არაბული გელა
გაზიარება

უშენობა ექსკლიუზივი

უკვე სავალს კენტად ეჩვევიან
გზები ყოველივე განსაცდელზე
მხოლოდ სურნელიღა შემრჩენია
შენი – ამ გაცვეთილ ტანსაცმელზე

სადღაც უშენობის ამბიციაც
არის მიტოვებულ, მიგდებული
თუნდაც მაგ ტუჩებმა რა იციან
შენში რისთვის მქონდა მიგნებული

ანაც რა სამყაროს გთავაზობდი
რაიც ვერასოდეს ვერ ობლობდა
ნეტავ სანამ ისარს დამასობდი
შენში რა გრძნობები დედოფლობდა

ნუთუ ვეღარასდროს დავზავდებით,
ვერც გზებს გავამთელებთ ჩატეხილებს,
ნუთუ მიუჩვეველ ლაჟვარდებში
ვერც შენ გაუძელი ქარტეხილებს

ვერც შენ ინავარდე ამ მდელოზე
ზეცის მიტოვებულ სარდაფებში
შენი სილამაზის ანგელოზებრ
ვეღარც მორევში ვერ გადავეშვი

რადგან ყველაფერი დანარჩენი
ლექსში შეფარულად ამოვტესტე
რადგან ასეთია განაჩენი
რასაც პოეტურად ვაპროტესტებ.


??????