ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

ერთი დღე ცოლის დღიურიდან (100 სიტყვა) ექსკლიუზივი

ბოლო დროს ერთი უცნაურობა დამჩემდა, ყველაფერს ვითვლი...
ქუჩაში ნაბიჯებს...
სახლში წუთებს...
ღამით შენს სუნთქვას...
ზუსტად გეტყვი, გაჩერებიდან სახლამდე ორასორმოცი ნაბიჯია...
შენი წასვლიდან-მოსვლამდე შვიდასოცი წუთი...
დაძინებამდე ასორმოცდაათჯერ მაინც ჩაისუნთქავ და ამოისუნთქავ...
დღეს ადრე წახვედი (გაღვიძებიდან ოც წუთში).
დილამშვიდობისასთან ერთად მიჩურჩულე, მალე მოვალო - არ დამვიწყებია.
დღე მიიწურა, ისევ წუთებს ვითვლი...
ბავშვს დღეს მეორედ, უკვე ოთხმოცი წუთია სძინავს და მალე გაიღვიძებს.
დღეს ჩემს დღიურში ჩვენი ერთადყოფნის ხუთასოცდამეშვიდე დღეს ვინიშნავ...
ოცი წუთია ვწერ და ეს სამოცდამეთოთხმეტე სიტყვაა...
ბავშვმა გაიღვიძა და კარზეც კაკუნია...
მე ყველაზე ბედნიერი ცოლი და დედა ვარ.
ჩემი თბილი, ოჯახური საღამო იწყება.
ის კი ვეღარ დავითვალე, დღეს მერამდენედ ვამბობ: დაგვლოცე უფალო!

??????