ჭილაძე ოთარ
გაზიარება

ომის გახსენება ექსკლიუზივი

ოთახში ბნელა ისვრიან ისევ
ოთახში ბნელა ზრიალებს მინა.
კედელზე ჩრდილი იგრძელებს კისერს.
ოთახში სძინავთ ან ვითომ სძინავთ.
მაგრამ ძილშიაც გრძნობენ და ესმით,
როგორ ისვრიან ოთახში ბნელა.
და როგორც მიწის წიაღში თესლი,
ლოგინში ბავშვი ტრიალებს ნელა,
რადგან არავინ არ უნდა მიხვდეს,
რომ გაეღვიძა, ზრიალებს მინდა.
დამფრთხარლი ჩრდილი კედელზე მიხტის
და მაგიდაზე რაღაცა ბზინავს.
1958წ

??????