კუხიანიძე ზურაბ
გაზიარება

ვაზი ექსკლიუზივი

გამოგაღვიძა აპრილის სუნთქვამ,
გამოგაფანტა ფიფქი ტყემლების
და გასხლულ ლერწზე ბროლივით სუფთა 
ფრთხილად დაგკიდა ჩუმი ცრემლები.
შენს ცრემლს ჩიტი სვამს და უხარია.
და ეს წვეთები, მზეზე რომ ღვივის,
ოცნების წამლად არ უხმარია,
თორემ მოარჩენს პოეტის ტკივილს.
ცრემლი მზის სხივზე მზივივით ელავს,
კრთის და ციმციმებს გულგასახარად,
თითქოს შენს ტანში დაგროვდა ყველა,
რაც მეზვრემ ზვარში ოფლი დაღვარა.
შენ ვერაფერში მე ვერ გაგცვალე,
შენი კვირტები გულს ცეცხლს უნთებენ.
ვაზო, მაგ მრუდე ყელს ვენაცვალე,
გულში ქალივით ჩასახუტებელს.

??????