ტვენი მარკ
გაზიარება

როგორ მოვყვეთ ამბავი (მთარგმნელი თოხაძე ნინო) 

ვერ განვაცხადებ, რომ შემიძლია ამბავი ისე მოვყვე, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. 
მარტო იმას გეტყვით, რომ ვიცი, თუ როგორ უნდა მოყვე ამბავი, ვინაიდან წლების განმავლობაში თითქმის ყოველ დღეს გამოცდილ მთხრობელებთან ვატარებდი.
რამდენიმე სახის ამბავი არსებობს, მაგრამ რთული სახეობა ერთია-იუმორისტული.

ახლაც ძირითადად ამ ერთზე ვისაუბრებ. იუმორისტული მოთხრობა ამერიკულია, სასაცილო-ინგლისური, მახვილგონივრული-ფრანგული. იუმორისტული მოთხრობა დამოკიდებულია მისი თხრობის მანერაზე; სასაცილო და მახვილგონივრული-ამბავზე.
იუმორისტულ მოთხრობას შეუძლია დიდზე გაიჭიმოს, რამდენიც ნებავს აქეთ-იქით იხეტიალოს და ბოლოს მივიდეს კონკრეტულად არსად, მაგრამ სასაცილო ან მახვილგონივრული ამბავი მოკლე და მკვეთრი უნდა იყოს. იუმორისტული მოთხრობა ნაზად ბუყბუყებს, დანარჩენები-ფეთქდებიან.

იუმორისტული მოთხრობა მკაცრად არის განსაზღვრული როგორც მხატვრული ნაწარმოები—მაღალი და დახვეწილი ხელოვნება_და მხოლოდ ხელოვანს შესწევს მისი თხრობის უნარი. მაგრამ დიდი ხელოვნება არ სჭირდება სასაცილო თუ მახვილგონივრული ამბის თხრობას; ეს ყველას ხელეწიფება. იუმორისტული ამბავი როგორც მონათხრობი, ანუ ზეპირად გადმოცემული და არა ნაბეჭდი, ამერიკაში შეიქმნა და აქვე, სახლში დარჩა. 

იუმორისტულ ამბავს სერიოზულად ყვებიან; მთხრობელი ყველაფერს აკეთებს და მალავს, რომ მას ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი, რომ მასში რაიმე სასაცილოა.

მაგრამ სასაცილო ამბის მთხრობელი წინასწარ გვეუბნება, რომ ეს ყველაზე სასაცილო ამბავია, რაც კი მას სმენია. შემდეგ კი ყვება ამას სასურველი აღმაფრენით და ყველაზე მეტად თავად მხიარულობს თხრობას რომ დაასრულებს. ხოლო ზოგჯერ, თუკი წარმატებასაც მიაღწევს, იგი ისეთი კმაყოფილი და ბედნიერია, რომ შეუძლია გაიმეოროს მისი არსი, ყველა მსმენელის სახეს გადახედოს, აპლოდისმენტებიც დაიმსახუროს და კვლავ გაიმეოროს. ეს მართლაც პათეტიკური სანახაობაა.

ძალზე ხშირად, რასაკვირველია, აბნეული და დანაწევრებული იუმორისტული ამბავი ლაზათიანად, ენერგიულად, ან, როგორც გნებავთ ის დაუძახეთ, მთავრდება. შემდეგ მსმენელი ფხიზლად უნდა იყოს რამდენადაც, ბევრ შემთხვევაში მთხრობელი გადაიტანს ყურადღებას, ამ არსის ჩაგდებით, ჩვეულებრივად და გულგრილადაც და თავსაც მოიკატუნებს, თითქოს არ იცის, ეს რომ არსია, მაგრამ სასაცილო ამბის მთხრობელი არად აგდებს არსს; იგი მას მოგაძახებს—წამდაუწუმ. ხოლო როცა დაბეჭდავს, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში იგი დახრილად წერს მას, შემდეგ დაუმატებს ერთ-ორ არასწორ ძახილის ნიშანს და ზოგჯერ ახსნასაც იძლევა ფრჩხილებში. ყველაფერი ეს ძალზე დამთრგუნველია, და სურვილს უჩენს ადამიანს უარი თქვას ხუმრობაზე და უკეთესი ცხოვრებისაკენ გაგიძღვეს.



