შემოქმედელი დავით
გაზიარება

ტერენტი გრანელს 

"არა სიცოცხლე, არა სიკვდილი'',
რაა ის, სულში ასრე რომ იწვის,
ქარების ცემით ღონემიხდილი,
გაექცე უნდა ტყვეობას მიწის.

საწუთისოფლო, ო, ეს წესია,
თუ ჩამოშლილა საყდრის ქვითკირი,
აედევნები ცივ პროცესიას,
თითქოს საკუთარ ცხედარს მისტირი.

გულშიც საფლავი რაღად დაგჩემდა,
ან ამ ცრემლ - ხილვებს რად არ ეხსნები,
ზოზიას ლოცვაც ვერ მოგარჩენდა,
სიტყვების ჯვარზე გაკრულს ლექსებით.

ზაფრით მზემ გულზე განაბზარებმა
გამოანათა ციდან ფრთა მრთელი,
კაცი ხარ?! ლექსი თუ სახარება,
თუ ცა და მიწის შუა სანთელი...

??????