გამსახურდია ზვიად
გაზიარება

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა 

ფილოლოგიური პრობლემები

უკანასკნელ წლებში მრავალი მოსაზრება გამოითქვა ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლის “ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ - ს შესახებ. მკვლევარნი სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილავენ ძეგლს, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი სიძნელეთა წინაშე დგანან. მრავალი საკითხი,ძეგლთან დაკავშირებული, კვლავაც ბუნდოვანია და გაურკვეველი. არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია ძეგლთან დაკავშირებული ყველა საჭირბოროტო საკითხისათვის შუქის მოფენისა. ჩვენი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმა ზოგიერთ პრობლემაზე.
დავიწყოთ იმით, რომ თვით ტრადიციული წაკითხვა ძეგლის ტექსისა გვაყენებს დიდი სიძნელის წინაშე. გავიხსენოთ პირველივე წინადადება:“დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა, საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ამ სიტყვებს და, კერძოდ, სიტყვა “ენას“ იგებენ მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით. სინამდვილეში საკმარისია ღრმად ჩავუკვირდეთ წინადადების შინაარსს და ნათელი გახდება ამგვარი ინტერპრეტაციის ცალმხრივიბა, ვინაიდან “ენა“ ძველ ქართულში, ისევე როგორც სხვა ძველ ენებში, მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას. ასე მაგალითად, იოანეს “აპოკალიპსის“ - ის ტექსში:“შემდგომად ვიხილე და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხვად ვერავინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე კრავისა“ (გამოცხ.7.9) აქ ბერძნულ ტექსტში „ენას“ შეესაბამება „გლოსსა“. ვგონებ სადავო არ უნდა იყოს, რომ აქ ცოცხალ ადამინთა კრებულზეა საუბარი, რომელიც არიან “ყოველთაგან ენათა და ტომთა “, ე.ი. ყველა ხალხების, ყველა ეროვნების წარმომადგენლებზე. ასევეა “გამოცხადების“ XIV თავშიც„ “ანგელოზსა აქუნდა სახარებაი ხარებად მკვიდრთა ქუეყანისათა და ყოველსა ერსა ზედა და ტომთა და ენათა“ (14.7). ვგონებ ნათელია, რომ ანგელოსი, ვერაფერს ახარებდა “ენას“ (გინდ სალიტერატუროს, გინდ სასაუბროს), ვინაიდან ენა ცოცხალი არსება არ არის. ცოცხალი არესებანი არიან ადამიანები, რომელიც ამ ენათა, ანუ ეროვნებათა წარმომადგენლები არიან და მათ ახარებდა ანგელოსი. ასევე იხმარება ეს “ენა“ ძველ აღთქმაშიც:“ესე ძენი სემისნი - ენათა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა, და ნათესავთა შინა მათთა“ (დაბად. 10.31 დან. 3, 4-7, 5.19, 29-31). სხვათა შორის, ბიბლიის მცხეთურ ხელნაწერში აქ “ენის“ ადგილზე ნახმარია“ტომი“.“ენის"მსგავსი მნიშვნელობით ხმარებას ვხვდებით „ქართლის ცხოვრებაშიც“.“სკვითნი,ხაზარნი,აბაშნი,არაბნი,მიდნი,ელამიტელნი და შუამდინარელნი და ყოველნი ენანი და ნათესავნი. ს.ყაუხჩიშვილის მიერ ამ ტომისათვის დართულ ლექსიკონშიც ორგვარი განმარტებაა „ენისა„: 1) ენა-(„ენა“) „ენა ვერ მიძრავს“. 2) ენა-(ტომი,ნათესავი)-„ყოველნი ენნანი და ნათესავნი“.„ყოველნმან ენამან მხოლოსა ღმერთსა თაყუანის გცეს“და ა.შ.
ამრიგად, იოანე-ზოსიმეს „ქებაი„ეხება არა მხოლოდ ქართულ ენას,როგორც ასეთს,არამედ ქართველ ერს, ქართულ ეთნოსს, მის კულტურულ ისტორიულ მისსიას, როგორც ეს ესმოდათ საქართველოს ეზოტერულ-ქრისტიანულ წრეებში (რომელნიც ეკლესიისგან განცალკევებით როდი არსებობდნენ).
ახლა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს „საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა„. ზოგი მკვლევარი აქაც თანამედროვე მნიშვნელობით იგებს სიტყვას „საწამებლად„, როგორც “წამებას“, “ტანჯვას“. სინამდვილეში „საწამებლად„ აქ ძველი ქართული მნიშვნელობით არის ნახმარი ისევე როგორც სახარებაში:„სწამა იოანე და თქუა„(იოანე,1,32). ე.ი. „დაამოწმა“, „სვიდეტელსტვოვალ“. თუ ჩვენ „ენას“ ვიგულისხმებთ მხოლოდ მისი თანამედროვე მნიშვნელობით მაშინ გამოდის აბსურდი, თითქოს ენამ, როგორც ასეთმა, უნდა სწამოს ქრისტესათვის. ენა თავისთავად ვერავისთვის ვერაფერს სწამებს, ვინაიდან იგი არ არის ცოცხალი არსება, პიროვნება. სიტყვა „საწამებლად„, „სწამა„ და მისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები საღვთო წერილებშიც და ქრისტიანულ ლიტერატურაშიც მუდამ იხმარებიან ადამიანთან, პიროვნებასთან ან ადამიანთა ჯგუბთან (თუნდაც ერთან) დაკავშირებით.
შემდეგი და კიდევ უფრო დიდი გაუგებრობა იბადება იმ შემთხვევაში, თუ „ენას“ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი მნიშვნელობით წარმოვიდგენთ, როგორც მამხილებელს სხვა ენებისას:„რაითა ყოველთა ენათა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ე.ი. გამოდის, რომ ქართული ენა არა მხოლოდ სწამებს ქრისტესათვის, არამედ ამხელს სხვა ენებს, ვინაიდან სხვა ენები ცოდვილნი არიან, ქართული ენა კი უცოდველია და ამხელს მათ. რაში უნდა გამოიხატებოდეს ცოდვიანობა თუ უცოდველობა? ვით შეუძლია ენას, განყენებულ განგებას, იმოქმედოს ისე, რომ სცოდოს ან არ სცოდოს, ამხილოს ვინმე ცოდვაში ან არ ამხილოს? „მხილება“ აქ „გამხელას“ რომ ნიშნავდეს, როგორც ზოგიერთ ავტორს მიაჩნია, მაშინ იქნებოდა „უმხილოს“. როგორც ამას ვხვდებით მოციქულთა საქმეში:„ესე უმხილა ვინმე სავლეს“-სხვა ვარიანტია „ეუწყა სავლეს“ (იხ.ი.აბულაძის ლექსიკონი). „მხილება“ იოანე - ზოსიმესთან ნახმარია სახარებისეული მნიშვნელობით :„რომელმან თქვენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?“ ეუბნება ქრისტე ფარისევლებს. ენა შესაძლოა მეტნაკლები ადეკვატურობით გადმოსცემდეს გარკვეულ ცნებებს, გარკეულ სულიერ გაგებებს, მეტნაკლებად ღვთაებრივ-სულიერი იყოს ან მეტნაკლებად მდიდარი, მაგრამ მისი „ცოდვიანობა“ ან „მამხილებლობა“ გაუგებარია. შეუძლებელია იოანე-ზოსიმეს ასეთი ამბები არ სცოდნოდა.
ეს ორივე წინააღმდეგობა მოიხსნება, თუ სიტყვა „ენას“ გავიგებთ ისე, როგორც იგი იხმარებოდა იმ ეპოქაში, სადაც შეიქმნა სახარებები და აპოკალიფსისი, ან როდესაც აღმოცენდა ქრისტიანობა და ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ლიტერატურა. საკმარისია დაშვება ყოველივე ამისა, რომ ყოველგვარი წინააღნდეგობა მოიხსნება ძეგლის პირველივე წინადადების გაგებაში. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იოანე-ზოსიმე ქართულ ეროვნებას არ იგულიხმებდა ქართული ენის გარეშე, ვინაიდან ქართული ენისა და კულტურის გარეშე მხოლოდ ერის მიღწევას მეორედ მოსვლამდე არ ექნებოდა არავითარი მნიშვნელობა. ასე რომ, ეს წინადადება დღევანდელ ქართულ ენაზე შემდეგნაირად უნდა გადმოითარგმნოს:„ქართული ეროვნება და მისი ენა (ქართველი ერი) შენარჩუნებულ იქნება მისი (ქრისტეს) მეორედ მოსვლის დღემდე,რათა მან სწამოს (ქრისტესთვის), რათა ყოველი ერი ღმერთმა ამხილოს ამ ერის მეშვეობით“.
ახლა უკვე გასაგები ხდება ყოველივე:ერთი ერი, შესაძლოა იყოს უფრო მეტად ცოდვილი, მეორე-ნაკლებად,ერთი ერი შესაძლოა უფრო ახლოს იდგეს ღმერთთან, მეორე-ნაკლებად. მამხილებელიც შესაძლოა იყოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან ერი და არამც და არამც მხოლოდ მისი ენა.
გარდა ამისა, ნუთუ შესაძლებელია, რომ მეათე საუკუნის (ან თუნდაც უფრო ადრინდელ) ქართველ მწიგნობარს, თავისი ეპოქისათვის განათლებულ ადამიანს არ სცოდნოდა ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ არა მხოლოდ ქართული, არამედ ყველა ენა, ყველა დამწერლობა შენარჩუნებულ იქნება („დამარხულ იქნება“) ქვეყნის დასასრულამდე, ე.ი. ქრისტეს მეორედ მოსვლამდე? რა აღმოჩენა, წინასწარმეტყველება უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი, რომელსაც იგი ესოდენ საზეიმოდ ამცნობს თავის თანამემამულეებს? განა არ იქნება ასევე შენარჩუნებული ძველბერძნული, ლათინური ან რომელიც გნებავთ ის მკვდარი ენა, რომელსაც გააჩნია დამწერლობა? რა სიბრძნე უნდა ყოფილიყო ამის აღნიშვნაში?
რაც შეეხება ერს, ეროვნებას, აქ სხვაგვარად უნდა ყოფილიყი საქმე. ენა შეიძლება დარჩეს, ერი კი განადგურდეს. ქრისტიანული ესქატოლოლოგიის მიხედვით მომავლის კატაკლიზმების დროს ზოგი ერი დაიღუპება, აღიგვება პირისაგან მიწისა, ზოგი კი გადარჩება. აი, აქ კი საჭირო იყო პროფეტული ოპტიმიზმი, რომელსაც ამჟღავნებს იოანე_ზოსიმე, როდესაც ამხნევებს თავის თანამემამამულეებს: ქართველი ერი გადარჩება, იარსებებსო მეორედ მოსვლამდე.იოანე-ზოსიმეს ამ შემთხვევაში ვერ იხმარება ტერმინ „ეროვნებას“,ვინაიდან ეს ტერმინი იმ ეპოქაში ჯერაც არ არსებობდა ,იგი უფრო გვიანდელი ხანის პროდუქტია.ამიტომაც იხმარა მან “ენა“, რომელიც მის ეპოქაში ნიშნავდა “ერს“, “ეროვნებას“, “მოგმას“.
იოანეს აპოკალიპსისში ჩვენ ვხედავთ,რომ ყოველი ერი,ყოველი ქვეყანა როდი მიაღწევს უფლის მეორედ მოსვლამდე.მაგალითად,ღვთის რისხვის მეშვიდე ლანკნის დანთხევისას (გამოცხ.16,17)რომელიც მეორედ მოსვლას და მკვდართა აღდგომაზე გაცილებით ადრე ხდება ,აღწერილია ბაბილონისა და სხვა წარმართთა და ენათა (ერთა)განადგურება. ბაბილონი იქ სიმბოლურ-კრებითი სახეა ყველა იმპერიისა,რომელზედაც შეგვიძლია ვთქვათ აპოკლიპსისა და ქებაის“გაგებით,რომ ეს „ენა“ არ არის დამარხულ დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა: „დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკვიდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმინდისა და მოძულებულისა“ (გამოცხ. 18.2). ეს ყოველივე კი მოხდა მეორე მოსვლაზე ადრე.
ასე რომ, იოანე-ზოსიმე წინასწარმეტყველებს: ქართველი ეროვნება, ქართული მოდგმა მიაღწევს მეორედ მოსვლამდე. მხოლოდ ერის მიღწევას კი არ დასჭირდებოდა არავითარი წინასაწრმეტყველება.
აპოკალიპსისის ფინალში ჩვენ ვხედავთ, რომ ერები, ანუ ენანი ორად არიან გაყოფილნი. ერთნი არიან ვითარცა წყალი, რომელზეც დგას ბაბილონი, ე.ი. წამოადგენენ ბაბილონის იმპერიის დასაყრდენს: „წყალნი იგი რომელი იხილენ, ერნი არიან და წარმართნი ენანი“ (გამოცხ.17.15). ისინი დაინქთმიან ქვესკნელში ბაბილონთან ერთად.ხოლო მეორენი იშვებიან ცათა შინა, კრავის ქორწილზე: „შემდგომად მესმა, ვითარცა ხმაი დიდი ერისა მრავლისაი ცათა შინა,რომელნი იტყოდეს:ალელუია,მაცხოვრებაი და ძალი და დიდებაი ღმრთისა ჩუენისაი“(გამოცხ.19.1)ვინ არის ამ დროს იგი, ვინ სწამებს იესოსათვის? ამის პასუხად ანგელოზი ეუბნება იოანეს:„და დავვარდი წინაშე ფერხთა მისთა თაყვანისცემად მისა,და მრქუა მე :„იხილე ნუ,შენ თანა მონაი ვარ მე და ძმათა შენთა ,რომელთა აქუს წამებაი იესოსი;ღმერთსა თაყუანის ეც,რამეთუ წამებაი იესოსი არს სული იგი წინასწარმეტყველებაი“(გამოცხ.19. 10).