მხოლოდ წუთნახევარი ჭირდება ყოველივე ეს სასაცილო ამბის ფორმით რომ მოვუთხროთ. მოყოლადაც არ ღირს ბოლოს და ბოლოს. ათი წუთია საჭირო მის სასაცილო ფორმაში ჩასადებად და რაც კი მსმენია, ყველაზე სასაცილო რამაა-როგორც ამას ჯეიმს უითქომ რილი გვიამბობს. 
იგი გვიამბობს პერსონაჟის_გონებაჩლუნგი მოხუცი ფერმერის პირით, რომელმაც ეს ყველაფერი პირველად გაიგო. მას მიაჩნია, რომ ეს ენით გამოუთქმელად სასაცილოა და ცდილობს მის მეზობელთან გამეორებას. მაგრამ იგი ვერ იხსენებს, ყველაფერს ურევს, უაზროდ მიედ-მოედება, წვრილმან დეტალებს ურთავს ამბავს და მხოლოდ ანელებს; იგი საგულდაგულოდ იღებს ერთს და ურთავს სხვებს, ასევე უსარგებლოს; იგი გამუდმებით მცირე შეცდომებს უშვებს, მათ შესასწორებლად ჩერდება და ხსნის, თუ როგორ დაუშვა ისინი; შემდეგ იხსენებს იმ დეტალებს, რაც დაავიწყდა ჩაედო სათანადო ადგილას და მათ კვლავ უბრუნდება. 
მოხუცი თხრობას ცოტა ხნით აჩერებს, რათა შეეცადოს გაიხსენოს იმ ჯარისკაცის სახელი, რომელიც დაიჭრა და საბოლოოდ იხსენებს, რომ მისი სახელი არ იყო ნახსენები და წყნარად აღნიშნავს, რომ მის სახელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, თუ ვინმეს ეცოდინებოდა, მაგრამ არა არსებითი, ბოლოს და ბოლოს და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.
მთხრობელი უმანკო, ბედნიერი და კმაყოფილია საკუთარი თავით და უნდა შეყოვნდეს ყოველ წუთს, რათა თავი ხელში აიყვანოს და არ იცინოს გულღიად; იგი თავს იკავებს, ხოლო მისი სხეული ჟელესავით თახთახებს, შინაგანი ხითხითით; მსმენელის 10 წუთის დაოსებამდე სიცილის შემდეგ მათ თვალებიდან ცრემლებიც ცვივათ.


მოხუცი ფერმერის უბრალოება, უმანკოება, გულწრფელობა და უგუნურობა იდეალურად მოჩვენებითია. შედეგად კი ვიღებთ წარმოდგენას, რომელიც სრულიად მომხიბვლელი და თვალწარმტაცია. ეს ხელოვნებაა---მშვენიერი და ლამაზი, და მხოლოდ ოსტატს თუ ხელეწიფება მისი შეთხზვა, ხოლო მექანიზმს შეეძლო სხვა ამბის მოყოლა. 
ერთმანეთს რომ გადავაბათ შეუსაბამო და უაზრო სიტყვები ზოგჯერ უმიზნო გზით მოთხრობილი და თავი მოვაჩვენოთ, რომ არ ვიცით, თუ რა უაზრობებია ისინი, თუ არ ვცდები, ჩვენ ვიღებთ ამერიკული ხელოვნების საფუძველს. მეორე თვისებაა სათქმელის გაბუნდოვანება. მესამე-რემარკა ისე, რომ არც იცი ამის შესახებ, თითქოს ადამიანი ხმამაღლა ფიქრობდა. მეოთხე და ბოლო არის პაუზა.


არტემუს უორდი ხშირად იყენებდა მესამეს და მეოთხეს. იგი თხრობას იწყებდა დიდი აღფრთოვანებით, ისე რომ ეჩვენებოდა ეს რაღაც არაჩვეულებრივიაო; შემდეგ იგი კარგავდა თავდაჯერებულებას და აშკარა დაბნეული პაუზის შემდეგ უმატებდა შეუსაბამო რემარკას მონოლოგურ სტილში, ხოლო ეს კი ის რემარკა იყო, რომელიც მინის ასაფეთქებლად იყო გამიზნული-და ასეც ხდებოდა.
მაგალითად, იგი საკმაო აღფრთოვანებით იტყოდა, “ერთ კაცს ვიცნობდი ახალ ზელანდიაში რომელსაც თავში კბილი არ ჰქონდა”—აქ მისი ხალისი ქრებოდა; ამას ჩუმი, ფიქრში წასული პაუზა მოსდევდა, შემდეგ კი მეოცნებე ხმით იტყოდა, თითქოს თავის თავს ეუბნება “და მაინც მასზე კარგი დოლზე დამკვრელი მე არსად მენახა.” 
პაუზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვისებაა ნებისმიერი სახის თხრობაში, იგი ასევე მისი ხშირი თვისებაა. ეს დახვეწილი რამაა, სათუთიც, მაგრამ ასევე გაურკვეველი და მუხანათურიც; რამდენადაც იგი უნდა იყოს გარკვეული სიგრძის-არც მეტი არც ნაკლები-თუ არა და იგი მარცხს განიცდის, მიზანს ვერ მიაღწევს და პრობლემას შექმნის. თუკი პაუზა ძალზე მოკლეა, შთაბეჭდილების მოსახდენი მომენტი გაივლის, ხოლო მსმენელს ეძლევა დრო წინასწარ გამოიცნოს, რომ სიურპრიზი ელოდება, ხოლო შემდეგ მათ ვეღარ გააოცებ, რასაკვირველია.


სცენიდან ვყვებოდი ხოლმე ზანგი მოჩვენების ამბავს, რომელიც პაუზას აკეთებდა და ის პაუზა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მთელ მოთხრობაში. თუკი სათანადო სიგრძის პაუზა იქნებოდა, მე შევძლებდი ეფექტურ ფინალურ წამოძახებას, რათა შთაბეჭდილების ქვეშ მყოფ გაოცებულ გოგონას წამოეკივლა და ადგილიდან წამოვარდნილიყო—და ეს იყო ის, რასაც დავეძებდი. მოთხრობას ერქვა “ოქროს მკლავი” და თხრობაც ამ სტილში ხდებოდა.

თქვენ თავად შეგიძლიათ ამაზე ივარჯიშოთ—დაელოდეთ პაუზას და დროზე ჩაეჭიდეთ..

??????