მეუნარგია იონა
გაზიარება

ალექსანდრე ჭავჭავაძე 

ცხოვრების აღწერა ჯერ არ შედგენილა ჩვენში. სურათები, ლიტერატურული მოგონებანი, სილუეტი არც კი გაგონილა. თითქო იღბლად დაჰყოლია ჩვენს ლიტერატურას, რუსთველიდამ დაწყებული, შესანიშნავი მწერლებისა და ადამიანთა ვინაობის უცოდინარობა.
ეს ნაკლულევანება ქართულის მწერლობისა უნდა გასწორდეს იმ პირებზე მაინც, რომელთაც ამ საუკუნეში გადმოუბიჯებიათ ფეხი, ან ამ საუკუნესთან ერთად დაბადებულან და ოთხმოცი წლის სალმობა თავიანთი მაგარი ზურგით უტარებიათ, ან კიდევ ამ საუკუნეში დაბადებულან, ამავე საუკუნეში უცხოვრიათ და უმოღვაწნიათ და უდროოდ დაჰკარგვიათ ჩვენს ქვეყანას.
ალექსანდრე ჭავჭავაძე ერთი ის შესანიშნავი კაცი იყო, რომლის ხსოვნა ჩვენს მწერლობას ესაჭიროება, მწერლობას მარტო კი არა, ცოტა ჩვენს თანამედროვე ისტორიასაც. მისი ხანგრძლივი სიცოცხლე ნიმუშია, რომლითაც შეიძლება ჩვენს შემდეგ მომავალ ტაობათა წარმოიდგინონ თუ რაც იყო მისი დროება.
შორდება ჩვენი ქვეყანა ამ დროებას, რაც უფრო აწყდება იმას ძაფები, რომლითაც მილანდულია ის ამ დროსთან, მით უფრო და უფრო საინტერესო იქნებ ჩვენთვის, ხალხისთვის ეს დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება მდგომარეობა გათვდა, ჩვენს პოლიტიკურს ნანგრევებზე ჯერ საფუძველი დაედო და შემდეგ გაშენდა ის ახალი პოლიტიკური წესი, რომლის ქვეშა ვართ ეხლა ჩვენ.
ამ წყობილებასთან შეგვრჩება ჩვენ, ჩვენი ნაციონალური სახე, ენა, ზნე, ჩვეულება თუ არა, ეს ჩვენს საკუთარს მეცადინეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ შეგვრჩება თუ არა ეს სახე, გაქრება თუ არა ჩვენი ეროვნება, რომელსაც ესოდენ ძლიერი სახელმწიფო არ ჰყოლია ჯერ პატრონად, ყოველ შემთხვევაში, ის დრო, როდესაც სცხოვრობდა ალ. ჭავჭავაძე, ე. ი. უკანასკნელი წლები ირაკლის მეფობისა, რუსეთის შემოსვალა საქართველოსი და მათის უფლების დამყარება მეტისმეტად ღირს შესანიშნავია, ან როგორც უკანასკნელი თავი იმ ათასფურცლოვან წიგნისა, რომელსიაც ჩაწერილია უკუნითი-უკუნისამდე ჩვენი ხალხის ისტორია, ან როგორც პირველი თავი მეორე წიგნისა, რომელშიაც უნდა ჩაიწეროს ჩვენი ხალხის განახლებული ცხოვრება.
ვიღაც ენამახვილმა, ფრანცუზების მწერალმა თქვა: “როდესაც დანტონი ტანთ გაიხდიდა რევოლუცია შიშველი იყოო. ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრების აღწერა, მის დროს, თუ შიშვლად არა, შინაურულად მაინც დაგვანახებს.
ალექსანდრე ჭავჭავაძე დაიბადა პეტერბურგს 1786 წელს. იშვიათს ვისმე ქართველთგანს ჰქონია ისეთი ბედნიერი ჩამომავლობა და აღზრდა, როგორიც ჰქონდა ა. ჭავჭავაძეს. მამა მისი, გარსევანი, იყო საქართველოს ელჩად რუსეთში, მან მოაწერა ხელი 1783 წელს (24 ივლისს) გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლითაც დაიწყო საქართველოში რუსეთის მფარველობა; სემდეგში, 1797-ს პავლე I-ლის ტახტზე ასვლის დროს, ის ხელახლა გაიგზავნა რუსეთში მეფე ერეკლესაგან და ტახტზე სვლის მილოცვის შემდეგ გეორგიევსკის ტრაქტატის დამტკიცება და საქართველოს მემკვიდრედ გიორგის დანიშვნა ითხოვა; დასასრულ 1798 წელს გარსევან ჭავჭავაძე უკანასკნელად გაიგზავნა მეფე გიორგისაგან პეტერბურგს და უკანასკნელად ითხოვა რუსეთის მფარველობა.
