შენ ამოდიხარ ზღვიდან მზესავით:
თავისუფალი და მოთენთილი
ზღვითა და სისხლით, რომელც შენში
თავბრუდამხვევი სისწრაფით ბრუნავს.
და წვები ჩრდილში, მკვრივი და ნორჩი,
და ჩემს ნაჩუქარ უბრალო მძივებს
ცხელ ძუძუებზე ისრეს და უსმენ
უსაზღვრო სივრცის ვნებიან სუნთქვას...
1958წ