ცხვარაძე ტარიელ
გაზიარება

* * * "მე მიყვარდა და..." (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე) ექსკლიუზივი

მე მიყვარდა და ვუყვარდი მათაც,
და არა ერთხელ, მგონი ასჯერაც,
თქვენ რა ხანია გადამივიწყეთ,
მე რომ მახსოვხართ, იქნებ არც გჯერათ.
ცხადად ვიხსენებ ყოველგვარ წვრილმანს,
ყავლი არ გასდით ჯადოსნურ წამებს,
რამ დამავიწყოს ახირებული,
ის ხუთად ხუთი შეშლილი ღამე.
ხსოვნას შემორჩა ბნელი კვარტალი
და შემოდგომის უღიმღამო ცა,
ცოტა დრო დაგვრჩა ერთმანეთისთვის,
ჩვენ გვიტარებდა ბედი გამოცდას.
გვეგონა მართლა დაგვასაჩუქრა,
ჩქარი მდინარის სიანკარეთი,
რომ გადავლახეთ იმედის კონცხი,
რომ სიყვარულის გზაზე გავედით.
სამწუხაროა, ისე არ მოხდა,
ბედის გამგებელს როგორაც ვთხოვდით,
ის ღამე წუხელ ისევ მესიზმრა,
ისევ ვიწვოდით, ვერც ერთურთს ვთმობდით.
ის ხუთი ღამე ცის გახსნას ჰგავდა,
მინდა, ძველ ნაპირს ისევ მივადგე,
რომ შენს ხელებში სული არჯალი,
ჩაიფერფლოს და აფორიაქდეს...

??????