გაფრინდაშვილი ვალერიან
გაზიარება

პოეტების კუდი ექსკლიუზივი

ჩვენ რიგში ვდგავართ დღეს პოეტები
და შთაგონებას ზანტად მოველით.
საშინელია ალხის სვეტები,
მზე-დაუზოგველ შუქთა მთოველი.

ზის სალაროში მუზა მსუქანი,
შეუდარებლად ძუნწია იგი.
ჩვენგან შორს არის მისი დუქანი,
მაგრამ იზრდება თანდათან რიგი.

ჩვენ რიგში ვდგავართ ვით მათხოვრები.
აი მიიღე ერთმა ბილეთი.
ახლა ის არის ბაღის მცხოვრები
და გულს იბრუნებს ყალბ სიგრილეთი.

თუ გატყდა რიგი, როგორც მიზრაფი,
თუ მოხდა მგოსანთ ჯანყი ცხოველი,
რომ ხანზარებმა ქარის სისწრაფით
გადასწვან მუზა სისხლისმწოველი.

??????