც. მე იძულებულივიყავი ავდარში ფეხით მოევლო ტყეში, რომელიც სავსე იყო გუბეებით და ტალახით. ტალახი მუხლზე მადგებოდა; არ შეიძლება კაცმა მეტი გაჭირვება აიტანოს, რაც მე ავიტანე. მთლად დავიქანცე; დამრჩა მხოლოდ მხნეობა და სურვილი არასფერს არ მოვრიდებოდი, ყველაფერი მომეთმინა, ოღონდ კი გადამერჩინა სიმდიდრე, რომელიც მქონდა მე ჩაბარებული. საღამოს მივედი ანარგიაში სულ მთლად დაწუმპულები. ანარგია ექვს აჯზე არის საბათარის ციხიდან.
12-ს უნდა ხელ-ახლა გზას შევსდგომოდი, მაგრამ მე დამიშალა ეს ერთმა ახალმა გარემოებამ; მოიტანეს ამბავი, ჩერქეზებისა და აფხაზების ნავები დადიან სამეგრელოს ნაპირებზედო. ეს მართალი გამოდგა: იმათ მოეტაცნათ აქაური ნავები და სხვათა შორის ის ნავებიც, რომლებიც მინდოდა დამექირავებინა. გამოუთქმელი სევდა, რომელიც ამ ამბავმა მაგრძნობინა, წარმომდინარეობდა არა იქიდან, რომ აქ მომიგვიანდებოდა და ბევრს ავს შევემთხვეოდი,არამედ მისგან, ვაი თუ აქედან თავის დღეში თავი ვერ დამეღწია.
19-ს აცნობეს მ. ზამპის, რომ წინა ღამეს შეემტვრიათ მისი ეკლესიის კარები, წაეღოთ რაც იქ ყოფილიყო, აეხადნათ საფლავი, რომელიც ეკლესიაში იყო, და წაეღოთ ყველაფერი, რაც სახლის დასაცველად იქ დარჩენილ თეატინს დაემალა; მთლად აეთხარათ იქაურობა და მხოლოდ კედლები-ღა დაეტოვებინათ მთელი. ადვილად შეიძლება წარმოიდგინოთ რა ელდა მეცა მე ამ ამბის გაგონებაზე, რადგან შვიდი ათას პისტოლზე მეტი მქონდა ჩაფლული იმ ეკლესიაში. მაშინვე გავგზავნე კაცი ჩემ ამხანაგთან. ის ციხეში ვეღარ ეპოვნათ: თეატინების ბინაზე წასულიყო იმის გასაგებად, რაც გვარგუნა წილად ამ უბედურ შემთხვევამ, რომელიც მასაც მაშინვე გაეგო. მან მომწერა, რომ ღვთის მადლით არ შეჰხებოდნენ ჩვენს ქონებას და განძი იმგვარადვე ენახა, როგორც გვქონდა მიწაში ჩაფლული. ამ ამბავმა საკვირვლად გამამხნევა. ეს ჩავთვალე ახალ ნიშნად ღვთის ჩემდამი წყალობისა. გავბედე წასვლა. ოსმალოებმა მომაქირავეს ფილუგა და მაშინვე გზას შევუდექი.
27-ს გავემგზავრე ანარგიიდან. ჩემი ფილუგა დიდი იყო; იმაში ოც კაცამდე იყვნენ, ნახევარი მონები და სხვა ოსმალოები. მე იმიტომ მივეცი ნება ჩაესხათ ნავში ამდენი ხალხი, რომ შემძლებიყო თავისდაცვა მეკობრეთაგან, რომელნიც ზღვის ნაპირებზე დადიოდნენ. ერთი საათის ცურვის შემდეგ გავედით ზღვაზე. ენგური, რომლითაც ჩამოვედით ჩვენ, ჩქარი მდინარეა, მასზე სიარული ძლიერ ჩქარა შეიძლება, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ამ წყლით ჩამოაქვთ სავსე ნავები, რადგან აქ მრავალი თხელი ადგილებია, სადაც ნავებს გაჰრიყავს ხოლმე. მთელი დღე ზღვის ნაპირზე დავრჩი: ნავის პატრონი შემეხვეწა დავრჩენილიყავ, რადგან კიდევ ორ მონას მოელოდა,რომელნიც საღამოზე უნდა მოსულიყვნენ.
ანარგიაში ყოფნის დროს ორჯერ მიმიწვიეს ნათლობაში. წავედი სანახავად, რომ შემეტყო, თუ როგორ ასრულებდნენ ამ საიდუმლოს სამეგრელოში. მ. ზამპის საკმაოდ სწორად აეწერა ეს თავის მოხსენებაში. აი, როგორი ნათლობა ვნახე: დილის ათ საათზე გაგზავნეს მღვდლის დასაძახებლად. მოვიდა თუ არა მღვდელი, მაშინვე შევიდა ქოხში, სადაც ღვინოს ინახავენ, ჩამოჯდა სკამზე და, თავის ჩვეულებრივ ტანისამოსშივე, დაიწყო კითხვა ნახევრად დაგლეჯილი წიგნისა, რომელიც სიდიდოთ იყო ახალი აღთქმის ტოლი ინ - 8. ყმაწვილი, როდესაც მღვდელმა დაიწყო კითხვა ჯერ არ იყო მის წინ. მამამ და ნათლიამ შემოიყვანეს ყმაწვილი ხუთმეტი წუთის შემდეგ. ეს ხუთი წლის ბავშვი იყო, ნათლიამ მოიტანა ერთი პატარა ღერი წმიდა სანთელი და სამი მარცვალი საკმეველი; აანთო სანთელი და მიაკრა ქოხის კარებზე. ჯერ ბავშვის მონათვლამდისვე დაიწვა ის სანთელი, სხვა სანთელი აღარ აანთეს. სამი მარცვალი საკმეველი დააგდეს მცირე ცეცხლზე და დაწვეს. მოძღვარი ამ ხნის განმავლობაში კითხვით იყო გართული. კითულობდა ჩქარა, დაბლად და ძალიან მცირე ყურადღებით, რადგან ყველას პასუხს აძლევდა, ვინც კი ჰკითხავდა რამეს. მამა და ნათლია შედიოდნენ და გადიოდნენ ამ ხნოს განმავლობაში და აგრეთვე ყმაწვილიც, რომელიც ჭამის მეტს არას აკეთებდა. კარგა ხნის კითხვის შემდეგ მოიტანეს თბილი წყლით სავსე ლაგვანი 9, მღვდელმა ჩაასხა შიგ პატარა კოვზით ნიგვზის ზეთი და უთხრა ნათლიას გაეხადა ბავშვისათვის ტანისამოსი. გახადეს ყმაწვილს და მთლად ტიტველი ჩასვეს ლაგვანში. ყმაწვილი ფეხზე იდგა: ნათლიამ მთლად ჩაჰბანა ტანი. როდესაც კარგად დაჰბანა, მღვდელმა ამოიღო ტყავის ქისიდან, რომელიც მას სარტყელზე ეკიდა, ერთი ბეწვი მირონი, მისცა ნათლიას და იმან სცხო მირონი ყმაწვილს თითქმის ყველა ასოზე: ქოჩორზე, ყურებზე, შუბლზე, ცხვირზე, ლოყებზე, ნიკაპზე, მხრებზე, ნიდაყვებზე, ზურგზე, მუცელზე, მუხლებზე და ფეხებზე. მღვდელი კიი სულ კითხულობდა. გაათავა კითხვა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნათლიამ ისევ ჩააცვა ბავშვს ტანსაცმელი. ყმაწვილს რომ ჩააცვეს, მერე მამამ მოიტანა პური, ღვინო და ერთი ნაჭერი მოხარშული ღორის ხორცი. ჯერ ყმაწვილს აჭამა, მერე მიართვა ნათლიას, მღვდელს, სტუმრებს და ყველას, ვინც სახლში იყო და ამის შემდეგ ყველანი მოუსხდნენ სუფრას, სუფრიდან თითქმის არავინ არ ამდგარა ფხიზლად.

5
28-ს დილით ადრე გავედით ზღვაში. წყნარი ტაროსი იყო. ვხედავდით ერთის მხრივ ტრაპიზონის მთებს და მეორის მხრივ აფხაზეთისას. 30-ს შუა-დღის უკან მივედით გონიოში. ფაზისიდან იქამდინ 40 ეჯი არის. მთელი ეს ნაპირი ძალიან მაღლობი და მთებიანია. ეს ადგილები ზოგი ტყით არის შემოსილი, ზოგი მოტიტვლებულია. ქვეყანა ეკუთვნის გურიელს. გურიელის სამფლობელოს უჭირავს ადგილი იმ მდინარემდინ რომელიც გონიოდან ნახევარ ეჯზე ჩამოდის.
მიადგა თუ არა ჩვენი ფილუგა ნაპირას, ჩემი მსახური სიხარულისაგან აღტაცებული გადახდა ნაპირზე, ცას მიაპყრო თვალები, კოცნიდა დედამიწას, ათასნაირად წყევლიდა სამეგრელოს და ათას აღთქმას აძლევდა ღმერთს, რომ ოსმალეთში მოიყვანა. ერთი წამის შემდეგ შევიდა ციხეში და დამტოვა მარტო. ვგონებ იმიტომ წავიდა რომ ეამბნა, ვინ ვიყავი. როდესაც მებაჟე და ლეიტენანტი მოვიდნენ ფილუგინად გადმოწყობილი საქონლის სანახავად და ბაჟის ასაღებად, იმათ მაშინვე მიამბეს, რომ ევროპელი ვარ, სამეგრელოში გაჭირვებულ დღეში ვიყავი და ახალციხეში ვაპირებ წასვლას. ძლიერ გავკვირდი. მივხვდი,რომ გამცეს არ შევშინდი და ღვთოს მადლით გული შემრჩა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემმა მსახურმა არ იცოდა თუ ვინ ვიყავი. ის სტამბოლიდან წამოვიყვანე; ჩემი მსახური ჰხედავდა, რომ მე უფრო ელჩებთან და ევროპელ მოხელეებთან დავდიოდი; ისინი პატივსა მცემდნენ, დანარცენ დროს კი წერა-კითხვაში ვატარებდი. ის უნდა დარწმუნებულიყო, რომ მე მოგზაური ვიყავი. დავარიგე ეთქვა ოსმალოებისთვის, რომ მე ვაჭარი ვარ. სამეგრელოში იმიტომ ვიყავი, რომ მტაცებელი ფრინველები მეყიდნა ევროპაში წასაყვანად. იქაურებმა მთლად გამცარცვეს და მივდივარ ახალციხის ფაშასთან საჩივლელად. მტკიცედ დავადექი ამ ჩვენებას. მებაჟემ რაღაცეები გამომკითხა. მე საკმაოდ კარგი პასუხები მივეცი. უბრძანა გაესინჯათ ჩემი მარაგი-ვერაფერი ვერ იპოვეს მასში აკრძალული. ბარგში სხვათაშორის უნაგირი იყო. უნაგირს ფუღურო ჰქონდა ძვირფასი ნივთების დასამალავად. უნაგირი სავსე და ძალიან მძიმე იყო. მისმა სიმძიმემ ეჭვი ააღებინა, მით უფრო, რომ ოსმალური უნაგირები ძალიან მსუბუქებია. ყარაულებმა აიღეს, გასინჯეს ყოველმხრივ, მაგრამ რადგან ხელში, ყველგან მხოლოდ ძუა და ბალანი მოხვდათ, დაანებეს თავი.
ნახევარი იმ რვა ასი პისტოლისა, რომელიც მიმქონდა აქვე მქონდა, ნახევარი კი კლიტით დაკეტილ ჩანთაში იდვა, იქვე იყო ზოგიერთი უბრალო ნივთებიც, რომელნიც თუმცა ძლიერ ძვირფასნი არ იყვნენ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცოდი, მაინც წაიღებდენ ოსმალოები, თუ კი თვალს მოჰკრავდნენ. როცა სამეგრელოდან წამოვედი, გადაწყვეტილი მქონდა მენავეებისათვის მიმეცა ეს ჩანთა შესანახავად, როდესაც გავიდოდით ნაპირზე ქობულეთში. მენავეებუს ბარგს არ სინჯავენ და ფილუგასაც იშვიათად ჩხრეკენ. კარგი ნიავი იყო და ეს ალაგი ისე გავიარეთ, რომ არ დავდექით. ამან ხელი შემიშალა ამესრულებინა ჩემი განზრახვა. თავხედობა იქნებოდა შემესრულებინა ეს ფილუგაშივე მსხდომთა თვალწინ.
მებაჟეებმა უკვე იცოდნენ, რაც მქონდა მე; ჩავიდნენ ფილუგაში და იპოვეს ჩემი ჩანთა. იკითხეს ვისიაო, მე ვუთხარ; - ჩემია, შიგ ისეთი არა არის რა, რასაც ბაჟი უნდა. მებაჟემ მითხრა, - ჩანთა გახსენიო. მე მივუგე სიამოვნებით ავასრულებ, მაგრამ სახლში და არა ზღვის ნაპირზე. ამდენ ხალხში. მებაჟემ თავისთან წამიყვანა. მმართველი ლეიტენანტიც მოვიდა იქ. იმან აიღო ასზე ერთი და მებაჟემ ხუთი. წაიღეს ჩემგან ოც და ორი პისტოლი, ოქრო და ყველაფერი, რაც კი მოეწონათ იმ ნივთებიდან, რომელიც ჩანთაში მქონდა. სხვათა შორის წაიღეს ერთი წყვილი დამბაჩა, რომელიც შეადგენდა ჩემს ერთად-ერთ იარაღს. მართალია ფასი მომცეს, მაგრამ მარტო ღირებულების ნახევარი. მებაჟემ მითხრა, მასთან დავბინავებულიყავი. მე მივუგე, რომ ის მასხრად მიგდებს, როდესაც მიწვევს თავისთან დასაბინავებლად მას შემდეგ, როცა უსამართლოდ წამართვეს ბაჟი თეთრზე, რომელიც მქონდა მე, რადგან ოქროსა და ვერცხლის ბაჟი არ უნდა. მან მომიგო, - რომ კარგად არ მცოდნია საქმე: არაფერი უსამართლობა არ ჩაიდინა, რადგან გონიოში ახდევინებენ ბაჟს ყველაფერზე გამოუკლებლად; რომ თავისთან მაძლევენ ბინას, ეს არის პატივისცემა. მადლობა გადავუხადე და ვითხარი, - თუ გსურს სიკეთე გამიწიო და საუკუნოდ დამავალო, შემწეობა მომეცი ახალციხის ფაშასთან წავიდე; ახლა მთელმა გონიომ გაიგო, რომ ერთი პარკი ოქრო მიპოვეს და ვშიშობ, დანარჩენ ოქროს წართმევის დროს არ მომკლან კიდეც, მარტო და უცხო ვარ, თავის დაცვაც აღარ შემიძლია, რადგან თვითონ შენ წამართვი იარაღი და ამიტომ უნდა გაისარჯო, რამე შემწეობა მომცე. - სრულებითაც ნუ შეშინდებიო, მითხრა მან, ღვთის მადლით, მორწმუნეთა ქვეყანაში ხარ, აქ არ უნდა გეშინოდეს არც გაცარცვისა და არც სიკვდილისაო: მე თავდები ვარ, რომ შენს ქონებასა და სიცოცხლეს ხელს არავინ ახლებს, თუნდაც თავზე დაიდვა შენი ოქროს პარკი და ისე წაიღოვო: პირდაპირი გზა ახალ-ციხისკენ ძლიერ საძნელოა: ამ გზაზე ორი პირველი დღე ფეხით მოგიხდება სიარული, რადგან ცხენებს არ შეუძლიათ მთების ვიწრო და უსწორ-მასწორო ბილიკებზე იარონ; ხვალ დილით მოგცემ კაცებსა და ეს კაცები წაიღებენ შენს ბარგს და მოგაცილებენ პირველ სოფლამდე, იქიდან მეორემდე და ასე კიდევ ახალციხემდეო.
მითხრა ეს და მესამედ მიმიწვია, ღამე ჩემთან გაატარეო. ძლიერ მთხოვდა ამას, და ეტყობოდა, გულითაც მთხოვდა. თურმე თავაზიანობას იჩენდა კეთილის გულით და ჩემთვის სიკეთე სურდა. ამას მიხვდი შემდეგში. ნეტავი მაშინვე ეს, ვერ მივხვდი, თუ განგება რას მიმზადებდა; მეშინოდა, ვაი, თუ იმიტომ მიწვევს, რომ უფრო კარგად გასინჯოს ჩემი ბარგი, უნაგირი და თვითონ ჩემი გაჩხრეკაც მოინდომოს. თან მქონდა დიდი ქისა ოქრო და ძვირფასი თვლები სამ ადგილას დამალული.
თითქმის დაღამებული იყო, როდესაც გამოვედი მებაჟესაგან. ჩემს მსახურს წაეღო ჩემი ბარგი იქ, სადაც ჩემთან ერთად მოსული ხალხი დაბინავებულიყო. ეს იყო ერთი საძაგელი ქოხი, ყოველ მხრივ ფარღალალა, ფრიად ბინძური და მყრალი. იქ მე თანაგრძნობა გამომიცხადეს. - დიდად ვწუხვართ, - მითხრეს და, მართალი უნდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მსახურის გარდა, რომელმაც მიიღო საჩუქარი იმ ოცდაოთხი პისტოლიდან, ჩემი ამბავი ყველას ეწყინა, ვინც კი იქ იყო. ყველა მაყვედრიდა, რომ მათ არ მივეცი ჩემი ბარგი შესანახად. მე საწყლად და ძალიან დაღონებულად ვაჩვენე თავი, მაგრამ გულში კი მიხაროდა, რომ ასე ადვილად გადავრჩი: მოუთმენლად ველოდი მზის ამოსვლას და ვამბობდი: - ღმერთო, ჩქარა გაათენე და ამ განსაცდელს გადამარჩინე.
ნამცხვარს გეახლებოდით, როდესაც მოვიდა ერთი იანიცარი და უთხრა ჩემს მსახურს, - ციხის თავის ლეიტენანტი გიბრძანებსო. ციხის ტავი თვითონ არ იყო იქ: მისი ლეიტენანტი ასრულებდა მის თანამდებობას. ჩემი მსახური წავიდა მასთან, და ერთი საათის შემდეგ იგივე იანიჩარი მოვიდა ახლ ჩემს დასაძახებლად. მე რომ მივედი, ლეიტენანტი და ჩემი მსახური სუფრაზე ისხდნენ, მთვრალები იყვნენ. ლეიტენანტმა ჯერ ზალით მასვა და მაჭამა: მერე მითხრა, რომ ყველა ქრისტიანი, სასულიერო წოდების კაცი, რომელიც გონიოზე გაივლის, ვალდებულია მისცეს გონიოს მმართველის ორასი დუკატი და, რადგან მე მმართველის წარმომადგენელი ვარ, შენც უნდა მომცე ეს ფულიო. მე მივუგე: - თქვენ ცდებით, მე ვაჭარი ვარ, უკვე გადავიხადე ბაჟი, თუმცა უსამართლოდ - კი და მებაჟემ კიდეც განმათავისუფლა: თუ მაინცდამაინც უნდა მივცე რამე მმართველს, ხვალ მივსცემ, ღამე კი დრო არ არის ამისთანა ლაპარაკისათვის. წამოვდექი, დავაპირე წამოსვლა. ორმა იანიჩარმა შემაყენა: ლეიტენანტმა ისევ დამსვა, ზალით მასვა. დამაყოვნა იქ ორი საათი და ათას გვარი უთავბოლო ლაპარაკი დამიწყო. სხვათა შორის მითხრა, ქრისტიანების ქონება, სიმართლით რომ ვილაპარაკოთ, ოსმალოებს ეკუთვნის:
მალტიელებმა წაიყვანეს ტყვედ ჩემი ორი ძმა: ისეთ კაცს, როგორიც შენა ხარ, ოცი პისტოლი ქონება ეყოფაო. ჩავვარდი გაჭირვებაში: მთვრალი ხალხი მეხვია გარშემო და იმათთან მქონდა საქმე! ჩემი მსახური მოშველები მაგივრად მსაჯულთან იჯდა სუფრაზე და ბრძანებლობდა ჩემს შესახებ. ნამდვილად ის ჩემი მსახური კი არა იყო, ბატონი იყო! ვხედავდი მის მუხთლობასა, მაგრამ არაფრის თქმა არ შემეძლო: მეშინოდა უფრო უარესისა. გავიხმე ჩემი მსახური ცალკე და ვუთხარი, - ნუღარ გამაჯავრებ ამაზე მეტსა, მემსახურე იმ ერთგულობით, რომლითაც აქამდე მემსახურებოდი: მხოლოდ შენ შეგიძლია მოგვარიგო; მე ნებას გაძლევ გაიღო ამისათვის ოც დუკადამდინ, ჩემი განზრახვა იყო, მოფერებით, რომელსაც ჩემთვის მხოლოდ კეთილის მოტანა შეძლო, შემკავებინა ამ ვერაგის სიბოროტე და დამეშალა მისთვის, უკიდურესობა რამ არ ჩაედინა. ამის შემდეგ დავუწყე ხვეწნა, მუქარა ლეიტენანტსა: ვეუბნებოდი აღარავინა მოვა გონიოში, თუ გაიგებენ, რომ აქ ამგვარი ძალადობით და ასე უსამართლოდ ეკიდებიან მოგზაურებს. ლეიტენანტმა სიცილი დაიწყო, - გონიო ჩემი მამული არ არის, მე მხოლოდ ერთი წელიწადი-ღა უნდა ვიყო აქა; ბევრს არას ვიწუხებ, თუნდა ერთი კაციც არ მოვიდეს აქ ჩემს შემდეგ და თუნდა თვით ციხეც დაინგრეს, მე იმის დარდი არა მაქვს, შემდეგ რა იქნება და რა მოხდებაო. საქმე ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ლეიტენანტმა გაგზავნა კაცი ჩემი ბარგის მოსატანად, რადგან არ მივეცი, რასაც მთხოვდა. ჩემი მუხთალი მსახური ეხმარებოდა მას ამ საქმეში. მითხრა ამოიღე ოქრო, რომელიც ჩანთაში გაქვსო, მე არ ვქენი: არაფრის გულისათვის ერთ სუსაც არ მოგცემ: მე შენი არაფერი მმართებს: არ შემიძლია წინააღმდეგობა გაგიწიო, თუ ძალადობას დაიწყებ: შეგიძლია წაიღო ყველაფერი, რაც გსურს. მაგრამ კარგად ვიცი გზები, როგორიც უნდა დავიბრუნო ყოველივე, რაც ძალადობით წამერთმევა. ამ ავაზაკმა მოატანინა ბორკილები და რკინის საყელო: ამან, მართალი უნდა ვთქვა, ცოტათი შემაშინა: მქონდა საქმე ჯარის ხალხთან, რომლებსაც ოქრომ და ღვინომ თვალები აუხვია და ისეთ ყოფაში იყვნენ, რომ ყველაფერს იზამდნენ; ერთი მათგანი მომიახლოვდა და მითხრა: - ნიორს, რამდენსაც უფრო მეტს დანაყავ, იმდენად უფრო მეტად აყროლდება, ესე იგი რამდენსაც უფრო დააგვიანებ საქმის გათავებას, იმდენად უფრო გაძნელდება მერე საქმეო. ამაშიშარმა ადგილმა, სადაც ვიყავი, და ათსამა სხვა მოგვცეო. მეტი ღონე არ იყო, მივეცი ეს ფული და კიდევ ოთხი დუკატი ზედ და აგრეთვე დავუთვალე. სიმდიდრე, რომელიც მქონდა ზედ და აგერთვე ბინაზე, ამგვარმა საშიშარმა ადგილმა, სადაც ვიყავი, და ათასმა სხვა მოსაზრებამ ძალა დამატანა ასე მოვქცეულიყავ; სხვა მდგომარეობაში მე არ დავუთმობდი მუქარას, არ შემეშინდებოდ ბორკილებისა და ან სულ განვთავისუფლდებოდი, ან მცირე ფასით მაინც გადავრჩებოდი.

