ებანოიძე ზაალ
გაზიარება

*** "ჟრჟოლაზე ამოზრდილ კრინიდან" ექსკლიუზივი

ჟრჟოლაზე ამოზრდილ კრინიდან
როცა ხმა ზეციურ ბანამდე
ააღწევს – პირ–სახის მიმიკას
შეფარულ ფორიაქს გადასდებს.

და როცა ფორიაქს აჰყვება
მთენთავი სითბოც და სიცივეც,
ციმციმებს – სხვა მეტი რა გნებავს –
თვალებში კურცხალი და ციმციმებს.

კურცხალში ჩამდგარი შუქიდან
რა მოჩანს – ფითრი და ხავსია;
და ხვდები – შეფარულ წუხილთან
მისულხარ და ჟრჟოლა გაცვია.

??????