საყვარელი ლექსი ექსკლიუზივი
დავდივარ ასე კარდაკარ,
და შიში მიპყრობს ხანდახან,
უცნობი გრძნობის კვალდაკვალ,
უცნობი ჩრდილის მხარდამხარ.
მზერა მზერას ჰკვეთს ცივ-ცივად,
ვარსკვლავი მოსწყდა ციმციმა,
ბაღის ეზოში ზის და ზის...
დანახვას ნატრობს გზის და მზის...
ნეტავ აირჩევს ვის და ვის,
ჭუჭყიან ფურცლებს გვის და გვის...
მუზებს ისტუმრებს ჯერ-ჯერად,
სიზმრებსა ხედავს ჭრელ-ჭრელად...
ცრემლები მცვივა ცალ-ცალი,
სულ დამისველა წამწამი,
ყვირილი მესმის ჩურჩულად,
ვიღაცა მიყვარს ჩუმ-ჩუმად...