ლეიტენანტმა ძალა დამატანა; როდესაც ჩავუთვალე ასი დუკატი, ფიცი ჩამომართვა, რომ რაც მივეცი, მივეცი ჩემის ნებითვე და არავის არ ვეტყოდი. ახლა ამაზე დაიწყო ისეთი გაცხარებული დავიდარაბა. როგორც პირველზე. მე არ მინდოდა ფიცი მიმეცა, რადგან ნამდვილად ამაზე ჩივილი მინდოდა; ეს ავაზაკი კი გაჯიუტდა და არ იღებდა ას დუკატს, თუ იმ პირობას არ მივცემდი. რა პირობასაც ითხოვდა. მეტი ღონე არ იყო, უნდა შევფიცებოდი, რომ ისე მოვიქცეოდი, როგორც მას სურდა.
მეორე დღეს, დილა ადრიან, დეკემბრის პირველს, მებაჟეები მოვიდნენ ჩემს ბინაზე და წასვლამდინ მათვალიერებდენ. ბრძანბა ჰქონდათ გაესინჯათ ჩემი უნაგირი და მეც გავეჩხრიკეთ. დაუძახეს ჩემს მსახურს და თავაზიანად და დარბაისლურად, რამდენადაც კი შესაძლო იყო მათთავის, გამოუცხადეს ეს ამბავი, ხელმეორედ გასინჯეს უნაგირი. მე შიშით ვთრთოდი, როცა სინჯავდნენ. მაგრამ ეჭვი ვერაფერზე ვერ აიღეს. მხოლოდ უნაგირის სიმძიმე უნაგირი იმიტომ გავაკეთებინე, რომ საჭიროების დროს ბარგისათვის გამომდგარიყო; ისინი ამით დავაშოშმინე. შემდეგ შევატყვე, რომ ჩემი გასინჯვაც უნდათ. ჯერ ერთმა და მერე მეორემ ცალცალკე გამიხმეს და მეუბნებოდნენ, თუ მაქვს რამე იმისთანა, რაზედაც ბაჟი არ გადამიხდია, მიმეცა მათთვის საჩუქარი და არ გამამხელდენ! - მეგობრებო, მივუგე მე, ნუ ეძებთ მიზეზებს ჩემს გასასინჯად: თუ გსურთ გამსინჯეთ, აი, გამსინჯეთ, - ვუთხრი ეს თუ არა, გავიხსენი ჟილეტი და ვაჩვენე ჩემი ქისა. ამ გაბედულებამ დამიფარა და მებაჟეებმა აღარ გამსინჯეს. მე წავედი მათთან ერთად მათ უფროსთან: განგებ მოვიმტირალე თავი ძლიერ შეწუხებული ვეჩვენე და ვუთხარი: - თქვენთან არ დავბინავდი და ამიტომ წამართვეს ერთი ნაწილი ჩემი ოქროსი: - მე კარგად გირჩიე, - მომიგო მან; ვიფიქრე რომ აგრე მოგვივიდოდა. ძალა დამატანა მეთქვა მისთვის, რამდენი წამართვეს, ვინ წამართვა: მარწმუნებდა, უსათუოდ დამიბრუნებდა დანაკარგს, მე ვუთხარი, რომ მოკვლას დამექადნენ, თუ ვიტყვი. მართალიც იყო ეს. გულით მსურდა გავცლოდი გონიოს: აღარ მსურდა დამეწყო დავა. შევევედრე მებაჟეს, თავის ნათქვამი აესრულებინა. მან ამისრულა: მომცა ორი კაცი, რომ ჩემი ბარგი საღამომდინ ეტარებინათ: მომცა კიდევ ერთი ოსმალო, რომ ახალციხემდინ მივეცვალებინე,უბრძანა იმ ორ კაცს, - ბარათი მოიტანეთ ამისგან დასარწმუნებლად, რომ მშვიდობით მივიდა ბინაზე: ოსმალოს მისცა ბრძაება, რომ გზაზე არავის დავებრკოლებინე. აი ბრძანება:

„გზის მცველებო, მამასახლისებო, მსაჯულებო, ქეთხუდებო, მიაცილეთ სოფლიდან სოფლამდე, თვით ჰასსან ფაშის სახლამდე ჟანი, მისი ზარაფი. მიეცით ფულით ცხენები და კაცები, რამდენიც კი მოითხოვოს, ეს და მისი ბარგი უნდა მთლად იმ ადგილების მცხოვრებლებმა დაიცვან და გაუფრთხილდნენ, სადაც გაივლის; წინააღმდეგ შემთვევაში მხცოვრებლები პასუხისგებაში მიეცემიან“.
 

6.
3-ს ხუთი ეჯი გავიარე ფეხით. სამ კაცს მოჰქონდა ჩემი ბარგი, ბევრჯელ ისე ახლო გავივლიდით საშინელ ხრამის პირზე, რომ შემზარავდა, სულ აღმართ-დაღმართ მივდიოდით: ამ ხუთ ეჯში ორიც არ გამორეულა სწორი გზა.
4-ს დავრჩი ერთ სოფელში, სადაც წინა დღეს მივედი: წვიმამ, თოვლმა და ქარიშხალმა არ გაგვიშვა წავსულიყავით. ამ სოფელში მოსახლეობდენ ქრისტიანები და მუსლიმანები.

5-ს და 6-ს თერთმეტი ეჯი გავიარე. თუმცა ცხენები მყავდა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სამი ეჯი არ გამომივლია ცხენით: ყოველ წამს უნდა ჩამოვმხდარიყავ, რადგან ვიწრო და ძნელი სავლელი გზები იყო. ცხენი ძლივს იკიდებდა ფეხსა.
7-ს და 8-ს თექვსმეტი ეჯი გავიარე; ჯერ ხან შევჯდებოდი ცხენზე, ხან ჩამოვხტებოდი: მერე ვაკე გზა დაიწყო, მაგრამ ძალიან მიხვეულ-მოხვეული იყო. კავკასიის მთებში ვიყავით მოსულნი. ოთხი ეჯი ბოლოს სულ თავ-ქვე გზა იყო. ნახევრად რომ გავიარეთ ეს დაღმართი, მაღლობებსა და მთის წვერებზე გამოჩნდა ციხეებისა და ეკლესიების ნანგრევები. იქაურები ამბობენ, ბევრი ციხე და ეკლესია იყო, მაგრამ ოსმალოებმა დაანგრიესო. მთის ძირში იწყება მშვენიერი ვაკე, რომელიც სიგანით სამი ეჯი იქნება. ეს ვაკე ნაყოფიერი ალაგია, უხვად მომცემი და მთლად სოფლებით სავსე. შუაში ჩამოუდის მდინარე მტკვარი.

აზია რამდენსამე ნაწილად იყოფა დიდის მთის ქედებითა. ამ ქედებში ერთი იწოდება ტავრად, მეორე ინაუსად და მესამე კავკასად. ტავრის მთა უფრო ღრმად არის შეწეული აზიაში. მთლად ეს მთა გრეხილი საზოგადოდ იწოდება ტავრის მთად. ვამბობ საზოგადოდ, რადგან მის თითოეულ შტოს საკუთარი სახელი აქვს და ამ საკუტარ სახელს მახლობლად მცხოვრებელი ხალხი უწოდებს. მესამე ქედი, კავკასიონი, უფრო ახლოა ევროპაზე: ის მდებრეობს შავისა და კასპიის ზღვების შუა, რუსეთისა და ოსმალეთის შუა. ბევრნი ვერ არჩევენ ერთმანეთში ამ სამ ქედს: სხვათა შორის ვერ არჩევენ პლინიუსი და კვინტ-კურციუსი, რომლებსაც ინდოეტში ჰგონიათ კავკასიონი. სტრაბონი, რომელიც ლაპარაკობს ამ მთაზე თავისი გეოგრაფიის მეთერთმეტე წიგნში, ამბობს: თუმცა ეს ავტორები ეთანხმებიან ერთმანეთს ამ საგნის შესახებ, მათ მაინც არ უნდა დაუჯეროთ, რადგან წარმოსთქვეს ეს მხოლოდ პირ-მოთნეობით, რომ უკეთესად შეექოთ ალექსანდრე, რომლისთვისაც რასაკვირველია, უმეტესი დიდება იქნებოდა, გავრცელებინა თავისი ძლევამოსილობა ინდოეთის მთების იქით, ვიდრე გარდევლო იარაღით ხელში მხოლოდ ევქსინის პონტის მახლობელი ევქსინის პონტის მახლობელი მთები. მე დავიჯერებდი, რომ ეს შეცდომა არის და შეცდომა მხოლოდ გეოგრაფიული, რომელიც მოსვლია კვინტ-კერციუსს რაიმე განზრახვის გარეშე, როგორც მაგალითად, ის შეცდომა, როცა ამბობს, განგესი სამხრეთიდან მომდინარეობსო, ან იაქსარტი ტანაისიაო, - დავიჯერებდი, რომ არ ამბობდეს იმ მეექვსე წიგნში: კავკასია მდებარეობს ჰირკანიისა და ფაზისს შორისო.
კავკასიონი ყველაზე დიდი და ძნელი გადასასვლელი მთა არის ყველა იმ მთებში, რომელიც მე მინახავს: ეს იქიდანაც ცანს, რაც აქამდე ვსთქვი: ციცაბოებით და საზარელი ფრიალოებით არის ეს მთა სავსე.

ბევრი შრომა დასჭირვებია აქ ზოგიერთ ალაგას ბილიკების გაყვანასა, და გამოკვეთას. მთა მთლად თოვლით იყო დაფარაული, როდესაც მე გადავიარე: თითქმის ყოველგან ათ გოჯზე მეტი თოვლი იდვა. ჩემს ყოლაუზებს რამდენსამე ადგილას გზის გაწმენდა დასჭირდათ ნიჩბებითა. ფეხებზე ეცვათ ერთგვარი თოვლზე სასიარულოდ მოწყობილი ქალამნები, რომლებიც მე მხოლოდ ამ ქვეყანაში ვნახე, ამ გეხსაცმელს ძირი გრძელი და თხილამურის მაგვარი აქვს, თუმცა ისე განიერი არა. აგრეთვე ბადე უფრო თხელია და ფიცარი მთლად მრგვალი, ეს ფეხსაცმელი იფარავს თოვლში ჩაფლობისგან, რადგან თითის დადებაზე მეტო არ ჩადის თოვლში. ისინი მარდად დარბოდნენ თოვლზე, მხოლოდ მქრქალ და განურკვეველ კვალსა ტოვებდენ, რადგან ამ ფეხსაცმელს არც თავი უჩანს და არც ბოლო. კავკასიონის სიმაღლეებზე მუდამ თოვლი ძევს და გადასავალი გზა რვა ეჯის სიგრძეზე ძალიან უდაბურია. 7-ს ღამე თოვლში გავატარე. გავაკაფინე ნაძვი და დიდი ცეცხლი დავანთებინე. როდესაც მთის წვერზე ავედით, ჩემი თანამგზავრები ევედრნენ თავიანთ ხატებს: მოეღოთ წყალობა და არ ამოვარდნილიყო ქარი. მართლაც და, რომ ცოტათი ძლიერი ქარი ამდგარიყო, უსათუოდ წაგვბუქავდა: თოვლი ფხვიერი და მტვერივით წმინდა იყო: ქარი აიტაცებდა ამ ფხვუერ თოვლს და ჰაერს გაავსებდა. ღვთის მადლით თითქმის სრულებით არ იყო ქარი. ცხენები ისე ღრმად იფლობოდნენ ზოგან, მეგონა ვეღარ ამოაღწევდნენ. თითქმის სულ ფეხით მივდიოდი: რვა ეჯიც არ გამივლია ცხენით, ისე გადავიარე ეს შესანიშნავი მთა, რომელიც არის ოცდათექვსემეტი მილი. უკანასკნელ ორ დღეს ჩემი თავი ღრუბელში მეგონა. ოც ნაბიჯს იქით ვეღარას ვხედავდი, თუმცა მართალია, ტყე, რომლითაც შემოსილია მთის წვერი, ძლიერ უშლის შორს დანახვას. ტყე ნაძვისაა. აქ სხვა ხეები ვერ ვნახე, რამაც ძლიერ დამაღონა: მეგონა, ქვეყნის უმაღლეს მთაზე ვარ, ანდა აზიის უმაღლეს მთაზე მაინცა; ძალიან მინდოდა დავრწმინებულიყავ, მართალს ამბობდნენ ბუნებისმეტყველნი და გამომკვლეველნი თუ არა, რომ ძალიან მაღალი მთების წვერებზე ხის ფურცლები ყოველთვის ერთგვარ მდგომარეობაშიაო. რადგან ქარი და ღრუბლები, რომლებსაც შეუძლიათ ჩამოჰყარონ ისინი, უფრო დაბლაა და ვერას დროს ვერ აღწევს იმ სიმაღლესაო. ეს ვერსად ვერ შევნიშნე. აგრეთვე ვერ შევნიშნე, რომ იმ ჰაერში შეუძლებელი ყოფილიყო ცხოვრება, როგორც ისინი ამტკიცებდნენ.
მართალია იქ ჰაერი ძლიერ თხელი და მშრალია, მაგრამ, ვგონებ იქ ისევე შეიძლება ცხოვრება, როგორც ძალიან შეკუმშულ ჰაერში: იმის მიზეზი კი, რომ იქ არავინ სახლობს, მხოლოდ ვაჭრობა და აღებ-მიცემობაა. ძნელია კაცმა იქონიოს აქიდან დანარჩენ ქვეყნასათნა რაიმე ურთიერთობა და დამოკიდებულება. ამ საშინელ მთას რომ ჩამოვდიოდით, ვხედავდი ღრუბლებს, რომელნიც იძროდნენ ჩემ ქვევით, თვალ ჩაუწვდომელ სიღრმეში. ჩემი თავი ჰაერში მეგონებოდა, რომ არ მეგრძნო, თუ რანაირად ვიდექ დედა-მიწაზე.

კავკასიის მთა თვით წვერამდე ნაყოფიერია და უხვი თაფლით, პურით და ღომით; აგრეთვე ბლომად არის იქ ღვინო, ხილი, ღორი და მსხვილი საქონელი. ყველგან მშვენიერი წყლებია. რამდენიმე სოფელია იქ. ვაზი ხევების გარშემო იზრდება და ისე მაღლა ეხვევა, რომ ხანდისხან შეუძლებელია მისწვდეს კაცი ყურძენს, დასაკრეფად. რთველი იყო როდესაც გავიარე. ვშოულობდი ყურძენს, მაჭარსა და მშვენიერ ძველ ღვინოს. ღვინო იქ იაფია: ზოგან სამას გირვანქა ღვინოს ერთ ეკიუთი იყიდით: რადგან სოფლელები ვერა ჰყიდიან იმდენ ღვინოს, რამდენის დაყენებაც შეუძლიათ, ყურძენს არ კრეფენ მთლად და ვაზებზედვე ალპობენ. გლეხები ხის ქოხებში ცხოვრობენ: ყველა ოჯახს ოთხი-ხუთი ქოხ აქვს. ცეცხლს ანთებენ უფრო დიდი ქოხის შუაზე და ყველანი გარშემო უსხედან. დედა-კაცები ხორბალს მაშინ გამოჰფქვავენ, როცა პური დასჭირებათ. პურს აცხობენ კეცებში, კეცები ორიოდ-სამიდო თითის დადებაა სიღრმითა და ირგვლივ იქნება ერთი ფუტი. ძალიან გაახურებენ კეცს, ჩასდებენ შიგ პურს, ზედ წააყრიან ცხელ ნაცარს და ნაღვერდალს. ისეთი ადგილებიც არის, სადაც პირდაპირ ნაცარში აცხობენ პურს, გამოსწმენდენ კერიის ნაცარს და ნაღვერდალს. ისეთო ადგილებიც არის, სადაც პირდაპირ ნაცარში აცხობენ პურს, გამოსწმენდენ კერიის ერთ კუთხეს, ცასდებენ შიგ ცომს და ზევიდან ცხელ ნაცარს და ნაღვერდალს წააყრიან. თუმცა ესე აცხობენ, მაგრამ პურის ქერქი მაინც საკმაოდ თეთრია და პურის ძლიერ კარგი. ღვინოს ისევე უნახავენ, როგორც სამეგრელოში. საღამოობით ვბინავდებოდი იმ გლეხისას, რომელიც ცხენებს ან მებარგულეებს მაქირავებდა. გამყოლი ოსმალო მემსახურეობდა მარდად და კარგად, იმდენად, რამდენადაც კი შესაძლებელი იყო იმ ადგილებში. ჩვენ გვაძლევდნენ ქათმებს, კვერცხებს, მწვანილს. ღვინო, პური და ხილი უხვად იყო რადგან ყველა მახლობელ ოჯახს მოჰქონდა როგორც ბეგარა, ერთი დიდი ხელადა ღვინო, ერთი კალათა ხილი და ერთი ცხრა პური, ფასს არა მთხოვდენ და ზრდილობაც მიშლიდა რამე მეჩუქებინა მათთვის: მეშინოდა უმართებულობაში არ ჩამოერთვათ.

მგელივით ვწამდი, მაგრამ ორი სამი საათის უკან ისევ მომშივდებოდა. ადვილი წარსმოსადგენია, როგორ დავსუსტდებოდი სამ თვეს სამეგრელოში, სადაც არა მქონდა პური, გაჭირვებაში ვიყავი და ვძრწოდი უფრო დიდ უბედურებათა მოლოდინში. ახლა, მადლობა ღმერთს, კვალად მშვიდ და უხვ ქვეყანაში ვიყავი; მოვედი საძაგელი ქვეყნიდან, სადაც ფულითაც ვერ ვშოულობდი საჭმელს, იმ ქვეყანაში სადაც უსასყიდლოდ მასაზრდოებდნენ. ამისთანა უკიდურეოსბა უნდა გამოსცადოს კაცმა, რომ იგრძნოს, რამდენად სასიამოვნოა მისთვის ამგვარი ბედნიერი ცვლილება.
მთების მცხოვრებნი უმეტესად მართლმადიდებელი ქრისტიანენი არიან. მშვენიერი ელფერი აქვს ხალხისა, ძალიან მშვენიერი სახის დედაკაცები ვნახე იმათში. აქაურები გაცილებით კარგად არიან მოწყობილი, ვიდრე მეგრელები და კავკასიის სხვა ხალხი, რომელიც ოსმალეთის ქვეშევრდომი არ არის.

9-ს ხუთი ეჯი გავიარე ხეობაში. დასამუშავებლად გამოსადეგია იქაური ნიადაგი. გორებზე, რომლებითაც შემოზღუდულია ეს ხეობა, მოჩანდა მრავალი შინაური პირუტყვი. საღამოზე ახალციხეში მივედი.

ახალციხე არის კავკასიის მთაზე აშენებული ციხე: იგი დგას ოცამდე სხვადასხვა გორებს შუა. ამ გორებიდან ადვილად შეიძლება ყოველმხრივ მისწვდეს ტყვია. გორს ორი კედელი და კოშკი არტყია. კედლებიც და კოშკებიც ძველებურად არიან ქონგურებით მოცულნი. ციხეს მცირე არტილერია აქვს. იქვე ახლო, გორებზე და მაღლობებზე, დაბაა გაშენებული. დაბაში ოთხასზე მეტი სახლია, რომლებიც თითქმის ყველა ახალია, ამ ცოტა ხანშია აშენებული. იქ ძველი არაფერი არ არის სომხის ორი ეკლესიის გარდა. დაბაში ცხოვრობენ ოსმალოები, სომხები, ქართველები, ბერძნები და ებრაელები. ქრისტიანებს აქ აქვთ ეკლესიები, ებრაელებს - თორა. აქ არის აგრეთვე ახალი ქარვასლა, რომელიც ხისგან არის აშენებული, როგორც თითქმის სხვა ყველა აქაური სახლები. ახლო ჩამოუდის მდინარე მტკვარი, რომელსაც სათავე აქვს კავკასიის მთებში, რამდენსამე ათ ეჯზე ამ დაბიდან. სტრაბონის სიტყვით მისი სათავე სომხეთშია. პტოლომეი კი ამბობს, რომ სათავე მტკვრისა კოლხიდაშიაო, ხოლო პლანის სიტყვით მტკვარი გამოდის ოსმალეთის მთებიდან, რომლებიც კოლხიდის ზევით მდებარეობენ მთებიდან, რომლებიც კოლხიდის ზევით მდებარეობენ და იწოდებიან კორაქსისად მდინარე კორაქსის გამო. ეს მდინარეც იქიდან გამოდის და შავ ზღვაში ჩადისო. ეს სხვადასხვა აზრი შეიძლება ერთმანეთს უდგებოდეს და ერთი და იგივეც იყოს, რადგან სომხეთი არტყია კოლხიდას და თვით კოლხიდას ოდესმე დიდი ადგილი ეჭირა. ახალციხის ფაშა ციხეში ცხოვრობს. აფიცრები და ჯარი ახლო-მახლო სოფლებში არიან დაბანაკებულნი. სპარსეთის ისტორია ამბობს, ციხე ქართველებისაგან არის აშენებული და ოსმალოებმა წაართვეს უკანასკნელი საუკუნის დამლევსო: ოსმალოებს მიუმატებიათ ამ ციხისათვის ახალი შენობები, როგორც მეორე ციხისათვის, რომელიც სამი დღის სავალზე არის იქიდან და იწოდება დმანად.