ესე იგი,ისინი,ვინც სწამებენ იესოსათვის,არიან ძმანი იოანე მოციქულსა,რომელიც სწამებს აგრეთვე მათთან ერთად და მათაც აქვთ სული წინასწარმეტყველებისაი, ანუ სულიწმინდა. აი, როგორ ჭვრეტს იოანე-ზოსიმე ქართული მოდგმის მომავალს,რომელიც„ დამარხულ არს საწამებლად მისა“ :მას ექნება სული წინასწარმეტყველებისაი, სულიწმინდა, ისევე როგორც იოანეს და მის ძმებს, ანუ მართალთ, რომელნიც იშვებენ კრავის ქორწილზე ღვთის სასუფეველში ისრაელის 12 მუხლის რჩეულთან ერთად. თუმც ეჭვგარეშეა, რომ იოანე-ზოსიმემ ამდვარ ქართელებში ჭეშმარიტ ქრისტიან ქართელებს გულისხმობს,რომელთაც უნდა „სწამონ“ქრისტესთვის. მხოლოდ ასეთნი შეიძლება გაუთანაბრდნენ აპოკალიპსურ „ძმებს“იოანესას. იოანეს ეს ძმები,ამავე დროს ,მამხილებლნი არიან ყველა ენათა და წარმართთა, რასაც აპოკალიპსისში სიმბოლური ზეციური თეთრტაიჭოსანი მხედრის სახით ვხედავთ :„და ვიხილენ ცანი განხუმულნი და აჰა ცხენი სპეტაკი და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოი და ჭეშმარიტი და სიმართლით სჯის და იბრძვის.და თუალნი მისნი იყვნეს ,ვითარცა ალი ცეცხლისაი,და თავსა ზედა მისსა გვირგვინნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები და სახელი წერილი ,რომელი არავინ უწყის ,გარნა მან თავადმან.და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა და წოდებულ არს სახელი მისი:სიტყუაი ღმრთისა და მხედრობანი ცათანი შეუდგეს მას,მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა,შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახვილი ორპირი აღლესული,რაითა მით მოსრნეს წარმართნი და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაითა“ (გამოცხ. 19.11-15)
“ორპირი მახვილი აღლესული“ არის სიმბოლურად “მახვილი მხილებისა“, საღმრთო მხილება კაცობრიობის ცოდვათა, “რკინის კვერთხით მწყემსვა“ კი არის გასამართლება ცოდვილ წარმართთა (კვერთხი სამართლის სიმბოლოა). აი, რომელ ესქატოლოგიურ სახეს უკავშირსება იოანე - ზოსიმესეული გაგება ქართული მოდგმის, ქართული ეთნოსის მომავალი მამხილებელი მისსიისა!
თეთრ ცხენზე მჯდარი ზეციური მხედარი არის არხისტრატეგოსი ზეციური მხედრობისა, მთავარანგელოზი მიქაელ, ძალი ღვთისა, ანუ პირი ღვთისა, აგრეთვე, პროფეტული განჭვრეტა მიქაელის მიწიერი რაინდის, წმინდა გიორგის მსახურებისა, რომელსაც უკავშირებს იოანე - ზოსიმე ქართველ ერს, როგორც ჭეშმარიტი ქართველი ქრისტიან - გეორგიანი. საქართველოს სახეს იგი სჭვრეტს ზეციურ ძლევამოსილ მხედარში, რომელიც ასრულებს საღვთო მისიას წარმართთა ერთა და ენათა მხილებისას და მათი მწყემსვისას რკინის კვერთხით, ანუ გასამართლებისას. აი, სიტყვა “მხილების“ ნამდვილი მნიშვნელობა (აპოკალიპსური მამხილებელი სულიწმინდაა და მისი თეთრტაიჭოსანი რაინდი)
ახლა გადავიდეთ შემდეგ წინადადებაზე: “და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამა ენასა ლაზარე ჰქვიან“.
ზემოთ უკვე დავინახეთ იდუმალი კავშირი ქართული ენისა, ანუ ეროვნებისა იოანე მოციქულთან, რომელსაც მეორედ მოსვლისას აქვს “წამებაი ქრისტესი“, ისევე როგორც ქართულ ენას (ეროვნებას). ახლა კი ვხედავთ, რომ ქართული ენა იდენტიფიცირებულია ლაზარესთან, რომელიც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით. ლაზარე კი, ზოგი თეოლოგის თვალსაზრისით, არის იგივე იოანე მოციქული. ახალ დროში არა მხოლოდ თეოსოფოსებმა, არამედ სახარების ტექსტის მკვლევარმა ფილოლოგებმაც მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ როდესაც იოანეს სახარებაში საუბარია იოანე მოციქულზე, როგორც მაცხოვრის საყვარელ მოწაფეზე, ნახმარია ზმნა“ფილეო“, სულიერი სიყვარული, იგივე ზმნა ნახმარია აგრეთვე მხოლოდ და მხოლოდ ლაზარესთან დაკავშირებით (იოანე 3. 11)რაც სიყვარულის გარდა.,სახარებისეული გაგებით, ნიშნავს უმაღლეს სულიერ მეგობრობასაც (იხ.ფ.ვ.ფარრარ, იესო ქრისტეს ცხოვრება, ლონდონი, 1880, ინგ.ენაზე), ვინაიდან ცნობილია, რომ სახარება განასხვავებს სიყვარულის სამ სახეობას:ეროსს,აგაპეს და ფილიას. სხვა მოწაფეებთან დაკავშირებით სიტყვა “ფილეო“ არ იხმარება. სხვა შემთხვევაში და სხვა მოწაფეებზე ნახმარია ზმნა “ეგაპა“, ნაწარმოები “აგაპედან“. ამ იდენტიფიკაციის საკითხებზე აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ შემთხვევაში ორი პიროვნების გაიგივება როდია მთავარი, არამედ ის, რომ იოანე მახარებელს თავის სახარებაში ქრისტესეული (და არა იოანესეული) ნათლისღების, ანუ ინიციაციის პარადიგმად მოჰყავს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ლაზარესთან ქართული ენის იდენტიფიკაციის შემდეგ ხომ იოანე - ზოსიმეც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული ენა არის “მისთანავე (ქრისტესთანავე) დაფლული სიკვდილითა ნათლისღებითა მისისაითა“, ე.ი. ღებულობს ქრისტესეულ ნათლისღებას. რას ნიშნავს ქრისტეს ნათლისღება და რით განსხვავდება იგი იოანესეული ნათლისღებისაგან (წყლით ნათლისღებისაგან)? ამაზე პასუხს გვაძლევს თავად იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მასთან მოსულ ხალხს ეუბნება: “მე უკვე ნათელგცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ - გცეს თქვენ სულითა წმინდითა და ცეცხლითა“ (მათე 3.4) ამაზე პასუხს გვაძლევს აგრეთვე თავად მაცხოვარი, როდესაც იგი უკვე იოანესაგან ნათელღებული, ეუბნება თავის მოწაფეებს “ხოლო ნათლისღებაი მაქუს ნათლის ღებად და ვითარ შეურვებელ ვარ ვიდრემდე აღესრულოს!(ლუკა 12.50) ე. ი. იოანეს ნათლისღების გარდა სხვა ნათლისღება უნდა გაიაროს ჯერ თავად იესო ქრისტემ.
ამ ნათლისღებაში იგულისხმება ჯვარცმა, სიკვდილი და დაფვლა იესო ქრისტესი, რომელსაც მოსდევს გარდაუვალი აღდგომა. ამავე ნათლისღების წინასახეა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. იგივე ნათლისღებაზე ესაუბრება იესო ქრისტე იაკობს და იოანეს,რომელნიც მოვიდნენ მასთან და სთხოვეს ნება მიეცა მათთვის,რათა ერთი მის მარჯვნივ დამჯდარიყო, ხოლო მეორე მარცხნივ. იესომ ჰკითხა მათ: „არა იცით, რასა ითხოვთ. ძალგიცა სასუმელისა,რომელსაც მე შევსვამ, შესუმად,და ნათლისღებისა, რომელსა მე ნათელვიღებ, ნათლის ღებად?“(მარკ.10.38) მოციქულნი ეუბნებიან ქრისტეს,რომ მათ ძალუძთ ეს ყოველივე. ამას მოსდევს პროფეტული სიტყვები, რომელნიც ცხადყოფენ,რომ ეს ორი მოციქული მართლაც მიიღებს მომავალში ქრისტესეულ ნათლისღებას:“სასუმელი საქმე,რომელსა მე ვსუამ,ჰსუათ, და ნათლისღებაი რომელი მე ნეთელ ვიღო, ნათელ იღოთ“(მარკ.10.39). ეს სიტყვები გამართლდა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომაზე, რომელმაც მიიღო ქრისტესეული ნათლისღება სიკვდილითა და აღდგომით, აგრეთვე სულიწმინდის მომადლებით. ასევე განმარტავს ამ ნათლისღების არსს პავლე მოციქული:“ანუ არა უწყითა,რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ,სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაითა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით. რამეთუ უკუეთუ თანანერგ ვიქმნენით მსგავსებასა მას სიკვდილისა მისისასა ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ“(რომ.6.3 - 5). აი, ამგვარი ქრისტესეული ნათლისღება პირველად განხორციელდა ლაზარეზე, რომელიც მოკვდა და აღდგა, ე.ი. ლაზარე პირველი მოინათლა სულიწმიდითა და ცეცხლით, ანუ ქრისტესეული ნათლისღებით. მაგრამ მის სნეულებაზე ხომ მაცხოვარი თავიდანვე ამბობს, რომ ეს არ არის ნამდვილი, სასიკვდინე სნეულება:“სნეულებაი ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთსა მისგან“ (იოანე 11.4). ძე ღმრთისა იდიდა იოანე მოციქულისაგან, მისი სახარებითა და აპიკალიფსისით. ქრისტესეულ ნათლისღებას ქართული ენა ღებულობს, რათა მომავალში აღასრულოს ქრისტეს მისსია. რაში მდგომარეობს ეს მისსია? გავიხსენოთ, თუ ვით ახასიათებს თავის მისსიას იესო-ქრისტე პილატეს სამსჯავროს წინაშე:“ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაი“.(იოანე18.37.)ხოლო ქართულ ენაზე იოანე - ზოსიმესეულ ძეგლში ნათქვამია:“დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა. საწამებლად“.რის საწამებლად? ცხადია, ჭეშმარიტების საწამებლად. ქართულმა ენამ, ქართულმა მოდგმამ უნდა სწამოს ჭეშმარიტი, ისევე როგორც იესო ქრისტემ. მან უნდა ადიდოს ქრისტე, ისევე როგორც იოანე - ლაზარემ. ასე სწამს იოანე - ზოსიმეს.
იოანე - ზოსიმეს ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მიაჩნია ქართული ენის სიმბოლოდ, რომელიც არის “შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული“.თანაც იგი იქვე იმოწმებს დავით წმიდა წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს:“წელი ათასი ვითარცა ერთი დღე“. “ოთხი ათასის“ შესახებ ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ ქვემოთ, ახლა კი ვნახოთ, რას გულისხმობს ავტორი, როდესაც ამბობს:“და ახალმან ნინომ მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაი.“
წარმოვიდგინოთ კვლავ, რომ სიტყვა “ენა“ ძეგლში ნახმარია მარტოოდენ მისი დღევანდელი მნიშვნელობით. გამოდის, რომ ქართული ენა მოაქცია ნინოს გარდა ჰელენე დედოფალმაც. დავუშვათ, რომ წმ. ნინო საქართველოში მოსვლის შემდეგ დაეუფლა ქართულ ენას, როგორც წარმოშობით მოსხი კაბადოკიელი და ქრისტიანული გაგებებით გაამდიდრა იგი, რითაც “მოაქცია“, მაგრამ აბა ჰელენე დედოფალი როგორ მოაქცევდა ქართულ ენას? ან ნუთუ ქართული ენა ნინოს მიერ ქართლის მონათვლასთანავე წარმართული ენიდან ქრისტიანულ ენად იქცეოდა უმალვე? ნინოს ხომ არ შეუქმნია რაიმე ნაწარმოებები ქართულ ენაზე? ანუ რა განსხვავებაა წარმართულ ენასა და ქრისტიანულ ენას შორის? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ აქ კვლავ საქმე ეხება ერის, ეროვნების მოქცევას. მარტოდენ “ენის მოქცევა“ აშკარად ნაძალადევი წარმოდგენაა, ერის მოქცევა კი ბუნებრივია. ჰელენე დედოფლის წვლილიც გასაგებია: მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას რომში, რის შედეგადაც მომზადდა ნიადაგი საქართველოს გაქრისტიანებისათვისაც, გარდა ამისა, ჰელენე დედოფლის ზრუნვა ქართლის მიქცევისათვის და ნინოსთან მეგობრობა ისტორიული ფაქტია.
რატომ არის ნინო მარიამი, ხოლო ჰელენე მართა? ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ მარიამთან და მართასთან დაკავშირებული ეპიზოდი ლუკას სახარებიდან: “და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე და იყო მუნ დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა და შეიყვანა თავადი სახით თვისა და იყო დაი მისი რომელსა ერქუა მარიამი, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესოისთა და ისმენდა სიტყვათა მისთა. ხოთო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის, ზედა მოადგა და ჰრქუა:უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე. მიუგო იესო და ჰრქუა მას: მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის; აქ ერთისა არს სახმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია,რომელი არასადა მიეღოს მისგან(ლუკა10.38-42).მარიამი,რომელიც ნიადაგ მაცხოვარს უსმენდა და საოჯახო საქმეს არ აკეთებდა, არის სიმბოლო სულის შინაგანი მედიტაციური აქტივობისა, მარადის ღვთის ჭვრეტისა, მისტიკა, ხოლო მართა, რომელიც ნიადაგ საოჯახო საქმე აკეთებს, სიმბოლოა სულის გარეგანი აქტივობისა სოციალური ყოფის და ქველმიქმედების სფეროში. ერთი მისტიური ჭვრეტის გზაა, მეორე სოციალური განვითარებისა, სახელმწიფოებრივი მიღვაწეობისა და პოზიტიური თეოლოგიის ამ ორ გზას შორის პრიარტისტს თავად მაცხოვარი ანიჭებს პირველს, ე.ი. მარიამს.ამის გამო ნინო, მისტიკოსი ქალი, ნათელმხილველი, მარადის მლოცველი და მმარხველი და მით სულიწმინდის მადლის მომპოვებელი, შედარებულია მარიამთან, ხოლო ჰელენე დედოფალი, იმპერატრისსა რომისა, სოციალურ სფეროში შედარებულია მართასთან. ავტორი მიგვანიშნებს აგრეთვე იმ ორი იმპულსის თავისებურებაზე, რომელიც შემოვიდა საქართველოში მათი მეშვეობით. ერთთან დაკავშირებულია ღვთის მისტიური ჭვრეტა, მისტიური თეოლოგია, მეორესთან - ქველმოქმედება და სამართლიანობა სოციალურ სფეროში, აგრეთვე ოფიციალური დოგმატური თეოლოგია, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო იდეოლოგიას. ამითვეა განმარტებული იმ ირი მოდგმის მისსიის თავისეურება, რომლის წარმომადგენლებიც არიან ნინო და ჰელენე დედოფალი.
