ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "მშვიდობით" ექსკლიუზივი

მშვიდობით, მშვიდობით, კმარა!
მომბეზრდა ტკბილიც და მწარეც,
დე, სხვისთვის იქროლოს ქარმა,
დე, სხვისთვის ანათოს მთვარემ.

მე უკვე ჩავკეტე კარი,
სხვა კაცად ვიქეცი თითქოს,
ძაღლივით დავტოვე გარეთ,
რაც იყო, რაც უკვე იყო...
1956წ

??????