ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "დაცარიელდა უცებ გზა შარა" ექსკლიუზივი

დაცარიელდა უცებ გზა შარა,
მაისის წვიმამ ცა გადასერა:
ჯერ არწივივით ფრთები გაშალა,
მერე ხეებზე ჩამოასვენა.
ეს ჩვენი ბოლო საღამო იყო,
თვალს უეცარი კაწრავდა ელვა,
ქარში ბაირაღს არხევდნენ თითქოს – 
ისმოდა წვიმის წვეთების ღელვა.
1949წ

??????