რას ნიშნავს გამოთქმა “ახალმან ნინო“? გულისხმობს თუ არა ეს გამოთქმა რომელიღაც სხვა, უფრო გვიანდელ ნინოს? არამც და არამც. საქმე ის არის, რომ სიტყვა “ახალი“ ძველ ქართულში ნიშნავს რიგით პირველსაც. ასე მაგალითად, ბიბლიაში ახალი, “ახალთაი“ ეწოდება ებრაელთა პირველ თვეს, ნისანს:“დღეს გამოხუალთ თქუენ თუესა ახალსა“ (გამოსვლ.13.4). “თთუესა შინა ახალთასა გამოხვედ ეგვიპტით“ ჳ 11. შჯ.16.1. „ახალკვირიაკე“, „ახალკვირა“ნიშნავს აღდგომის შემდეგ პირველ კვირას: „მოვიდეს კაცხსა... დღესა ახალკვირიაკესა“ A-484.ე.ი. „ახალ ნინოში“იგულისხმება თავდაპირველი ნინო,წმინდა ნინო,საქართველოს განმანათლებელი.ეს გამოთქმა ნინოსთან დაკავშირებით იხმარება იმის გამო,რათა იგი დაუკავშიროთ სხვა,შემდეგდროინდელ პიროვნებებს ამ სახელის მატარებელთ.გარდა ამისა,ნინო მეათე საუკუნისათვისაც ახალია,ვინაიდან ახალი სჯულის შემომტანია.
თუ ჩვენ კვლავაც იმ თვალსაზრისზე დავრჩებით,რომ ძეგლში სიტყვა „ენა“ ნახმარია მხოლოდ მისი პირველადი მნიშვნელობით,მაშინ სავსებით ზედმეტად მოგვეჩვენა შემდეგი ფრაზაც: „და მეგობრობაი ამისთვის თქვა,ვითარმედ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს.“ვინ თქუა „მეგობრობაი?“კონტექსტიდან ირკვევა,რომ იგი ეხება როგორც ლაზარეს,ასევე ქართულ ენას.მაგრამ განა ენა შეიძლება იყოს ვინმეს მეგობარი?ეს წინააღმდეგობაც მოიხსენება,თუ„ენას“მისი ნამდვილი მნიშვნელობით გავიგებთ.ე.ი. ქართული მოდგმა, ქართველი ერი არის მეგობარი ქრისტესი,ისევე როგორც ლაზარე,ისევე როგორც იოანე,რომლის შესახებაც ნათქვამია სახარებაში,რომ იგი უყვარდა იესოს„ფილიას“გაგებით,რაც სხვა მოციქულებზე არ არის ნათქვამი, თუმც მათაც მეგობრები ეწოდებათ(ლუკა 12.4).აი, რა იგულისხმება გამოთქმაში„და მეგობრობაი ამისთვის თქუა“.წინადადების გაგრძელება ნათელს ჰფენს ამ მეგობრობის არსსაც:„ყოველივე საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს“.როგორც ლაზარე-იოანე იყო მფლობელი კაცობრიობისყოველი ეზოტერალური საიდულოსი,ანუ საიდუმლო სიბრძნისა,ასევეა დამარხული, ე. ი. შემონახული ყველა ეს საიდუმლო საქართველოში,ქართველ ერში და არეკლილია მის ენასა და კულტურაში.მაგრამ გადაჭარბება იქნებოდა იმის თქმა,რომ ლაზარე და საქართველო იყვნენ მფლობელნი იესო ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი,რამეთუ თავად მაცხოვარი ეუბნება თავის რჩეულ მოწაფეთა წრეს იოანეს სახარების ფინალში.:„ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა,არამედ აწ არღა ძალგიც ტვირთუად“(იოანე16.12),რაც იმას ნიშნავს,რომ იესო ქრისტემ შესძლო გადაცემა თავის მოწაფეთათვის თავისი ეზოტერული სიბრძნის მხოლოდ ნაწილისა.მას სურდა მეტის გადაცემა,მაგრამ ისინი ჯერ არ იყვნენ ამისთვის მომწიფებულნი (ეს ლაზარესაც ეხება).გარდა ამისა,იოანესეული თვალსაზრისით,ქრისტეს ყველა საიდუმლოს არა თუ მისი მოწაფენი,მთელი სამყაროც ვერ დაიტევს:„და არიან სხუანიცა მრავალ,რომელი იქმნა იესო,რომელნი,თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად,არცაღა ვჰგონებ,ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამინ“(იოანე 21.25).
ასე რომ, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ საიდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შეძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის საერთოდ. მართალია, ძეგლში ნახსენები ნათლისღება ქრისტიანული ინიციაციაა, საიდუმლო სიბრძნესთან ზიარებაა, მაგრამ აშკარად ნაძალადევად გვეჩვენება ცდა „ქებაჲს“ გნოსტიკური ხასიათის ძეგლად გამოცხადებისა და მისი IV საუკუნით დათარიღება. სხვა რომ არა იყოს რა, გნოსტიკური ძეგლი წმ. ნინოსა და წმ. ელენე დედოფალს, ორთოდოქსული ეკლესიის ბურჯებს , ავტორიტეტებად არ მოიხსენიებდა, არამედ დაიმოწმებდა ბასილიდეს, ვალენტინუსს ან სხვა გნოსტიკოსებს და არა ეკლესიის შვილებს. გნოსტიციზმი მართალია, სწვდებოდა სახარების სულიერ სიღრმეებს და საიდუმლოებებს, მაგრამ ვერ იაზრებდა სწორედ იესო ნაზარეველის მიწიერი ცხოვრების ფაქტებს, განსაკუთრებით კი მის ფიზიკურ სიკვდილს ჯვარზე. გნოსტიკოსნი ხედავდნენ ქრისტეს ღვთაებრივ მხარეს.მაგრამ ვერ ამჩნევდნენ მის ადამიანურ მხარეს. ამის შედეგად, მათი აზრით,ჯვარს ეცვა არა რეალური სხეული ქრისტესი, არამედ ე.წ. „მოჩვენებითი სხეული“ ხოლო ზოგი გნოსტიკოსის აზრით, ჯვარს ეცვა სვიმონ კვირინელი და არა ქრისტე. ასე ასწავლიდა, მაგ., გნოსტიკოსი ბასილიდეს (იხ. ე. ბოკი, სახარების კომენტარები, ტ. II, შტუტგარტი, 1971, გერმ. ენეაზე). ყოველივე ამის გამო გნოსტიციზმში ვერ იარსებებდა ქრისტიანული ნათლისღეების, სიკვდილით ნათლისღების იმგვარი გაგება, როგორიც გვხვდება იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში. გარდა ამისა, ძეგლში გვხვდება კიდევ ერთი ნჲუასნი, რომლისთვისაც დღემდე არც ერთ მკვლევარს არ მიუქცევია ყურადღება და რომელიც გამორიცხავს მის მიკუთვნებას რომელიმე არაორთოდოქსული მიმდინარეობისადმი. ეს არის ძეგლის ყველა ხელნაწერში დავით წინასწარმეტყველის მოხსენიება„წ. წინასწარმეტყველად“, ე. ი. წმინდანად, რაც პირწმინდა ეკლესიური სპეციფიკაა და გნოსტიკოსთა ნომენკლატურისათვის უცხოა. გარდა ამისა, თუ „ქებაჲ“ ერეტიკული მოძღვრების შემცველია, მაშ რა სასწაულით გადარჩენილა და შემონახულა საუკუნეთა მანძილზე ეს ნაწარმოები, ისიც სინას მთის მონასტერში ღიად, აშკარად, ნუთუ იქ არ აღმოჩნდა არც ერთი მცნობი ერეტიკული მოძღვრებისა? ვით „შეეპარა “ „ყოვლისგამანადგურებელ“ ეკლესიას ერეტიკული თხზულება?
ხსენებული გამოკვლევის ავტორი „ქებაჲს“ უწოდებს ესქატოლოგიური მისტიკის ნიმუშს. ეს გამოთქმა უნდა დაზუსტდეს. კერძოდ, „ქებაჲ“ არის იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის კომენტარი, ეგზეგეზა ესქატოლოგიური მისტიკის თვალსაზრისით. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს ორთოდოქსია ებრძოდა ყოველგვარ ეზოტერიზმს და ინიციაციურ სიბრძნეს. ამგვარი მტკიცებისას საჭიროა მეტი სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია აღმსავლეთის ეკლესიაზე. უწინარეს ყოვლისა არ უნდა დავივიწყოთ, რომ არეოპპაგიტული ტრაქტატები შეჯჰიქმნა აღმოსავლური ეკლესიის წიაღშივე, ხოლო „საიდუმლო ღვთისმეტყველება“, რომელზედაც საუბრობს დიონისე არეოპააგელი, არის იგივე ეზოტერული მოძღვრება, ანუ საიდუმლო სიბრძნე, რომელიც ყოველთვის დაწერილი სახით როდი არსებობდა, არამედ ზეპირი გადმოცემის, ე.წ. „ლოგიას“ სახით, აგრეთვე წიგნების სახით, რომელთაც ეწოდებათ „დაფარული“ წიგნები, ე.წ. „აპოკრიფები“. აღსანიშნავია, რომ სიტყვა დოგმატიც თავდაპირველად ეკლესიურ ენაზე აღნიშნავდა საიდუმლო მოძღვრებას.. მაგალითად, ეკლესიის ერთ-ერთი ბურჯი ბასილი დიდი ამბობდა: „ეკლესიაში არსებული დოგმატებიდან და ქადაგებებიდან ზოგიერთი გვაქვს საღვთო წერილის მოძღვრებაში, ხოლო ზოგიერთი გადმოცემული გვაქვს საიდუმლოდ, მოციქულთა ტრადიციით..... დოგმატის შესახებ ვდუმვართ, ქადაგებას კი ხალხს ვამცნობთ“(სულიწმინდის შესსახებ, გვ. 322)... მეორე მამა ეკლესიისა, წმ. კირილე იერუსალიმელი აღნიშნავს: „წარმართებს არ ვუქადაგებთ საიდუმლო მოძღვრებას მამაზე, ძეზე და სულიწმინდაზე, თვით კათაკმევლებსაც კი საიდუმლოთა შესახებ ვესაუბრებით ბუნდოვნად, ბევრ რამეზე გადატანით მივანიშნებთ, რათა მცნოდნენი და მორწმუნენი ჩასწვდნენ, ხოლო უცოდინარნი არ დაზიანდნენ (თხზულებანი,XXV,&29,გვ. 103). მსგავსი თვალსაზრისი აქვს აგრეთვე გამოთქმული იოანე ოქროპირის ზიარების შესახებ, გრიგოლ ღვთისმეტყველს ნათლისღების შესახებ თავის მეორმოცე ჰომილიაში, ასევე სხვა მამებს ეკლესიისას. გერმანელი მეცნიერი ავგუსტი ჩამოთვლის ბერძნულ ტერმინებს, რომელთაც ხმარობდნენ ეკლესიისს მამები ეზოტერული წესის აღსანიშნავად: ეპიკრიფის, სიოპე, გნოზის, მისტერიოკრიფია, დოგმა, ტროპოს, პაიდეას და სხვა. ასევე ლათინი მამების ტერმინებს: ოკოლტაციო, რეტიცენცია საკრორუმ, სილენციუმ საკრუმ, არკანუმ და სხვა. არსებობს აგრეთვე შუა საუკუნოებრივი საეკლესიო ტერმინი ეზოტერიზმის აღსანიშნავად „დისციპლინა არკანი“, ე.ი. საიდუმლო დისციპლინა. ყოველივე ამის საუკეთესო დადასტურებაა „ქებაჲ“-ს დარი ძეგლის არსებობა ეკლესიის წიაღშივე.. ამრიგად, როგორც ვხედავთ, „გნოზისი“ ეკლესიის მამების ერთ_ერთი ტერმინია მათი ეზოტერიზმის აღმნიშვნელი, თუ ამგვარ გნოზისს დავუკავშირებთ იოანე- ზოსიმეს „ქებაჲს“, მაშინ ეს მისაღები იქნება, ეკლესიასთან დაპირისპირებულ გნოსტიკოსთა მოძღვრებას კი ვერ გავაიგივებთ ამ ძეგლთან. მაგალითად, თვით ანტონ პირველიც კი ხმარობდა ტერმინ „გნოზისს“ ანალოგიური მნიშვნელობით თავის „ღვთისმეტყველებაში“, სადაც ამბობს, რომ „გონება-მზე“ პეტრიწმა შემოიღო--„გნოსისინი აზნაურთა და თავისუფალთა ცნობათანი“. ასე რომ, ამ სიტყვას თვით ანტონ კათალიკოსიც არ თვლიდა ეკლესიისთვის უცხოდ. ხსენებული გამოკვლევის ავტორის (ე.ჭელიძის) თქმით III-IV საუკუნის ორთოდოქსიმ მთლად მოსპო გაგება ნათლისღებისა ვითარცა საიდუმლოსი და რომ მას შემდეგ ქრისტიანულმა ნათლისღებამ ეკლესიაში მიიღო მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა (გვ.12-228). სინამდვილეში მეოთხე საუკუნის ეკლესიის მამა კირილე იერუსალიმელი თავის „მისტაგოგიურ კათეხიზმოში“ წერს, რომ, მართალია, ნათლისღებისას სამგზის წყალში ჩაძირვა სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას, მაგრამ ეს მიბაძვა ქრისტესი არ არის მხოლოდ ხატი, სახე, „ეიკონ ჰე მიმეზის“, ვინაიდან თავად ნათლისღება არის რეალობა, რომელთაც ჩვენ რეალურად ვღებულობთ ხსნას (კირილე იერუსალიმელი, მის ტაგოგიური კათეხიზმო, პარიზი, 1966. ფრანგ.ენაზე, გვ. 114). შემდეგ კირილე იერუსალიმელი განაგრძობს, რომ ნათლისღება არის ცოდვათა მიტევება რეალურად და განწმენდა რეალურად და ა.შ. ასე რომ, ნათლისღება მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ერთ-ერთი საიდუმლოა, მისტერიონია. ნათლისღება სიმბოლურ ხასიათს ატარებს მხოლოდ პროტესტანტულ ეკლესიაში, ისევე როგორც სხვა საიდუმლონი, ხოლო პროტესტანტული და მართმადიდებლური ეკლესიების პრაქტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ავტორი ადამიანის არსების სამწეროვნების შესახებ მოძღვრებას, ანუ ტრიქოტომიას(რომელსაც იგი შეცდომით ადამიანის პიროვნების სამნაწილოვნებს უწოდებს) გნოსტიკოსთა საკუთრებად თვლის. სინამდვილეში ეს მოძღვრება უფრო ადრე ჩამოყალიბებულია პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (1კორ. 2. 14. 5. 44-17)და მას იზიარებს აღმოსავლეთის ეკლესიაც, ხოლო კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო იგი მხოლოდ მერვე საეკლესიო კრებაზე მეცხრე საუკუნეში და დატოვა დიქოტომია, ანუ ორწევროვნება(სამშვინველისა და სხეულისა). უცნაურად ისმის აგრეთვე, ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ თურმე „ქრისტიანობის მიღებით ქართული ენა მოკვდა“ (გვ. 138), მაშინ როდესაც სწორედ ქრისტიანობის მიღების შემდეგ დაიწყო ქართული ენისსა და მწერლობის არნახული აღორძინება.. ხოლო ქართული ენის ქრისტიანობამდელი სიცოცხლისა და აყვავების რაიმე დოკუმენტი თუ ეგულება ავტორს სადმე, ეს უდიდესი აღმოჩენა იქნებოდა. ასეთი შეხედულება არც იოანე-ზოსიმეს უნდა მივაწეროთ,ვინაიდან შეუძლებელია მას არ სცოდნოდა,თუ რა მოუტანა ქართველ ერს,ქართულ ენასა და მწერლობას ქრისტიანობამ.
