საახალწლო ამბავი ექსკლიუზივი
კარგად ვიყო.
ან:
კარგი ვიყო.
ორიდან ერთი სურვილის
ჩაფიქრება შეიძლება
მხოლოდ და მხოლოდ
დაბადების ახალწლის ღამეს
დაბადებამდელ ქვეყანაში.
და ყველაფერი ისევე ხდება
დაბადებამდელ ქვეყანაში
დაბადების ახალწლის ღამეს,
როგორც ყველგან ხდება ხოლმე
ახალწლის ღამეს:
ზოგი ქილიკობს
ჩაფიქრების ჩვეულებაზე
ზოგი ჯიუტად ჩაიფიქრებს
ორივე სურვილს -
იქნებ იცის, რომ ვერ მოასწრებს,
ამოირჩიოს.
ზოგი - რომელმაც არ იცის, რომ
ვერ მოასწრებს,
ამოირჩიოს -
ვერ ასწრებს, რომ ამოირჩიოს.
ზოგი კი ზუსტად ისე იზამს,
როგორც წესია -
ერთადერთ სურვილს ჩაიფიქრებს
ორადორიდან:
კარგი ვიყო
ან
კარგად ვიყო
და ამის მერეც
ყველაფერი ისევე ხდება,
როგორც, საერთოდ, ხდება ხოლმე
ახალწლის მერე;
და ამ სურვილის მომავალიც
ისეთივეა,
როგორიც
ყველა ახალწლის ღამეს
ჩაფიქრებული
ყველა
სურვილის:
დაბადებულობის წელიწადში
ის
ან ახდება
ან არა.
ან:
კარგი ვიყო.
ორიდან ერთი სურვილის
ჩაფიქრება შეიძლება
მხოლოდ და მხოლოდ
დაბადების ახალწლის ღამეს
დაბადებამდელ ქვეყანაში.
და ყველაფერი ისევე ხდება
დაბადებამდელ ქვეყანაში
დაბადების ახალწლის ღამეს,
როგორც ყველგან ხდება ხოლმე
ახალწლის ღამეს:
ზოგი ქილიკობს
ჩაფიქრების ჩვეულებაზე
ზოგი ჯიუტად ჩაიფიქრებს
ორივე სურვილს -
იქნებ იცის, რომ ვერ მოასწრებს,
ამოირჩიოს.
ზოგი - რომელმაც არ იცის, რომ
ვერ მოასწრებს,
ამოირჩიოს -
ვერ ასწრებს, რომ ამოირჩიოს.
ზოგი კი ზუსტად ისე იზამს,
როგორც წესია -
ერთადერთ სურვილს ჩაიფიქრებს
ორადორიდან:
კარგი ვიყო
ან
კარგად ვიყო
და ამის მერეც
ყველაფერი ისევე ხდება,
როგორც, საერთოდ, ხდება ხოლმე
ახალწლის მერე;
და ამ სურვილის მომავალიც
ისეთივეა,
როგორიც
ყველა ახალწლის ღამეს
ჩაფიქრებული
ყველა
სურვილის:
დაბადებულობის წელიწადში
ის
ან ახდება
ან არა.