ამ მოგზაურობის დროს მისი პოლიტიკური მისი განხორციელდა. “18 დეკ. 1800 წელს პავლე პირველმა ხელი მოაწერა საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტს”.
სხვა ბიოგრაფიული ცნობა რომ არა იყოს რა გარსევან ჭავჭავაძის შესახებ, მარტო ეს ისტორიულ ფაქტიც საკმაოა, რომ წაროვიდგინოთ თუ რაგვარ სფეროში იზრდებოდა ჩვენი პოეტი.
სხვა ცნობებიც მოწმობენ, რომ გარსევან ჭავჭავაძე იყო მწიგნობარი, მას ჰქონდა ყოველგვარი მისი დროების განთლება, იცოდა რუსული ენა და სასხლეში უპირველესი ადგილი ეჭირა. ამასთან ამავე ცნობებით, საქრთველოს თავადაზნაურობასი გარსვანი იყო ყოველთაგან პატივცემლი და პეტრბურგში გადასახლებულ ქართველობასთან დიდი განწყობილება ჰქონდა, ამიტომაც იყო რომ ირაკლიმ ის პირველ ელჩად აირჩია ისეთს მძიმე საქმეში, როგორიც იყო ერთი სამეფოს მეორე სამეფოსთვის დამორჩილება.
დედა ალექსანდრესი იყო მარიამ ივანეს ასული ავალოვისა, მისი დროის კვალობაზე ესეც განათლებული ქალი იყო “ვეფხის-ტყაოსანზე” და ჩვენს ძველებურს წესზე აღზრდილი.
რუსეთის კარი ამ დროს ეძებდა კარგს განწყობილებას საქართველოსთან. დიდმა იმპერატრიცამ ეკატერინე II-მ ისურვა საქართველოს ელჩის შვილის მონათვლა, გარსევანი ვერც კი ინატრებდა უკეთესს პატივს და ჩვენი პოეტი მონათლეს ეკატერინე II-მ და დიდმა მთავარმა ალექსანდრემ, შემდეგში იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა.
მაყვლისფერი ხავერდის ბალიში, რომელზედაც ამოიყვანა წმიდა ემბაზიდამ ნათლია იმპერატრიცამ ალექსანდრე ჭავჭავაძე, დღესაც ინახება მის შვილისშვილებში. უკანასკნელად ამ ბალიშზე მონათლა განსვენებულმა იმპერატორმა, ალექსანდრე II-მ სამეგრელოს თავადის შვილები, რომელნიც ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილისშვილები არიან).
ამგვარმა დიდებულმა ნათლიებმა კიდევ უფრო გააუჯობესეს ის პირობა, რომელშიაც გაიზარდა პოეტი.
როცა ოთხის წლის შეიქნა ალექსანდრე, გარსევანი დაბრუნდა სახლობით თბილისს. რადგანაც თბილისში იმ დროს სასწავლებელი არ იყო, მამამ თან წამოიყვანა ბავშვის ლალად ერთი ფრანცუზი, რომელიც დიდხანს იყო ალექსანდრეს ოსტატად. აქ დაისწავლა ალექსანდრემ ფრანგული, ნემეცური, რუსული, სპარსული და ქართული. მეტადრე ქართული, რომელიც იმან ასე ზედმიწევნით იცოდა.
საქართველოში ამ დროს არეულობა იყო. ირაკლის მხნეობა მოსწყდა, მტრები აიშალნენ და შიგ ქართველ თავადიშვილებში და ბატონიშვილებში დიდი უთანხმოება და განხეთქილება ატყდა. სულ ყველაფერი მიილტვოდა საქართველოს დაცემისაკენ, მეხუთე მოქმედება თავდებოდა და უკანასკნელი ფინალის არეულად გალობაც იწყებოდა.
ამგვარ დროებაში, რასაკვირველია, შვილის აღზრდისათვის არავის სცალოდა საქართველოში. მხოლოდ ბედისგან განებივრებული ალექსანდრე თავის ფრანცუზის მეცნიერებას ისმენდა და თავისუფალ დროს დასეირნობდა პირველად მამა მისისაგან ჩვენში გადმოტანილ “კარეტით”.