ეხლა დავუბრუნდეთ ისევ გამოთქმას“ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“.როგორც ითქვა,საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ ამ საიდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შესძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოციქულნი, ასევე ეკლესიის მამები ხედავდნენ ერთიანობას ქრისტიანულ საიდუმლო სიბრძნესა და ანტიკურ მისტერიალურ სიბრძნეს შორის-რომელიც აგრეთვე ღვთისაგან მომადლებულად მიაჩნდათ. ამ სიბრძნის არსს ასე განმარტავდა პავლე მოციქული:“არამედ ვიტყვი სიბრძნესა ღმრთისასა საიდუმლოდ დაფარლსა მას, რომელი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებლად ჩუენდა“ (1კორ.2.7). ასევე ესმოდათ ეს ერთიანობა იუსტინე ფილოსოფოსს, ბასილი დიდს, ნეტარ ავგუსტინეს და სხვათა. სიმბოლიკა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ხელოვნებისა ნათელყოფს,თუ რაოდენ ღრმა კავშირს ხედავდნენ პირველქრისტიანები ანტიკურ მისტერიებსა და კრისტიანობას შორის. ასე მაგალითად, კატაკომბების ფერწერაში გავრცელებულია მოტივი, სადაც ქრისტე ფიგურირებს როგორც მისტერიათა იეროფანტი კვერთხით ხელში, რომელითაც იგი აცოცხლებს მიცვალებულ ლაზარეს, რაც ასახავს იმ ფაქტს, რომ ანტიკური ინიციაციის კერების პრაქტიკა ინიციანტის სამდღიანი სატაძრო სიკვდილის მაგვარი ძილისია რომლისგანაც მას აცოცხლებდა იეროფანტი (რაც ხდებოდა მისტერიებში დაფარულად ), ქრისტემ სახალხოდ განახორციელა ლაზარეს აღდგინებით. ასე რომ, ლაზარეს ინიციაცია ანტიური ინიციაციის გზის ახალი ეტაპი იყო. ასეთივე ღრმა კავშირი არსებობდა მზის (“სოლ ინვიქტუსის“) ანტიკურ კულტსა და ქრისტიანულ კულტს შორის. არსებობს ადრექრისტიანული გამოსახულებები, სადაც “სოლ ინვიკტუს“ ფიგურებს როგორც ქრისტე, სააღდგომო ლიტურგიის შემსრულებელი (იხ. ე. ზაუსერი, ადრექრისტიანული ხელოვნება, მიუნხენი, 1966 წ. გვ. 393, გერმ.ენაზე)
პროტო-ქართული მოდგმა და კულტურა პრეისტორიული ხანიდან უაღრესად მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისტერიათა კულტურასთან. უფრო მეტიც, იგი იყო შემქმნელი ამ მისტერიათა, იყო მათი კულტურტრეგერი, რაც მოსჩანს არგონავტების მითიდან, აგრეთვე ანტიურობის მწერალთა და ისტორიკოსთა სხვა წყაროებიდან, აგრეთვე“ქართლის ცხოვრებიდან“, სადაც მოთხრობილია ფარნავაზის ინიციაცია სულიერი მზის მიერ, აგრეთვე ქვაბში საუნჯის პოვნა, რაც საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა. შემდგომში საქართველო ეზიარა ახალ, ქრისტიანულ სიბრძნეს, ქრისტიანულ ინიციაციას “ახალი ნინოს“ მეშვეობით.
აი, რას გულისხმობს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამბობს, რომ ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს “. საქართველო გადმოცემით ღვთისმშობლის წილხვდომილია. ღვთისმშობელი, სოფია, ანუ ზეციური დედა ეზოტერული თვალსაზრისით არის დედა მისტერიებისა, იზიდა, “მაგნა მატერ“ ყველა ანტიური რელიგიებისა და კულტებისა.ხოლო პირველქრისტიანთა და ეკლესიის მამათა გაგებით იგი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება, სულიწმიდისა, რომელიც არის მომცემელი ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნისა (სოფიასი) და ამავე დროს ცოდვათაგან განწმენდის მადლისა. სახარებაში მას ეწოდება აგრეთვე პარაკლეტი, ანუ ნუგეშისმცემელი (იხ. მ. პარმენ ტიერი, წმ. გრიგოლ ნოსელისეული დოქტრინა სულიწმიდისა. “ეკლეზიასტიკოს ფაროს“, ალექსანდრიის საპატრიარქოს ჟურნალი, 1976, ტ.60 , გვ. 697) იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამცნობს თავის მოწაფეებს, რომ მომავალში სულიწმიდაამ უნდა ამხილოს სოფელი ცოდვისათვის და ამავე დროს უნდა მოჰმადლოს რჩეულებს ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნე „არამედ ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ:უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე. უკეთუ მე არა წარვიდე ნუგეშისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ციდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ, ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ და არღარა მხედვიდეთ მე. ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს“ ( იოანე 16. 7-11 ).
ამრიგად, სახარების მიხედვით, სულიწმიდის მისსია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ „ ყველა ენათა“ ცოდვათა მხილება. იგივე მისია ეკისრება ქართველ ერს მომავალში იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, სულიწმიდის მიერ კაცობრიობის მომავალ მხილებას ქართველ ერს იმის გამო უკავშირებს, რომ საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ხოლო ღვთისმშობელი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება. შემთხვივითი როდია ის გარემოება, რომ გადმოცემით ღვთისმშობელს წილად ერგო საქართველო სულიწმიდის გამოსვლის დღეს, ანუ მარტვილიას.
ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქრისტემ თავისი მიწიერი მსახურების მანძილზე გადასცა საღვთო სიბრძნე თავის მოწაფეებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ჯერაც მომწიფებულნი საამისოდ, არ ძალედვათ „ ტვირთვა “ ამ სიბრძნისა. მაგრამ იგი ამცნობს მათ, რომ მომავალში სულიწმიდა, ანუ სული ჭეშმარიტებისა გადასცემს მათ ამ სიბრძნეს: „ ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტვირთვად, ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებისა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თვისით, არამედ რაოდენი რაჲ ესმის, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ. მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“ ( იოანე 16. 12-13 ). ამრიგად, სულიწმიდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს „ ყოველი საიდუმლოს “, ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი. ასევეა ქართული ენა, ქართული მოდგმა, ვინაიდან მისი მისია იგივე სულიწმიდის მისსიაა, ე.ი. სულიწმინდა ქართული ენის, ანუ ქართული მოდგმის მეშვეობით განახორციელებს თავის მისსიას, როდესაც ამხელს კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ მოსვლისას ქართველ ერს და მის ენას ეკისრება იმ მისსიის აღსრულება, რომელიც გააჩნიათ, იოანეს სახარებისა და აპოკალიფსისის გაგებით, ერთი მხრივ, ქრისტესა და მიქაელ მთავარანგელოზს, ხოლო მეორე მხრივ, სულიწმინდას და მთავარანგელოზს, ვინაიდან სულიწმინდის ნების განმცხადებელი, მისი “პირი“ არის გაბრიელ მთავარანგელოზი. რომელმაც ახარა ღვთისმშობელს სულიწმინდის ჩასახვა და რომელიც დაკავშირებულია აგრეთვე სულიწმინდის მომავალ მისსიასთან. ასევე ითვლება მიქაელი ძის, ანუ ქრისტეს “პირად“. აი, რატომ არიან დავათის VI საუკუნის სტელებზე გამოსახული მიქაელი და გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელთაც სასოებით უპყრიათ ხელთ დაფა ქართული ანბანის გამოსახულებით! სხვათა შორის, ხსენებული აღმოჩენის შესახებ გ.აბრამიშვილი და ზ.ალექსიძე გაკვრით აღნიშნავდნენ, რომ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში “ენა“ ხალხსაც ნიშნავს, თუმცა ამ დებულება აღარ უკავშირებენ იოანე-ზოსიმეს “ქებაის“ .
ბრდაძორის მეექვსე საუკუნის სტელაზე, როგორც ავტორები აღნიშნავდნენ, ვხვდებით იკონოგრაფიისათვის სავსებით უჩვეულო თემას: სუდარაში გახვეულ ლაზარეს ამაღლებასა და განდიდებას მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზი ამცნობს საყვირით კაცობრიობას მეორედ მოსვლის დადგომას. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ იმ ეპოქის საქართველოში იცოდნენ ეზოტერული საიდუმლო ლაზარესა და იოანეს იგივეობისა, ვინაიდან აპოკალიპსისში მეორედ მოსვლის მოვლენების აღწერისას ლაზარე სავსებით არ არის ნახსენები, ხოლო იოანე ესქატოლოგიური ხილვით ჭვრეტს თავისთავს მიქაელ მთავარანგელოზის გვერდით მეორედ მოსვლის დადგომის ჟამს (გამოცხ. 19, 9-21). ასე რომ, ბრდაძორის სტელაზე გამოსახული ლაზარე იგივე იოანეა.
„ოთხი დღისა მკუდარი„
რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმა “ოთხისა დღისა მკუდარი“ ქართულ ენასთან, ქართულ მოდგმასთან დაკავშირებით? ამას ნაწილობრივ თავად ავტორი განგვიმარტავს დავით წინასწარმეტყველის ციტატით:“წელი ათასი ვითარცა ერთი დღე“. თანაც ქართული სახარების ასო წილი მას მიაჩნია ოთხი ათასი “მარაგის“ აღმნიშვნელად (სიტყვა “მარაგი“ ძველ ქართულად ნიშნავს “წინასწარმეტყველურ განჭვრეტას“). ე.ი. ავტორი საუბრობს ოთხ ათას წელზე ქართულ მოდგმასთან დაკავშირებით, ოთხი ათასი წლის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე ქართული მოდგმისათვის. ეს სავსებით ნათელია, მაგრამ ბუნდოვანია, თუ რომელი პერიოდი იგულისხმება ქართული ენისათვის ოთხ ათასიან პერიოდად, როდის იწყება ათვლა ოთხი ათასისა და როდის მთავრდება. ჩვენს პრესაში გამოთქმულია სხვადასხვა, ერთურთის გამომრიცხველი მოსაზრებები ამის თაობაზე, რომელნიც, ჩვენის აზრით, ვერ იძლევიან დამაკმაყოფილებელ ახსნას ამ გამოთქმისას.
რამდენადაც “ქებაი“ შუასაუკუნეობრივ ქრისტიანულ თეოსოფიურ ლიტერატურას ეკუთვნის, მისი ახსნისათვის უნდა მოვიშველიოთ თეოსოფიური გაგებები კაცობრიობის განვითარების პერიოდის შესახებ, ვინაიდან მარტოოდენ თეოლოგიური და ეგზოტერულ-ეკლესიური მონაცემებით შეუძლებელია ზემოხსენებული ადგილის ახსნა.
