ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

ისეთი წვიმაა ექსკლიუზივი

ისეთი წვიმაა, 
ასე მგონია ტკივილებისგან დაღლილ ზეცას სცვივა ცრემლები, 
ასე მგონია უსახლკარო ვარ, 
და თავზე მაწვიმს თავგამეტებით... 

ისეთი წვიმაა, 
რომ მოვინდომო, მდინარეებად გადავევლები სამოთხის ბაღებს, 
ბროწეულების ჩრდილში დავჯდები, 
და ლექსებს დავწერ დაღამებამდე... 

ისეთი წვიმაა, 
ასე მგონია, ხან სიზმარში ვარ, დავბორიალობ ხან მთვარეული, 
წვიმის წვეთები შენზე მიყვება, 
მეც შენზე უფრო გადარეული, 

ვფიქრობ და ვფიქრობ, 
როდემდე ღმერთო.... 
ჩემს ფიქრს თავადაც ნეტავ ხვდებოდე, 
რომ მე არა მაქვს იმხელა ძალა, 
დაუსრულებლად მენატრებოდე...

??????