სამწუხაროდ სხვა არა ვიცით რა მისის სიყმაწვილიდამ. თუმცა უმნიშვნელოა, მაგრამ რადგანაც ჩვენამდის მიუხწევია, მოვიყვანთ აქ ერთს ეპიზოდს იმის სიყმაწვილიდამ. ამბობენ, რომ ერთს რაღაც დღეობაში, საცა მეფეც ბრძანდებოდა, ალექსანდრეს ბეჭედი დაჰკარგვია მინდორში, რომელიც ბევრი უძებნიათ თურმე, მაგრამ ვერ უპოვნიათ. მეორე წელს იმავე დღეობაში და იმავე შეკრებილებაში, ყმაწვილი ალექსანდრე მინდორზე მჯდომარე ათამაშებდა წკეპლას და უეცრივ ამ წკეპლაზე წამოეცო თურმე ეს ბეჭედი.
ვიმეორებთ, არა ვიცით რა იმისი სიყმაწვილიდამ, მაგრამ ის კი შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ საქართველოში ყოფნას უსარგებლოთ არ ჩაუვლია მისთვის, შენმდეგში “გოგჩის ტბის”ავტორის მაღალ მგრძნობიარე დაღრმა შთაბეჭდილების სული ტყუილად არ ხედავდა საქართველოს სამეფოს სულთაბრძოლას, რომ სამშობლოს მწუხარებას არ დაეტოვებია მის ნორჩ გულში სამუდამო კვალი..
არ ვიცით რამდენ ხანს დარჩა ალექსანდრე საქართველოში. უეჭველია გარსევანმა თან წაიყვანა ის პეტერბურგში, როცა მეფე ერეკლემ ხელმეორედ გააგზავნა ის რუსეთში პავლე 1-ლის ტახტზე ასვლის დროს.
არ ვიცით აგრეთვე როდის შევიდა ალექსანდრე პაჟების კორპუსში და როდის გაათავა იქ სწავლა), ვიცით მხოლოდ რომ ამ სასწავლებელში ის სწავლობდა ადლერ ბერგთან), რომელთანაც ის ძლიერ იყო დაახლოებული და სწავლა გაათავა დიდის წარმატებით. სწავლის დასრულების შემდეგ განსწესდა პაჟად სასახლეში.
ამ დროებში საქართველოში ყველაფერი გათავდა: თბილისი დაიწვა, ირაკლი მოკვდა, გიორგი მოკვდა, მეფის სახლობა რუსეთში გაიგზავნა, საქართველოში რუსეთის მთავრობა დაწესდა და ახვ. ალექსანდრე შორიდამ ისმენდა მამულის თავგადასავალს. პეტერბურგში მას ისეთი ადგილი ეჭირა, რომ საქართველოს ყოველგვარ ამბავს ან სასახლის მოხსენებაში კითხულობდა, ან პეტერბურგში გადასახლებულ ქართველ ოჯახებში შეიტყობდა ხოლმე.
როცა ალექსანდრე 26 წლისა შეიქნა, ცოლად შეირთო სარდლის, ივანე ჯამბკურ-ორბელიანის ქალი სალომე. ეს იყო 1812 წელს, როცა რუსეთს მოედო ნაპოლეონ პირველის ცეცხლი. უეჭველია, ალექსანდრე არ რეულა ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგანაც იმჟამად იმას ვხედავთ საქართველოში, კახეთის აჯანყების დასამშვიდებლად გაგზავნილს.
თბილისიდამ მოშორებულ, კახეთში ბატონიშვილებმა (ალექსანდრე ბატონიშვილი) განიზრახეს, ამ დროს რუსეთის ქვეშევრდომობიდამ განდგომა და ააჯანყეს კახელები, მთავრობამ ამათი დამშვიდება მიანდო ალექსანდრე ჭავჭავაძეს. ალექსანდრემ ჯერ მოინდომა კახეთის დამშვიდება ტკბილის ქართულით, მაგრამ, რომ ვერა გააწყო რა, საქმე ძალაზე და სროლაზე მიდგა.
რასაკვირველია, ამ შებმაში მთავრობის მხარემ გაიმარჯვა. ალექსანდრე სწუხდა, რომ საკუთარ ძმებთან უნდა ეომა, მაგრამ მოვალეობისა და სამხედრო დისციპლოინის მონა ისე შეება კახელებს და ცდილობდა საქმე ისე მაინც გაეთავებია, რომ ბევრი უბედურება არ მომხდარიყო.
ბევრი უბედურება, მართლა არ მომხდარა, მაგრამ თითონ პოეტი ლამის იმსხვერპლა ამ აჯანყებამ. ერთმა გლეხკაცმა ის დასჭრა ფეხში. ამ ჭრილობას ძლიერ ცუდი შედეგი ექნებოდა პოეტისათვის, რომ დროზე არ მიშველებოდათ ქუთათური თურმანიძეები), რომელნიც იმ დროშიც შესანიშნავი ექიმები იყვნენ.