თეოსოფიურ მოძღვრებაში არსებობს გაგება კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა პერიოდებისა, ანუ კულტურული ეპოქებისა, რომელნიც მოსდევენ ურთიერთს. ტერმინი “ათასი“ თეოსოფიაში უფრო ფართო გაგებით იხმარება და სცილდება მარტოდენ რიცხვით მნიშვნელობას ამ ციფრისას. ასე მაგალითად, სახარებაში აღწერილია ქრისტეს მიერ დაპურება ჯერ ოთხი ათასი კაცისა შვიდი პურით და ოთხი თევზით. თეოსოფიური გაგებით “ათასი“ ნიშნავს დიდ რაოდენობას ადამიანებისას და არა მხოლოდ ათას კაცს (ამის ანალოგია გაგვაჩნია ქართულ ენაში, სადაც “ცხრა“ ნიშნავს არა მხოლოდ რიცხვ ცხრას, არამედ “ბევრს“,-წყარო, ცხრამურა და სხვ.). ხოლო, როდესაც იხმარება მაგ., ტერმინი “ოთხი ათასი“, იგულისხმება ადამიანები მეოთხე კულტურული ეპოქისა. რაც შეეხება “შვიდ პურს“, თეოსოფიური თვალსაზრისით, სახარებაში იგი არის სიმბოლო ზეციური საზრდოსი, რომელიც მომდინარეობს ღამის 7 ზოდიაქოდან, ხოლო 5 პური, რომელიც აპურებს “5 ათას“, ანუ მეხუთე ეპოქის ადამიანებს, არის 5 ზოდიაქო დღისა (იქვე, გვ. 239).
“ათასების“ ამგვარი გაგება საერთოა ქრისტიანულ და ინდურ თეოსოფიაში. გარდა ამისა, თეოსოფიაში არსებობს გაგება კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ბნელი და ნათელი პერიოდებისა:კრიტა იუგა, ტრეტა იუგა, დვაპარა იუგა, კალი იუგა (ინდური ტერმინები). თეოსოფიის თვალსაზრისით თითოეული მათგანი გრძელდება რამდენიმე ათას წელს და დაყოფილია ათასწლიან პერიოდებადაც. ასე მაგალითად, თეოსოფიის მიხედვით უკანასკნელი კალი იუგა, ანუ ბნელი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში დაიწყო ძვ. წ. 3101 წელს და გაგრძელდა 5 ათას წელს. “ბნელი პერიოდის“ გაგებაში იგულისხმება ისეთი პერიოდო, როდესაც კაცობრიობა თანდათან წყდება ღვთაებრივ-სულიერ ყოფას, მისთვის ბნელდება ზესთა სულიერი სამყარო, იგი უფრო და უფრო ეშვება მატერიაში და იმეცნებს მატერიალურ სამყაროს, მისი კავშირი ღვთაებრივ სულიერ სამყაროსთან და არსებებთან თანდათან სუსტდება, მაგრამ სანაცვლოდ ამისა ძლიერდება მისი მე-ცნობიერება, რომელიც კალი იუგას პირველ ათასწლეულში (ე.ი. ძვ. წ. მესამე ათასწლეულში) რომელსაც აბრაამის ეპოქასაც უწოდებენ, ღებულობს და აცნობიერებს ერთი ღმერთის, ვითარცა მსოფლიო მეობის გამოცხადებას.
შემდგომი ათასწლეული კალი იუგასი არის მეორე ათასწლეული ძველი წელთაღრიცხვისა, ან ეპოქა მოსესი, როდესაც კაცობრიობა კიდევ უფრო წყდება ღვთაებრივ სულიერ სამყაროს და სჭირდება კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა, რაა მიიღოს გამოცხადება ღვთისა , როგორიც მიიღო მოსემ შეუწველ მაყვალზე და სინას მთაზე. ამ ეპოქაში ერთი ღმერთი, ვითარცა მსოფლიო მეობა, უკვე ცხადდება ბუნებისმიერ ელემენტებში:ელვა-ქუხილში, შეუწველ მაყვალში და ა.შ.აიგი ცხადდებე როგორც წარმმართველი ბუნებისმიერი არსებობისა და ადამიანისათვის კანონის მომცემი. შესაბამისად ძლიერდება აგრეთვე ადამიანის უნარი გარე სამყაროსა და ნივთიერი ყოფის შემეცნებისა.
მესამე ათასწლეული კალი იუგასი (ძვ. წ. პირველი ათასლეული) არის ეპოქა სოლომონისა, როდესაც ერთი ღმერთი, ვითარცა მსოფლიო მეობა, ცხადდება არა მხოლოდ ბუნებისმიერ ელემენტებში, არა მხოლოდ კანონსა და ღმერთმსახურებაში,არამედ კაცებრივ სიბრძნეში, სოლომონისეულ სიბრძნეში.
ეს სამათასწლიანი პერიოდი მოსდევს იმ პერიოდს, როდესაც ბიბლიის მიხედვით მოხდა დაცემა ბაბილონის გოდოლისა და დაიწყო ენათა აღრევა, ანუ დიფერენცირება ( დაბად. 11). ბაბილონის გოდოლის დაცემამდე კაცობრიობა საუბრობდა ერთ საყოველთაო ენაზე, წინარე-ენაზე, ხოლო ბაბილონის გოდოლის დაცემის შემდეგ თანდათანობით აღმოცენდა ენათა და ენაკავთა სიმრავლე.
იოანე-ზოსიმეს გაგებით ქართული ენა ოთხი დღის, ანუ ოთხი ათასი წლის მკვდარია, მისი სიკვდილი, დამდაბლება-დაწუნება 4 ათას წელს გრძელდება. თუ დავუშვებთ, რომ ძეგლი დაახლოებით მეათე საუკუნეშია შექქმნილი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძეგლის ავტორი ამ ოთხი ათას წლიანი პერიოდის განსასღვრისას ითვალისწინებდა თეოსოფიურ ტრადიციას კალი იუგას შესახებ, რომელმაც მის ეპოქაში უკვე 4 ათას წელს მიაღწია ( ძვ. წ. პირველი სამი ათასწლეული პლიუს ქრისტიანული წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული უდრის ოთხ ათას წელს). მეათე საუკუნიდან კი იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის, სულიერი ცხოვრების, ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინბა; იწყება საქართველოს გაერთიანება. აი, ეს არის აღდგოა ქართული მოდგმისა, რომელიც “ქებაის“ავტორს წარმოუდგენია მეორედ მოსვლის წინა პერიოდიში.

ქებაჲ“ და ენათმეცნიერულ-ეთნოლოგიური მონაცემები
თეოსოფიურ მონაცემებთან ერთად იოანე-ზოსიმეს გამოთქმის “ოთხი ათასის“ გაგებაში გვეხმარება მოშველიება თანამედროვე ენათმეცნიერებისა და ეთნოკოგიის მონაცემებისა, რომელნიც არცთუ დიდად ეწინააღმდეგებიან თეოსოფიის მონაცემებს დააგრეთვე ანვითარებენ თეორიას საყოველთაო წინარეენის, რომელნიც არცთუ დიდად ეწონააღმდეგებიან თეოსოფიის მონაცემებს და აგრეთვე ავითარებენ თეორიას საყოველთაო წინარეენის,ფუძეენის შესახებ,როგორც ამას ვხედავთ მაგ. თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის ახლახან გამოცემულ ორტომიან ნაშრომში „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები“(თბილისი ,1985. რუსულ ენეზე). მონოგრაფია მიზნად ისახავს წინარეენისა და წინარეეკულტურის რეკონსტრუციას და ისტორიულ-ტიპოლოგიურ ანალიზს. ამ ნაშრომის მიხედვით ზოგადქართველური ფუძე-ენის დიფერენციაცია, ანუ ცალკე ენაკავებად და ენებად განთვისება გლოტოქრონოლოგიური მონაცემების საფუძველზე შეიძლება დათარიღდეს ძვ. წ. II ათასწლეულით ან, შესაძლოა, გაცილებით ადრინდელი ეპოქითაც (ე. ი. III ათასწლეულით (გვ. 904), რაც სავსებით შეესაბამება ჩვენს მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ იოანე-ზოსიმეს „4 ათასის“ პირველი სამათასწლიანი პერიოიდი ძვ. წ. ბოლო სამ ათასწლეულს გულისხმობს, რომლის განმავლობაშიც ხდება ქართული ენის, ქართული მოდგმის „დამდაბლება-დაწუნება.“ რაც იოანე- ზოსიმეს გაგებით სიკვდილს უთანაბრდება. ამრიგად, უნდა დავასკვნათ, რომ „ქებაჲს“ შექმნის ეპოქაში საქართველოში არსებობდა რაღაც ცოდნა პრეისტორიული ხანის შესახებ, პროტოქართული მოდგმისა და ენის შესახებ, რაზედაც გვესაუბრება თანამედროვე მეცნიერება. ამასვე გვიდასტურებს ექვთიმე ათონელის მიერ ბასკების მოხსენება როგორც „სპანიის ქართველთა“, რომელნიც არიან შთამომავალნი უძველესი იაფეტიდებისა, პირინეების იბერებისა. ამას გვაფიქრებინებს აგრეთვე ბასილი დიდის „ექუსთა დღეთაჲს“ თარგმანში ნახმარი ტერმინი „ქართველნი დასავლისა“, რაც შეესატყვისება ესპანეთის იბერებს.
აეს რომ პრო ქართული მოდგმა და მისი ენა „დამდაბლებული“ და „დაწუნებული“ ხდება სწორედ ძვ. წ. მესამე ათასწლეულიდან, ანუ, თეუსოფიური ტერმონოლიგიით, კალი-იუგას დასაწყისიდან, როდესაც ევრაზიაში იწყება ინდოევროპელთა ექსპანსია და გაბატონება, რაც ბერძნულ მითოლოგიაში სიმბოლოზებულია იაპეტის ძის პრომეთეს მიჯაქვით კავკასიონზე და დედამიწაზე ზევსისა და მისი პანთეონის დომინირებით. აკად. ს. ყაუხჩიშვილის აზრით, აქ საქმეწ გვაქვს ორი სხვადასხვა კულტურის ბრძოლასთან და ურთიერთდაპირისპირებასთან. სახელდობრ, პრომეთე არ არის ბერძნული ღვთაება, იგი იმ ხალხის ღმერთია, რომელიც ბერძნების მოსვლამდე ცხოვრობდა და მაღალი კულტირის მატარებელი იყო. ხოლო ოლიმპიელი ზევსი ქმიდა ბერძნული ღვთაებაა, ზევსი იმ ბერძნების ღმერთია, რომელნიც კულტუტის საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგნენ, როდესაც მოვიდნენ და დასახლდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ეგეოსის არქიპელაგზე, და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე. ახლმოსული ბერძნული მოსახლეობა ებრძოდა დიდი კულტურის მქონე ძველ მოსახლეობას, პროქართულს (იხ. ს. ყაუხჩიშვილი, რას გვიამბობდნენ ძველი ბერძნები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1964, გვ.34) ასე რომ კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე ,ანუ მაღალი ცივილაზაციისა, კულტურისა დააზროვნების მატარებელი კაცობრიობა არის პროტო-ქართული მოდგმა კავკასიაში ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული . უფრო ადრინდელ ხანაში ეს მოდგმა აღავსებდა არა მხოლოდ კავკასიას, არამედ ინდოეთს, ხმელთაშუაზღვის აუზს, ჩრდილო და სამხრეთ ევროპას, პირენეებს, ეგეოსის არქიპელაგს და მცირე ლიგურ-იბერიულ, ანუ ეუსკარო-ალაროდიულ მოდგმას, ხოლო ჩვენი მეცნიერება იაფეტურს, ან იბერიულ-კავკასიურს.მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ძვ. წ. IV ათასწლეულიში ინდოევროპულ ტომებს ეკავათ ტერიტორია შუა ევროპიდან ურალსა და არალის ზღვამდე, ხოლო III ათასწლეულის დასაწყისიდან ისინი იწყებენ ექსპანსიას სამხრეთისაკენ, კერძოდ ხეთურ-ლუვიური ტომები იპყრობენ მცირე აზიას III ათასწლეულის მეორე ნახევარში, ხოლო II ათასწლეულის დასაწყისში აღმოსავლეთიდან მოდის ახალი ტალღა ერთიანი ხმელთაშუაზღვისა არიელების სახით.
პროტო-ქართველების ეთნიური სტრუქრტურა იყო მატრიარქატი, მათ ახასიათებდათ პანთეონში ქალური ღვთაებების დომინირება, რაც განაპირობებდა ბუნების დიდი დედის ნანას, დედა უფლის კულტს.(ბერძნული დემეტრაც აქეადნ იღებს სათავეს.) აქდანვე მოდის ქალის კულტი ძველი იბერებისა: მამაკეცების მოხსენიება არა მამის სახელით, არმედ დედის სახელით, რაც შემორჩა შუასაუკუნეთა ლანგდოკში, პირინეებში, სადაც კელტიბერული ტრადიციები ჯერაც ცოცხალი იყო.(მამაკაცები აქ მოიხსენიებოდნენ როგორც „ბელისენას ძე“,“იმპერიას ძე“,„ოლივერიას ძე“,(იხ. ო.რან, კვაროსნული ლაშქრობა გრალიის წინააღმდეგ. შტუტგარტი, 1964,გვ.64). უთუოდ ამის მსგავსი მოვლენაა ჩვენში მაგალითად. ამირანის მოხსენიება „დარეჯანის ძედ“. ამგვარად ვლინდებოდა ქალის კულტი, რამაც ნიადაგი შეუმზადა მომავალში ღვთისმშობლის კულტს.
