ახალაია ბექა
გაზიარება

* * * "ეზოში ბავშვი ძაღლებმა ლოკეს" 

ეზოში ბავშვი ძაღლებმა ლოკეს,
მე-ბავშვის დედის დამწველი შარმი.
ჩემი შარვალი სარეცხის თოკზე 
დაკიდებული ჩაიცვა ქარმა.

ვნება- ნასროლი ბუმერანგივით 
დამიბრუნდა და ვისვრი თავიდან.
ქარი მეზობლის თეთრი პერანგით
და ჩემი შარვლით სადღაც წავიდა.

??????