ებანოიძე ზაალ
გაზიარება

ორშაბათი საღამო ექსკლიუზივი

არც რა უფსკრულთა თავსა ბნელის შიში არსებობს,
წყალთა დაშრობაც ხმელსა ზედა – არც რა ერთიან...
ვწევარ დაღლილი სვრელის თავში და ჩემს გარშემო
ბინდში თანდათან შემავალი იმერეთია.

რა, რა შევძელი დღეს ისეთი, სათქმელად ღირდეს,
ჩემი წუხილით ვისთან ახლოს, ვისთან შორსა ვარ;
თავს წამართმევდეს წუთიერი წათვლემა ვიდრე,
მსურს, ერთხელ კიდევ გადავავლო თვალი ორშაბათს:

წარბთან მარჯვენა მიტანილმა გავხედე ამინდს,
როცა ფრთოსნების ჟრიამული ტყიდან მოისმა;
და განთიადი – მტრედისფერი და მჩატე ჟამი,
ათქვირებული ნაყოფივით ცამ გამოისხა.

მომესალმა დილის ქარი...ფიფქების ჭორფლით,
ქქარის სინაზის ავხსენ ქარაგმა;
და საღამომდე, წვეთწვეთობით დაღვრილი ოფლით,
ენის უთქმელად – გული ჩემი გელაპარაკა.

მიწყნარებული შეღამება კედლებს იშენებს,
იგრძნო ბალახმაც ეს–ის არის ცვრების საყურე;
ვიდრემდის ციდან შენის ნებით ხელს შემიშვებენ,
ინებე ჩემი ერთგულება და მიმსახურე.

??????