პრონტო-ქართული ფუძე-ენის შეცვლა ენათა აღრევით, ანუ დიფერენცირებით, მოჰყვა, ბილიური ენით, ბაბილონის გოდოლის დაცემას, თეოსოფიური ენით, კალი-იუგას(ბნელი პერიოდის) დასაწყისის, ხოლო ენეთმეცნიერული და ეთნოგრაფიული ენით IIIათასწლეულის ინდოევროპულ ექსპანსიას. ეს არის დასაწყისი პროტო-ქართული მოდგმის კრიზისისა, განცალკევება- დაქსაქსვისა, იაფეტიდების დეკადანსისა, რაც გრძელდება საუკუნეთა მანძილზე და კულმინაციას აღწევს რომის იმპერიის პერიოდში, როდესაც ინდოევროპეიზებული რომი ანადგურებს კართაგენს, პონტოს , ცდილობს ანტიური იბერიის დაპყრობას იმპერიაში პატრიციები ინდოევროპელები ხდებიან, ხოლო პლებეები - იაფეტიდები. ნ.მარრის მოსაძრებით, კართაგენი და რომი თავდაპირველად ერთი და იგივე ეთნიური (იაფეტური) წარმომავლობის ქალაქები იყვნენ ხმელშუაზღვის ორსავე მხარეს, ვიდრე მოხდებოდა რომის ინდოევროპიზაცია და კართაგენის სემიტიზაცია (ფინიკიელი პუნები), რამაც გამოიწვია სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირაბა ამ ორ ქალაქს შორის. ნ.მარი პელაზგებისა და ეტრუსეკების ბედს იმ ლომის ბედს ადარებს, რომელსაც არ აღმოაჩნდა მაქებარი და დაიჩრდილა ადმიანის დიდებით. აი, ეს არის „დამდაბლება- დაწუნება“ ქართული (იაფეტური) ენისა, ან მოდგმისა, რომლის პარალელურად მიმდინარეობს სემიტურ და ინდოევროპულ მოდგმათა აღორძინება.
მატრიარქატის გარდა პროტო-ქართველებისათვის დამახასიათებელი იყო მცენარეული ტოტემები - ვაზი (ვაზის კულტი), მუხა და ცხოველური ტოტემები - ვეფხი და მგელი. ვეფხისტყაოსანი და ლომისტყაოსანი ღვთაებები და გმირები უძველს მცირეაზიურ იაფეტურ პანთეონს ახასიათებს.. მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გამოძახილია უძველესი, პრეისტორიული პროტოკავკასიური საგისა, რომელიც აირეკლა აგრეთვე „გილგამეშიანში“და სხვა ლომისტყაოსან და ვეფხისტყაოსან ჰეროსებში (იხ. ტ. მარგველაშვილი, „გეორგიკა“. ლონდონი. 1936 წ.). ვეფხის უძველეს მცირეაზიურ კულტს უკავშირებენ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ აგრეთვე თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი ზემოთ დასახელებულ ნაშრომში (გვ. 506, 507).
მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ბასკი ხალხი არის ნაშთი ევროპის უძველესი იბერიული რასსისა და ცივილიზაციისა, რომელიც მოსპეს ინდოევროპელებმა თავიანთი ექსპანსიის პერიოდში, ისევე როგორც ხმელთაშუაზღვისა, ეგეოსური და მცირეაზიური კულტურები. ასე რომ, ამ ერთიანი ცივილიზაციის ნაშთები შემორჩა მხოლოდ პირენეებისა და კავკასიაში(საქართველოს სახით). თანამედროვე მეცნიერებაში ნ.მარმა ჩაუყარა სოლიდური საფუძველი ბასკებისა და ქართველების პრეიტირიული ნათესაობის თაორიას. ჰ. გ.უელსის აზრით, ძველი იბერები, რომელთა ჩაქმომავლები არისნ ბასკები, ეკუთნოდნენ ნეოლითურ ხმელთაშუე ზღვის მოდგმას.(ჰ. გ .უელსი ისტირიის კურსიინგ.ენაზე გვ.91), ხოლო ვ.ჰუმბოლდტისა და ნ.მარის გამოკვლევების მიხედვით იაფედიტი იბერები ნაღავსებდნენ ხმელთაშუაზღვის აუზს. სუმერული, მინოსური, პელაზგური ,ეეტრუსკული და სხვა კულტურები მათი შექმნილია. ნ.მარის აზრით, პროტო-ქართული, ანუ იაფეტური ფუძე-ენა არის ართიანი, გლოტოგონიური ფენომენი, საერთო საფეძველი ყველა ენებისა, რომელნიც წარმოიშვნენ მისგან დიფერენციაციისპროცესში. ამიტომაც საუბრობს აგრეთვე ცნობილი მსაბჭოთაქ მეცნიერი ა. ლოსევი„ქართული და სხვა ქართველური ენების მსოფლიო როლზე“(იხ.ა.ლოსევი, სიმბოლო, მითი, მოსკოვი 1956). ნ.მარი იმოწმებს ფრ. მიულერს, რომლის მიხედვითაც კავკასიური ენები წარმოადგენენ ნაშთს ერთი, ოდესღაც ძლიერი და მნიშვნელოვანი ენათა ოჯახისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიაში და მის სამხრეთით, ვიდრე მოვიდოდნენ სემიტური არიული და ურალო-ალტაური ტომები. ნ.მარის დასკვნით, ქართული ენა წარმოიშვა კაცობრიობის საერთო წინარე ენიდან, რომელიც ისევე ჰგავდა სემიტურ ენებს , როგორც ისინი გვანან ურთიერთს(რჩეული ნაშრომები, ტ. I,1933,რუსულ ენაზე). ამიტომაც მოიხსენიებიან ბიბლიაში მოსოხი და თუბალი იაფეტის (სემის ძმის )შვილებად (დაბ.10.2.).
გვიანდელი იაფეტური ენები გადმონაშთებია ენათა უშველებელი შტოსი (იაფეტური ფიზე ენისა), რომელიც ვრცელდებოდა დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით, სემიტურ სამყარომდე. ხოლო ქართულ ენას, ნ.მარის თქმით, იაფეტურ ენებში უკავია ესეთივე პოზიცია როგორიც არაბულს სემიტურ ენებში. ნ.მარი ჰ.ჯონსტონთან ერთად ვარაუდობდა, რომ პრეიტორიულ ხანაში არსებობდა პირველადი ბასკურ- კავკასიურ - დრავიდული ენა სუმერულისა და ელამურის პარალელურად და რომ სუმერული შესაძლოა ყოფილიყო შემაერთებელი რგოლი პირველად ბასკურ- კავკასიურისა და პირველად მონგოლურ ჯგუფებს შორის,ვინაიდან არსებობდა პირველადი უძველესი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდულ-სუმერულ-მონგოლური უადრესი წინაპარი ფუძე-ენა ფამიტურ ძირეულზე ძველი, ანუ„ეოლითური კულტურის“ ენა, ხოლო სუმერები, ტუბალები და ტიბარენები ეკუთვნოდნენ ძველ იბერთა ტომებს.
უფრო გვიან, ბრინჯაოს ხანის შენდგომ პერიოდში, იაფეტიდებმა (პროტოქართველებმა) დასაბამი მისცეს რკინის კულტურას მიკენის ეპოქის დასასრულს.(ჰალიძონები,ანუ ხალიბები, ბიბლიაში:ტუბალ-კაენის მოდგმის ხალხები). იაფეტიდი პელაზგები იყვნენ აგრეთვე ცივილაციის ინიციატორები ძველ საბერძნეთშიც, რომელიც თავდაპირველად პელაზგური იყო, ხოლო შემდგონში მოხდა მისი ელინიზაცია. ჰომეროსის „ილიადაში“ ნაჩვენებია ინდოევროპული ხალხებისექსპანსია და იაფედიტების დეკადენსი. ერთ მხრივ ურთერთს უპირისპირდებიან ინდოევროფული აქაველები და იაფეტური ტროა, ხოლო მეორე მხრივ, თვით აქაველთა ბანაკში მომხდარი განხეთქილება აგამემნონსა და შელაზგ აქილევსს შორის დაპირისპირებაა იმავე ნიადაგზე. იაფეტურ კოლხეთთან საბერძნეთის ურთიერთობა აირეკლა „არგონავტების მითში“.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ბერძნულ მითოლოგიაში აირეკლა სხვადასახვა ეთნიური კოლექტივების როლი საბერძნეთის ცივილიზაციის განვითარებაში. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ტიტანები და გმირები ეკუთვნიან არა ბერძნულ , წინაბერძნულ სამყაროს და წარმართავენ თავდაპირველად პელაზგურ კულტურას, ხოლო შემდეგ შემოსულ აქაველთა კულტურას (ო. ნეეეერახერი, საბერძნეთის სულიერ გზებზე, ბაზელი, 1966,გვ.24,გერ.ენაზე). ტიტანები და გმირები ზეკაცებია, რომელთაც მიიღეს ღვთაებრივი მეობის ნაპერწკალი. პრომეთეს მიერ ციდან ცეცხლის მოტაცება მიკროკოსმული გაგებით თვითების მეობის შეძენაა, ხოლო ღმერთების მიერ ტიტანების ტარტარში ჩამარხვა, ადამიანის სულის მატარიაში ჩამოსვლაა, სხეულში ჩაძიორვა და გამკვიდრებაა, რითაც იწყება ადამიანის ინდივიდიალური ცხოვრება, აზროვნება და კულტურა. მეობის შემდგომი განვითარებაატანტალოსი, სიზიფუსი და ჰერაკლე, ანუ ნებელობის ინიციაცია, ხოლო შემდგომში იაზონი, ანუ ნებელობითი ინიციაციის შერწყმა სიყვარულთან, რომლითაც ხდება მოპოვება ოქროს საწმისისა, ვერძის კოსმიური სირძნისა, რაც ანტიურ ეპოქაში იგივე შინაარს ატარებს, რასაც პუასაუკუნეებში ფილოსოფიური ქვა და გრაალი.
პრომეთეს მითში ანტიური მითოლოგიისა და მისტერიოსოფიის ენაზე მოთხრობილია იგივე რასაც გვაუეყებს „ქებაჲ„-ს ავტორი ქრისტიანული თეოსოფიის ენაზე. იაპეტოსის ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული ტიტანი, ღმერთებისათვის ცეცხლის მომტაცებელი, შემქმნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებითი კულტურისა, შემომქმედი და წინასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი არის სიმბოლო იაფეტური, პროტოქართული, ანუ პროტოევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაში დაამარცხა და გარიყა ზევსმა, ანუ ინდოევროპულმა კაცობრიობამ, მიაჯაჭვა კავკასიაზე, ანუ კავკასიით მემოძღუდა მისი ცხოვრების და მოღვაწეობის არენა(მეორე თვალსაზრისით პრომეთეს მიჭაჭვა კლდეზე არის აზრის მიჭაჭვა ფიზიკურ სხეულე). პრომეთეს სხნელი არის მისისაქმის გამგრძელებელი ჰერაკლე. იგი მისტერიათა სინკრეტული კულტურის ახალ საფეხუეზე ამყვანი გმირია და ეკუთვნის აგრეთვე წინარე- ბერძნულ, პელეზგურ-იბერიულ სამყაროს, ძველიბერიულ მიტერიებს. ჰერაკლე ძველ იბერთა უძველესი მზიური ღვთაება - გმირი , ძველ იბერთა ბელადი, მჭიდროდ არის დაკავშირებული შირენეებთან. მითი ჰერაკლეს და სატრფო პირენეს შასახებ რომელიც დაიღუპა პირენეებზე, ასახავს მის კავშირს ამ არეალთან ისევე, როგორც მეათე და მეთერთმეტე გმირობის ისტორია გარდა ამისა ჰერეკლე პელაზგური არგოსიდან არის გამოსული. შემთხვევით როდია რომ ფუძე „არგოჩ უკავშირდება არა მხოლოდს იმ ხომალდს, რომელმაც არგონავტები მიიყვანა კოლხეთში, არამედ თვით კოლხეთის ტოპონიმებიბსა და ეთნიური ჯგუფების სახელწოდებეს: „არგუეთი, მარგვეთი, ეგრისი, მარგ“ და სხვა. ჰერეკლე პერსევსის ძეა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელენურ კულტურეზე. ჰერეკლეცხებულია ჰერასი, უძველესი პელაზგურ-იბერულ ქალღმერთისა, რომელიც წინასახეა იზიდასი, სოფიასი, ქრისტიანული გაგებით - ღვთისმშობლისა. ამავე დროს ჰერეკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრათვე ზევსური ე. ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც. ჰერეკლეს ჩვეულებრივ ლომისტყაოსნედ გამოსახავენ მცირეაზიური, ლომისტყაოსანი და ვეფხისტყოსანი გმირების კვალობაზე, რაც სიმბოლოა თვითფლობისა და მე-ს მეფურ ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება, მისი გმირობანი სიმბოლურად ასახავენ მისტის, ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს, ნებელობის ძალას, მისი „დოდეკაილოს“(12 საქმე) 12 საფეხირია ინიციაციისა (ჰერეკლეს დასახვა მატროდენ ფიზიკური ღონის პატრონ გმირად უმეცრებაა.)
ჰერეკლეს მიერ მიჯაჭვული პრომეთეს განლავისუფლება და ზევსის არწივის მოკვლა მისტერიათა ენაზე ნიშნავს შენდეგს: იაფეტურ-პრომეთესეული, ანუ პროტო-ქართული, პროტოევროპული მოდგმა, რომელიც დათრგუნა და შეავიწროვა ინდოევროპულმა მოდგმამ ამჟამად კავკასიაზეა მიჯაჭვული დამდაბლებული და დაწუნებული, მტრული მოდგმით გარშემორტყმული. მას გულ-ღვიძლს უღადრავს არწივი(ინდოევროპულთა იმპერიული ძლიერების სიმბოლო) მაგრამ მომავალში პრომეთე განთავისუფლდება, აღორძინდება და დაიბრუნებს თავის თავდაპირველ ძალასა და პოზიციას მსოფლიოში, როლს ცივილიზაციისა და კაცობრიობის მსაჯულისას. მას გაათავისუფლებს ჰერეკლე, ანუ ინიციაციის ახალი კულტურა რომელსაც პრომეთემ თავად მისცა დასაბამი, რომელიც მომავალში მიაღწევს სულიერი განვითარების ყოვლისმძლეობას და იქცევა უზენეას თეუტგიად. ეს უზენაესი თეურგია არის ქრისტიანული თეურგია, ქრისტესეული ინიციაცია, რომლითაც მან აღდგინა ლაზარე, რომელიც გაგრძელებაა ანტიური მისტერიებისა, ახალი და უმაღლესი ეტაპია თეურგიგსა და ინიციაციისა. აი, რა იხსნის დამდაბლებულ და დაწუნებულ, მიჯაჭვულ პრომეთე-ამირანს, აი, რა გაანადგურებს იმ იმპერიულ ძლიერებას (ზევსის არწივს), რომელიც მას აწამებს.
