ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

* * * რამე რომ მოხდეს 

რამე რომ მოხდეს, მე ვიცი, წახვალ.
რამე რომ მოხდეს, შენც იცი, წახვალ.

ვერ მოვაღორებ საწუთრო-ახვარს _
მოხდება რამე ან დღეს და ან ხვალ:

გატყდება ღერძი, ჩატყდება ჩელტი,
აყირავდება ბედის ოთხთვალა...

_ იყავი ჩემთან!
_ იყავი ჩემთან,
ვიდრე მზაკვარი რამე მომხდარა!

??????