ამ ჭრილობიდამ რომ მორჩა ალექსანდრე, წავიდა რუსეთს და გაყვა იმ ჯარს, რომელიც გაედევნა ვარსკვლავ-მიხდილს ნაპოლეონ 1-ს და 1814 წელს შევიდა პარიჟს ძლევამოსილ კოალიციის ჯართან.
საზღვარგარეთიდამ დაბრუნებული ალექსანდრე ისევ საქართველოში ჩამოვიდა და განაგრძობდა სამხედრო სამსახურს. იმის ცხოვრებაში დიდიხანს ისეთი არა მომხდარა რა, რომ მის ცხოვრების აღწერაში ჩასაწერი იყოს.
ხუთმეტი წლის შემდეგ საფრანგეთის ომის გათავებისა, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ასტყდა ომი. ამ ომშიც მიიღო მონაწილეობა; ის იყო მცირე აზიის ჯარში და აიღო ბაიაზეთი.
მაგრამ ბაიაზეთის მამაცს, ეკატერინეს და ალექსანდრე პირველის ნათლულს, კახეთის დამამშვიდებელს ოთხი წლის შემდეგ და სახელდობრ 1833წ. ეწია ისეთი განსაცდელი, რომელმაც საშინელი გავლენა იქონია მთელს მის არსებაზე. მას შესწამეს პოლიტიკური ორგულობა, დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს და შემდეგ 4 წლით ვორონეჟში გააგზავნე. ჩვენ ცოტა დაწვრილებით მოვიყვანთ ამ ეპიზოდს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებიდამ.
ამ დროს პირველად შეკრბა თბილისს რუსეთში სწავლა- დასრულებული ყმაწვილ-კაცობა: ო რ ბ ე ლ ი ა ნ ე ბ ი, ე.რ. ი. ს. თ. ა. ვ. ე. ბ. ი., ჭ. ა. ვ. ჭ. ა. ვ. ა. ძ. ე. ე. ბ. ი., ყ. ი. ფ. ი. ა. ნ. ე. ბ. ი. საქართველოს დამოუკიდებელი მდგომარეობა ისე ახლო იყო იმათგან, მისს წარსულში იმდენჯერ სმენიათ იმათ სმშობლოს დამონება და განთავისუფლება, მაშინდელი რუსის ჩინოვნიკების მმართველობა ისე გაუხარებელი იყო ქართველობისათვის, რომ ამ ყმაწვილების უმწიკვლო გულში დაიბადა ადვილად გასაგები გრძნობა სამშობლოს განთავისუფლებისა.
ხუთმეტიოდე ყმაწვილ-კაცებმა განიზრახეს მოეკლათ საქართველოს მთავარმმარტებელი, და ყველა ცალკე ნაწილების მოთავე რუსები, ჩაეგდოთ ხელში არსენალი, ხაზინა, მეტეხი და ბოლოს საქართველოს თავისუფალ სახელმწიფოდ გამოეცხადებინათ. ისინი იკრიბებოდნენ ხან განსვენებულ დიმიტრი ორბელიანთან), ხან პუპლიასთან) ამბობენ, რომ იმათი განზრახვა არ გაეგოთ, დაკეტდენ ოთახს, დააქრობდნენ სანთელს და შიგ ოთახში მოჰყვებოდნენ ჩურჩულს.
ალექსანდრე ჭავჭავაძე არც ხნით და არც აზრით რ იყო იმათი თანამოაზრე, თუმცა ყველა ეს ყმაწვილ-კაცობა იკრიბებოდა მის უპირველესს თბილისის სალონში, მაგრამ ვერავინ მათგანი ვერ ჰბედავდა კრინტი ამოეღო მათ პოლიტიკურ პროექტზე.
ამ ყმაწვილების განზრახვა შეიტყო თბილისის გუბერნატორის ძმამ ფალავანდიშვილმა).. ფალავანდოვმა ეს საიდუმლო შეატყობინა გუბერნატორს და გუბერნატიორმა იმ დროის მთავარ მართებელს, როზენს,”. როზენმა ზარები დარეკა. იმას წარმოუდგა, რომ სეს არის გაწყდა რუსები კავკასიაშიო და ერთს ღამეს ყველა ეს ყმაწვილ-კაცები დაიჭირეს. რუსების სიყვარულის გარდა მის განკარგულებას ცოტა დამსახურების ბეჭედიც აჩნდა. აქაოდა საქართველო მეორეჯერ მოვაგებინე რუსებსო.