მითები პრომეთეს, ჰერაკლეს და არგონავტების შესახებ პროფეტული განჭვრეტაა ქრისტიანობის მომავალი მისსისა. დორიულ-კოლხური ინიციაცია, რომლის მესვეურნიც არიან ხსენებული გმირები, წინასახეა ქრისტიანული ინიციაციისა. შემთხვევითი როდია რომ დორიული ინიციაცია კოლხეთან არის დაკავშირებული ხოლო ჰერეკლე არგონავტების ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილეა. ამ ექსპედიციის დროს ჰერეკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყალის აღმოცენება ითვლება ქრისტესგან როგორც სულიერი კლდისაგან წყლის აღმოცენების წინასახედ. (1კორ.10.4,იხ.ო.ნეერახერი, საბერძნეთის სულიერ გზებზე, გვ.274). ამაზე მეტყველებს აგრათვე ისიც, რომ სახელი „იასონ“ შინაარსობრივადაც უკავპირდება „იესოს“ („იასის“-წამალი, „იესო“-მკურნალი). ასე,რომ პრომეთეს, ბერძნული მითოლოგიის თვალსაზრისით, ათავისუფლებს მომავლის თეურგია, ინიციაციის ახალი კულტურა, რაც ქრისტიანული თეოსოფიის თვალსაზრისით ქრიასტიანულ თეურგიას გულისხმობს.
შემთხვევით როდია, რომ გერმანე პატრიარქის ნაშრომში „თხრობაჲ სასწაულთათვის მთავარანგელოზისა მიქაელისა“ არგონავტების ლაშქრობას მფარველობა მიქაელი, პირი ქრისტესი „ცით მოვლერნილი ძლიერებაჲ საზარელი“, რომელიც მათ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. ე. ი. არ მხოლოდ ეზოტერიზმს, არამედ ეგზოტერულ ეკლესიასაც ჰქონდა ტრადიცია ანტიური კოლხური ინიციაციის, როგორც ქრისტიანობის წინამორბედის შესახებ.
ამრიგად, „ქებაჲ“ავტორი იგივეს გვამცნობს ქრისტიანული ტერმინოლოგიით, რასაც ანტიური მისტერიებიდდან გამოსული მითი : ოდესღაც აღზევებული და მძლავრი ქართული მოდგმაქ და მისი ენა ოთხი ათასი წლის განმავლობაში დამდაბლებულია და დაწუნებული, მაგრამ ეს დამდაბლება მისთვის ქრისტიანული ნათლისღებაა სიკვდილისა და დაფლვისა, რასაც გარდუვალი მოსდევს აღდგომა და ამაღლება ქართული მოდგმაც აღდგება ამ ოთხდღიანი ნათლისღების შემდეგ, ხოლო მეორედ მოსვლისას კვლავ დაიბრუნებს უნივერსალური სულიერი ლიდერისააა და კაცობრიობის მსაჯულის პოზიციას, როგორიც გააჩნია მას ქარსულში. ყოველივე ამას ქართულ მოდგმას დაუბრუნებს ის, ვინც აღადგინა და განადიდა ლაზარე. ამიტომაც არის ქართული მოდგმა ლაზარესთან შედარებული. თანაც ის როდია ნათქვამი, რომ ქართული მოდგმა მეორედ მოსვლამდე დამდაბლებული, დაწუნებული და მკვდარი იქნება, არმედ ის, რომ იგი ოთხდღიანი სიკვდილისა და დაფლვის პერიოდის შემდეგ აღდგება ლაზარეს მსგავსად. გაცილებით ადრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იგი სწამებს ქრისტესათვის, მისი ისტორია იქნება ქრისტესათვის არნახული მოწამეობა, ხოლო მეორედ მოსვლისას იგი ამხელს ცოდვილ კაცობრიობას.
აღსანიშნავია, რომ პროტოქართული მოდგმა ჯერ კიდევ ანტიური მითოლოგიური წარმოდგენების მიხედვით აღარებულია მიღმა სამყაროში გარდასული კაცობრიობის მსაჯულად. ამას ნათელყოფენ მითები იაპეტოსი, რადამანთისისა და მინოსის შესახებ. იაფეტიდი პირველმეფე მინოსი, რომელსაც კოლხი აიეტის დაჲ ჰყავდა ცოლად, ჰომეროსის, „ოდისიაში“ ფიგურირებს, როგორც ჰადესში მკვდართა მსაჯული, რაც შემდეგ შუასაუკუნეობრივ ტრადიციაში გადავიდა, ხოლო მინოსის ძმა, რადამანთისი ელისეს ნეტართა ველის მსაჯულია კრონოსთან და იაპეტოსთან ერთად. თანამედროვე მეცნიერებაში გარკვეულია, რომ მინოსელნი ეკუთვნოდნენ ხმელთაშუეზღვის მოდგმას, ისევე როგორც პროტოქართველები. მათ შექმნეს უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მიკენზე და ძველ საბერძნეთზე. ასე, რომ იოანე-ზოსიმეს კონცეფცია ქართული მოდგმის, როგორც კაცობრიობის მამხილებელის, მსაჯულის შესახებ ჯერ კიდევ პრეიტორიული ხანიდან იღებს სათავეს.
ახლა ისევ პირველთქმულს მივუბრუნდეთ. რა იგულისხმება ქართული მოდგმისა და ენის სიკვდილში, დამდაბლება-დაწუნებაში? რამდენადაც იაფეტური წინარე ენა ქურუმთა, ანუ მოგვთა ენა იყო, რომლითაც ისინი სულიერ არსებეს და ტოტემებს უკავშირდებოდნენ, მას იმთავითვე საკრალური, მისტერიული ხასიათი და დანიშნულება ჰქონდა, ხოლო იაფედიტები, პროტო-ქართველები წარმოადგენენ რელიგიურ ელიტას კაცობრიობისას, სულიერი ცხოვრების ლიდერებს, უნივერსალურ კულტურტრეგერებს, რაც იოანე-ზოსიმესეული გაგებით უნდა ყოფილიყო ნამდვილი სიცოცხლე ამ მოდგმის და მისი საკრალური ენისა, რაც გრძელდებოდა უხსოვარი დროიდან ძვ.წ.III ათასწლეულის, ანუ კალი იუგას დასაწყისამდე. III ათასწლეულიდან კი იწყება ამ მოდგმისა და მისი საკრალური ენის პროფანირების აღრევის, დამდაბლება-დაწუნების პერიოდი, რაც გამოიწვის კაცობრიობის მატერიაში ჩაძერვამ, ინდოევროპელთა მოძალებამ, ისტორიულმა ბედუკღმართობამ. ამავე პერიოდში პროტო-ქართული მოდგმა იწყებს რიცხობრივად შემცირე4ბას, რასაც სიმბოლურად განასახიერებს ნიობეს შვილების დახოცვა(ნიობე იაფეტური მოდგმის დედაა). იწყება იაფეტური მისტერიების დეკადანსი. რის გამოც ეს მისტერიები ალაგ-ალაგ არაკანონზომიერიც ხდება, ხოლო ერთიანი ფუძე-ენა განიცდის დიფერენცირებას ენებად და ენაკავებად, რაც გაგრძელებაა ბაბილონის გოდლის დაცემის შემდგომი ენათა აღრევის პროცესისა.
იოანე-ზოსიმეს გაგებით „ყოველი საიდუმლო“ ქართულ მოდგმაში და მის ენაში დ „დამარხულ არს“ ჯერ კიდევ იმ პრეისტორიული ხანიდან,როდესაც ქართული ენა იყო მოგვთა ენა,პირველადი მისტერიების ენა ღმერთებთან ურთიერთობისათვის შექმნილი. ამიტომაც არის შემონახული მისტერიების „ყოველი საიდუმლო“ ქართულ ენაში,ქართულ კულტურაში. ამიტომ ქართული ენალაზარეა ყველა ენებს შორის, იგი პირველადი ენაა,მთავარი ენაა,როგორც ლაზარე-იოანე იყო მთავარი მოციქული იესო ქრისტესი, მოწაფე „რომელი უყვარდა იესოს“ და რომელიც იყო მისი უახლოესი სულიერი მეგობარი. იგი იყო ამავე დროს ძეობილი ღვთისმშობლისა,ისევე როგორც საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი.
როდესაც ქვეყნად მოვიდა იესო, დადგა ქრისტიანული ერა. აღორძინების სტიმული მიეცათ რასებს,ერებს,ადამიანებს.ყოველივე დამდაბლებულისა და დაწუნებულის აღდგომისა და ამაღლების საწინდარი გახდა ქრისტეს იმპულსი.იოანე ნათლისმცემლის სიტყვისამებრ:„ყოველი ხევნები ამოივსოს და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდნენ„(ლუკაIV.5)ყველაზე მეტად დამდაბლებულ და დაწუნებულ ქართულ მოდგმას, ქართულ ენას მიეცა სტიმული აღდგომისა ლაზარეს მსგავსად. ისევე როგორც ჯვართან მდგარ ლაზარე-იოანეს ჯვარცმულმა მაცხოვარმა ანიშნა ღვთისმშობელზე და უთხრა:„აჰა, დედაი შენი“ხოლო ღვთისმშობელს უთხრა:„აჰა ძე შენი“ (იოანე 19.26-27),ასევე გახდა საქართველო,იბერია,ღვთისმშობლის წილხვდომილი აღდგომიდან მეერგასისე დღეს,მარტვილიას.ასე რომ,ლაზარე-იოანე და საქართველო თითქმის ერთდროულად იშვილა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ნებისამებრ.აი კიდევ რატომ ჰქვია ქართულ ემას ლაზარე სახარებასა შინა!
„და ენაჲ ესე, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა“კურთხეულია ჯერ კიდევ ბიბლიაში, დაბადების წიგნში სადაც შექებულია სემისა და იაფეტის კეთილშობილება, მშობლის პატივისცემა,რომელთაც დაფარეს თავიანთი ნასმურევი მამის ნოეს სირცხვილი და დაგმობილია ქამის საქციელი,რომელმაც გასთქვა მამის სირცხვილი,რისთვისაც შეჩვენებულია ქამის მოდგმა,ქანაანი(დაბად. 9.32,33).იაფეტის ძენი მოსოხი,თუბალი,იოავანი მოხსენებულნი არიან მომავლის კურთხეულ ხალხთა შორის(ესაია,66 19).ხოლო სახელი „იოანე“ მოდის „იოვანიდან“,იაფეტური მოდგმის თავკაცია რომელი მოდგმის ხალხები უნდა ჩაითვალონ წამყვანად ქრისტიანობის განვითარებაში?იოანე-ზოსიმეს კონცეპციით, ეს ხალხებია ქართველური და ინდოევროპული(ბერძნული მოდგმის ხალხები,ვინაიდან სემიტურიმა ხალხები პირველ საუკუნეშივე შეასრულეს თავიანთი როლი ქრისტიანობის აღმოცენებასა და დაფუძვნებაში,მაგრამ შემდგომ საუკუნეებში მათი მისია აღარ გაგრძელებულა ამ მიმართულებით. ქართველური მოდგმის ხალხებმა კი იტვირთეს ძირითადი როლი როგორც ეგზოტერული, ასევე ეზოთერული ქრისტიანობის, როგორც თეოლოგიის, ისე თეოისოფიის განვითარებაში. აღმოსავლეთის უდიდესი ბურჯები წმ. გიორგი კაბადოკიელი, წმ. ნიკოლოზ მირონ-ლუკიელი(ლიკიელი). კაბადოკიელი მამები: ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი და მრავალი სხვანი იაფეტური, ქართველური მოდეგმისანი იყვნენ. სხენებული მამების ბერძნულეროვნება კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს ქართული ენის „დამდაბლება-დაწუნებაზე“ იმ ეპოქაში. ქრისტიანული თეოლოგიისა და თეოსოფიის უდიდესი ბურჯი იყო იბერი, არეოპაგიტული ტრაქტატების ავტორი. ეს ტრაქტატები საფუძვლად დაედო როგორც აღმოსავლეთის ისევე დასავლეთის ეკლესიების ღვთისმეტყველებას, მისტიკას, აგრეთვე, რომ მისიონერული მოღვაწეობაც კაბადოკიელ და ქართველ ქრისტიანებს უფრო ახასიათებს, ვიდრე ბერძნებს.
ეზოტერული ქრისტიანობის უმთავრესი მიმდინარეობაა გრაალის ქრისტიანობა, რომელიც აღმოცენდა კელტიბერული მოდგმის ხალხებში, პირინეებში, ლანგდოკსა და პროვანსში, ხოლო აქენდან გავრცელდა მთელს ევროპაში. გრაალის ძიება იგივე ოქროს საწმისის ძიებაა, რომელსაც „ქლასიკურ გრაალსაც“ უწოდებენ მესნიერებაში, როგორც ზემოთ ავღნიშნე. ოქროს საწმისი ანტიკური მისტერიბისა.ოქროს საწმისის კულტურა ქართველურმა, კოლხურმა ტომებმა შექმნეს, ხოლო გრაალის კულტურა მათმა მონათესავე დასავლეთის კელტიბერიულმა ტომებმა. შუასაუკუნეებში გრაალი დასავლეთ ევროპიდან საქართველოში იქნა ფარულად გადმოტანილი, რაც აღნიშნულია მეფე-ხუცეს იოანეს შესახებ ლეგენდაში, რომელსაც ჯვაროსნული ქრონიკები დავით აღმაშენებელთან აიგივებენ. ქართულ კერძოდფშავ-ხევსურუკ ფოლკლორში გრალიის ინიციაციის მოტივები, წმოდა გოირგის და მისი ძმადნაციცისი ღვთისშვილების მიერ ქაჯავეთიდან სამძივარიდ წამოყვანის და თასის წამოღების მპტივში, რაც საფუძვლად დაედო რუსთაველის ცეფრიხტაოსანს, გრაალის პოემების მონათესავე ქართულ პოემას. გელათი გრაალისადმი მიძღვნილი მტაძარია, რომლის ფრასკული მოტივები ასახავენ მისტერიებს. ყოველივე ეს სიმბოლურად აისახა აგრათვე ბაგრატიონთა სამეფო გერზე, რომელზედაც გამოსახულია დავითის ქნარი და შურდული, წმ. გიორგი, ქრისტეს საუფლო კვართი და წმ. გრაალის სფერული ბარძიმი.