13-ს დილის ორ საათზე გავემგზავრენით ახალციხიდან. აღმოსავლეთისაკენ წავედით. სამი ეჯის იქით ახალციხის ვაკე ვიწროვდებოდა, მთები ისე უახლოვდებიან ერთმანეთს, რომ ნახევარი ეჯის სიგანე ვაკის მეტი აღარ რჩება. ამ ადგილას არის მაგარი ციხე ოსმალოებისა აშენებული კლდეზე, მტკვრის მარჯვნივ. კლდე გარშემოზღუდულია წყვილის კედლით. ციხის გარშემო გაშენებულია პატარა ქალაქი ახალციხის მაგვარად. ამ ადგილს უსკერი ჰქვია. აქ არის სანჯაყი, ჯარი, მხედრობა, მებაჟე. ძალიან მეშინოდა, არ შევეყენებინეთ და არ გავესინჯეთ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ისე გამიშვეს, სრულებითაც არა მითხრეს რა. მეურმე, რომელსაც მოვყავდი, გორელი იყო. ციხის უფროსმა ჰკითხა, ხომ გორიდან ხარო. მან მიუგო, - დიაღო. სხვა არაფერი ჰკითხეს და გაუშვეს ისიც და ისინიც ვინც მას მოსდევდნენ. გორის ხანსა და ახალციხის ფაშას მეგობრობა აქვთ ერთმანეთში. ეს არის იმის მიზეზი, რომ ოსმალოები კარგად ეპყრობიან ქართველებს. უსკერიდან ორ ეჯზე გადასავლელია მთა, რომელიც ჰყოფს აქ სპარსეთს ოსმალეთისგან. გადავიარეთ ეს მთა და მერე სიგრძეზე ცავყევით. მთაზე ბევრი სოფელია გაშენებული. ძირს მომდინარეობს მტკვარი. რამდენსამე ადგილას მოჩანს კოშკების, ციხეებისა და ეკლესიების ნანაგრევები: ეს არის ნაშთი საქართველოს დიდებისა და ოსმალეთ-სპარსების მძვინვარებისა. გავიარეთ ათი ეჯი და ღამე დავდექით ერთ პატარა ქალაქში.
14-ს მხოლოდ ოთხი ეჯი გავიარეთ, ერთობ ოღროჩოღრო გზა იყო ამ მთებში. აქ არის მეტად ძნელი და შეუვალი გასავალები და მრავალი ციხის ნანგრევები. ჩვენ დავდექით სურამის ვაკეზე ერთ დიდი სოფელში, რომელიც ციხის მახლობლად არის გაშენებული. მშვენიერი ვაკეა. შემოსილია დაბალი ტყით და სავსეა სოფლებით, აგარაკებით, ქართველთა ბატონების კოშკებით. მთელი მხარე დამუშავებულია, ერთი სიტყვით, ეს არის ერთი უმშვენიერესი მხარე.

 
7.
15-ს გავიარეთ ათი ეჯის სიგრძე ცხრა მინდორი: ერთიც პატარა მთა გადავიარეთ. მთა ამ მინდვრების და ქ. გორის შუაში ძევს: ყოველ მხრივ მოჩანდა მშვენიერი სოფლები, დამუშავებული მიწები და ნაყოფიერი ადგილები. მარჯვნივ, მანამ მთაზე ახვალ, დაგვრჩა ერთი დიდი ქალაქი, რომელიც თითქმის სულ მთლად დანგრეული იყო: იქ ხუთასამდინ მოსახლე ცხოვრობსო: ადრევე კი 12 ათასი კომლი იყოვო. იმ ქალაქში არის საეპისკოპოზო კათედრა და ერთი დიდი ეკლესია ქართველებისგან აშენებული.
მთიდან რომ ჩამოვდიოდით, ღამემ მოგვისწრო. გორში რომ შევედი, პირდაპირ იტალიელ კაპუცინების ბინისაკენ გავსწიე. იმათთან ჩემს შესახებ წერილები მქონდა. სამი წელიწადია რაც ამ ბერებმა დაარსეს ქუთაისში უცხოთათვის სვანე სახლი: აზრად ჰქონდათ, იქიდან სამეგრელოში გასულიყვნენ და იქ დაბინავებულიყვნენ, მაგრამ, რადგანაც ამ ქვეყნებში დაუცხრომელი ომები და ავაზაკობა იყო, მეფე კი ყურს არ უგდებდა, ანუ კეთ ვთქვაღ, არ იცოდა, როგორ მოესპო ყველა ეს, იძულებულნი გახდენ, აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსულიყვნენ. ამ კაპუცინებს შეეძლოთ მოეცათ ჩემთვის რჩევა და შემწეობა. გამოვეცნაურე მათ და ვუთხარი, რომ სპარსეთის შაჰმა გამგზავნა საფრანგეთში: მომცა ბრძანება თავის სახელმწიფოს ყველა მმართველთან: მისი დიდებულება სწერს მათ, რომ პატივით მიმიღონ და ყოველგვარი საჭირო შემწეობა აღმომიჩინონ. ვუამბე, რომ მე სპარსეთში წამოველ შავი ზღვით და სამეგრელოთი: სამეგრელოში ომს შევესწარი და ათასი უბედურება გადამხდა. ვერავითარი ღონისძიებით ვერ გამოვიტანე ის ნივთები, რომლებიც შაჰისთვის მომქონდა, ამიტომ ჩემ ამხანაგთან დავტოვე და მე საქართველოში წამოვედი; იქნება შემწეობა აღმომიჩინოს ვინმემ. ახლა სულით და გულით გევედრებით მირჩიოთ რამე და გაჭირვებიდან დამიხსნათ. ამას ვალად გდებთ, როგორც სიყვარული ისე სხვა მოსაზრებაც. მამები შეაწუხა ჩემმა თავგადასავალმა და იმ განსაცდელმა, რომელიც ჩემს ამხანაგსა და ქონებას მოელოდა სამეგრელოში. მითხრეს რამდენადაც შეგვიძლია ვეცდებით, როცა პრეფექტისაგან ბრძანებას მივირებთ, უიმისოდ კი არა შეგიძლია რაო. პრეფექტი ახლა ტფილისშია მეფესთან: უმჯობესი იქნება, შენ თვითონ წახვიდე მასთან. ისე დამარწმუნეს, რომ გადავწყვიტე წასვლა და ცხენებიც დავაქირავებინე. წინამძღვარმა უბრზანა დე-ვიტერბს, მომზადებულიყო და გამომყოლოდა.
ეს საეროთაგანი კაპუცინი ძალიან კეთილი და პატიოსანი კაცი იყო: კარგად იცოდა ექიმობა, მოყეხილისა და დაჭრილის წამლობა. საქართველოში და იმერეთში ისეთი ავადმყოფები და დაჭრილები მოერჩინა, რომ მათი მორჩენა არავის ეგონა, და ამით დიდი პატივი დაემსახურებინა. ქართული კარგად იცოდა და მთელი საქართველო თავიდან ბოლომდინ დავლილი ჰქონდა. ძალიან გამბედავი, მომთმენი, ლმობიერი და კეთილგონიერი იყო. მე უკეთეს თანამგზავრს ვერ ვიშოვნიდი. მშვენიერი ამხანაგობა გამიწია. ვუთხარ, თუ სამეგრელოში წამომყვები, ჩემთვის დიდი შემწეობა და ნუგეში იქნება! - დიდის სიამოვნებით გამოგყვებიო, - მითხრა, - მხოლოდ პრეზიდენტისგან ნებართვა აიღეო.
16 დეკემბერს მე და ეს კეთილი ბერი გავემგზავრენით გორიდან. ჩვენ გავიარეთ შვიდი ეჯი თითქმის სულ მტკვრის პირად. გზა კარგი იყო, გადიოდა ნაყოფიერ მინდვრებზე, სადაც მრავლად იყო სოფლები. გზაზე არის ერთი თითქმის მთლად დაქცეული ქალაქი კალიყალა. ეს ფზა ზედ კალიყალას შუაზე გადიოდა. გორიდან აქამდინ ოთხი ეჯია.
17-ს ექვს ეჯზე მეტი გავიარეთ. გზა სწორი, მაგრამ ზოგან ცოტა ქვიანი იყო. ჩვენ გავიარეთ საქართველოს საკათალიკოზო ეკლესიის პირდაპირ, რომელიც მტკვრის პირას არის აშენებული. ერთი ნახევარი ეკლესიისა დანგრეული იყო, მეორე ნახევარი კი არ იყო დანგრეული და მშვენივრად მოჩანდა. ამბობდნენ, ამ ეკლესიაში ეკლის გვირგვინის ნაწილი, კვართისა და ილია წინასწარმეტყველის ტანთსაცმელის ნაჭრებიაო. მე ვერ ვნახე ეს წმინდა ნაშთები: კაპუცინმა დამარწმუნა, - მე მინახავსო. საღამოზე მივედით ტფილისში: მთელი დღე ძლიერ თოვდა და ამის გამო ადრე ვერ მივედით. კაპუცინამ თავიანთ ბინაზე წამიყვანა. მაშინვე ვუამბე პრეფექტს ჩემი მისვლის მიზეზი. წერილებიდან, რომლებიც წარვუდგინე მას, გაიოგ ჩემი ვინაობა. მხოლოდ ის - ღა იყო საჭირო, რომ კარგად ჩამეგონებინა მისთვის, თუ რა მოელოდა ჩემს ქონებას, რომელიც სამაგრელოში დავტოვე; ავუხსენი, რომ აუცილებლად საჭირო იყო, როგორმე გამოგვეტანა ჩემი ქონება სამეგრელოდან. მოვახსენე პრეფექტს: - ჩემის აზრით ორი საშუალება დაგვრჩენია, რომ შევასრულოთ ეს ჩვენი განზრახვა: თითოეულ ამ საშუალებათაგანს თავისი კარგი მხარეებიც აქვს და ცუდიცა. პირველი საშუალება ის იყო, რომ მეამბნა ჩემი ვინაობა საქართველოს მეფისათვის, მეჩვენებინა შაჰის ბრძანება და მეთხოვნა შემწეობა, რათა სამეგრელოდან გამომეტანა ის ნივთები, რაც მის დიდებულებას, შაჰს ეკუთვნოდა. მეორე საშუალება იყო: იდუმლად წავსულიყავით იმ ქვეყანაში, არ გაგვეცხადებინა არც ჩვენი თავი და არც ის, თუ რისთვის მივდიოდით. მე მეორე საშუალება მერჩივნა, მაგრამ პრეფექტს არ შევამჩნევინე. პრეფექტმა მითხრა, - მოითმინეთ ცოტა ხანს, ვიფიქრებო. ისიც მითხრა, რაც მე მიამბე, ეგევე ბერებსაც უთხარი, რადგან ისინი სამეგრელოში და იმერეთში ნავალი არიან და შეუძლიათ ამ საქმეში დაგვეხმარონო. ამასთანავე აღმითქვა, ვუბრძანებ, ეს საიდუმლო არავის უთხრანო. შევასრულო პრეფექტის ნება , ვუამბე ბერებს და შევეხვეწე, ერჩიათ რამე, დახმარებოდნენ ამ გაჭირვებაში. 
18-ს სადილის შემდეგ, პრეფექტმ მე და ბერები თავის ოთახში შეგვიყვანა. გვითხრა თავისი აზრი ჩემის საქმის შესახებ. ბერებმაც წარმოსთქვეს თავიანთი აზრი: თითქმის ყველანი იმ აზრისა იყვნენ, რომ ფარულად შევდგომიყავით საქმეს: არ გაგვეცხადებინა ჩვენი თავი და იდუმალად წავსულიყავით სამეგრელოში, იმათ მითხრეს, - თუ ამ საქმეს საქართველოს მეფეს შეატყობინებთ, ის უსათუოდ მოგცემთ საჭირო შემწეობასო; გაგზავნის კაცებს და უეჭველად გადმოატანინებს ყველაფერს, რაც იქ დაგვიტოვებია, რადგანაც საქართველოში და იმერეთში მისი დიდი შიში და ხათრი აქვთო, მაგრამ საქმე გაზვიადდება და ვაი თუ სულ დაიღუპოვო; დაბრუნების დროს რამე ხიფათს შეგამთხვევენ, მოგკლავენ და სულ ერთიანად წაიღებენ, რაც გაბადიაო. აქ ყველაფრისა უნდა ეშინოდეს კაცსა: ადგილები, რომელზედაც უნდა გაიაროს კაცმა, თავგანწირული ავაზაკების და კაცის მკვლელების ბუნაგებით არის მოფენილიო.
ქართველებიც ძალიან ორგულები და ბოროტები არიანო. დიდი ხანი არ არის, რაც გაცარცვეს ერთი ვიღაც პატრიარქი, რომელმაც საქართველოზე გამოიარა, ეჭვი თვით მეფეზე აიღეს, ვითომ იმან გააცარცვინა იდუმალად და წაართმევინა ქონება, რომელიც თან მიჰქონდაო. ისიც უნდა ვიქონიოთ სახეში, რომ საქართველოს მეფე აგრე რიგად არ ემორჩილება სპარსეთის შაჰის ბრძანებას:
ვთქვათ, მეფე გულწრფელად გაისარჯა, მაშინ ის დიდ საჩუქარს მოითხოვს და ვერ დააკმაყოფილებ ვერც მეფეს და ვერც მის ოჯახობასაო.
აღტაცებაში მოვედი, როდესაც დავრწმუნდი, რომ კაპუცინებიც ჩემი აზრისა იყვნენ. ინაგადავსწყვიტე წავსულიყავით ფარულად მე და ჩემი თანამგზავრი ანჟი, გაგვევრცელებინა ხმა, ვითომ მე კოლხიდელი თეატინი ვარ: ისინი ომიანობის გამო გაჭირვებულ ყოფაში არაიან და კაპუცინებს შემწეობას თხოვენ: ამის გამო კაპუცინებმა ერთი თავიანთი ამხანაგი გაგზავნეს იმათ გამოსაყვანად. მაშინვე სამგზავროდ მოვემზადე. ამოვალაგე უნაგრისა და ბალიშში დამალული ძვირფასი თვლები, ყუთში ჩავაწყვე, დავკეტე და პრეფექტს მივაბარე შესანახად. გვეგონა, ვერ ვიშოვიდით ქირით ცხენებს, რადგან არავის არ სურდა სამეგრელოში წამოსვლა. ბოლოს ფული დავხარბეთ და დავიქირავეთ ორი ჩალვადარი. შევპირდით, გიზღავთ ცხენებსაც და ბარგსაც, თუ რამე ხიფათი შეგვემთხვევაო.
20-ს გავემგზავრენით მე, ანჟი და ერთი კაპუცინების მეგობარი ქუთაისელი ქართველი; ის ათასჯერ ყოფილიყო სამეგრელოში და მის ახლო-მახლო. პრეფექტმა გამომატანა თან სანდო კაცი: ჩვენ სულ ხუთნი ვიყავით: ოთხი ცხენი გვყავდა. მე და ანჟი ცხენებზე ვისხედით: ორ სხვა ცხენზე სურსათი ეკიდა. ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ მივდივართ სამეგრელოში იქაური თეატინების სანახავადო. მანამ ტფილისიდან წამოვიდოდი, ჩემი მსახური დავითხოვე. იმ მუხთალმა ათას ხიფათს გადამკიდა, რამდენჯერმე მოინდომა ჩემი დაღუპვა. ვუამბე კაპუცინებს, რა ყოფა დამაყენა გონიოში. მირჩიეს დამეტუსაღებინა ჩემ დაბრუნებამდის და მერე სამართალში მიმეცა, მაგრამ ყოველივე მიუტევე. მეგონა ცას გავარისხებდი, თუ ამ უბედურს დავასჯევინებდი, როდესაც ზენა მოწყალების თვალით მიყურებდა. ჯამაგირი მივეცი და დავითხოვე: ვუთხარ კი, რომ მღალატობდა და ვურჩიე გასწორებულიყო. ჩემმა გულკეთილობამ არ იმოქმედა და ისე გაცოფდა, რომ შემეშინდა, რამე უბედურება არ შეემთხვია. მოვინდომე შემეყენებინა. საკმაო იყო მენიშნებინა კაოპუცინებისთვის; იმათ გავლენა ჰქონდათ ტფილისში: არ მოვინდომე. განგებამ დამიშალა. მთლად მოწყალებად გარდავიქეცი. ღმერთმაც მოიღო ჩემზე მოწყალება. ნახავთ, როგორ შემიწყალა და დამიფარა მან განსაცდელისაგან, რომელიც შემამთხვია იმ მუხთალმა მოსამსახურემ.
21-ს გორში დავბრუნდი. 22-ს გავემგზვრენით: გორიდან ექვს ეჯზე ღამე ერთ სოფელში დავდექით, რომელიც ახალციხის გზაზე იყო. ამ სოფელში გამოვიარე; როცა მოვდიოდი.
23-ს, განთიადისას, გავემგზავრენით. ახალციხის გზა მარცხნივ დაგვრჩა. შუადღისას მივედით ერთ პატარა სოფელში, რომელსაც ალი ეწოდება. ის ცხრა ეჯზე არის გორიდან და ორი მთის შუა მდებარეობს. იქიდან ორ ეჯზე გავიარეთ ვიწრო კლდე-კარი, რომელიც იკეტება ხარიხებით. ეს მიჯნაა საქართველოს და იმერეთის სამეფოებისა. გავიარეთ კიდევ ერთი ეჯი და ერთ პატარა ქალაქში დავდექით.
24-ს შვიდი ეჯი გავიარეთ მთებში. ძალიან თოვდა და მთები თოვლით ავსილიყო. ეს მტები აყრილი ტყით არის შემოსილი. გვეგონა გზას დავკარგავდით, რადგანაც თოვლს მთლად დაეფარა ბილიკები, და გზა აღარ ჩანდა. ღამე ერთ სოფელში დავდექით, რომელსაც კოლბაური 10ეწოდება. რამდენიმე ასი კომლია ამ სოფელში. სახლები სიგრძეზე არის ჩამწკრივებული და ისეე დაშორებით დგანან ერთმანეთზე, რომ პირველიდან უკანასკნელამდინ ერთ ეჯზე მეტი მანძილი იქნება.
25-ს მხოლოდ სამი ეჯი გავიარეთ. თოვლმა, სიცივემ და ბურუსმა გზა შეგვიკრა: მეტის გავლა აღარ შეიძლებოდა. ღამე ერთს სოფელში დავდექით, რომელშიაც ოცდა ათი კომლი მხცოვრები იყო: 
26-ს ცა უფრო მოწმენდილი იყო, აღარც თოვდა და აღარც ისე საშინლად ციოდა. ექვსი ეჯი გავიარეთ სულ ტყით შემოსილ მთებში, გზა საკმაოდ სწორი იყო: არც აღმარეთები და არც დაღმართები ჰქონდა. ღამე პატარა სოფელში დავდექით, რომელიც ერთი დიდი მდინარის პირზე მდებარეობს.
27-ს გავედით ნავით მდინარეზე, სამი ეჯი გავიარეთ: გზა ისეთი სწორი იყო, როგორც წინა დღეს. მთიდან ერთ თვალგაუწვდენელ მშვენიერ ვაკეში ჩავედით და სოფელ სეზანოში დავბინავდით. ამ ვაკეს თითქმის ყველგან ერთი ეჯი სიგანე აქვს. ძალიან ნაყოფიერი და მშვენიერი ვაკეა: მშვენიერის წყლებითაც ირწყვება. ვაკე სამეგრელომდის ჩასდევს. ეს უუმშვენიერესი მხარეა იმერეთისა. მთები, რომლითაც ეს ვაკე შემოზღუდულია, ტყით და სოფლებით არის დაფენილი. ამ მთების ნიადაგი უმეტეს ნაწილად არის გაშენებული ვენახი. აქაური ჰაერი გაზაფხულის ჰაერს ჰგავდა: თოვლიც ცოტა იდო.
სოფელი მდებარეობს ერთი კოშკის მახლობლად, რომელიც ეკუთვნის იმერეთის მეფის მოხუცებულ მამიდას. ის ავად იყო, როცა ჩვენ გავიარეთ. გაეგო სოფელში კაპუცინი მოსულაო, და გამოეგზავნა დასაძახებლად: უნდა რჩევა ეკითხნა. ამ ქვეყანაში ყველა მისიონერი ექიმი ჰგონიათ. ანჟი წავიდა მანდილოსანთან იმ იმედით, რომ იქნება ჩვენს საქმეში დაგვეხმაროსო. ორმა საათმა გაიარა მისი წასვლის შემდეგ, როდესაც მოვიდა გორიდან ცხენით ერთი კაპუცინი. თან კაცი ჰყავდა. მე ძალიან გამიკვირდა მისი მოსვლა. კაპუცინი ჩემი გულისათვის მოვიდა, რომ შეეტყობინებინა შემდეგი ამბავი: ჩემგან განთავისუფლებული მსახური მისულიყო ტფილისიდან გორში: ეთქვა ყველაფერი, რაც კი იცოდა ჩემის საქმის შესახებ, დაექადნა დავღუპავო და სადღაც წასულიყო. ამ ამბავმა არ გამაკვირვა: ამას წინათვე გვრძნობდი. შევეხვეწე კაპუცინს, ჩემთან დარჩენილიყო. ათასი მადლობა გადავუხადე და რაც კი შემეძლო შევაქე მათი საზოგადოება გულითადი თანაგრძნობისთვის, რომელიც მე აღმომიჩინეს.
28-ს ხუთი ეჯი გავიარეთ: ეს ვაკე მთლად დაფენილია სოფლებით და ტყეებით: ნიადაგი აქ ისეთი ჭაობიანია, რომ ცხენები იფლობოდნენ. ვიარეთ ორი საათი: მარჯვნივ დაგვრჩა ციხე სკანდა, იქაურები ამბობენ, ალექსანდრე დიდმა ააშენაო. ალექსანდრე დიდს აღმოსავლეთში ისკანდერს ეძახიან. ხალხი ამბობს თექვსმეტი ციხე ააშენა და ყველას თავისი სახელი დაარქვაო. შესაძლოა ეს ციხე ერთი იმ თექვსმეტთაგანი იყოს და სახელდობრ ის, რომელზედაც ლაპარაკობს კვინ-კურცი 7-დე წიგნში. ციხე მთის ძირში ძევს; დიდი არ არის; ორი ოთხ-კუთხიანი კოშკი აქვს მიდგმული; გალავანი არ არტყია; გარშემო ზოგან თხრილები აქვს. პროკოპი, რომელიც იხსენიებს ამ ციხეს, უწოდებს მას ლიანდს. ამ ციხეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ომების დროს, რომელიც გამართული იყო რომაელებსა და სპარსელებს შორის მეშვიდე საუკუნიდან რომის დაარსების შემდეგ მაჰმადიანობამდინ: ათასჯერ ირებდნენ ციხეს ხან რომაელები, ხან სპარსელები: ანგრევდნენ, ისევ აშენებდენ.
სკანიდან ჩიკარისი გავიარეთ. აქამდინ სულ ერთი ეჯია. ამ სოფელში ორმოც და ათი კომლია. იმერთში ის ქალაქად ითვლება, თუმცა ქალაქობისა არა ეტყობა რა. იქიდან ერთი ეჯი გავიარეთ და დავბინავდით.
29-ს და 30-ს იქ დავრჩით. ჩემი დაქირავებულები აღარ მომდევდნენ: ისინი ომზე ლაპარაკმა შეაშინა: ყველა გამვლელ-გამომვლელი მათ ომზე ელაპარაკებოდა. შეშინდნენ, დასახოცად ან დასატყვევებლად მიგყევართო. ძალიან შეგვაწუხეს, მაგრამ ვითმენდი. კაპუცინებსაც ვურცევდი, ისინიც ასე მოქცეულიყვნენ. ვუთხარი: - ტფილისადან რომ მოვდიოდი, მაშინვე ვიცოდი, დიდი დაბრკოლება დაგვხვდებოდა წინ: მოთმინებისა და გამბედაობის მეტი აღარა გაეწყობა - რა, უნდა მოვეფეროთ ჩვენს კაცებს, აღვუთქვათ და კარგად მოვექცეთ, რომ წამოსვლა გაბედონ: თუ ერთი სამეგრელოში შემოვლენ, აღარ შეეძლებათ დაბრუნება. დავუძახეთ დაქირავებულებს და ვუთხარით: კარგად ვიცით, შიში არაფრის არ არის. ჩვენც თქვენსავით გვიყვარს სიცოცხლე და ქონება. პასუხს ვაგებთ. თუ თქვენ ცხენებს, ან თქვენ შეგემთხვათ რამე. ერთმა მითხრა - ბარათი მოგვეცი, თუ დაგვატყვევებენ გამოგვისყიდოთო: ასოცი ეკიუ მიეცით ჩვენს სახლობას, თუ დაგვხოცავენო. მე სიამოვნებით შევისრულე მათი თხოვნა. მაშინ გაბედეს. გზას შევუდექით. 

