ბოლო სიტყვა ექსკლიუზივი
შმორის სუნი??
ბინძური ხამლით
რატომ გეახელ??
კოჭები
რაღამ წამაბილწინა??
მით უმეტეს -
მუხლები??.
მხრები??.
ბოლოს და ბოლოს,
რა საგზალი მომაქვს გულგვამით,
შენს წმინდა სახლში
საზარლად რომ ამომაზიდებს??
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეჰ, დაგავიწყდა -
რა ხანია, აღარ ყოფილხარ...