როგორც აღინიშნა, იოანე-სზოსიმე წმ. ნინოს, ქართულ ქრისტიანობის სიმბოლოს, ლაზარეს დას, მარიამს ადარებს, ვინაიდან მარიამის გზაა ქრისტიანობის სულიერ-ჭვრეტითი ხაზის განვითარება, თეოსოფია და აზოტერიზმი. ასევეა შედარებული ნნინო მარიამთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში, სადაც ზაბილონ ეუბნება მას: „ხოლო შემ მარიამ მაგდალინელისა შური აღიღე ქრისტეს სიყვარულისათვის და დათა მათ ლაზარესთა“ (ქართლის ცხოვრება, 1955.ტ. I გვ. 76)
გარდა ამისა ნინოსათვის ანგელოსის მიერ გადადაცემულ წიგნში ერთ-ერთი მუხლი ზ.ასეთია: „რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარად ისმენდა სიყყვასა მისსა ჭეშმარიტსა“ (გვ.87). ასე რომ, წმ. ნინოს შედარება მარიამთან ზოგადი ტრადიცია ყოფილა ქართულ ეკლესიაში“ რომელიღაც სხვა ნინოს ძიება გზააბნევაა. ბერძნული ქრისტიანობის მისია კი, რომლის სიმბოლო არის ჰელენე დედოფალი, ძეგლში მართასთან არის შედარებული, ვინაიდან ბერძნულმა მოდგმამ შექმნა სახელმწიფოებრივი ქრისტიანობა, სოციალური ქრისტიანობა და ეგზოტერული ღვთისმეტყველება. შემთხვევით როდია აგრეთვე, რომ ქართული მოდგმა მოაქცია სწორედ იაფეტურ-მოსხურ-ზანური კაპადოკიიდან გამოსულმა ქალწულმა წმ. ნინომ, ხოლო წმ. გიორგი კაპადოკიელი უთავრესი წმინდანია საქართველოს ეკლესიისა, იგი არის აგრეთვე ეროვნული ღვთაება ქართველი ხალხისა, ქრისტესა და სამების ატრიბუტების მატარებელი.
ქრისტიანობის ძველი მისია იმაშის გამოვლინდა, რომ მან შეარიგა სამკვდრო-სასიცოპცხლოდ დაპირისპირერბული ქართველური და ინდოევროპული მოგმის ხალხები, დაამყარა მათ შორის ჰარმონია და აწ ისინი გვევლინება როგორც ორნი დანი, წმ.ნინო და ჰელენე დედოფალი, ერთი იდეალისა და ერთი მიზნის მსახურნი მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ, ასე სწამს იოანე-ზოსიმეს.
ქართული მოდგმის, ქართული ენის კურთხეულობისა და ღვთისმშობლის იდეა მარტოდენ ქართული მესსიანიზმისშედეგი არ გახლავთ, როგორც ზოგიერთი მკლევარს მიაჩნია. ამ იდეას აზიარებდნენ ბერძნული და რუსული ეკლესიებიც, როგორც ამაში ქვემოთ დავრწმუნდებით. მაგალითადდ, ბასილის ფილოსოფოსის „ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“ ვხვდებით ასეთ ადგილს:როდესაც ქმ. ილარიონ ქართველი და მისი თანმხლები ულუნბოს მონასტრის მამასახლისმა გააძევა ეკვდერიდან ვითარცა არაბერძენნი მანმასვე ღამეს იხილა ჩვენებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელმაც უთხრა: „რაითვის საწყალობელო, დიდი იგი მოღუაწე ოლარიონ და მისთანანი უპატიოდ განახხენ... ჰგონებ ვითარმედ ყოველთაგან ნათესავთა, რომელიცა არის მოშიში უფლისა და მოქმედი მცნებათა მისითა, სათნო მისა არს იგი, არა ჰხედავ, რაოდენნი ნათესავისაგან მათისა სათნო ეუყუნეს ღმერთსა, ვითარ საწყალობელო უცხო ჰყავ თავი ღენი, ლოცვისაგან მეგობრისა ჩემისა და კურთხევისაგან მისისა, რამეთუ რომელი ამათ არ შეიწყნარებს, იგი ნმტერი არს ჩემი“. ვგონებ ნათელია ამ სტრიქონის ავტორს ეროვნებით ბერძენს სწამდა ივერიის წილხვდომილობა. უფრო ადრინდელი ძაგლი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის არკადისმიერ აღწერილი „ცხოვრებაჲ სვიმეონ მესვეტისა“ მოგვითხრობს რომ სვიმეონ მესვეტემ „გაკვირვებასა შინა იხილ აერი დიდძალი ფრიად მამათა და დედათა და ყრმათაჲ და აქუნდა ხელთა მათთა ჯვრები და მოვიდოდეს იგინი აღმოსავლეთით მისსა და სული წმიდაჲ ფარვიდა მათ“, შემდეგ სულიწმიდამ უჩვენა მას, რომ „ესე არს ნათესავი ქართველთაჲ“. მეორე დღეს მართლაც მოვიდნენ მასთან ქართველები ჯვრით ხელში(კ.კეკელიძე, ქართული აგიოგრაფიული ძეგლები, კიმენი, I ტფილისი, 1918, გვ.260). უთუოდ ამ ხილვამ განაშირობა ის, რომ სვიმეონ მესვეტე დაუმეგობრდა ქართველებს, ხოლო შემდეგში საქართველოში წარმოაგზავნა ათცამეტი „ასურელი“ მამა ქრისტიანობის საქადაგებლად და განსამტკიცებლად . ამრიგად სულიწნიდის მიწიერ გამოცხადება კი ღვთისმშობელია, როგორც დავინახეთ . ასე რომ, საქართველოს წილხვდომის იდეის გამოძახილს ჯერ კიდევ სვიმეონ მესვეტის „ცხოვრებაში“ ვხვდებით.
ახლა ვნახოთ, როგორი ტრადიცია ჰქონდა ამსთან დაკავშირებით რუსულ ეკლესიას. ცნობილია ქართველი და რუსი ბერების მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობა ათონის ივერთა მონასტერში. რომელთაგან მრავალი ქართელდებოდნენ და ათონის მონასტრებში რჩებოდნენ სამოღვაწეოდ, როგორც მაგალითად იოანე რუსყოფილი (იხ. კირიონ კათალიკოსის „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“ რუს. ენაზე, ტფილისი, 1990წ) ცნობილი ძველსლავიანური დაუჯდომელი ივერიის ღვთისმშობელისა, პორტაიტისასი, რომლის ბოლო რადაქცია XVII საუკუნეს ეკუთვნის, მოგვითხრობს ივერიის წილხვდომილობაზე, ათონის ივერთა მონასტრის დიდებაზე, წმ. ექვთიმეს ოქროპირობაზე, წმ. თორნიკეს უძლეველობაზე, წმ. გაბრიელის ხატის მიმრქმელზე, აგრეთვე ივერთა მოდგმის მომავაალ დიდებაზე, ისევე როგორც იოანე-ზოსიმეს „ქებაჲ“. დაუჯდომელის პირველსავე იკოსში ნათქვამია: „ანგელოსი წინწშემდგომელი გაეგზავნა ღვთისმშობელს, როდესაც მას წილად ხვდა სამოციქულო მოღვაწეობა ივერიის მიწაზე: „ნუ განეშორები იორესალიმს, შენი წილხვდომოლი ქვეყანა გაბრწყინდება უკანასკნელ დღეებში, შენ კი უნდა იღვაწო სახვა ქვეყნებში, სადაც წარგგზავნის უფალი“. შემდეგ დაუჯდომელი მოგვითხრობს: „იმეია პრომიშლენიე ო ჟრებიი სვოემ, ლიუდიახ ივერსკიე ზემლი, უსტროილა ესი ვ მესტე, ილეჟე სამა კ აფონუ პრისტალა ესი, ობიტელ როდუ იხ ვ ტიხოე პრისტანიშჩე იშჩუშჩიმ სშანიე, ხოტია დაროვატი ეი ვ შჩიტი ოგრაჟდენიე იკონუ სვოიუ.. პროპოვედნიკა ტვორია გავრიილა ვოლი სვოეა, რეკლა ესი კნემუ ვლადიჩიცე: ნე პრიიდოხ ხრანიმა ბიტი ოტ ვას, ნო და ბუდუ აზ ხრანიტელნიცა ვაშა ნე ტოკმო ბ ნასტოიაშჩემ, ნო ი ვ ბუდუშჩემ ვეცე, სე დაიუ ვამ ზნამენიე: დონდეჟე ზრიტე ვ მონასტირე იკონუ მოუ, ნე ოსკუდეეტ ვამჯ ბლაგოდატ სინა მოეგო ი მილოსტ და ვოპიუტ ესი ალილუია“. იკოსი კონდაკი ამავე ტრადიციიდან გამომდინარე ეხმაურება აგრეთვე იოანე-ზოსიმეს XVIII საუკუნის რუსი წმინდანი სერაფიმ საროველი, რომლისწ თქმითაც, მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვდომილი, იარსებებსქვეყნის დასასრულამდე, ივერიის წილხვდომილობის იდეა გვხვდება აგრეთვე დავით გარეჯელის ძველ სლავურ დაუჯდომელში.
პატრიარქმა ნიკონმა (XVIIს) ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირი დიდი პატივით გადმოასვენა რუსეთში. შეუქმნა მას სპეციალური ტაძარი („ნოვაია ივერსკაია ობიტელ“), ხოლო ამჟამად იგი დასვენებულია მოსკოვში სოკოლნიკის აღდგომის ტაძარში და აქვს სპეციალური სადღესასწაულო დღე (12თებერვალი). ამის გამო ივერიის ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთი სიწმონდეა რუსული მეკლესიისა, იგი უდუდეს როლს ასრულებდა ოფიციალურ კულტშიც, რაც იქიდან ჩანს, რომ ოფიციალური საკულტო ცენტრის, მოსკოვის კრემლის ერთ-ერთი უმთავრეს კარიბჭეს მის პატივისცემად ივერიის კარიბჭე ეწოდება.
ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს „ოთხმოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე“, რომელიც სასწაულად აქვს ქართულ ენას „უმეტეს სხვათა ენათა“. იყო ცდები „„ოთხმოცდაათოთხმეტის“ გადამწერის შეცდომად გამოცხადებისა, მისი 104-ით შეცვლისა, რაც გამიწვეული იყო იმით, რომრატომღაც მაინცდამაიბც მიაჩნდათ, რომ ამ რიცხვის ხსენა ნიშნავს ქართულო კალენდრის მეტობას სხვა კალენდარზე. ამ გზააბნევას კი იწვევდა სიტყვა „უმეტესის“ ბძველ ქართულში მხოლოდ მომატებულობას, დამატებას როდო ნიშნავს, არამედ გარკვეულ თარიღს ქრისტეს მოსვლის შემდგომ. რაც შეეხება გამოთქმას „უმეტეს სხვათა ენათა“, ამ გამოთქმამ არ უნდა დაგვაბნიოს იმის გამო, რომ იგი წინ უსწრებს „ოთხმოცდაათოთხმეტ“ წელს. „უმეტეს“ ძველ ქართულში მხოლოს მომატებულობას, დამატებას როდი ნიშნავს, არამედ უპირატესობასაც.ასე რომ „უმატეს სხვათა ენათა“ ნიშნავს სიტყვასიტყვით: „სხვა ენაზე უპირატესობით“. ახლა განვიხილოთ წინადადება მთლიანობაში: „და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა და სასწაულად ესე აქუს: ოთხმოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე“. ე. ი. ავტორს სურს გვამცნოს:ქართული ენის უპირატესობა სხვა ენებთან ის არის , რომ მას დღემდე სასწაულად აქვს ქრისტიანული წელთაღრიცხვის თარიღი 94 წელი. რაწელია ეს წელი? ეს არის იოანეს აპოკალიპსისის შექმნის თარიღი, რომელიც დღევენდელი მეცნიერების მიხრდვით 94-95 წლებში დაიწერა და შესაძლოა იოანეს სახარებისაც რომელის აგრეთვე 90-100 წლებს შორის უნდა იყოს შექმნილი. შესაძლოა იოანე-ზოსიმეს დროს არსებობდა უფრო ზუსტი ცოდნა ამ თარიღის შესახებ. ამიტომაც არის ეს თარიღი უაღრესად მნიშვნელოვანი ლაზარე-იოანესათვისაც და მაშასადამე ქართული ენისათვისაც, რამეთუ ამ წელს აღსრულდა ის, რაც იწინასწარმეტყველა იესო ქრისტემ ლაზარეს დაძინებისას:„სნეულებაჲ ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან“ (იოანე 11.4). ძე ღმრთისაჲ იდიდა იოანეს სახარებაში და აპოკალიპსისში ლაზარე-იოანეს მიერ, ამიტომ არის ეს წელი სასწაული მისთვისაც და ქართული ენისათვისაც. ამაშია ლაზარეს უპრატესობა სხვა მოციქულებთან და ქართული ენის უპირატესობა სხვა ენებთან შედარებით, ვინაიდან იოანეს სახარებასა და აპოკალიპსისში გახსნილია ლაზარე-იოანეს მისსია, რომელიც იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით უღრმესად არის დაკავშირებული ქართული მოდგმის, ქართული ენისის მისიასთან, გარდა ამისა თავად „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ სხვა არფერია თუ არ და ეგზეგეზა იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისისა.
ამის გამო ბუნებრივია, რომ ავტორი ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ თარიღს. იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგივურად გამოაცხადა, ხოლო იოანე- ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, ლაზარეს ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასროლოს ქრისტესათვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას გახდება მამხილებელი ცოდვილი კაცობრიობისა, რითაც აღასრულებს ქრისტე-მიქაელის და სულიწმიდა-გაბრიელის მისსიას, რასაც სიმბოლურად ასახავს დავათის VI ს. სტელებზე გამოსახული მიქაელისა და გაბრიელის მიერ ქართული ანბანის ამაღლება-განდიდება.

??????