8
31-ს გავუდექით გზას. ძალიან ცუდი დარი იყო; გზაც მეტად გაფუჭებული. გავედით სამ საკმაოდ განიერსა და ჩქარ მდინარეში. საღამოზე მივედით ქუთაისში, გილათელის სახლში დავბინავდით. თვითონ შინ არ იყო, მაგრამ მაინც კარგად მიგვიღეს. მსახურები იცნობდნენ ანჟს, იცოდნენ, - ეპისკოპოსი განსაკუთრებულ პატივსა სცემდა მას.
ქუთაისი გაშენებულია მთის კალტაზე, მდინარე ფაზისისის ნაპირას. მეექვსე საუკუნის ისტორიკოსები ამ ქალაქს უწოდებენ ქოთეზად; ამბობენ, დიდი ადგილი უჭირავსო. აქ ახლა მხოლოდ ორასი სახლია. ბატონების სახლები და მეფის სასახლე. არც სიმაგრეები აქვს, არც კედლები. ყოველ მხრივ ღიაა. იმ მხარის გარდა. საიდანაც ზღუდავენ მდინარე და მთები. მდინარის გაღმა დაბის პირდაპირ, უფრო მაღალ მთაზე, ვიდრე ის მთა რომლის ძირშიც გაშენებულია, ქალაქი, დგას ქუთაისის ციხე, შიგ არა ვყოფილვარ. ციხე კარგად მოჩანს იმ მთიდან, რომელიც მის პირდაპირ არის. აქვს კოშკები, ბურჯი და წყვილი კედელე, რომელნიც მაღალი და მკვიდრი უნდა იყვნენ.
ქუთაისში მისვლის უმალვე კითხვა დავიწყე, ახალი ამბები ხომ არა იყო რა; ყველა გვარწმუნებდა და მართალიც იყო შემდეგი: სამეგრელოს ახალი მთავარი და გურიელი დაბრუნებულიყვნენ, რაკი შეეტყოთ, ოსმალთ ომი აღარ სურთო. დადიანის ვეზირი გამოსულა მთებიდან თავისი ჯარით, გაეგო თუ არა, რომ ორივე მთავარი და ოსმალოები უკუმდგარან, გაეგზავნა დადიანისათვის რვა ასი კაცი, მიეწერა გამოსულიყო ციხიდან, შეეკრიბა ჯარი და გამოეცხადებინა შენდობა მათთვის, ვინც ისევ მას მიემხრობოდა; ასეც მოქცეულა. მთავარი მერე მოსულა ქუთაისში, იმერეთის მეფე და დიდკაცობა მიემხრო და წასულიყვნენ გურიელის ასაკლებად. მოკავშირეებს ძალიან სურდათ გურიელის დასჯა, რადგან, მართლადაც ის იყო მიზეზი ოსმალოების შემოსვლისა და ყველა უბედურებისა, რაც კი ამ ომიანობის დროს მოხდა. ჯარები სულ სამი დღის წინათ გასულიყვნენ რიონსა. ამგვარად გარემოება საკმაოდ ხელს მიწყობდა, ჩემი საქმე გამეკეთებინა; შიში აღარ იყო ჯარების სეხვედრისა.
1 იანვარს 1673 წელს დღესასწაულის გამო ქუთაისში დავრჩი. მე და კაპუცინები სადულად ვისხედით. ჩვენი კაცები და მხლებლებიც ჩვენთან ისხდნენ აქაურ ჩვეულებისამებრ; აქ ბატონები და მსახურნი ერთად სადილობენ. ვნახოთ, შემოვიდა ჩემი მუხთალი მსახური: თან შემოყვნენ ერთი ახალციხელი სომეხი და ერთიც ქუთათური მღვდელი, რომელიც ჩემი ბინის საჩვენებლად გამოჰყოლოდა. ძალიან არ გამკვირვებია მისი მოსვლა, რადგან მისი შიში მქონდა და ამიტომ სულ ამ კაცზე ვფიქრობდი. არ ვაჩვენე, რომ შევკრთი. მეგონა, მუსულმანობა მიუღია ჩემს მსახურს, რადგან თეთრი დოლბანდი ეხვია თავზე. ეს მუხთალი შემოვიდა განრისხებული და დაუპატიჟებლად მოიკეცა ჩემი კეცების გვერდით. ასეთი კადნიერება უფრო ძლიერ მეწყინა. ვკითხე, - საიდან მოდიხარ ასე აღელვებული? - ახალციხიდან, - მომიგო მან. იქიდან აქამდე მხოლოდ ორი დღე ვიარე. მე ვკითხე: - განა გზა ეგრე კარგია და მთებზე ეგრე ცოტა თოვლია, რომ შესძელ ორ დღეს გადმოსვლა? გზა ძალიან საძაგელიაო, - მომიგო მსახურმა: - და მთებუც ისე დათოვლილია, როგორც ის მთები იყო, რომელზედაც გადავიარეთ ჩვენ, გონიოდან რომ მოვდიოდითო. თქვენ თვითინ ნახავთ ამ გზას, რადგან ახალციხეს უნდა წამოხვიდეთ: მე ფაშის ბრძანება მაქვს, რომ წაგიყვანოთო. - შეიძლება, - ვუპასუხე მე, - თუ შენ უფრო მეტი შეიძლება გაქვს ძალით წამიყვანო იქ, ვიდრე მე, რომ არ წამოგყვე, რადგან მე ახალციხეში არაფერი საქმე არა მაქვს და სრულებითაც არ მსურს იქ წავიდე. ბიჭო, განვაგრძე მე, ცუდად დაურიგებიხართ, დამიჯერე, ნუ ცდილობ რამე უბედურება შემამთხვიო, რადგან ღმერთი ხელს არ მოგიმართავს და შენი განზრახვა ჩემს წინააღმდეგ არ შესრულდება. ტფილისში ყველაფერი არ იყავ, იქვე უნდა გეთქვა, რაც გსურდა!
ასე ტკბილად ველაპარაკებოდი, ეგება გონზე მოსულიყო ისე მუხთალი. - ტფილისში უსამართლობა ჰსუფევს, - მომიგო მან, - ახალციხეში კი გაგვასამართლებენო. - განა ქუთაისში საკმაოდ არ არიან კაცები, - მიუგე მე, შეძლონ ამ საქმის განსჯა? რამდენადაც კი შემეძლო ტკბილად ველაპარაკებოდი. არ მოლბა, განრისხებული მიუბრუნდა თავის ამხანაგს და უთხრა, ოსმალოები შემოიყვანეო. ამხანაგი გარეთ გავიდა. ეს თურმე უბარლო ხერხი იყო და ჩემი შეშინება უნდოდათ; შემდეგ გავიგე, რომ არავითარი ოსმალოები არ იყვნენ იქ და არ ელოდნენ მის ბრძანებას, მაინც თავზარი დამცა ამ ამბავმა; მეგონა, დავიღუპე! ქუთათურ მღვდელს არ ესმოდა, რა ხდებოდა, რადგან მე ოსმალურად ვლაპარაკებოდი და იმან კი ოსმალური არ იცოდა. იმან ჰკითხა ანჟს, რაზედ ჩხუბობენო. ანჟმა უამბო ყოველივე. მერე, მეც ვუთხარი, რომ ვაძლევ ამ ვერაგს, რასაც პატიოსანი კაცები გადასწყვეტენ, ოღონდ თავი დაანებოს დავას, ჰსურს ძალით წამიყვანოს ახალციხეს.
მღვდელი და სხვა რამდენიმე ქართველი, რომელნიც ხმაურობაზე შეგროვდნენ, ჩაერივნენ ჩემ საქმეში. ამათ უთხრეს მიიღე რასაც გაძლევსო, მაგრამ მსახური გონს არ მოდიოდა: რამდენსაც უფრო ძალას ატანდენ, იმდენად უფრო კადნიერდებოდა და იმუქრებოდა. მე მოთმინებიდან გამოვედი. - მუხთალო! მაშინ შენ მხოლოდ ბოროტება ჰამოქმედებს. გეუბნები, რომ ღვთის მადლით ვერ წამიყვან ახალციხეს. შევსძახე ეს და ვეძგერე ამოღებულის ხმალითა. მე ხელი დამიჭირეს, ჩემი მოღალატე კი, რომლისთვისაც მინდოდა დამეკრა ხმალი, გაიქცა შიშისაგან ათრთოლებული. ამის შემდეგ თითქმის იმედი გადავწყივიტე და მინდოდა გავქცეულიყავ. გელათელის კაცმა დამაყენა და დამარწმუნა, არაფრის შიში არ უნდა გქონდეს ჩემი ბატონის სახლშიო. არავითარი ოსმალოები არ მოვლენ შენს წასაყვანადო. მე და კაპუცინებმა ვარჩიეთ, რა უნდა გვექნა და გადავწყვიტეთ, ანჟი მეორე დილით სამეგრელოში წასულიყო, ხოლო მ. იუსტინე და მე წუთაისშივე დავრჩენილიყავთ. უმთავრესი მიზეზი ამისა ის იყო, რომ ცხენები ვერ ვიშოვეთ ვერც საყიდლად, ვერც ქირით. ჩვენ ვიცოდით, რომ სამეგრელოშიც ვერ ვიშოვიდით: ამან მაიძულა დავრჩენილიყავი ქუთაისში და ცარიელი ცხენები ჩემი ამხანაგისათვის გამეტანებინა.  

9
2-ს ანჟი წავიდა ცხენებით და კაცებით, რომლებიც ტფილისადან წამოვიყავენთ. მე და მ. იუსტინე ჩიკარისში დავბრუნდით, რომელიც რვა ვერსზე არის ქუთაისიდან. აქ იმიტომ დავდექით, რომ მოგვეცადნა ანჟისათვის: ამ სოფლის პირდაპირ იდგა გელათელის საზაფხულო სასახლე: სასახლეში მაშინ დედოფალი და გელატელი იმყოფებოდნენ და გაჭირვების დროს შეგვეძლო შემწეობა გვეთხოვნა მათთვის.
5-ს დედოფალმა და გელათელმა კაცი გამოგვიგზავნეს: შემოგვითვალეს, მათ სანახავად მივსულიყავით. ჩვენ ვეახელით. რამდენჯერმე ვისადილეთ იმათთან. მაინცდამაინც ეს დიდი პატივისცემა არ არის, რადგან ამგვარად ეპყრობიან ისინი უკანასკნელ ყმასა და მსახურსაც. დედოფალი მშვენიერია, მაგრამ შეუფერებელი ქცევა აქვს, ისე ლაღობს, თითქო სირცხვილი აღარ იცისო. უწმაწურად ლაპარაკობს, ყველა მის სიტყვიდან გამოჩანს ბიწიერება. ეს არ არის არც საძრახისი და არც სათაკილო ამ ქვეყანაში: გარყვნილება აქ საზოგადო ბოროტებაა. იმერეთის დედოფალსაც ისეთი წვეულობის წესი აქვს, როგორიც სამეგრელოს დედოფალს, მაგრამ მისი სუფრა მოწყობილია ვერცხლის ჭურჭლით და ამალაც უფრო მდიდრულად არის მორთული.
8-ს მოვიდა გელათელთან ერთი დიდებული, რომელიც იმერეთის მეფეს გაეგზავნა ტფილისში, და მოახსენა დედოფალს, როგორ შეესრულებინა მინდობილობა. ის გაეგზავნათ რვა ათასი ეკიუს სასესხებლად: გირაოდ სამეფო გვირგვინი გაეტანებინათ. ეს გვირგვინი ოქროსი იყო, ძვირფასი ქვებით მოჭედილი. ოთხი ათას პიასტრად ეღირებოდა. ფული არავის არ ესესხებინა. საქართველოს მეფეს გაეგო იმერეთის მეფის და დედოფლის გაჭირვება და გამოეგზავნა მათთვუს ძღვენი: მეფისთვის - სამი ცხენი, იარაღი და ათასი ეკიუ ვერცხლი, დედოფლისათვის - ოქროქსოვილი ფარჩა, ატლასი, თავთა 11 და ხუთასი ეკიუ. საქართველოს მეფე იმიტომ იქცეოდა ასე, რომ იქნება იმერეთის მეფე-დედოფალს აესრულებინა თავიანთი ფიქრი. აეყვანათ შვილად რომელიმე მისი შვილი.
12-ს მეფე ვნახე. შეუძლოდ გამხდარიყო და ჯარიდან დაბრუნებულიყო. დიდი პატივი გვცა და ალერსიც არ დაგვაკლო: თავისთან დაგსხა, ძლიერ თავაზაიანად გვექცეოდა, საყვედური უთხრა მ. იუსტინეს: - შენ და შენმა ამხანაგმა განუწყვეტელი ომები მოიყვანა. - მეც ძალიან ვწუხვარო, - მიუგო მეფემ, - მაგრამ ვერა გამიწყვია რა. მე ერთი საბრალო ბრმა ვარ და რაცა სურთ იმას მაქნევინებენო. ვერავისთვის გამიცხადებია ჩემი ხვაშიადი 12, ვერავის ვნდობივარ, ყველას ნებას ვაძლევ და არ შემიძლია ვაწყენინო ვისმე რამე: მეშინია, ვაითუ მომაკვლევინონო. საბრალო მეფე ახალგაზრდა იყო, მშვენიერი აგებულობისა, თვალები ხელსახოცით ჰქონდა აკრული, რომ ჩირქი არ ჩამოსდენიყო და საზარელი სენი დაეფარა, წყნარი ხასიათის კაცი იყო. ხუმრობა და ოხუნჯობა უყვარდა. მ. იუსტინეს უთხრა: ცოლი შეირთე ჩემს ქვეყანაშიო. მ. იუსტინემ მიუგო: არ შემიძლია, რადგან მეც ისეთივე აღთქმა მაქვს მიცემული, როგორც იმერეთის ეპისკოპოზს და ბერებს... 

16-ს ჯერ ისევ ლოგინში ვიწექი, როდესაც განთიადისას, ჩემმა ამხანაგმა გამაღვიძა: ჩემდა სასიამოვნოდ, იმან მიამბო, რო ანჟი ჩემი გატანებული კაცებით და ცხენებით მისულიყო 9-ს სიპიაში. ძალიან მოწყენილი და იმედ-გარდაწყვეტილი ენახა იქ ჩემი ამხანაგი; ჩემი ამბავი ჩემი წამოსვლის შემდეგ სრულებით არა ჰსმენოდა მას და ვერც ეპოვა ფასით კაცი და ცხენები საქართველოში წამოსასვლელად. როდესაც გაეგო ანჟისგან ჩემი ქუთაისის მახლობლად ვუცდიდი, საშინლად გაჰხარებოდა: მაშინვე მომზადებულიყვნენ წამოსასვლელად. რაც დამალული ქონება გვქონდა, იმას ნახევარი ამოელაგებინა და წამოეღო. თვის 12-იდან დაეცადნათ, რომ ცხენები შეესვენებინათ და მერე წამოსულიყვნენ. ერთი ჩვენი მსახურთაგანი, ყველაზე უფრო სანდო, იქ დაეტოვებინა, რომ ყური ეგდო, რაც იქ დარჩებოდა. წამოღება ვერ გაებედნათ, შეშინებოდათ, ყველაფერი ერთბაშად არ დავკარგოთო. ეს მიამბო და მერე მითხრა: ნუ შეწუხდები რასაც ახლა გაიგებ, რადგან ყველაფერი ღვთის მადლით კარგად მიდისო, და დაიწყო: 14-ს, შაბათს, საღამოს რვა საათზე, ჩვენ მშვიდობით მოვედით ქუთაისში. ანჟმა გელათელის სახლში წამიყვანა, მე მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ ახალწელიწად დღეს დაგმუქრებია შენი დათხოვნილი მსახური, რომ ადრე მცოდნოდა ეს ამბავი, ქუთაისში არ დავდგებოდი. კვირა დილით ანჟმა და ჩვენმა კაცებმა მთხოვეს შუადღემდინ დავრჩენილიყავ, რომ ცოტა შეესვენათ. დაბთანხმდი და კარგი სადილიც მოვამზადებინე. სადილზე ვისხედით, როდესაც შემოვიდა ის მუხთალი მსახური ოცი შეიარაღებული იანიჩარით. იმას ცემი მოკვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ახლა კი ის მე ვეღარ გადამირჩებაო, თქვა და ძებნა დაგიწყო; რომ ვერ გიპოვნა, მეორე ოთახში შევიდა: ეგონა იქ იქნებოდა დამალული. მეც შევყევ თან და თვალთცრემლიანმა ვუთხარი: - მეგობარო, რა გიყავი ისეთი, რომ მღუპავ, თუ ჩემი ცუდად მოგეპყრო, ან არ დაგაკმაყოფილა, მე ამაში დამნაშავე არა ვარ: მთხოვე რაც გინდა და ახლავე მოგცემ, მხოლოდ გაიყვანე აქედან ოსმალოები, - კარგიო, - მომიგო მოღალატემ, - მე წავიყვან იმათ და ახლავე თქვენთან დავბრუნდებიო.
შეჯდა ცხენზე, მიუთითა იანიჩარებს ანჟზე და უთხრა: - დაიჭირეთ ეს კაცი და წავიდეთ ციხის უფროსთანაო. ანჟი დაიჭირეს და წაიყვანეს. იანიჩრებმა დაიწყეს თვალიერება; უნდოდათ რამე მოეტაცნათ: ეცნენ ჩვენს ნაბდებს და წაიღეს. არც ჩემი იარაღი წაიღეს და არც ჩემს ხურჯინს ახლეს ხელი, რომელშიაც იყო ორმოც და ათი ათასი ეკიუდ ღირებული ოქრო და ძვირფასი ქვები. ერთი მსახურთაგანი გავატანე ანჟს. შევეხვეწე ჩემს მხლებლებს, გავქცეულიყავით. ერთ წამში შევკაზმეთ ცხენები. დავბარგეთ და გამოვიქეცით. ღმერთმა მიშველა და აგერ მოვედი: მოვიტანე ყველაფერი, რაც კი წამოვიღე სამეგრელოდან. იანიჩრებმა ორი პისტოლის საფასი ძლივს წაიღეს.
მ. იუსტინე მაშინვე წავიდა გელათელთან, შესჩივლა დედოფალს, რაც ოსმალოებს მოექმედებინათ გელათელის სახლში და შეევედრა, მიეღოთ ღონისძიება ანჟის გამოსასხსნელად. მ. იუსტინე უკან დაბრუნდა შუადღისას და დაგვარწმუნა, რომ ორი დიდებული გაგზავნეს ამ საქმის თაობაზე ციხის უფროსთანაო. მე ისეთი მეშინოდა ოსმალოებისა, რომ მინდოდა მაშინვე წავსულიყავი. ცხენებს დასვენება ეჭირვებოდათ. შუადღის უკან ცემმა ამხანაგმა იქირავა ცხენები სამეგრელოში დასაბრუნებლად, რომ გამოეტანა ის ნივთებიც, რაც დაგვრჩაკიდევ იქ; ხოლო მე მოვემზადე ტფილისში წამოსასვლელად და მოტანილი განძის წამოსაღებად.

17-ს ჩემი ამხანაგი და მე დავადექით გზას. ის სამეგრელოსაკენ წავიდა ხუთი კაცით და ოთხი ცხენით: მე და მ. იუსტინე სამი ცხენით და სამი კაცით წამოვედით ტფილისისაკენ. იმავე გზით დავბრუნდი, რომლითაც მოვედი.

22-ს ღამე მოვედი გორში და იქ ორი დღე დარვჩი: უნდა ოქრო დამეხურდავებინა და მ. იუსტინესაც დავხმარებოდი, რომ ქუთაისში დაბრუნებულიყო, წაეღო ჩემი ამხანაგისათვის ფული, წამოეყვანა ის ტფილისში და აგრეთვე ეზრუნა ანჟის გამოხსნაზე.
 

10
25-ს დილით მამა იუსტინე გაუდგა თავის გზას, მე გავემგზავრე ტფილისისაკენ. 26-ს, შუადღის უკან, მე და კაპუცინი, რომელიც გამომატანა გორელ კაპუცინების წინამძღვარმა, მივედით ტფილისს.