როცა ამ ყმაწვილკაცებს ჩამოართვეს ჩვენება და საქმიდან აღმოჩნდა, რომ ისინი ხშირად დადიოდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძესათან იმათ ეჭვი აიღეს ჩვენს პოეტზეც. ერთის მათგანის (იმის სახელის ჩვენება არ გვინდა, რადგანაც ის ჯერ კიდევ ცოცხალია) ჩვენებამ სულ დაარწმუნა მთავარმართებელი ბარონი, რომ ალექსანდრეც რუსეთის წინააღმდეგი იყო. ამ ყმაწვილის ჩვენებიდან აღმოჩნდა, რომ ერთხელ, როდესაც შეთქმულნი შეკრებილნი იყვნენ ჩვენს პოეტთან და ვახშმის ჭამა დაეწყოთ, ალექსანდრეს ხალისიან გულზე სიტყვები ეთქვა.
ეს ეჭვი და ეს ჩვენება საკმაო შეიქნა ბარონ როზენისათვის, რომ იმას ბრძანება გაეცა დაეჭირათ ალექსანდრე ჭავჭავაძეც. იმასთან შევიდნენ დასაჭერად ჟანდარმები. ალექსანდრემ წესისამებრ მისცა მათ თავისი ხმალი და მერე გადავიდა ინჟენრების სამმართველოში, საცა ცალკე ოთახში დაამწყვდიეს. ალექსანდრემ აქ რამდენიმე თვე დაჰყო. ის ღრმად შეწუხებული იყო, რომ ასეთი შეურაცყოფით მოექცნენ მას, თუმცა კი არ ჰკარგავდა იმედს, რომ, ადრე თუ გვიან, მმართველობა მიხვდებოდა თავის შეცდომას და დაჭერილები ისევ მზეს იხილავდნენ. ის სწერდა თავის თანაპყრობელებს:
“მე ამას ვჰსტირი, განაწირი, ვაჰ თუ ვესწრა ვერ!..
თვარაღა ჟამი, გულთ მაამი კვლავცა იქნების”.
ამ დროს თბილისის ქართველობის მდგომარეობა საშინელ სურათს წარმოადგენდა. ოჯახი არ იყო, საცა მწუხარება და ტირილი არ ყოფილიყო. უკეთესი ყაწვილკაცობა, დედ-მამის და მამულის იმედნი, რომელნიც შემდეგ დიდი კაცები გახდნენ, დაჭერილნი იყვნენ და ციმბირში გასაგზავნად გამზადებულნი.
ბარონ როზენმა ქართველთა ასეთი ორგულობა შეატყობინა პეტერბურგს, საიდანაც გამოგზავნეს საქმის გასარჩევად გენერალი ჩევკინი (შემდეგში მინისტრი). ამან გაარჩია საქმეები და იმის წარდგენით მმართველობამ გადაწყვიტა გაეგზავნათ რუსეთში ამ შეთქმულების მონაწილენი.
ალექსანდრე გაიგზავნა ვორონეჟსსაცა იმან დაჰყო ოთხი წელიწადი.,. სხვათაშორის, ამ დროს რუსეთში გაგზავნეს მეორე ჩვენი დიდი პოეტი გრიგოლ ორბელიანი ( რიგას). ბატონისშვილი თამარ (კალუგას), დ. ი. ყიფიანი, გ. რ. ერისთავი, ვ. ორბელიანი, დ. ორბელიანი და სხვა.
1837 წელს ალექსანდრე დაბრუნდა ვორონეჟიდამ. მისმა სიყმაწვილის მეგობარმა ადლერბერგმა დიდი შემწეობა აღმოუჩინა მას ამ დაბრუნებაში. ამ წელს ნიკოლოზ პავლეს-ძემ ნახა ჩვენი პოეტი ერთს პარადზე და მის თავგადასავალზე ელაპარაკა.
მთავრობა ჩქარა მიხვდა თავის შეცდომას. ალექსანდრე ხელახლა განაწესეს სამსახურში. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა სამხრეთ კავკასიაში ჭირი გაჩნდა, მთავრობამ ის გაგზავნა მათდა მოსავლელად. აქ ის თვითონ მიდიოდა ავადმყოფების სანახავად; ბევრს ეგონა, ალექსანდრე დაიღუპებოდა ამ დროს, მაგრამ საქართველოსაგან. საყვარელი პოეტი ჭირმა არ წაიღო.
მას აქეთ ხანში შესული ალექსანდრე დღითიდღე იხვეჭდა ქართველთა სიყვარულს. მისი ლექსები, თუმცა ბეჭდვა არ იყო მაშინ გახშირებული, ქუჩა – ქუჩა და სოფელ-სოფელ იმღერებოდა,როგორც ოდესმე აბ. . . ის(გაურკვეველია) ლექსები. დაბალ ხალხში საყვარელ და განქმულ პოეტს მაღალ საზოგადოებაშიც დიდი კავშირი ქონდა, როგორც ნათესაობით, ისე სამსახურით.
