გუშინ და დღეს ექსკლიუზივი
დღეს მერამდენე საათია,
ვუყურებ დროს და ვფიქრობ მომავლის საფიქრალით,
დღეს არაფერი მაბადია,
მხოლოდ გული მაქვს სავსე სიმართლის სამძიმარით...
დღეს ქარმა თავბრუ დამახვია,
მოწყვეტილი ვარ, არ მშველის წვიმების გუბე,
მასევდიანებს უმზეობა,
ყვავილებს ვგავარ, ვცდილობ და ვებრძვი ღრუბლებს...
დღეს ნაწვიმარი ფერებია,
გუშინ ხომ უფრო მათბობდა იგივე ზეცა,
დღეს მე ცხოვრება გამიძარცვეს,
გუშინ მიღიმოდით, მაჩუქეთ ღიმილი დღესაც...