თებერვლის 6-ს, საღამოზე, მოვიდა ტფილისში ჩემი ამხანაგი. მას მოჰყვნენ თან ჩემი მსახური, რომელიც კოლხიდაში დავტოვე , ერთი მ. თეატინი და ანჟი. როდესაც ყველას მივესალმე, ანჟმა გამიხმო ცალკე და მიამბო თავისი თავგადასავალი. - თქვენ იცით უკვე, - მითხრა მან, - რომ თქვენი მუხთალი მსახურის წყალობით იანიჩრებმა შემიპყრეს. იანიჩრები ქუთაისის ციხის თავს მიეცა იმისთვის. მსახურს თქვენზე ციხის თავისათვსი ეთქვა, ჩემი სამასი ეკიუ მართებსო: ის ელჩიაო. ახლა სამეგრელოში მიდის დიდი სიმდიდრის გამოსატანად, რომელიც მან იქ დასტოვა და, თუ მას ჩაიგდებ ხელში, სამუდამოდ გამდიდრდებიო. ის უკეთური ძალას ატანდა იანიჩრებს, რომლებსაც ციხეში მივყავდით, რომ შევეკარით და ცუდად მომპყრობოდნენ, მაგრამ ისინი, პირიქით პატივსა მცემდნენ. იმათში ერია ერთი გადამდგარი იტალიელი, რომელიც ძლიერ ტკბილად მექცეოდა. მე რაც შემეძლო, ნელ-ნელა მოვდიოდი და ლაპარაკში ვართობდი იმ უკეთურებს, რომ თქვენი ამხანაგისათვის მიმეცა დრო გაქცეულიყო, რადგან დარწმუნებული ვიყავი, გაქცევას მოიწადინებდა. როდესაც მიმიყვანეს ციხის თავთან, ჰკითხა თქვენს მსახურს: - ეს არის შენი ბატონიო? მსახურმა მიუგო: - ის ვერ ვიპოვე, მაგრამ ამას უსათუოდ ეცოდინება მისი ბინაო. ციხის თავმა მკითხა. - სად არისო! - მე მიუგე, რომ ახლა სად არ არ ვიცი; როცა მე წამომიყვანეს, ის ტფილისში აპირებდა წასვლას. ციხის თავმა ბევრი რამ გამომკითხა თქვენს ვინაობაზე და ბოლოს მითხრა: - შენ უნდა მისცე ამას სამასი ეკიუ, რომელიც იმას მართებიაო. მე მიუგე: - ის ერთი საწყალი ბერია; წამოსულა, რომ ჩემთვის ეცნობებინა, რა გაჭირვებაში არიან სამეგრელოში მყოფი ბერები: გავიგე თუ არა წამოვედი ბერების საშველად. იმ კაცს მხოლოდ ასე ვიცნობ. ფულები არა მაქვს: ქუთაისში ყველამ, მეფიდან დაწყობილი მის უკანასკნელ მსახურებამდინ, იცის რომ გლახაკობის აღთქმა მაქვს მიცემული.

ციხის თავმა ბრძანა, გავეჩხრიკე. მინახეს სარტყელი, რომელიც თქვენ მომეცით: იმაში რამდენიმე ათი პისტოლი კიდევ იყო. იმის მეტი არა მქონდა რა. ღვთის განგება იყო, თუ სხვა რაღაც, თქვენმა ამხანაგმა არ მომცა შესანახად არავითარი ძვირფასი ქვები, თუმცა თქვენა წერდით ჩემთვისაც მოებარებინა. ციხის თავმა, როდესაც ნახა ასე ცოტა ფული, უთხრა თქვენს მსახურს: - სად არის ის სიმდიდრე, რომელზედაც შე მეუბნებოდიო? იმიტომ მოიყვანე აქ ეს საწყალი კაცი, რომ სასაცილოდ გაგეხადე? შენ ავაზაკი ყოფილხარ, ცემით მოგაკვლევინებო! - ბატონო, მიუგო იმან თრთოლით, - ის სიმდიდრე ჩემი ბატონის ამხანაგს აქვს, გელათელისას არის ახლა.
- შე ძაღლო, შეუტია ციხის თავმა, რატომ ის არ მომიყვანე აქა?
ციხის თავმა გამოგზავნა, გამოატანა იანიჩრები, რომლებცმაც ციხეში მიმიყვანეს, და უბრძანა, თქვენი ამხანაგი მიეყვანათ. ადვილი წარმოსადგენია, რა შიშში ვიყავი, ვაი თუ დაიჭირონ! შიში დიდ სიხარულად შემეცვალა, როდესაც დაბრუნდნენ იანიჩრები და მოახსენეს ციხის თავს: - ის კაცი იქიდან გაქცეულაო! მაშინ ციხის თავი გაუწყრა მსახურს. ის უკეთური შიშმა და ჯავრმა შეიპყრო, როცა მიხვდა, რამდენად დაუბნია მას ღმერთმა გონება: - რატომ მაშინვე არ წავაყვანინე ჩემი ბატონის ამხანაგი და არ წავაღებინე ყველაფერი, რაც ჰქონდაო. - ამბობდა მგონი ის თავის გულში. შემდეგ ვუამბე ციხის თავს, რამდენი ხიფათი მოგვაყენა, როგორ პატიოსნად და კარგად მოვეპყარით, როდესაც ჯამაგირში გავუსწორდით.
საღამოთი ციხის თავმა ვახშამი თავისთან მაჭამა. გაეგო, ექიმი ვიყავი და შემომჩივლა, შეუძლოდა ვარო. მე მოვუწამლე მას; აგრეთვე ვუწამლე რამდენსამე მეციხოვნეს: მცველად ერთი იტალიელი განდგომილი მიმიჩინა. თქვენი მსახური ეუბნებოდა, - ბორკილი შეუყარეთ არ გაიქცესო. ის უკეთური ათას რასმე იგონებდა, რომ ცუდად მომპყრობოდნენ.
მეოერე დღეს დედოფალმა და გელათელმა გამოგზავნეს ციხისთავთან ორი კეთილშობილი და მოითხოვეს გავენთავისუფლებინე, რადგანაც მე ვიყავი, როგორც მათი, აგრეთვე, მეფის ექიმი. შუადღისას კიდევ მოვიდა იქაური დიდი თავადისაგან გამოგზავნილი ორი კაცი, თავადის ცოლი ძლიერ ავად გამხდარიყო. შეუთვალეს ვალის გულისათვის არის დაპატიმრებულიო: კიდევ გამოგზავნა ციხისთავთან კაცი; ეხვეწებოდა, გამოუშვი და პირდებოდა მაგის ვალს მე მოგცემო. ცხადი იყო, რასაკვირველია, რომ მე არაფერი არ მემართა. ციხისთავს მაინც შეჰპირდენ 25 ეკიუს. ამ პირობით გამიშვეს. თუმცა თქვენი მსახური ბევრს ჰყვიროდა და ეუბნებოდა ციხისთავს: ნუ გაათავისუფლებთ, ჩემი ბატონი თუნდ ათას ეკიუს მოგცემთ და მაგას კი არ დასტოვებსო. მიმიყვანეს თავადისას, რომელმაც გამომაშვებინა. იქიდან კაცი გავგზავნე ჩიკარისში თქვენი ამბის გასაგებად, გავიგე, რომ თქვენ ტფილისში დაბრუნებულხართ და თქვენი ამხანაგი კი სამეგრელოში წასულა. რამდენისამე დღის შემდეგ მ. იუსტინეც მოსულა ჩიკარისში, სადაც ვიყავ, და მოვიდა ჩემ სანახავად. თქვენი ფულიდან მივეცი 25 ეკიუ. გამათავისუფლეს ტყვეობიდან და დავბრუნდით ჩიკარისში. ორი დღის შემდეგ თქვენი ამხანაგიც მოვიდა იქ და მოიტანა ყველაფერი, რაც დაგრჩენოდათ სამეგრელოში. გვიამბო, რა გზა აერჩია, რომ ქუთაისს ასცდენოდა. ის ნავით გამოსულიყო რიონში, ქუთაისიდან ექვს ეჯზე; მენავეებს ეამბნათ იმისთვის, რომ თქვენს ბოროტ მსახურს, რომელმაც ამდენი ხიფათი შეგამთხვიათ, მიეცა იმათთვის ორი ეკიუ და შეხვეწნოდა, მაცნობეთ როდესაც წყლას გადიოდესო. ის თურმე ოთხ იანიჩარსა ჰყავს ჩაბარებული და ციხისთავისგან ნაბრძანები აქვთ არ გაუშვან. ახლა ხედავ დაუმატა იმან, ყველაფერი კარგად გათავდა. ღმერთმა ხელი არ მოუმართა უკეთურს, სიბოროტე ჩაედინა.
ღამე გატყდა, მე და ჩემმა ამხანაგმა მაინც ვერ ვივახშმეთ. სანამ კარგად არ მოვილაპარაკეთ ჩვენის საქმის კარგად წარმართვაზე და ყველა იმ განსაცდელზე, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილი გიამბეთ, არ მოველოდით საქმე ამნაირად გათავდებოდა. მართლაც, როგორ ვიფიქრებდით, ყველაფერი გადაგვირჩებოდა, რადგანაც ყოველ მხრივ განსაცდელში ვიყავით, შემდეგში გამოვიანგარიშეთ, რაც დაგვეკარგა ამ უბედურ მოგზაურობის დროს, და აღმოჩნდა, რომდაგვეკარგა მხოლოდ ერთი მესამედი იმ საქონლისა, რაც შეგვრჩა და ჩამოვიტანეთ ტფილისში.
 

11
საქართველოდ ვუწოდებ მთელ იმ მხარეს, რომელიც სპარსეთს ექვემდებარება. საქართველოს საზღვარს აღმოსავლეთით ჩერქეზეთი და რუსეთი, დასავლეთით მცირე სომხეთი, სამხრეთით დიდი სომხეთი, ჩრდილოეთით შავი ზღვა და კოლხიდის ის ნაწილი, რომელსაც იმერეთს ეძახიან. ეს ის მხარეა, რომელსაც ძველად ივერია ერქვა. საქართველო ერთ დროს თავრიზიდან და აზრუმიდან მოკიდებული ტანაისამდე ითვლებოდა და ალბანიად იწოდებოდა. ახლა ეს ქვეყანა შემცირებულია და შეზღუდული. ამ ქვეყანაში ბევრი ტყეები და მთებია; მთების შუა არის მრავალი მშვენიერი გრძელი, მაგრამ ვიწრო ხეობანი. საქართველოს შუაგული უფრო ნაყოფიერი და თანაბარია სხვა ნაწილებზე. შუაში ჩამოუდის მდინარე მტკვარი, რომელსაც გეოგრაფები უმეტეს ნაწილად კირსა და კორუსს უწოდებენ. მტკვარს სათავე კავკასიის მთებში აქვს, დღე ნახევარის სავალზე ახალციხიდან, როგორც მითხრეს კასპიის ზღვას ერთვის. ეს მდინარე უფრო სასარგებლოა სპარსეთის ყველა მდინარეზე იმითი, რომ საკმაოდ დიდ მანძილზეა და გამოსადეგია ნაოსნობისათვის, რომლისთვისაც არც ერთი სპარსეთის მდინარე არ ვარგა. ძველი ისტორიკოსები მოგვითხრობენ: ამ მდინარეში სპარსეთის შესანიშნავი მეომარი კირსი ჩააგდეს ყმაწვილობის დროს მდინარემ არ ჩასძირა და ამიტომაც სახელად კირსი დაარქვესო. ეს ამბავი, ჩემის აზრით, მით უფრო დასაჯარებელია, რომ მტელ ამ მხარეებში, რომლებზედაც ახლა ვლაპარაკობ, ამ მდინარეს საზოგადოდ შაჰ ბაჰმენ-სუს უწოდებენ, ესეს იგი მეფეთ-მეფის ბაჰმენის მდინარეს; ბაჰმენი კი მეფე კირსას სახელია, სპარსეთის მემატიანეები კირსს ამ სახელით იხსენიებენ.
მე მინახავს ძველი სპარსეთის გეოგრაფები, რომლებიც ამბობენ: საქართველო დიდ სომხეთსი მდებარეობსო, ახალი გეოგრაფები კი ამბობენ: საქართველო ცალკე ქვეყანაა, და გურჯისტანს უწოდებენ. ამ ქვეყანას ისინი ჰყოფენ ოთხ ნაწილად: იმერეთი, რომელზედაც გქვონდა საუბარი, გურიელის ქვეყანა, ახალციხის სამმართველო, კახეთის სამეფო, რომელიც შეწეულია ღრმად კავკასიონის მთებში და ქართლი, რომელსაც ძველი გეოგრაფები აზიის ალბანიას უწოდებენ. კახეთის სამეფო და ქართლი სპარსეთის საბრძანებელია. სპარსეთში ამ ქვეყნებს უწოდებენ გურჯისტანს. გიორგიანნი თავიანთ თავს ქართველებს ეძახიან. ეს სახელი არ არის ახალი; იგი იპოვება, თუმცა ცოტათი გადასხვაფერებულად, ძველი მწერლების ნაწერებშიაც; მაგალითად, წმინდა ეპიფანეს წერილებში, რომელიც ლაპარაკობს ამ ხალხზე და ქართველებს „ქარდიენებად“ იხსენიებს. ამბობენ, ბერძნებმა დაარქვესო მათ გეორგიანები, რადგან „გეორგოს“ მათებურად მიწის მუშაკსა ნიშნავს, და ამბობენ, რომ ეს სიტყვა წარმოსდგება წმინდა გიორგის სახელიდან, რომელსაც დიდ პატივსა სცემენ მართმადიდებელი ხალხიო. ეს შეცდომაა, რადგან სახელს „გიორგიელნი: ჰხმარობენ უფრო ადრინდელი მწერლები და სხვათა შორის პლინი და პონპოინიუსმელი.
საქართველოში ცოტაა ქალაქები. კახეთის სამეფოში რამდენიმე ქალაქი ყოფილა უწინ; ახლა ისინი სულ დანგრეულებია ერთის გარდა, რომელიც კახეთადვე იწოდება. ტფილისში ყოფნის დროს მითხრეს ის ქალაქები დიდები და მდიდრულად ნაგები იყოვო; ამასე აფიქრებინებს კაცს ის, რაც კიუდევ მთელად დარჩენილა, თვით ნანგრევებიც. ამ პატარა სამეფო კახეთს კავკასიის გადაღმა მცხოვრები ხალხი ხშირად არბევენო. ესენი აროან ალბანები, სვანები, გუნები, სხვადასხვა ტომნი, რომელნიც მამაცობით განთქმულნი არიან და, აგრეთვე, ამაზონები. ამაზონები ახლო არიან მათზე: გადაღმა ჩრდილოეთის მხრივ ცხოვრობენ. ძველი და ახალი გეოგრაფები ერთხმად აღიარებენ ამას პტოლომეის სიტყვით, ამაზონების ქვეყანა მდებარეობს აზიის სარიმათიაში, რომელსაც ახლა სათათრეთს უწოდებენ, ვოლგის დასავლეთით, ვოლგასა და ჰიპპიკის ნაწილი, კვინტ-კურციუსი ამბობს, რომ თალესტრის სამეფო მდინარე ფაზისის მახლობლად იყოვო, სტრაბონიც ამავე აზრისაა, როდესაც ლაპარაკობს მომპეის და კონოდიუსის ომებზე. მე ვერავინ ვნახე საქართველოში, რომ ამაზონების ქვეყანაში ყოფილიყო, მაგრამ ბევრმა კი მიამბო მათი ამბავი; მიჩვენეს კიდეც მეფისას ერთი დიდი მსხვილი შალის კაბა, სულ სხვაგვარად შეკერილი და მითხრეს, ეს კაბა იმ ამაზონისა არის, რომელიც უკანასკნელი ომის დროს კახეთის ახლო მოჰკლესო. ჩვენ მალე გავიგებთ ამ განთქმული მეომარი დედაკაცების ამბებს, რადგან ტფილისელმა კაპუცინებმა მითხრეს გაზაფხულზე ორი მისიონერი უნდა გავგზავნოთ იმათ ქვეყანაში, ვინაიდან კონგრეციისაგან მოგვივიდა ბრძანებაო, მე ერთხელ ამ საგანზე საკმაოდ დიდხანსა მქონდა ბაასი საქართველოს მეფის შვილთან; მან სხვათა შორის მიამბო: - კახეთის გადაღმა, ხუთი დღის სავალზე, ჩრდილოეთისაკენ არის ერთი თითქმის სრულებით უცნობი დიდი ერი, რომელიც განუწყვეტლივ ბრძოლაშია კალმუხელებად წოდებულ თათრებთან; სხვადასხვა ტომნი, რომლებიც კავკასიის მთებში სახლობენ, ყოველთვის ბრძოლაში არიან ერთმანეთთან და არაფერი მნიშვნელობა არა აქვთ მათთან ზავსა და მორიგებას, რადგან ისინი ველურნი არიან თან ზავსა და მორიგებას, რადგან ისინი ველურნი არიან და არა აქვთ არც რჯული და არც წესიო. იმათგან რომელნიც კი კახეთის მახლობლად ცხოვრობენ, ყოველთვის თავს ესხმიან კახეთსა. ამის გამო კახეთის მეფე, საქართველოს მეფის უფროსი შვილი, იძულებულია, რომ ყოველთვის იქ იმყოფებოდეს და უკუ აქციოს ხოლმე ბარბაროსებიო.
მე ვუამბე იმ ახალგაზრდა პრინცს, რასაც ბერძენთა და რომაელთა ისტორიკოსები მოგვითხრობენ ამაზონებზე, ამაზე დიდხანს ვილაპარაკეთ და მან შემდეგი აზრი წარმოსთქვა: ისინი უნდა იყვნენ სკვითების ტომისანი, რომელნიც დადიან ჯგუფ-ჯგუფად, როგორც თურქმენები და არაბებიო. იგინი, ახინუელებივით, ქალებს აბარებენ ქვეყნის გამგეობას. ეს დედოფლებიც იმსახურებენ ქალებს, და ქალები ტან დაჰყავთ ყველგანაო. თქმა არ უნდ, რომ ისინი ცხენებზე უნდა ისხდნენ და შეირაღებულები უნდა იყვნენ, როგორც კაცები, რადგან აღმოსავლეთში ქალებიც კაცებსავით ცხენებით დადიან და დედოფლები ხანჯალს ატარებენო. მაგრამ ძუძუს მოჭრა და სხვა, რასაც ამაზონებზე მოგვითხრობენ. ჩვენ ჩავთვალეთ იმ ტყუილ თქმულებად, რომლითაც ბერძნებს აუვსიათ ისტორიები, როგორც ამბობს ჲუვენალიო.