როგორც მაგალითი, საჭიროა ეს უბრალო ამბავიც ითქვას: ერთხელ, როდესაც თბილისში თავად–აზნაურობის წინამძღოლის არჩევანი იყო, სხვათაშორის თავად კონსტანტინე მუხრანსკიმ იყარა კენჭი. ალექსანდრე ჭავჭავაძე მოიწვიეს კენჭის ჩასაგდებად. ალექსანდრე მიუბრუნდა ამ დროს თავად მუხრანსკის ამგვარი სიტყვებით;
- “კნიაზო” კონსტანტინე, ჩემზე ამბობენ, რომ ვითომ მე შენი მტერი ვიყო; რომ დაგიმტკიცო ეს მართალი ჰაზრია, საქვეყნოდ მომირთმევია თქვენთვის ეს ჩემი შავი ხმაო” - გამოსწია უჯრა და შავი კენჭი ჩაუგდო. ამგვარი ქცევის შემდეგ მთელმა თავად-აზნაურობამ შავი კენჭი ჩაუყარა მუხრანსკის, რომელიც, ამგვარად, აურჩეველი დარჩა.
სიკვდილის დროს ალექსანდრე იყო მთავარმართებლის რჩევის წევრი და ჰქონდა გენერალ - ლეიტენანტის ჩინი.
მაგრამ სწორად უთქვამს პოეტს “ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქნელიაო”. 6 ნოემბერს, 1846 წელს, როცა ალექსანდრე ჭავჭავაძის ჯანმრთელობა საუკეთესო მდგომარეობაში იყო, უცებ ქალაქში ხმა გაისმა ჭავჭავაძე მოკვდაო. მთელი ქალაქი მოაწყდა პოეტის სახლს. (ჭავჭავაძის ქუჩაზე, ახლანდელი გოლოვინის პროსპექტის გვერდით, საცა “ პარიჟის სასტუმროა “ ), ყველას უნდოდა შეეტყო, ასე უცებ რა დაემართა სიცოცხლით და ჯანმრთელობით სავსე პოეტს.
სამწუხაროდ, ქალაქში გავრცელებული ხმა მართალი იყო. ალექსანდრე ჭავჭავაძე იმ დილას, საათის ათზე, გაემზადა ვორნცოვთან წასასვლელად. რაღაც დღეობა იყო და მისალოცავად წასვლა ურჩია მისმა მეუღლემ.
მშვენიერი ყარაბაღული ცხენი შეაბა მის “ადინაჩკას” ქუჩერმა, და ალექსანდრე დაეშვა პარადის ფორმით მორთული ჭავჭავაძის ქუჩით. როცა ის დაუხლოვდა გოლოვინის პროსპექტს, უეცრივ ერთმა დედაკაცმა სახლიდან საპნიანი წყალი გამოიტანა და ქუჩაზე გადაღვარა, სწორედ იმ დროს, როდესაც იმას გაუსწორდა ალექსანდრეს ეტლი. ცხენი დაფრთხა, წაართვა თავი ქუჩერს. შეშინებულმა ქუჩერმა მოსძახა ალექსანდრეს: “კნიაზო, მე ამის დაჭერა არ შემიძლია, თავს უშველეო”. - ალექსანდრემ იფიქრა ქუჩრის მიშველება, წამოიწია და რომ უნდა სწვდომოდა აღვირს, მისი გრძელი შინელის მარჯვენა კალთა მოჰყვა ბორბალს და ზედ დაეხვია, ფეხზე წამომდგარი ალექსანდრე ძირს გადმოაგდო. ეს გადმოვარდნა სასიკვდილო შეიქმნა, დაეცა თავით. გრძნობა მიხდილი ალექსანდრე შეიყვანეს სახლში საცა ცოტა ხანი იცოცხლა.
ის მოკვდა იმავე ღამეს.
სიკვდილის წინ ვორონცოვმა თავისი მეუღლით ინახულა ავადმყოფი.
რამდენიმე დღის შემდეგ თბილისმა დიდი პატივისცემით დამარხა ის. მთელი მოქალაქეობა თავისი ამქრებით და ბაირაღებით გაჰყვა მას საუკუნო განსასვენებელთან. გვამი განსვენებულისა დამარხულია კახეთს, შუა მთის მონასტერში.
ჭავჭავაძის ცხოვრების აღწერა არ იქნებოდა სრული, რომ ორიოდე სიტყვა არ გვეთქვა მის სახლობაზე, სანამ მისი ნაწერის განხილვაზე გადავიდოდეთ.
