ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

მგონი მიყვარხარ ბატონო ჩემო ექსკლიუზივი

იმ ღამეს წვიმდა... 
ჩემი გულის ხმა, 
წვეთების წკაპუნს უწყობდა რითმებს, 
გამთენიისას სიზმარში გნახე, 
ღრუბლებში ჩემთვის კრეფდი ყვავილებს... 

ისეთი ლამაზი თვალებით მიმზერდი, 
რომ შენს წინ მდგარი, ჭკუას ვკარგავდი, 
მაცდუნებელი შენი ტუჩები, 
კოცნას რომ მთხოვდნენ, 
მე შეშლილს ვგავდი... 

შენს წინ ვიდექი, 
ვერ გეხებოდი, 
ერთმანეთს გვყოფდა ატმების ჩერო, 
გაბრწყინებული მზერით გიხმობდი, 
... მგონი მიყვარხარ ბატონო ჩემო...

??????