12
ქართლში მხოლოდ 4 ქალაქია, გორი, სურამი, ალი და ტფილისი. გორი პატარა ქალაქია, მდებარეობს ვაკეზე, ორი მთის შუა, მტკვრის ნაპირას, ერთი ნაპირას, ერთი გორის ძირში, რომელზედაც ციხე არის აშენებული. ციხის მცველები სპარსელები არიან. ეს ციხე აუშენებიათ გურჯისტანის უკანასკნელი ომის დროს 40 წლის წინათ რუსტენ-ხანსა, რომელიც სპარსეთის ჯარის სარდალი იყო. ციხის გეგმა შეუდგინა ერთ მისიონერს, რომელიც მაშინ გორში იმყოფებოდა. ციხეს არა ჰყავს ბევრი მცველი. ციხე ძალიან მაგარია. მოხერხებულ ადგილზე არის აშენებული. ციხეში ასი კაცია მეციხოვნედ. თვით ქალაქი პატარაა, სახელბი და ბაზარი მიწურებია. მცხოვრებლები სულ ვაჭრები არიან და ამიტომ საკმაოდ შეძლებულებიც. აქ უხვად არის ყოველგვარი ხორაგი და იაფად იყიდება. სახელი გორი წარმოსდგება სიტყვისაგან „ღორი“, რადგან გორში მრავალი და კარგი ჯიშის ღორები ჰყავთ.
სურამი უფრო დაბაა გორზე. ორჯერ პატარაა, მაგრამ ციხე დიდია და კარგად ნაგები. ამ ციხეშიაც ასი მეციხოვნე დგას. სურამის მახლობლად არის ერთი ალაგი, რომელიც სამცხედ იწოდება. ეს სახელი ქართულია და ნიშნავს სამ ციხეს. იქაურების სიტყვით, ნოე იქ დასახლებულა კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ და მის შვილებს სამივეს თითო ციხე აუშენებიათ. ქალაქ ალზე აღარას ვიტყვი, რადგან ზევით მქონდა მაზე ლაპარაკი.
საქართველოში კარგი ჰავა არის. ჰავა მშრალია, ზამთრაში ძალიან ცივი, ზაფხულში ცხელი. მაისიდან ნოემბრის დამლევამდე სულ კარგი დარები დგას. იქაურ მიწას მორწყვა უხდება; თუ მოირწყა უხვად აღმოაცენებს ყოველგვარ მარცვალს, მწვანილს და ხილს. საქართველო ზალიან ნაყოფიერი ქვეყანაა. იქ კარგად ცხოვრობენ. ისეთი მშვენიერი პური მოდის; სხვაგან არსად იცის ასეთი პური. ხილიც ძალიან კარგი იცის, ყოველგვარი ხილეულობა მოდის. ევროპის არც ერთ ადგილას არ მოდის უკეთესი ვაშლი და მსხალი; აზიაშიც არსად არ მოდის უკეთესი ბროწეული. როგორც მსხვილი, ისე წვრილფეხა საქონელი მრავალია და ძალიან კარგი ჯიშისაა. გარეული ღორი საკმაოდ ბევრია და ისეთივე გემრიელი ხორცი აქვს იქ ღორს, როგორც კოლხიდაში. ქართველი ხალხი თითქმის სულ ღორის ხორცსა ჭამს. ყველა სოფელში კლავენ ღორებს, მშვენიერი საჭმელია ღორის ხორცი, იქაურები გვარწმუნებდენ ღორის ხორცი თავის დღეში არ აწყენს კაცს, რამდენიც უნდა ჭამოსო. მგონია, ეს მართალი უნდა იყოს, რადგან თითქმის ყოველ დღე იმას ვჭამდი, მაგრამ არ მაწყინა. კასპიის ზღვაში, რომელიც ახლოა საქართველოზე, აგრეთვე მტკვარში, მრავალ თევზს იჭერენ, დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, რომ იმისთანა ქვეყანა არსად არის, სადაც შეიძლებოდეს იმისთანა კარგი სანოვაგის შოვნა, როგორც საქართველოში.
არც იმისთანა ქვეყანა მოიპოვება, სადაც იმდენს და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ. ვაზი იქ ხეებზე ადის, როგორც კოლხიდაში. ტფილისადან ბლომად მიაქვთ ღვინო შაჰისათვის: სომხეთში, მიდიაში, ისპანიაში. ცხენის საპალნე ღვინო ღირს 8 ფრანკი, მე ვამბობ უკეთეს ღვინოზე, თორემ ცოტა მდარე ღვინო არც ამის ნახევრად ფასობს. ყველა სხვა სანოვაგეც ღვინის ფასის შესაბამისად ძვირი არ არის. საქართველოში ბევრი აბრეშუმი მოდის, მაგრამ იმდენი კი არა. რამდენსაც მოგზაურები ამბობენ. იქაურებმა კარგად არ იციან აბრეშუმის მოვლის ხერხი; აბრეშუმი გააქვთ ოსმალეთში, არზუმში და სხვა გარეშე ქვეყნებში, სადაც კარგ ფასად ჰყიდიან.
ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა მთელ ქვეყანაზედაც. იქ არ მინახავს არც ერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა, ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუსაჩუქრებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ იქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ. არ შეიძლება დახატოთ ქართველი სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა: მშვენიერნი, თვალტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი. იშვიათად ნახავთ, რომ ქალი უშნოდ იყოს გასუქებული. მხოლოდ ის აუშნოებს ქართველს ქალებს, რომ ფერ-უმარილს იცხებენ, უმშვენიერესნი სხვებზე უფრო მეტად იცეხბენ უმარილსა; ასე ჰგონიათ, ფერ-უმარილი სამკაულია და ისე ხმარობენ, როგორც, მაგალითად, ჩვენში თვალ-მარგალიტს და კარგს ტანისამოსსა.
ქართველები ბუნებით მეტად ნიჭიერნი არიან. ქართველები სწავლულები და დიდი ხელოვანნი გამიოვლენ, რომ სწავლაში და ხელოვნებაში მწვრთნელნი ჰყავდეთ. მაგრამ ძლიერ ცუდად იზრდებიან, ამასთანავე ცუდს მაგალითებსაც ხედავენ. ამის გამო მეტად უცოდინარნი და ბიწიერნი არიან. ქართველებში ბევრია მზაკვარი, ვერაგი, დაუნდობელი, ცბიერი, ბრიყვი, ამპარტავანი. ქართველებმა საოცრად ურცხვად იციან უარისყოფდა იმისა, რაც უთქვამთ და მოუქმედებიათ; ტყუილი მართლად გამოჰყავთ; რაც ერგებათ შრომისათვის, იმას არ სჯერდებიან და მეტის თხოვან უყვართ; უყვართ, აგრეთვე, საქმის გადასხვაფერება, განზრახ, სხვანაირად ჩვენება თავისა. ძლიერად იციან ჯავრის ცატანა და თავის დღეში არ აპატივებენ კაცს დანაშაულს, თუმცა, მართალია მალე კი არ მოსდით გული და არც უმიზეზოდ დაიხსომებენ ჯავრს. კაპუცინების პრეფექტმა დამარწმუნა, კათალიკოზისაგან გამიგონია, რომ ვინც დიდი დღესასწაულებში (მაგალითად, აღდგომას, შობას) არ დაითვრება, ქრისტაიანად არ ითვლება და უნდა განდევნილ იქნასო. ქართველები გარდა ამისა ძალიან ანგარნი და ვერცხლის მოყვარულნი არიან. ფულს მხოლოდ მაშინ გაასესხებენ, თუ დაიგირავეს რამე და სულ მცირე სარგებელს, მანეთზე ორ შაურს ართმევენ. ქალებიც ისეთივე ბიწიერნი და ავნი არიან, როგორც მამაკაცები. ქალებს ძალიან უყვართ არშიყობა და ეჭვი არ არის, რომ მამაკაცებს ამ უზნეობაში დიდი მონაწილეობა მიუძღვით. სხვაფრივ ქართველები თავაზიანები არიან, მოსიყვარულე გული აქვთ, თავმომწონენი და თავდაჭერილნი. ზნე და ჩვეულება უმეტეს ნაწილად შეთვისებული აქვთ იმ ერთაგან, რომელნიც გარს ატყიან ქართველების ქვეყანას. ეს ჩემის აზრით, იმისაგან წარმოსდგება, რომ ქართველებს მისვლა-მოსვლა აქვთ მრავალ სხვა ხალხთან და აგრეთვე იმისგანაც, რომ საქართველოში ყველას აქვს უფლება იცხოვროს თავისი რჯულისა და ჩვეულებისამებრ, თავისუფლად ილაპარაკოს ამ საგნებზე და დაიცვას მათი შეხედულება. იქ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ოსმალებს, სპარსებს, ინდოელებს, თათრებს, რუსებს, ევროპელებს. სომხები ბევრნი არიან იქ. ისინი ქართველებზე უფრო მდიდრები არიან, დაბალი მოხელეების ადგილები უმეტესად სომხებს უჭირავთ. ქართველები იმათძე ძლიერნი, თავმომწონენი, ზვავნი და მედიდურნი არიან. სარწმუნოებისა, ზნისა და ხასიათის სხვადასხვაობა ქართველებსა და სომხებს შორის არის მიზეზი მათ შორის დიდი სიძულვილისა. ქართველებსა და სომხებს ეზიზღებათ ერთმანეთი და არ ნათესავდებიან ერთმანეთში. განსაკუთრებით ძალიან ქართველებს სძულთ სომხები და თითქმის ისე უყურებენ, როგორც ევროპაში ებრაელებს. ქართველების ტანისამოსი თითქმის სავსებით ჰგავს პოლონელების ტანისამოსს. ქართველები იმგვარსავე ქუდებს იხურავენ, როგორსაც პოლონელები. მათი ახალუხი, გულ-ჩაღილულია, და წინ ფეხსაცმელსა ჰგავს. ქალების ტანისამოსი სპარსელი ქალების ტანისამოსის მაგვარია. 
დიდი კაცების სახეები და ყველა სახელმწიფო შენობა სპარსულ შენობათა და გეგემაზე აროს ნაშენი. სახელბის აშენება იაფად ჯდება იქ, რადგან უხვად არის ხე-ტყე, ქვა, კირი. ქართველები სპარსელებსავე ჰბაძავენ ჯდომაში, წოლაში, ჭამა-სმაში.
მებატონეებს ძლიერ დიდი უფლება აქვთ ყმებზე, მებატონეები მთელი თვეების განმავლობაში რამდენიც უნდათ იმდენს ამუშავებენ ყმებსა, და არც ჯამაგირს და არც საზრდოს არ აძლევენ. მებატონეთ ხელი მიუწვდებათ ყმების ქონებასა, თავისუფლებასა და სიცოცხლეზედაც კი. ბატონები ჰყიდიან ყმების შვილებსა და ან მონებად ჰყავთ სახლში; იშვიათად ჰყიდიან ყმებს ოცი წლისაზე ზევით, განსაკუთრებით ქალებს. ქართველების სარწმუნოება ჰგავს მეგრელების სარწმუნოებას. პირვლებემაც და მეორეებმაც ერთ დროს მიიღეს ქრისტიანობა, სახელდობრ, მეოთხე საუკუნეში. ამ ქვეყანამ მიიღო სარწმუნოება ივერიელი ქალისგან, ხოლო ეს ქალი კონსტანტინოპოლში მოქცეულიყო ქრისტიანობის რჯულზე. ახლა, როგორც მეგრელთ, ისე ქართველთ დაუვიწყნიათ აზრი ქრისტიანობისა, ქართველებსაც მეგრელებსავით სახელის მეტის აღარა დარჩენიათ რა ქრისტიანული; არ იციან და არ ასრულებენ არც ერთ მცნებას იესო ქრისტეს მიერ ნამოძღვრალსა. თუმცა კი უნდა ვთქვათ, რომ ქართველები უფრო მტკიცედ ინახავენ მარხვას, და უფრო ხანგრძლივ ლოცულობენ, ვიდრე მეგრელები. 

13
ქართველებსა ჰყავთ რამდენიმე ეპისკოპოზი, ერთი მთავარ-ეპისკოპოზი და ერთიც პატრიარქი, რომელსაც ქათალიკოზს უწოდებენ. თუმცა მეფე სარწმუნოებით მაჰმადიანია, მაინც აკურთხებინებს ეპისკოპოსებს, როცა ადგილები იცვლება; ამ თანამდებობას თავის ნათესავებს აძლევს. პატრიარქადაც მისივე ძმა არის. მებატონეებსაც ამგვარი უფლება აქვთ თავთავიანთ მამულებში. ისინი, ვისაც სურთ, იმას აძლევენ მრევლს; ნება აქვთ სამღვდლო კაცი დაატუსაღონ და სცემონ კიდეცა, როგორც დანარჩენ თავიანთ ყმებსა. სამღვდელოებაც სხვებსავით იხდის ყოველგვარ საბატონო გადასახადს. მებატოენი სამღვდელოებასაც ართმევენ შვილებს, თუ დასჭირდებათ.
საქართველოში ეკლესიები ცოტა უფრო კარგად არიან მოვლილი, ვიდრე სამეგრელოში. ქალებში საკმაოდ აქვთ მოვლილი. ქართველებსა, აგრეთვე სხვა ქრისტიანებს, რომელნიც საქართველოს ჩრდილოეთითა და დასავლეთით ცხოვრობენ, ერთი უცნაური ჩვეულება აქვთ. თავიანთ ეკლესიებს აშენებენ უმეტს ნაწილად მთის წვერებზე, განშორებულ და თითქმის მიუდგომელ ადგილას. ოთხსა და ხუთ ეჯზე მოჩანან ეკლესიები, ამ სიშორედან სცემენ თაყვანსა და თვით ეკლესიის კართან კი თითქმის არასოდეს არ ადიან; შეიძლება დაბეჯითებით ვთქვათ, რომ უმეტეს ნაწილს ეკლესიებისას ათ წელიწადში ერთხელაც ძლივს გააღებენ ხოლმე. ააშენებენ კი ეკლესიებს და მერე მიანებებენ თავს და ფრინველებისა და ჰაერის ზედმოქმედების ანაბრად გახდიან. ვერას გზით ვერ გავიგე მიზეზი ამ უცნაური ჩვეულებისა. ყველა, ვისაც ვკითხავდი ამაზე, ერთსა და იმავე პასუხს იძლეოდა. ასეთი ჩვეულება გვაქვსო. ქართველები დარწმუნებული არიან, რომ რა ცოდვაც არ უნდა ჩაიდინონ, შეენდობათ, თუ ეკლესიას ააშენებენ. ვფიქრობ, ეკლესიებს იმიტომ აშენებენ ქართველები მიუდგომელსა და უალაგო ალაგას, რომ მისი შემკობა და მოვლა არ მოუნდეთ. ქართველების დიდი წმინდანი წმინდა გიორგი არის. წმინდა გიორგი კაბადოკიელი იყო, ასურელის პატრიარქის შვილი და დიოკლიტიანეს დროს იქნა წამებულა.
ქართველთა კეთილშობილნი გარეგნობით უმეტს ნაწილად მაჰმადიანები არიან. ეს სარწმუნოება ზოგს იმიტომ მიუღია, რომ მეფის კარს ადგილი ეშოვნა და სახელმწიფო ჯამაგირი ჰქონოდა, ზოგს იმიტომ, რომ თავიანთი ქალები მეფისთვის მიეთხოვებინათ და ან მეფის ცოლებისათვის მაინც მიეცათ სამეფო კარის ქალებად. ზოგი ისეთი საძაგელნი და კეთილშობილნიც არიან, რომ თავიანთი ლამაზი ქალები თვითონვე მიჰყავთ მეფესთან. ამგვარ პატივისცემისათვის იმათ ან ულუფას უნიშნავდენ, ან სამსახურში იღებდენ, მხოლოდ ამისთვის საჭიროა წინადვე მიიღონ მაჰმადიანობა. ულიფა ხარისხისა და ღირსების შესაბამად ენიშნებათ, თუმცა, საზოგადოდ, ორი ათას ეკიუზე მეტი არავის არ ეძლევა. ამგვარ ჩვეულებისა გამო, ტფილისში, ჩემს იქ ყოფნის დრო ერთი საცოდაობა მოხდა. ერთმა ქართველმა კეთილშობილმა აცნობა მეფეს, მშვენიერი დისწული მყავსო. მისმა უმაღლესობამ მაშინვე ბრძანა, მიეყვანათ მასთან ის ქალი. ბოროტმა ბიძამ თვითონვე წაიღო ბრძანება მეფისა და იკისრა კიდეც საქმის შესრულება. მივიდა თავის ქვრივ დასთან და უთხრა: შენი ქალი მეფს სურს შეირთოს და უნდა დაიყოლიო ამაზეო. დედამ აცნობა ეს ამბავი თავის ქალს. ქალი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა: მას უყვარდა თავისი მეზობელი, ერთი ახალგახრდა კეთლშობილთაგან და ამ ახალგზარდასაც ძლიერ უყვარდა ეს ქალი. დედამ კარგად იცოდა ეს, გაგზავნა მსახური და აცნობა ვაჟს ყოველივე. ახალგაზრდა მაშინვე მივიდა იმათთან; დედა და შვილი კარჩაკეტლში ისხდენ და ცხარე ცრემლით სტიროდენ თავიანთ შავ ბედსა. ყმაწვილმა კაცმა დაიჩოქა მათ წინაშე და უთხრა: მე ყველაზე მეტად ჩემი სატრფოსთვის ვწუხვარ; მეფის წყრომა არაფრად არ მიმაჩნიაო; ერთი საშველი და აქვს ამ საქმეს, ახლავე უნდა ვიქორწინოთ და ხვალ განვუცხადოთ იმ თქვენ მუხთალ ნათესავს, რომ ქალი უკვე გათხოვილიაო. ასე გადასწყვიტეს და ასეც მოიქცნენ. ყმაწვილი ქალი დაამშვიდეს როგორც იყო და ჯვარი დასწერეს. ბიძამ გაუგო ეს ეშმაკობა და აცნობა მეფეს. მეფე განრისხდა და მკაცრად ბრძანა, მიეყვანათ მის კარს დედა და ახალი ჯვარდაწერილნი; მაგრამ დაქორწინებულნი მიიმალნენ და მთელი ერთი თვე აქა-იქ ეფარებოდენ. ბოლოს, როცა მიაგნეს იმათ კვალს და ვეღარსადაც ვერ დაიმალნენ, გაიქცნენ ახალციხეს, სადაც ფაშამ თავის მფარველობის ქვეშ მიიღო დევნილნი.
ამისთანა შემთხვევებისა ეშიანიათ საქართველოში და ამიტომ ცდილობენ, ვისაც ლამაზი ქალები ჰყავთ, რაც შეიძლება ადრე გაათხოვონ. მეტადრე ღარიბი ხალხი ადრე ათხოვებს ქალებს და ხანდისხან აკვანშივე ნიშნავს. ამას იმიტომ ცადიან, მებატონებმა არ მოსტაცონ გასაყიდად. თუ ქალი, რაც უნდა პატარა იყოს, გათხოვილია, ად დანიშნული, მებატონეები მოკრძალებით ექცევიან. ადვილად ვეღარა ბედავენ მოაშორონ ქალი თავის ოჯახს.
კახეთის სამეფო ახალ სპარსეთის მეფეს ემორჩილება. შაჰნავაზ-ხანმა დაიმორჩილა. მისი შვილი არჩილი არის იქ მეფის მოადგილედ. არჩილს მაჰმადიანობა იმიტომ მიუღია, სამეფო დავიჭიროვო. არჩილს უყვარდა იმერეთის მეფის ქვრივი ნესტან-დარეჯანი, ეს ქალი ტყვედ იყო ახალციხეში. ფაშა დიდის პატივით ეპყრობოდა მას. არჩილის მამა ზალიან ცდილობდა გაენთავისუფლებინა ქალი, და საჩუქარს საჩუქარზე უგზავნიდა ფაშას. ფაშამ 1660 წელს გაანთავისუფლა ნესტან-დარეჯანი. დიდია ამბით მოიყვანეს იგი ტფილისში და არჩილმა ჯვარი დაიწერა ნესტან-დარეჯანზე. ამ ქორწინებით არჩილმა შეიძინა კახეთის სამეფო, სადაც უკვე მეფის მოადგილედ იყო: ნესტან-დარეჯანი იყო ქალი თეიმურაზ-ხანისა და დაი ირაკლისა. არჩილს ამის გამო ერთი საყურადღებო საქმე შეემთხვა. არჩილი სიყმაწვილითვე დანიშნული იყო ქართველთა პირველ თავადიშვილის ქალზე. ქალს დიდი იმედი ჰქონდა, მალე არჩილის ცოლი შევიქმნებიო: ამ ქვეყანაში ძნელად თუ დაარღვევს ვინმე ქორწინების პირობას. როდესაც გაიგო ქალმა, არჩილმა ნესტან-დარეჯანი შეირთოვო, გაუგზავნა კაცი და შეუთვალა, რად შეურაცყავ ჩემი სახელიო. ქალს სურდა სასამართლოსთვის მიემართა, მაგრამ ამ გზით ვერას გახდებოდა, რადგან მოწინააღმდეგე დიდი ხარისხისა და გავლენის პატრონი იყო. ქალმა მიმართა კიდეც სასამართლოს და რაკი მართლა ამ გზით ვერა გააწყო - რა, მიუძღვა 400 შეიარაღებულ კაცს და საომრად გამოაითხოვა მოღალატე. არჩილმა უარი თქვა. ასე შემოუთვალა: არ მსურს ქალთან ბრძოლა; მართლა ნურც ეგრე გამოიდებ თავს, თორემ გავამჟღავნებ, რომ სიზი (მეფის კარის თავადი) კვეხულობდა, შენ იმას მოწყალის თვალით უყურებდიო. ქალი უფრო განრისხდა, როცა ასეთი ცილიც დასწამეს და ახლა სიზის გადაეკიდა. ქალმა გამოითხოვა სიზი ხმალში, მაგრამ თავადიშვილმა უარი თქვა, მაშინ ქალი ადგა, ჩაესაფრა იმას ერთ ალაგას, გააქცია, გამოუდგა და 20 კაცზე მეტი მოუკლა, ქალს ძმა ჰყავდა და დის მაგივრად ახლა იმან დაუწყო დევნა სიზის. მეფე და მთლად კარის კაცნი ათასნაირად ცდილობენ შეერიგებინათ მტრად გადაკიდებულნი: ვერ მოახერხეს; მისცეს ნება იარაღით გადაეწყვიტათ დავა. საქართველოში საზოგადოდ ჩვეულებისამებრ, როდესაც სამართალი ვერ გადასწყვეტს, კეთილშობილებს შუა დავას და ვერც შეარიგებს იმათ, მაშინ ერთმანეთში ბრძოლის ნებას მისცემენ ასპრაზზე. მოწინააღმდეგენი იტყვიან აღსარებას, ეზიარებიან და ასე სასიკვდილოდ მომზადებულნი გადიან სავრძოლველად. ამას ეძახიან ღვთის სამსჯავროსადმი მიმართვას. ქართველებს ჰგონიათ, ეს პირდაპირ ღმერთზე მინდობა ცოდვილის დასჯისა სამართლიანი საშუალება არისო. სიზი და მისი მოწინააღმდეგე გავიდენ მოედანზე. მაგრამ ჯარისკაცებმა დააშორეს ისინი, როდესაც მათ მიჰყვეს იარღას ხელი. ქალი თითქმის მოკვდა სირცხვილით და ჯავრით, როდესაც ნახა, მეფის ბრძანებით, მისი ძმა იძულებული შეიქნა შერიგებოდა არჩილს და სიზის. 