მას ჰყავდა ოთხი შვილი. პირველი - ნინო, დაბადებული 1812 წელს, შემდეგში მისთხოვდა რუსეთის შესანიშნავ პოეტს გრიბოედოვს; მეორე - ეკატერინე, დაბადებული 1816 წელს, მისთხოვდა სამეგრელოს უკანასკნელ მთვარს დავით დადიანს და შემდეგ მისის სიკვდილისა დროებით მართავდა სამეგრელოს. მესამე - დავით, დაბადებული 1817 წ. ამ დავითის ქალზე თამარზე დაიწერა ჯვარი საქართველოს უკანასკნელმა ბატონიშვილმა ერეკლემ. მეოთხე - სოფიო, დაბადებული 1834 წელს. მისთხოვდა რუსეთში სახალხო განათლების მინისტრად ნამყოფ ბარონ ნიკოლაის...
გრიბოედოვის ცოლის გარდა დარჩა ჩამომავლობა, რომელნიც ახლა საქართველოს საუკეთესო ოჯახებს შეადგენენ.
ახლა პოეტის ნაწერებზე:
ძნელია ლაპარაკი იმ კაცზე, რომელზედაც ნამდვილი ცნობა არა გაქვს. ამ შემთხვევაში ან აკლებ ამ კაცს მის ღირსებას, ან ისეთ ღირსებას აწერ, რომელიც იმას არ ეკუთვნის. ალექსანდრე ჭავჭავაძეზე საბოლოო ჰაზრის შედგენა ლიტერატურაში, სანამ მისი ნაწერი ყველა არ დაბეჭდილა და მკითხველ საზოგადოებას არ გაუცვნია, უცნობ კაცზე ლაპარაკსა ჰგავს. ბევრისაგან გაიგონებ ალექსანდრე ჭავჭავაძისთანა პოეტი ამ საუკუნეში არ ყოფილაო, ზოგი ამბობს კიდეც - საქართველოში ერთი რუსთველიაო და მეორე ჭავჭავაძეო.
უნდა გამოვტყდეთ, რომ ჩვენგან ალექსანდრე ჭავჭავაძის თაყვანისცემა ასე შორს არ მიდის. რასაკვირველია, თუ მუდამ სიყმაწვილეში ყოფნას არ ვისურვებთ, თუ ჩვენს თავს დავინახავთ ღირსეულად, რომ როდისმე მაინც დავივიწყოთ ჩვენი ცოდვების მომტევებელი “გარემოება” და გავბედავთ ჩვენი ჭკუის ნაწარმოებს იმავე მასშტაბით დაუწყოთ ზომვა, რა მასშტაბითაც ზომავენ ყოველგვარ ლიტერატურულ ნაწარმოებს სხვა განათლებულ ქვეყნებში.
ამ სასტიკ კრიტიკული მოთხოვნილების წინაშე, როდესაც ყოველგვარ “ადგილობრივ გარემოებას დავივიწყებთ და პოეტის ნაწერს განვიხილავთ და დავაფასებთ როგორც პოეტურ ქმნილებას, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსები ჩვენი დროების საუკეთესო პოეტთა ლექსებზე მაღლა ვერ დადგება.
მისი თხზულების პირველ ნაწილში, რომელშიაც ოთხმოცდათვრამეტი ლექსია დაბეჭდილი ჩვენ ვერც კი მიგვიგნია პოეტის დედა გრძნობისათვის. ამ ლექსებში არც ბარათაშვილის კაეშანია, არც ორბელიანის ცად-აღმფრენი ენა და გრძნობა და წმინდა, ნამდვილი ქართული ხმა, არც აკაკის მამულის სიყვარული, არც ილიას ქნარი.
მართალია, ლექსები მშვენიერნი არიან, ერიერთმანეთზე უკეთესნი, ისინი ასიამოვნებენ ყურს, იქცევენ გონებას, ხანდახან სწვდებიან გულსაც მაგრამ ვერ მიიყვანენ მკითხველს იმ რაღაც გამოუთქმელ მდგომარეობამდე, რომელშიაც მიდის ის გრიგოლ ორბელიანის უბრალო, ურითმოდ დაწერილ “ფსალმუნის” კითხვაში, რომელშიაც როგორც ექსტაზში იკარგება კაცი შილერის, ბაირონის, ვიქტორ ჰიუგოს, ლერმონტოვის, ნეკრასოვისა და პუშკინის კითხვაში.
