ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

ქალაქს ნაწვიმარს ექსკლიუზივი

გულში გადაშლილ სიყვარულის წიგნს
ცრემლი აწვიმდა,
ო, როგორ მინდა დიდხანს იწვიმოს...
გარეთ აცივდა...
წიგნის ფურცლები იწერება და
არ უჩანს ბოლო,
მინდა შევეშვა გრძნობებთან თამაშს,
ამ უთავბოლო.
ფურცლებს გადავშლი და გარდამავალ
დროთა ბილიკზე,
მოგონებები თავს მეხვევა,
გრძნობებს მიღვიძებს,
რა ძლიერ მინდა გავანადგურო
ერთი ფურცელი,
მაგრამ ვიხსენებ ისევ შენს სიტყვებს,
ვიყო სულგრძელი.
გამთენიისას, როცა მთვარე მზეს
დაუთმობს ადგილს,
დრო როცა დგება განშორების და...
ჩემთვის ეს რად ღირს,
დავხურავ წიგნის გადაშლილ ფურცლებს,
ტვირთის საწვიმარს,
ქალაქს კი ისევ ღიმილს ვაჩუქებ,
ქალაქს ნაწვიმარს.

??????