ბრაუნი ფელიქს
გაზიარება

შემოდგომის ოდა 

ჩიტის კვერცხივით წითელ-ყვითელი
ჭინჭრებქვეშ ყრია ბალახში მსხალი.
ჩაცუცქებულან ბავშვები ხის ქვეშ,
იტკბარუნებენ პირს მწიფე მსხლებით.
მათ თითებშუა მოწვეთავს წვენი,
რომელიც უკან, მიწაშივე ჩაედინება,
როგორც სურვილი უკვე დამცხრალი.
მოტეხილ ბალბას, ზაფხულიდან
შემორჩენილს, ჯოხზე ვამაგრებ,
რათა ლაფანმა უფრო დიდხანს გააძლებინოს,
თუნდაც დილამდე აცოცხლოს იგი
დამსხვრეული ცხოვრების წიაღ.
ღიმილით მიმზერს ვინმე მოხუცი, უცხო მებაღე,
ცელს აღარ იქნევს, რადგან ფეხებთან
შეუნიშნავს მქრქალი ყვავილი,
იმ ყვავილიდან სიმღერ-სიმღერით
პეპელას სახემიღებული ჩემი სული
მეტად აღარ ამოფრენილა,
უნაყოფობის სამყაროში თითქოს ძილი მონდომებოდეს.

??????