14 
ავსწერ ტფილისს და მერე გიამბობთ რაც იქ შემემთხვა.
ტფილისი ერთი უკეთესი და უმშვენიერესი ქალაქია სპარსეთისა. თუმცა ძლიერ დიდი არ არის. ტფილისი მდებარეობს მთის ძირში, რომელსაც აღმოსავლეთისაკენ ჩამოუდის მდინარე მტკვარი. მტკვარს სათავე საქართველოს მთებში აქვს; შემახიისაკენ, პეინარდში უერთდება არუზს (არაქსი) და მერე ეს ორი მდინარე ზღვას ერთად ერთვის. ქალაქი შემოზღუდულია მშვენიერი და მაგარი კედლით. მდინარისაკენ კი უკედლოა. ქალაქი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ არის გაწეული. სამხრეთის მხრივ აქვს დიდი ციხე, რომელიც მთის კალთაზე დგას. ციხეში მხოლოდ სპარსელები ცხოვრობენ და მეციხოვნედაც მხოლოდ სპარსელებივე არიან. ციხის წინ არის სარბიელი, რომელიც იმავე დროს მოედანიც არის და ბაზარიც. ეს ციხე თავშესფარ ადგილს წარმოადგენს: ყველა დამნაშავე და შეუძლებელი მოვალე რაკი ამ ციხეს შეეფარება, უშიშარია. საქართველოს მეფემ ეს ციხე გზად უნდა გაიაროს, როდესაც ის ჩვეულებისამებრ ქალაქგარედ მიდის სპატსეთის შაჰისაგან გამოგზავნილ წერილების, ან საჩუქრების მისაღებად, რადგან სპარსეთიდან მომსვლელს ტფილისში მხოლოდ ამ ციხით შეუძლია შემოსვლა. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, მეფე არასოდეს არ გაივლის ხოლმე აქ ისე, რომ შიში არ ჰქონდეს: ვაი თუ შემიპყრონო. იქნებ ციხის თავს საიდუმლო ბრძანება ჰქონდეს ჩემი შეპყრობისაო. სპარსელებს ძალიან ჭკვიანურად დაუწესებიათ, რომ საქართველოს მეფეები და სპარსეთის მაზრის მმართველები ქალაქგარედ უნდა გავიდნენ იმის მისაღებად, რასაც შაჰი უგზავნის; ეს ძალიან მოხერხებული ღონეა, რომ ადვილად და უხიფათოდ შეიპყრონ საეჭვო კაცები. ეს ციხე აუშენებიათ ოსმალოებს 1576 წელს, ამ წელს დაუპყრიათ ქალაქი და მთლად მისი არემარე გამოჩენილი სარდლის მუსტაფა-ფაშის წინამძღოლობით, რომელსაც ვერ გამაგრებია საქართველოს მეფე სვიმონ ხანი. მუსტაფამ ურჩია სულთან სოლიმანს, საქართველოში რამდენიმე ციხე ააგე, რადგან უამისოდ არ შეიძლება ეს ქვეყანა მორჩილებაში იყოლიოვო. სოლიმანმა დაიჯერა ფაშას და ციხეები ააგო. მართლაც და უმეტესი ნაწილი საქართველოს ციხეებისა ოსმალოებისგან არის აშენებული. მუსტაფამ ასზე მეტი ზარბაზანი დააწყო ამ ციხის გალავანზე და ციხის თაობა ჩააბარა მაჰმად-ფაშას.
ტფილისში რამდენიმე ეკლესიაა, 6 მათგანი ქართველებისა, დანარჩენი სომხებისა. დედა ეკლესია, რომელსაც სიონს უწოდებენ, სდგას მდინარის პირზე, მშვენიერი თლილი ქვით არის ნაშენი. ეს ეკლესია ძველი შენობაა და ჰგავს იმ ძველ ეკლესიებს, რომელსაც აღმოსავლეთში ხშირად შეხვდებოდით; შუა გულში ოთხი დიდი სვეტი აქვს და ამ სვეტებზე გუმბათია დამყარებული. ეკლესიას დიდი საკურთხეველი აქვს. ეკლესია შიგნით სავსეა ბერძნული მხატვრობით. მხატვრობა დიდის ხნისა არ არის. და ისე უხეიროდ არის დახატული, რომ ძნელი მისახვედრია, რის დახატვა ჰსურდა მხატვარს. 
ეპისკოპოზს სასახლე იქვე ეკლესიასთან ახლო აქვს. ამ სასახლეში ცხოვრობს ტფილელი. ქართველებს ერთი მშვენიერი ეკლესია ჰქონდათ ქალაქის ნაპირას, ჩრდილოეთისაკენ. ამ რამდენსამე წლის წინათ მეფემ წაართვა ეს ეკლესია და თოფის წამლის საწყობად გარდააქცია. ისიც კი უნდა ვთქვათ, ამ ეკლესიაში დიდი ხანია წიტვა-ლოცვა ამოიკვეთა, რადგან მეხი დასცემოდა და დანგრეულიყო. მეფემ ხელახლა შეაკეთებინა ეკლესიის შენობა და, თუმცა სხვა დანიშნულება მიეცა მაინც ეკლესიას ახლა ისევ წინანდელ სახელს - მეტეხის ეკლესიას უწოდებენ. ეს სახელი წარმოსდგება სიტყვისაგან „ტეხა“ და უწოდებიათ იმიტომ, რომ ეს ეკლესია აუშენებია საქართველოს მეფეს საკანონოში. როდესაც ერთხელ უმიზეზოდ დაურღვევია ზავი მოსამზღვრე მეფესთან.
სომხების ერთი უმთავრესი ეკლესია არის ფაშავანქი, ესე იგი ფაშის მონასტერი. სომხების ტფილელი ეპისკოპოზი ამ მონასტერში ცხოვრობს. სომხების სიტყვით ამ ეკლესიისათვის იმიტომ უწოდებიათ ასეთი სახელი, რომ ის აუშენებია ერთ ოსმალეთიდან გამოქცეულ ფაშას, რომელსაც ტფილისში ქრისტიანობა მიუღია. ტფილისში სრულებით არ არის მეჩეთი, თუმცა ეს ქალაქი მაჰმადიანთა სახელმწიფოს ეკუთვნის და, როგორც ამ ქალაქს, ისე მთელ მხარესაც მაჰმადიანთა მეფე განაგებს. სპარსები ბევრსა ცდილან, ბევრჯერ კიდეც დაუწყიათ მეჩეთის შენობა, მაგრამ ვერ დაუსრულებიათ. ქრისტიანები მაშინვე იარაღს ხელში იღებდენ, არეულობას ახდენდენ. შენობას ანგრევდენ და შეურაცხყოფას აყენებდენ ამშენებლებს. საქართველოს მეფეებს გულში ძლიერ უხაროდათ ხალხის ამგვარი ამბოხება. თუმცა თავს კი ისე აჩვენებდენ, ვითომ არ მოსწონდათ ხალხის ასეთი საქციელი. მეფეები თუმცა ქრისტიანობას გადაუდგებოდნენ და მაჰმადოანობის გავრცელებას ეხმარებოდნენ, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ ჩადიოდნენ, რომ მეფობა მოეპოვებინათ, გული კი ისევ ქრისტიანობისკენ ჰქონდათ.
ქართველები გაუტეხელი და მამაცი ხალხია. ესენი თავგანწირულად იცავენ თავინათ თავისუფლებას. რადგანაც ქართველები ოსმალოებზედაც ახლო არიან, სპარსელები ვერ ბედავენ სავსებით ხელი ცაჰკიდონ ქართველებსა და ნებას აძლევენ დაიცვან თითქმის ყველა გარეგანი ნიშნებიც კი თავის რჯულისა: ყველა ეკლესიის თავზე გაკეთებულია ჯვარი, სამრეკლოში კიდია ზარები, ზარებს რეკავენ; ყოველთვის საქვეყნოდ და მოურიდებლად ჰყიდიან ღორის ხორცსა და ღვინოს ქუჩებში. სპარსელებს ჯავრი მოსდით და უნდათ აუკრძალონ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი გაუწყვიათ.
სპარსელებმა ამ რამდენისამე წლის წინათ ააშენეს ერთი პატარა მეჩეთი ციხეში, იქ, სადაც ციხესა და მოედანს შუა მაგარი კედელია. ეს ადგილი იმიტომ ამოურჩევიათ სპარსელებს, რომ ხალხს ხშირად დაენახა და შესჩვეოდა, როგორც მეჩეთსა ისე მოლებსაც. ქართველებმა ვერ დაუშალეს მეჩეთის აშენება და ვერ გაბედეს იარაღით ხელში შესულიყვნენ ციხეში, რადგან ციხე კარგად იყო გამაგრებული. ხოლო, როცა მოლა ავიდა ზევით და, ჩვეულებისამებრ მოუწოდა მაჰმადიანებს სალოცავად, ხალხი შეგროვდა მოედანზე, დაუშინა ქვა მეჩეთს და მოლა იძულებული შეიქნა საჩქაროდ ძირს მეჩეთში ჩასულიყო. ამ ამბის შემდეგ მოლა აღარ ადის მეჩეთზე.
ტფილისში რამდენიმე კარგი საჯარო შენობაა, აქ არის ქვით ნაშენი და კარგად შენახული დიდი საბაზრო შენობები, ასეთივეა ქარვასლებიც, რომელშიაც უცხოეთიდან მოსული ხალხი ბინავდება დროებით. თვითონ ქალაქში აბანოები ცოტაა და ხალხი ბანაობს იმ თბილს წყლებში, რომელიც ციხეშია. ამ აბანოების წყალი გოგირდიანია და ძლიერ ცხელი. კარგად მყოფების გარდა, აქ ბანაობენ, აგრეთვე, სნეულებიც სამკურნალოდ... დუქნებიც კარგად არის მოწყობილი, სუფთად შენახული და მაღლობზე დგას, დიდი მოედნის პირას.
მეფის სასახლე ერთ უმშვენიერეს შენობას წარმოადგენს ტფილისში. სასახლეში არის დიდი დარბაზები, რომელნიც მდინარეს და ბაღებს გადასცქერიან. იქვე არის ყაუშხანები, რომლებშიაც ბევრ სხვადასხვა ფრინველებს ინახავენ. არის აშენებული აგრეთვე, ერთი დიდი მწევარ-მეძებრების სადფგომი და ისეთი მშვენიერი საქორე, უკეთესი აღარ შეიძლება. სასახლის წინ არის ოთკუთხი მოედანი, ამ მოედანზე ათას ცხენამდე დაეტევა, მოედანი დუქნებით არის შემოზღუდული და ბოლოს გრძელი ბაზარია სასახლის პირდაპირ. მშვენიერი სანახავია და მოედანი და სასახლის ფასადი ამ ბაზრის თავიდან. კახეთის მეფეს ქალაქის ნაპირას, აქვს სასახლე, რომელიც, აგრეთვე, ღირს იმად, რომ კაცმა ინახულოს და დაათვალიეროს.
ტფილისის მიდამო შემკულია რამდენიმე სალხინო სახლით და მშვენიერი ბაღებით. ყველაზე დიდი მეფის ბაღია. ხეხილი ცოტაა, მაგრამ იმისთანა ხეებით არის სავსე, რომლებიც ამშვენეენ ბაღს და ჩრდილსა და სიგრილეს ავრცელებენ.
ტფილისში არის კაპუცინების სახლი. ამ მისიონერების პრეფექტი აქ ცხოვრობს. 13 წელიწადია მას აქეთ, რაც ისინი გამოუგზავნიათ რომიდან. იმათ ექიმები დაურქევიათ თავიანთ თავისათვის, ხალხიც ექიმობას და განსაკუთრებით ქიმიას ძლიერ პატივსა სცემენ მთელ აღმოსავლეთში. ისინი დაბინავებულან ჯერ ტფილიში და მერე გორში. შაჰ-ნავაზ-ხანს უჩუქებია მათთვის სახლი ორსავე ქალაქში და ნებაც მიუცია თავიანთი სჯული თავისუფლად აღასრულონ. მათ მიურთმევიათ იმმ ეფისათვის წერილები პაპისა და კონგრეგაციისაგან; აგრეთვე მათივე სახელით მშვენიერი საჩუქრები. საჩუქრები მიურთმევიათ აგრეთვე დედოფლისათვის, კათალიკოზისათვის და კარის უმთავრეს დიდებულეთათვის. ერთი მისიონერთაგანი, რომელიც უფრო დახელოვნებულია ექიმობაში მეფეს ახლავს და სომხების სამღვდელოება სდევნის მათ და ეს მეფის მფარველობა არის ერთადერთი ქომაგი. ხანდისხან როცა თავს იჩენს მათი მეცადინეობა მიიზიდონ ხალხი თავის სჯულისკენ, იქაური სამღვდელოება ცდილობს განდევნოს ისინი; მაინც ვერ იშორებენ მათ, რადგან საქართველოში ექიმები და დოსტაქარნი არ მოიპოვებიან; ისინი საჭირონი აროან. იმათ პაპისგან ნება აქვთ დართული აიღონ სასყიდელი ექიმობაში; ისინიც კარგად სარგებლობენ ამით და ექიმობით ცხოვრობენ. მათ აძლევენ ექიმობაში ღვინოს, ფქვილს, პირუტყვს, მონებს. ხანდისხან ცხენებსაც აძლევენ. თუ ეს შემოსავალი არა, მაშინ გაუჭირდებოდათ თავის რჩენა თავიანთი ჯამაგირით, რადგან კონგრეგაცია თვითონ მისიონერს აძლევს წელიწადში მხოლოდ თვრამეტ რომაულ ეკიუს. მისიონერებს აქვთ ნება სწირონ ყველგან და ყოველგვარ ტანისამოსში, მიუტევონ ხალხს ყოველივე ცოდვა, სხვადასხვანაირად მოირთონ, იყოლიონ ცხენები, მსახურები, მონები, ივაჭრონ, ფული სარგებლით გაასესხონ და ისესხონ და სხვ. ერთი სიტყვით იმათ ისეთი ვრცელი უფლება აქვთ მინიჭებული, რომ შეუძლიათ და კიდეც ასრულებენ იმას, რის უფლებაც აქვთ მხოლოდ ეკლესიის უმთავრეს მსახურთ. მაგრამ მისიონერებს, თუმცა ასე მოხერხებულად მოქმედებენ ისინი და დიდ თავისუფლებასაც აძლევენ თავიანთ სულიერ შვილებს, მაინც ვერ დაუჩენიათ თვალსაჩინო კვალი ქართველებში, რადგანაც ქართველები ძლიერ უცოდინარნი არიან და ერთობ მცირედაც ზრუნავენ განვითარებაზე; გარდა ამისა ეს ხალხი დარწმუნებულია, რომ იმათებური მარხვები შეადგენენ ქრისტიანობის არსებას და კაპუცინები არ მიაჩნიათ ქრისტიანებად, რადგან გაუგიათ, რომ ევროპაში ისინი არ ინახავენ ჩვენებურ მარხვებსო.
 

