შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 66 (მთარგმნელი:ანი კოპალიანი) 

ილაჯგაცლილი ამ ყველაფრით, სიკვდილს ვთხოვ შველას,
რადგან ღირსებას დარქმევია გლახის სახელი 
და გარეწარი მისცემია ლხინსა და შვებას,
და ვუმზერ ნდობას, დაუნდობლად ფეხქვეშ გაქელილს.

და სათნოებას ჩამოგლიჯეს გვირგვინი დაფნის
და უბიწობას ჩემობს ყველა ბილწი და მრუში
და სამართალი ამოსვარეს უმართლოდ ლაფში
და ძლიერს წინსვლას დაბორკილი ფეხები უშლის;

და ხელოვანებს მძლავრი მუშტი ჩასჩარეს პირში;
და უგუნური თავს სწევს მაღლა უფრო და უფრო;
და ენაგრძელად მოუნათლეს პირშიმთქმელს ჯიში;
და დატყვევებულ სიკეთეზე ბოროტი უფლობს: 

ილაჯგაცლილი, რაღა გიკვირს, სიკვდილს ვნატრობდე.
მაგრამ ჩემს სატრფოს ამ ჯოჯოხეთს ვერ შევატოვებ.

??????