არაბული გელა
გაზიარება

გამარტება ექსკლიუზივი

ბგერა შემოცურდა გულში შენეული
მიწამ გადაიძრო სუსხი სხეულიდან
თითქოს ემოციით გადაშენებული
ჩვევას ვუბრუნდები გადაჩვეულიდან

რადგან სილამაზემ ახლა გონების და
გულის სიღრმეები ერთად ათავხედა
სანამ მაგ თვალებით ჩემს დამონებისას
ჯერაც დაუმონებ გრძნობებს გადახედავ

სადღაც გაიცრიცა ვნების სარეცელი
მარტის სიმარტივეც ქარმა გაიყოლა
აპრილს შეგრძნებებად თუ გადაეცმევი
მისმა ყვავილებმაც თუ გადამიყოლა

მაგრამ შენი სული ისე უმანკოა
ისე სათუთი და ისე საოცარი
მასში წუთისოფლის მოსჩანს უარყოფა
ვით მთას შეხიზნული ძველი სალოცავი

თუმცა სავალ გზებზე მაინც ავდარია
მაგრამ ხელოვნების ფრთებში გავხვეულვართ
ლექსიც ემოციამ ისე გადარია
რომ მაგ ჰარმონიის ქიმზე დახეულა.


??????