კვიცარიძე მერაბ
გაზიარება

აქედან ზღვამდე შორია 

ახლა ვიხსენებ ტკივილს უწინდელს,

ზღვამდე აქედან ნაღდად შორია,

მომნატრებიხარ ძმაო, ასტამურ,

დაბერებულხარ ბიჭო, ზურია.

მოვედი, მიწას უნდა ვეფერო,

ვნახო საფლავი მივიწყებული,

ზღვა ღელავს, ნერვებს მიშლის შხუილი,

ჩემს ჯიშს ვტირივარ ცრემლმორეული.

ჩემ წილ ვენახსაც თბილისში ვხარდნი,

ვიბრძვი, განცდებით საკუთარ თავთან,

ბიჭო, საიდა აქაა ახლოს,

 თუ მიტოვებულ ჩემეულ სახლთან.

სახლთან კიდია სხვისი სარეცხი

ვით თავდახრილი თეთრი დროშები,

ერთს დავინახავ დიოსკურიას

და ამ ლოცვასაც აქვე მოვრჩები.

დღეს სტუმარი ვარ მე ჩემს მიწაზე,

ვეღარ ჩავუვლი ახლოს მეიდანს,

ბიჭო, ასტამურ, წმინდა გიორგი

ჩემგან მიართვი ვერა დეიდას;

არა, არ წავალ, კენჭებს დავითვლი,

არც მე არ მინდა სხვისი დოლია,

არა, ჩემს მიწას ვერვის დავუთმობ

მიუხედავად ზღვამდე შორია.

ახლაც ვიხსენებ ტკივილს უწინდელს,

ცამდე ახლოა, ზღვამდე შორია,

მომნატრებიხარ ბიჭო, ასტამურ,

დაბერებულხარ ძმაო, ზურია.

??????