კვიცარიძე მერაბ
გაზიარება

ქალია შენთვის სხვა სილამაზე 

       (ჩემს ძმას-გიზო თავაძეს)

ქალია შენთვის სხვა სილამაზე,

ჰიმალაები-ძუძუს კერტები...

მოგესურვება, როგორც პატარას,

ცას გაფრენილი თეთრი მტრედები...

 

ყოველთვის წუხდი სამშობლოს ბედზე,

ძმად და მეგობრად მრავალს უნდოდი

და თორმეტი წლის უმუშევარი,

ლამაზებს მაინც ჭირისუფლობდი...

 

ხანდახან ვფიქრობ, ამ კვირაძალზე,

ცად ამაღლდი და ისევ მოხვედი,

მე ვიცი, ძმაო, ხვალე რომ მოკვდე,

არ გეშინია უკან მოხედვის!..

 

P.S. კვლავაც კაცურად გეაროს,

რაც უნდა ქარმა დაბეროს...

თუთიას ეთუთიოს და,

თუთაბერს ეთუთაბეროს !

??????