ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "მოაკივლებენ სარკმელს ქარები" ექსკლიუზივი

მოაკივლებენ სარკმელს ქარები
მოახეთქებენ ბრაზით დარაბებს...
მაგრამ შენ ქარიც არ გეკარება – 
არ სცნობ არავის, არ გრძნობ არაფერს.

აგბეზრებული თოვლით და ჩვენით,
ისევ გარდასულ დღეებს იხსენებ.
იმ დღეს ქუჩაში მოყავდათ ცხენი – 
ასე ეჭირა მასაც კისერი.
1956წ

??????