ეს გარემოება მით უფრო საკვირველია, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე დიდად შესანიშნავია როგორც ხელოვანი. ისეთი სიმდიდრე ლექსებისა, ისეთი ძლიერი გამოთქმა, ისეთი მოლბილება ქართული ენისა, როგორც აქვს ჭავჭავაძეს, არც ერთ ჩვენს თანამედროვე პოეტს არა აქვს. ენაზე ხომ ლაპარაკიც არ არის საჭირო. იმაზე უკეთესი მოქართულე არ უნახავს ჩვენს საუკუნეს... ამასთან ჭავჭავაძემ, რომელმაც ასე ზედმიწევნით იცოდა რუსული, ფრანგული და ნემეცური ლიტერატურა, რომელმაც ასე ჩინებულად თარგმნა ვოლტერის ბევრი ლექსები, კორნელის სინა, რასაკვირველია, ლექსების ზომაც იცოდა, იცოდა რა გვარად უნდოდა კაცის გულთან მუსაიფი და არ უნდა გასჭირებოდა ეს ლაპარაკი, მაგრამ, ჩვენის აზრით, იმან თავისი ცოდნა არ მოიხმარა საქმეზე და ისე ილაპარაკა, რომ გული უგრძნობი დარჩა.
რატომ? იმიტომ, რომ - აქ ჩვენ ისტორიულ ნიადაგზეუნდა შევდგათ ფეხი და იმ გარემოებას უნდა მივუბრუნდეთ, რომელსაც, როგორც ისრაელების თხას, ვაბრალებთ ჩევნს ცოდვას - იმიტომ, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე ისეთ დროში ცხოვრობდა, რომელშიაც სხვანაირად წერა შეუძლებელი იყო.
პოლიტიკურად და სამოქალაქოდ დასუსტებულ საქართველოში ალექსანდრეს ყმაწვილობის დროს სუფევდა ანტონ კათალიკოსის ფილოსოფიურ-ღვთისმეტყველური სწავლა და კაცთაგან გაუგონარი და მიუგნებელი ქართული ენა. “ვეფხის-ტყაოსანი” განიდევნა ოჯახებიდან; ქართულ გრამატიკას ლათინური სახე მიეცა და გამოგონილ იქნა მაღალი სამწერლო ენა, რომელიც ხალხისათვის მიუწვდომელი შეიქნა. ამგავრ მდგომარეობას კიდევ ერთი ახალი, რუსული ენა მიემატა და მწერლობა სულ აირ-დაირია.
ამ მდომარეობაში იყო ჩვენი ლიტერატურა, როდესაც ალექსანდრემ დაწერა პირველი ლექსი (სამეგრელოს დედოფლისაგან გაგვიგონია – მამაჩემმა ხუთმეტი წლისამ იწყო წერაო). ყველას ადვილად შეუძლია წარმიდგინოს თუ რა შემავიწროებელი პირობაა მწერლისათვის ასეთი მდგომარეობა. ხელ-ეფხი რომ შეუკრა კაცს, წყალში ჩააგდო და უთხრა იცურეო, სწორედ იმას ემგვანება, რომ პოეტს უთხრა ამ პირობაში: აბა აიღე ქნარი და ემუსაიფე ჩემს გულსო. ერთი დრო იყო, როცა ფრანგულ ლიტერატურაში შეუძლებელი იყო გეთქვა “შუადღე‘ არისო, უნდა გეთქვა “მეთორმეტემან საათმან დაჰკა უკანასკნელი ზარი”. ალექსანდრესაც, უნდოდა თუ არ უნდოდა, ამგვარი “მაღალი ფრაზებით” უნდა ელაპარაკა ამ საუკუნის დასაწყისში.
არ ვამბობთ, რომ ამგვარი ლაპარაკი მაინც და მაინც ნაძალადევი ყოფილიყო მისთვის. საქმე იმაშია რომ მისი ენა დროს ვერ წაუვიდა და ენასთან გრძნობამ ფრთააღკვეცილი დარჩა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოეტს ვინმემ ენა დაუწუნოს. ვიმეორებთ, მისი ენა შეუდარებელია, მაგრამ ენის კილო ყოველთვის როგორღაც დარბაისლურია, ყოველთვის მაღალი, თითქო ვინმე ოთხმოცი წლის სენატორის სიტყვა გესმის; კალამი ყოველთვის შეკავებულია და განცხრომით სავსე, თითქო მთელი თავის სიცოცხლე პოეტს წითელ მაუდით გადაფარებულ მაგიდაზე ეწეროს.
ამგვარი წერის კილო ჯერ ეამება კაცს, მაგრამ მერე მალე მოსწყინდება. ბუალომ მცნებად დაუდვა პოეტებს, წერის დროს ყოველთვის ერთიდაიგივე ენა არ ეხმარათ. მეორე ფრანცუზმა მწერალმა ფენელონმა .

??????