ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "მზემ აფხაზივით გადიარა უღელტეხილი" ექსკლიუზივი

მზემ აფხაზივით გადიარა უღელტეხილი
და შეეფარა აჭანდრის ჭანდრებს..
რა კარგი იყო, სად იყავი, ნეტავ გეხილია–
მეც არ მინახავს მსგავსი რამე ადრე.
ლურჯი მთებისკენ წასულ წეროებს
მისდევდა თვალი...
მერე მზემ მკერდი შეახვია ჭადრის წვეროებს
და, გასისხლულმა, ზღვის ტალღებში დაიხრჩო თავი.
1951წ

??????