15 
10-ს კაპუცინების პრეფექტმა მეფეს აცნობა ჩემი მოსვლა. მე თვითონ ვთხოვე ეცნობებინა, -მოსამსახურენი მყავდენ, ბარგი მქონდა, კაპუცინებთან ვიყავი ჩამომხდარი და ჩემი მოსვლა მაინც არ შეიძლებოდა არ გაეგო. მეფეს, რადგან ყველაფერი დავწრილებით იცოდა, რაც ხდება ტფილისში. იმას, რასაკვირველია, ისიც ეცოდინებოდა, რაც სამეგრელოში გადამხდა და რაზედაც ბევრს ლაპარაკობდნენ. გარდა ამისა, მე ძალიან მოხარული ვიყავი მეფე მენახა და მეჩვენებინა მისთვის შაჰისგან მოცემული ქაღალდი. ეს ქაღალდი მოწერილი იყო ყველა თემის უფროსებთან და ნაბრძანები ჰქონდათ, რომ კარგად მივეღეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ როდესაც მეფე წაიკითხავდა ამ ბრძანებას ზალიან კარგად მიმიღებდა და კაცებსაც გამომაყოლებდა გზაზე და კაცების გამოყოლა კი ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. როდესაც შაჰ-ნავაზს გაუგია ჩემი ვინაობა და სეუტყვია, რომ განსვენებული შაჰისგან ვიყავი გაგზავნილი თავის საქმეზე ევროპაში, პრეფექტისათვის უბრძანებია: - უთხარი ჩემ მაგიერ, რომ ის ჩვენთვის ძვირფასი სტუმარია, რომ ძალიან მიამა მისი მოსვლა და სასიამოვნო იქნება ჩემთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოვიდეს ჩემს სანახავადო. მე არც შემეძლო და არც მსურდა მაშინვე ვხლებოდი მეფეს; მინდოდა ჯერ მოვმზადებულიყავ, მერე მენახა მეფე და წავსულიყავ კიდეც. რომ ყოველდღე არ მევლო მეფესთან, მე ვთხოვე მამა რაფაელს, მეფის ექიმს: - მოახსენეთ მეფეს, რომ ფრიად სასიამოვნოა ჩემთვის, მისი კეთილი გული და შეწყნარება, უსათუოდ ვეახლები როგორც კი მოვახერხებ; ახლა კი ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ამ ათ დღეს ვერ ვეახლები, კარზე გამოსვლას ვერ შევიძლებ. არ ვიცი, მამა რაფაელმა არ მოახსენა ჩემი ბოდიში მეფს, თუ მეფემ არ შეიწყნარა და თორმეტს დილით შემომითვალა ერთის კეთილშობილის პირით: ამ კვირას ყოველდღე შექცევა გვექნება სასახლეში და გთხოვთ შენ მობრძანდეო. მე ძალიან შევკრთი და დავღონდი. შევეხვეწე პრეფექტს და მამა რაფაელს, - ჩააგონეთ მეფეს, რომ ჯერ ხანად არ შემიძლია ვეახლო, მომავალ კვირამდის მაცალოს და მაშინ ვეახლები. კაპუცინებმა აღმითქვეს, შევასრულებთ შენს სურვილსაო, თუმცა კი ვერაფერი გაარიგეს. წავიდნენ სასახლეში, მაგრამ მაშინვე დაბრუნდნენ და მითხრეს, - რომ მეფეს მოუთმენლად სურს ევროპის ამბავი შეიტყოს შენგანაო. ნამდვილად კი თურმე თვით კაპუცინებს უნდოდათ, რომ მალე მეფის წინაშე წარვედგინეთ, რადგან სპარსეთის საჰის მახლობელი ვიყავი. იმათ ეგონათ, რაკი მე წარმადგენდნენ მეფის წინაშე, მეფე უფრო მეტს პატივსა სცემდა თვით კაპუცინებსაც. კაპუცინებმა მე და ჩემს ამხანაგს გვთხოვეს: რომელივ უფრო კარგი ტანისამოსი გაქვთ, ის ჩაიცვით და მეფესაც კარგი ძღვენი მიართვითო. მე შევასრულე იმათი ყოველივე სურვილი, რამდენადაც კი შემეძლო, რომ ამით გადამეხადნა მათთვის ის დიდი სიკეთე, რომელიც მათგან მახსოვდა და რომლითაც დავალებული ვიყავი.
შუადღე მოტანებული იყო, როდესაც ჩვენ სასახლეში წავედით, პრეფექტი და მამა რაფაელიც წამომყვნენ. სადილად ჩვენ გველოდენ. მეფე დარბაზში ბრძანდებოდა. დარბაზი სიგრძით ას ათი ფუტი იყო, სიგანით ორმოცი; სასახლე მტკვირს პირას იდგა და მტკვრის დარბაზი ახდილი იყო. საროთით 13 ნაკვეთებს დარბაზის ჭერს რამდენიმე დახატული და ოქროთი მოვარაყებული სვეტი იმაგრებდა; სვეტებს სიმაღლე 35 ფუტიდან 40 ფუტამდე ჰქონდა. მთელი დარბაზი მშვენიერი ორხოებით იყო მორთული. მეფე, დიდებულნი შემოსხდომოდნენ სამ პატარა ბუხარს, ეს ბუხრები და რამდენიმე მაყალი ისე კარგად ათბობდნენ დარბაზს, რომ კაცი სიცივეს სრულებით ვერ გრძნობდა. მეფე შაჰ-ნავაზს მიმსვლელნი ისევე აძლევდნენ სალამს, როგორც თვით შაჰს: ორ-სამ ნაბიჯზე, რომ მოახლოვდებოდნენ მუხლს მოუდრეკენ და სამჯერ ზედიზედ მიწამდინ დახრიან თავს. ევროპელებს ეძნელებათ, რომ ასე მიესალმონ აღმოსავლეთს მეფეებს. მართლაც და, რადგან ამაზე დაბლა თაყვანისცემა აღარ შეიძლება, ამიტომ ასეთი თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს შეჰფერის. ხანდისხან ევროპელებს ათავისუფლებენ ამგვარი სალამისგან, რადგან სხვა ქვეყნისანი არიან და ჩვენებური ქცევა არ იციანო.
მე მეფეს სამჯერ მდაბლად დაუკარი თავი, მაგრამ მუხლი კი არ მომიყრია. შემდეგ ორმა დიდებულმა მთხოვა, რომ დამჯდარიყავ, მე არ მოვინდომე კაპუცინებზე წინ დაჯდომა, თუმცა კეთილშობილნი და, აგრეთვე სახლთუხუცესი, რომელიც შუა დარბაზში იდგა, მთხოვდენენ ზევით დამეჭირა ადგილი. მე სასიამოვნოდ მიმაჩნდა თავაზიანობა გამეწია კაპუცინებისათვის და მინდოდა, რომ ისინიც თავაზიანად მოჰქცეულიყვნენ. პრეფექტს ძალიან მოეწონა ჩემი ქცევა. თვითონვე მოისურვა და მთხოვა, ჩემი ამხანაგის წინ დაჯექიო.
ერთმა კეთილშობილტაგანმა ცამომართვა კარებში შაჰისგან მოცემული ქაღალდი და მეფესთან მიტანილი ძღვენი, რომელიც ხელში მეჭირა; დააწყო ყველა ეს ვერცხლის დიდ ტაბაკზე და, როდესაც მე სალამს ვაძლევდი მეფეს, მეფის ახლოს დადგა. მეფემ აიღო ტუჩებთან და შუბლთან და შემდეგ თავის ვეზირს გადასცა. ვეზირს უნდა წაეკითხა და შეეტყობინებინა მეფისათვის ქაღალდის შინაარსი. ამ ამბის შემდეგ მეფემ დიდის ყურადღებითა და სიამოვნებით დაათვალიერა ძღვენი. ძღვნად მივართვი ერთი დიდი საათი ჩუქურთმით ნაკეთები და ვერცხლით მოვარაყებული, კოლოფით, ერთი ვერცხლში ჩასმული ბროლის სარკე, ერთი სევაფის მორთული ოქროს პატარა კოლოფი თრიაქის აბებისათვის - სპარსელების უმეტესი ნაწილი დღეში რამდენჯერმე ხმარობს ამ ამბებს, - ერთი ლამაზად შემკული და დიდის ხელოვნებით გაკეთებული სადოსტაქრო იარაღების ბუდე. მშვენივრად გაკეთებული და საუცხოვო დანები.
ვეზირმა ბრძანების ქაღალდი წაიკითხა და მდაბალის ხმით გადასცა მეფეს შინაარსი. როგორც შემდეგ გავიგე, მეფეს და მის შვილებს უთქვამთ, რომ ასეთი პატივისცემით დაწერილი ქაღალდი არ გვინახავსო. დიდებულებს უკვირდათ, რომ ამ ქაღალდის ბრტყელი არშია მშვენივრად იყო მორთული ვარაყით და მხატვრობით. მეფემ ბრძანა, რომ გადაეღოთ პირი ამ ქაღალდისა.
მე არაფერი არ ვუთხარი მეფეს, როდესაც მივესალმე და არც იმას უთქვამს ერთი სიტყვა. შემდეგ, სუფრაზე მეფემ სუფრაჯის ხელით გამომიგზავნა ოქროს თეფშით ნახევარი ერთი დიდი პურისა, რომელიც მის წინ იდვა და შემომითვალა, რომ ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის თქვენი აქ ყოფნაო. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ იკითხა, რა ისმის იმ ომისა, რომელიც ოსმალოებსა და პოლონელებსა აქვთო. მეორე თავი საჭმელი რომ შემოიტანეს, მეფემ გამომიგზავნა თავისი სასმელი ღვინო იმ თასით, რომლითაც თვითონ მიირთმევდა.
ღვინო ოქროს სევადით მორთულ საღვინეში იყო ჩასხმული, თასიც ოქროსი იყო. გარედან ლალითა და ფირუზით მოჭედილი. ერთმა კეთილშობილთაგანმა მოგვართვა ეს ღვინო და მეფის მაგივრად გვითხრა: - მიირთვით, იმხიარულეთ, ნუ მოგიწყენიათო. შემდეგ, მესამე თავი საჭმელოი, რომ შემოიტანეს, მეფე უფრო დაგვიტკბა. მოიტანეს შემწვარი, მეფემ გამოგვიგზავნა შემწვარი ხოხობი, ორი კაკაბი და ირმის ფეხშო, და შემოგვითვალა: თუმცა ნადირის ხორცზე ღვინო კარგია, მაგრამ მე მაინც ვუბრძანე ძალა არ დაგატანონო. მე ყველა ამგვარ თავაზიანობაზე მდაბლად ვუკრავდი თავს და არავითარ პასუხს არ ვაძლევდი. კაპუცინებიც ასევე იქცეოდნენ. სპარსული ჩვეულება ასეთია: წესად არ არის მიღებული, რომ სხვაფრივ გადაუხადონ მადლობა პატივისცემისათვის.
აღარ გავაგრძელებ სიტყვას იმაზე, თუ რა წესიერება და დიდი მოკრძალება სუფევდა ამ შექცევის დროს. მხოლოდ იმას ვიტყვი, ღვინო ბევრი სვეს. გასაოცარი სიუხვე იყო ხორაგისა, სახსნილოც მოჰქონდათ და სამარხვოც, რადგან სადილზე პატრიარქი და ეპისკოპოზებიც იყვნენ, რომლებიც თავის დღეში არ ჭამდენ ხორცს. ჩვენ სადილზე სამი საათი ვისხედით და მერე ავდექით. სხვა სტუმრები ზოგნი კიდეც წასულიყვნენ შინ. მწვადი ჯერ კიდევ არ აელაგებინათ სუფრიდან. წამოსვლის დროს დიდი მადლობა გადავუხადეთ მეფეს, იმან ერთხელ კიდევ შემომითვალა, სასიამოვნო სტუმარი ხარო, და უბრძანა გავეცილებინეთ შინ.
14-ს მეფეს გამოეგზავნა ცემთვის ორი ღვინით სავსე საღვინე, ორი ხოხობი, ოთხი კაკაბი. კეთილშობილმა, რომელმაც მოსაკითხი მოატანინა, მითხრა: - მეფემ შემოგითვალა, ხომ არაფერი გიჭირს, კაპუცინები ხომ კარგად გართობენო; თუ ჩემი გამოგზავნილი ღვინო მოგეწონოთ, ყოველდღე წააღებინე ჩემ სარდაფიდანო. მე ვთხოვე კეთილშობილს: დაარწმუნეთ მეფე, რომ ჩემი მასპინძლები არას მაკლებენ, და ჩვენ ერთად დავლევთ მის მიერ გამოგზავნილ ღვინოს და მას ვადღეგრძელებთ. იმ ღვინოზე უკეთესი ღვინო არ შეიძლებოდა.
16-ს მეფემ მიმიწვია თავის ქორწილში. ჯვარისწერა სასახლეშივე იყო. ხუთ საათზე წავედით მე მ. პრეფექტი და მ. რაფაელი. ჯვარის წერა თითქმის გათავებული იყო, როცა მივედით. იმ დიდ დარბაზში სწერდნენ ჯვარს, რომელშიც წინა კვირას ვისადილეთ. ძალიან მინდოდა მენახა ჯვრისწერა, მაგრამ დარბაზი ქალებით იყო სავსე და კაცებს აღარ უშვებდნენ შიგ. იქ მხოლოდ მეფე, მისი ახლო ნათესავები, კათალიკოზი და ეპისკოპოზები იყვნენ.
ქართველებმა აუკრძალეს თავიანთ ქალებს კაცებთან ერთად ყოფნა მხოლოდ მას აქეთ, რაც სპარსეთის მორჩილებაში არიან. ეს წესი მხოლოდ ჯერ ქალაქებშია გავრცელებული; სოფლებში პირბადეს არ ატარაბენ და ვაჟკაცებთან პირისპირ ლაპარაკობენ.
ქორწილის ზეიმი გამართული იყო სასახლის ტერასაზე, რომელიც გარშემორტყმული იყო ორი ფუტის სიმაღლე მოაჯირით. ტერასა დაფარული იყო დიდი ფარდულით, რომელიც დამყარებული იყო ხუთ სვეტზე; სიმაღლით თითო ოცდა ორი ფუტი. ფარდულის ჭერი გაკეთებული იყო ოქრო თუ ვერცხლ ნარევ ფარჩისგან, ხავერდისგან და ჭრელი ტილოსგან. ისე საკვრილად და მშვენივრად იყო შეწყობილი ეს მასალა და ფერები, რომ სეფა მაშხალების შუქზე ყვავილებიდან და ნახატებიდან შეთხზულსა ჰგავდა: სეფას შუაში იდგა დიდი აუზი წყლით სავსე. სრუკებით არ იცოდა. ბევრი მაყალი იდგა და დიდი მაშხალა ანთებული ძლიერ ათბობდნენ. იატაკი მოფენილი იყო ორმოცი დიდი მაშხალით. ამათში ოთხი, რომელიც მეფის მახლობლად იდგნენ, ოქროსი იყო, დანარჩენები ვერცხლისა. მაშხალები ორმოც გირვანქიდან იქნებოდა თითო. მაშხალის ორმოც გირვანქამდინ იქნებოდა თითო. მაშხალის ტოტებზე იდგა წმინდა ქონით სავსე ჭრაქები პატრუქებით. ამგვარი მაშხალა დიდ სინათლეს იძლევა.
სტუმრები ჩამწკრივებულები ისხდნენ. მეფე თავში იჯდა მაღალ ტახტზე, რომელსაც ბალდახინი ჰქონდა წამოხურული გუმბათივით. მისი ვაჟი და ძმები მარჯვნივ ისხდნენ; ეპისკოპოზები მარცხნივ. ახლად ჯვარდაწერილი იმათში იჯდა. მეფემ მე კაპუცინებთან მიბრძანა დაჯდომა, ეპისკოპოზების შემდეგ. ას კაცზე მეტი იყო ზეიმზე. მესაკრავეები ქვევით ისხდნენ. ჩვენ რომ დავსხედით, ცოტა ხნის შემდეგ სემოვიდა ახლად ჯვარდაწერილი; მას კათალიკოზი უძღოდა წინ, როცა მან დაიჭირა თავისი ადგილი, ნათესავებმა დაუწყეს მილოცვა და მიართვეს საჩუქრები. სტუმრებმაც მიულოცეს და მიართვეს პირის სანახავი. ეს ამბავი გაგრძელდა ნახევარ საათს მაინც. საჩუქრად მიართვეს ვერცხლის ჭურჭელი: დოქები, თასები. მინდოდა გამეგო დაახლოებით, რამდენი იქნებოდა პირსანახავად მირთმეული განძი. ჩემი აზრით ბევრი არ იყო, არ აღემატებოდა ოარს ეკიუს.
მერე ამგვარად გაშალეს სუფრა: გადაშალეს სუფრები ყველა სტუმრების წინ სეფის სამ მხარეს. სუფრები მაგიდების სიგრძისა იყო. სემდეგ მოიტანეს პური. პური სამნაირი სიგრძისა იყო: თხელი როგორც ქაღალდი, თითის სისხო და პატარპატარა დაშაქრებული პურები. ხორცი ამოიტანეს ვერცხლის დიდი ლანგრებით. ვერცხლისავე ხუფები ეხურა. ევროპაში ასეთ დიდ ლანგრებს არ ხმარობენ. ლანგარი ხუფით იწონის ასე, ორმოცდა ათ ან სამოც მარკას (½ გირვ.). სემოჰქონდათ და ამწკრივებდნენ ერთად. სხვებს მიჰქონდათ შემოტანილი ხორცი დამჭრელებთან; დასჭრიდნენ, ავსებდნენ საინებს და მიჰქონდათ სტუმტრებთან მათი ღირსების მიხედვით. სამგვარი საჭმელი მოვიდა სუფრაზე, ყველა სამოცამდე ვეება ლანგრით. მოვიდა ყველა ჯურის ფლავი, ბრინჯი, ხორცთან ერთად მოხარშული. აკეთებენ სხვადასხვა ფერისას და გემოვნებისას: ყვითელ ფლავს შაქრით, დარიჩინით და ზაფრანით აზავებენ, წითელს ბროწეულის წვენით. თეთრი ფლავი უფრო გემრიელი და კარგი საჭმელია. ფლავი საზოგადოდ საუცხოვო რამ სანოვაგეა, აზიზი და ფრიად შემრგე.
მეორე თავად შემოიტანეს კუპატები, ყაურმა, მშვენიერი მომჟავოდ მოხრაკული ხორცი და სხვა ამგვარი საჭმელები. მესამე თავი შემწვარი იყო. ამ სამივე თავსაჭმელს მოსდევდნენ სამღვდელოთათვის თევზი, კვერცხი, მწვანილი, ჩვენ სახსნილოც და სამარხვოც მოგვიდიოდა: საკვირველი წესიერებით და სიჩუმით მიჰქონდ-მოჰქონდათ საჭმელები. ყველა უთქმელად აკეთებდა თავის საქმეს. სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურებდით, ვინემ ყველა ის ას ორმოც და ათი კაცი, რომელიც სეფაში იყო.
გარდა ამისა მეტად საკვირველი იყო სუფრის იარაღი და ავეჯეულობა, ას ოცამდე ღვინის სასმელი ჭურჭელი იყო სუფრაზე: ბადიები, თასები, ყანწები, კულები, თორმეტი აზარფეშა და სხვა. აზარფეშები თითქმის ყველა ვერცხლისა იყო. თაები, ბადიები, კულები, ზოგი სადა ოქროსი იყო, ზოგი დასევადებული ოქროსი, ზოგი ძვირფასი თვლებით მოჭედილი, ზოგიც ვერცხლისა იყო. ყანწები ძვირფასი თასებივით იყო მოოჭვილი. ყანწები სხვადასხვა სიდიდისაა; უფრო ხშირად ყანწი სიგრძით რვა გოჯია, სიგანით, პირში, ორი გოჯი. ყანწები შავებია და ძალიან სუფთად დათლილები. ხმარობენ. აგრეთვე, მარტორქის და ჯიხვების ყანწებს. თუმცა საზოგადოდ საქონლის და ცხვრის რქების ყანწებს უფრო აკეთებენ. ყანწის ხმარება და მისი მორთვა ყოველთვის დიდად ჰყვარებიათ აღმოსავლეთში. არ ვიცი, რამდენი ხანი გასტანა ნადიმმალ და ის კი ვიცი, რომ ჩვენ შუაღამისას წამოვედით და ჯერ შემწვარი არ აელაგებინათ სუფრიდან. წინათ ყველანი ცოტას სვამდნენ; მხოლოდ მესამე თავი საჭმელი რომ შემოვიდა, მაშინ შეხურდნენ და საკვირვლად დაიწყეს სმა. სადრეგრძელოები ამგვარად დალიეს: ჩამოურიგეს რვა კაცს, რომლებიც უფრო ახლო ისხდნენ მეფესთან, ოთხს მარცხნივ, ოთხს მარჯვნივ რვა თასი, ერთისა და იმავე სიდიდისა და მოყვანილობისა და ერთნაირის ღვინით სავსე. ეს რვანი წამოდგნენ ზეზე და ფეხზე იდგნენ, ვიდრე დასცილდნენ. მემარჯვენეებმა დალიეს ერთად და გადასძახეს „ალავერდი“ მემარცხენეებს; მემარცხენეებმა უპასუხეს - „იახშიოლ“ და დასცალეს თასები. მერე ყველანი ისევ დასხდნენ. მერე მიართვეს ღვინო იმავე რვა თასით მათ შემდეგ მსხდომთ და ასე ჩაჰყვნენ ბოლომდინ. მერე დაიწყეს სხვა ახალი სადღეგრძელო რვა უფრო დიდის თასით. ჩვეულება მოითხოვს, უფროსების სადღეგრძელო დალიონ ბოლოს და უფრო დიდის თასებით. რომ უფრო დაეთროთ სტუმრები, აძალებდნენ ღვინოს იმათი ხათრითა და პატივისცემითა, ვისიც სადღეგრძელო იყო. ამგვარად სვეს ჩემს იქ ყოფნის დროს ორი საათის განმავლობაში და, როგორც გავიგე, გათენებამდინ ესვათ ასე. მე და კაპუცინები გაგვანთავისუფლეს სმისგან. მართლაც, მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემს გვერდზე მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი; მაგრამ მეფემ ხათრი გაგვიწია და უბრძანა, ჩვენთვის არ დაელევინებინათ სადღეგრძელოები. ჩვენ წინ იდგა ღვინო, წყალი და ოქროს თასი; როცა მოვითხოვდით მაშინ გვასმევდნენ. როცა დაიწყებოდა სადღეგრძელო, საკრავებს დაუკრავდნენ და იმღერებდნენ. სიმღერა ძალიან მოსწონდათ, აღტაცებაში მოდიოდნენ. მე კი არაფრად მესიამოვნა და არ მომეწონა ის სიმღერები. მეფემ ზალიან მოიმხიარულა.
20-ს, პრეფქტს და მამა რაფაელს დავაბარე, ჩემ მაგივრად თავმდაბლად მადლობა მოეხსენებინათ მეფისათვის ჩემი შეწყნარების გამო და ეთხოვნათ, ებოძებინა ჩემთვის კაცი, ერევნამდინ. მეფეს მოესმინა მადლობა და შეეწყნარებინა ჩემი თხოვნა. ასე ეთქვა კაპუცინებისათვის: ძლიერ მიყვარს ევროპელები და მსურდა უფრო მეტი ხანი დარჩენილიყო ტფილისში, რათა უფრო კარგად გაეცნო ეს ქალაქიო. მაგრამ ვერ დავაყოვნებ, რადგან შაჰის ბრძანება უნდა შეასრულოს, შეუძლიან განაგრძოს თავისი გზა. ნურაფრის შიში ნუ ექნება ჩემს საბრძანებელში. საჭიროება არ არის მცველები იახლოს, მაგრამ მაინც მივსცემ, თუ ჰსურს ერთ ჩემს კარის კაცთაგანსო. მერე კაპუცინებმა მიამბეს: მეფე ბევრს გველაპარაკა იმაზე, რომ ძლიერ მსურს ევროპელები დაბინავდნენ საქართველოში და გვიბრძანა გითხრათ, რომ თუ აღებ-მიცემისათვის მოვლენ ისინი, გაგვანთავისუფლებ ყველა გარდასახადისგან და მივანიჭებ ყოველგვარ უპირატესობას, რასაც კი ისურვებენო. ჩემი საბრძანებელია შავ ზღვამდინ, დიდი გავლენა მაქვს სპარსეთში, დიდი პატივი ოსმალეთშიო; ამიტომ ევროპელები ინდოეთში მისვლა-მოსვლისათვის ვერ იპოვიან ჩემ სახელმწიფოზე უკეთეს გზას. გარწმუნებთ, რომ თუ ერთხელ სცადეს ამ გზაზე წამოსვლა, მერე სხვა გზას აღარ დაადგებიან.
მე მოვახსენე, რომ გადაეცათ დიდი მადლობა იმ წყალობისათვის, რომელიც მან მიიღო ჩემზე და ჩვენებურებზე, მე მივაწვდი ცნობებს ჩვენ საჭირო დაწესებულებებს ინდოეთში; თუ ინებებს წერილის მიწერას უსათუოდ მიუტან იმ წერილს სოვდაგრებს. ამასთან ვსთხოვე, რომ დიდ წყალობას მიზამდა, თუ გამომაყოლებდა თავის კაცს, რომ გავეცილებინე, მახლობელ საბრძანებლამდისინ. შევუთვალე რომ ყველა ამის თაობაზე მოხსენებას მივართმევ თითონ შაჰს და მის მინისტრებს, როდესაც ისპაჰანში მივალ.
24-ს ტფილელი მობრძანდა ჩემს სანახავად, ტფილელმა მითხრა, მე მსურს შეგატყობინოთ ყოველივე, რაც მეფემ მიბრძანა თქვენი წინადადების თაობაზედაო. მეფემ მიბრძანა: - თქვენი აზრის გამო მე მინდოდა მიმეწერა ფრანგ სოვდაგრებისათვის საქართველოსთან აღებ-მიცემობა ქონოდათ, მაგრამ აღარ მივწერე: მე სპარსეთის მორჩილი ვარ და ვაითუ მისმა დიდებულებამ იწყინოს, რომ მის დაუკითხავად უცხოელებთან მიწერ-მოწერა გავმართო და საქმე დავიწყო. თუ ინდოელ სოვდაგართა ამხანაგობა გამოგზავნის თავის რწმუნებულებს ჩემს საბრძანებელში, ისინი აქ იაფად იშოვიან მრავალ საქონელს ევროპისათვის გამოსადეგს. აქ იმათ რამდენადაც კი შეიძლება კარგად მოეპყრობიანო. მე მოვახსენე ტფილელს, დაერწმუნებინა მეფე, რომ მე ძალიან ვეცდები პირნათლად შევასრულო მისი დავალება. ეპისკოპოზი თხუთმეტ წუთამდინ დარჩა ჩემთან. წასვლისას მე ვუძღვენი მას მშვენიერი მარჯნის კრიალოსანი. იქაური ჩვეულება მოითხოვს, ასე გაისტუმრონ დიდკაცები. კაპუცინები ძლიერ გახარებულნი იყვნენ, რომ ტფილელმა მე დარბაზობა გამიწია და ისიც ეამათ, როგორ დავხვდი და გავისტუნრე მე ის. ტფილელი ჯერ არასდროს არ ყოფილიყო იმათთან.
25-ს მეფემ გამომიგზავნა ღვინო და შემატყობინა, რომ უკვე დაენიშნა ჩემთან წამოსაყოლად ერთი სპარსი, განკარგულება მიეცა, მოემზადებინათ ბრძანეის ქაღალდი; შეგიძლიან წაბრძანდე, როდესაც გნებავთო.
26-ს მე და მამა რაფაელმა ორი საათი დავყავით ერთ ბებერ დედაკაცის სახლში. ეს მოხუცი ექიმი იყო და ათასნაირ საიდუმლო წამალს ამზადებდა. მ. რაფაელმა ჩამაწერიმა ზოგი წამლობა, რომლის ქებაც კი გაეგონა.
საღამოზე ვაზირის მდივანმა მოიყვანა ჩემთან კაცი, რომელსაც უნდა მივეცილებინე ერევნამდინ. მდივანმა ჩემთან მისცა მას ბრძანების წერილი ამ საქმის შესახებ. მდივანს ერთი პისტოლო ვუთავაზე: უფლება ჰქონდა მიეღო გასამრჯელო ამგვარ საქმეში. ახლა ჩემმა გამყოლმა მითხრა, ცხენი არა მყავს, ხუთი პისტოლი უნდა მიბოძო, ცხენი ვიყოდოვო. ეს ხერხი მოიგონა გასამრჯელოს წინადვე გამოსართმევად. ალბად ეშინოდა, ერევანში რომ მივალთ, ვაი თუ ცოტა მომცესო, ან სრულებით არ მომცეს რაო, 28-ს დილით თერთმეტ საათზე, გავემგზავრე ტფილისიდან.

 
 

ტექსტისათვის 
ქართული თარგმანი „მოგზაურობისა“, როგორც წინასიტყვაობაშიც გვქონდა აღნიშნული, სარდენის თხზულების პირველი ტომიდან არის ამოღებული და კავკასიაში მოგზაურობის აღწერის ნაწილს წარმოადგენს. „მოგზაურობის“ თარგმანი ეკუთვნის განსვენებულ ვასილ ბარნოვს და პირველად დაიბეჭდა გაზ. „ივერიაში“ 1886 წელს სათაურით: „შარდენი საქართველოში“ (იხ. ივერია, 1886 წ. № 125, 128, 129, 147, 115, 160, 166, 177, 1887. 205, 218, 224, 234, 272) მთარგმნელს, საპატიო მიზეზების გამო, სრულიად არ უთარგმნია ის ნაწილი, რომელიც საქართველოში მოგზაურობის უშუალო შთაბეჭდილებებს გარდა სხვა მასალებსაც შეიცავს. ვ. ბარნოვის თარგმანში უპირველეს ყოვლისა არ მოიპოვება შრომა სამეგრელოზე მისიონერ ზამპისა, რომელსაც თავისი თხზულება გადაუცია შარდენისათვის, ამ უკანასკნელის სამეგრელოში ყოფნისას. ზამპის საკმაოდ ვრცელი შრომა (შეიცავს 24 თავს) სამეგრელოს ეთნოგრაფიულ დახასიათებას წარმოადგენს და, როგორც ვთქვით, ის ბარნოვის თარგმანში არ შესულა.
წინასიტყვაობაში აგრეთვე აღნიშნული გვქონდა, რომ შარდენი პირველად ეწვია სამეგრელოს, მაგრამ იქ ჩასვლამდე გამოჩენილ მოგზაურს აფხაზეთი გამოუვლია. ამ მხარის აღწერაც თარგმანში არ მოიპოვება. შეკვეცილია ის აბზაცებიც, რომელნიც სამეგრელოში მოგზაურობის აღწერას შეიცავენ. შემოკლებული აბზაცები უშუალოდ სამეგრელოს დახასიათებისათვის საინტერესო ცნობებს არ იძლევიან. მათში მხოლოდ გაჭიანურებით არის მოთხრობილი მგზავრობის უმნიშვნელო წვრილმანები.
სამწუხაროდ ჩვენს საყვარელ ბელეტრისტს აღნიშნული არა აქვს თუ Voyage -ს რომელი გამოცემა დაედო საფუძვლად მის თარგმანს. ყოველ შემთხვევაში აბზაცთა თანმიმდევრობა ქართული თარგმანისა არ იცავს ამსტერდამის გამოცემის14 აბზაცთა რიგს (ამას ამჟღავნებს რუსულ გამოცემასთან შედარება, ხოლო რუსული თარგმანი 15 ამსტერდამის გამოცემიდან არის დამოკიდებული).
კიდევ ერთი განსხვავება შარდენის ტექსტსა და ქართულს თარგმანს შორის:
მოგზაურობის ერთ ალაგას, სადაც შარდენი აღწერს შაჰნავაზის სასახლეში პირველად მოსვლას, აღნიშნულია, რომ მეფემ მიიღო საჩუქრები და დაინტერესდა მოგზაურის ვიზის შინაარსით, რომელიც სპარსეთის შაჰს შარდენისათვის მიეცა. სახლთ უხუცესმა გააცნო შაჰნავაზს ვიზის შინაარსი, რომელიც შარდენს თავის მოგზაურობაში ვრცლად მოჰყავს, მაგრამ ქართულ თარგმანში ის სავსებით გამოტოვებულია. ეს ხარვეზი თხრობის ძაფს სრულიად არ წყვეტს. მსგავსი შემოკლებანი „მოგზაურობა“-ს მეტს მთლიანობას აძლევს.


------------------------------------------------------
1 მდინარე ნაბადას შავი ზღვის შესართავთან მდებარე დღევანდელი ყულოევი.
2ეჯი უდრის სამ მილს. 
3ეტიკი- გზის მცოდნე.
4ეკიუ (ფრ. ecu) ძველებური ფრანგული ოქროს და ვერცხლის ფული (3 ფრანკი).
5ანარგია - ანაკლია.
6პინაკი - ჯამი.
7პიასტრა, იტ., ნიშნავს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ღირებულობის ფულს. 
8ყოლაუზი, - ეტიკი, გზის მცოდნე. 
9პირფართო საწყური.
10დღევანდელი კორბაული- საჩხერის ახლო.
11თავთა თხელი ნაქსოვია.
12ხვაშიადი - საქმე დაფარული.
13ძვირფასი თვალითა და აღრანებით შემკობილი და მოჭედილი.
14Voyages de Monsieur le chevalier Chardien en Perse et autres lieux de L’ Orinet.
Tome premier, contenant le voyage de Paris a. Ispahan, capital de l’ empire de Perse. 
მსტერდამი, (1711).
15Путешесивие Шардена по Закавказью в 1672-1673 г.г. Перевод Е. В. Бахутовой и Д. П. Косозича.


??????