არაბული გელა
გაზიარება

თოვს … ექსკლიუზივი

ისე მოფერებით თრთიან ფანტელები,როგორც შენი ტანის
მორცხვი სურნელება, ახლა, ემოციის მთელი განტევებით,
მოსჩანს მიწის თეთრად გადასულელება.

გრძნობამ ჩაიყოლა ყველა არითმია, მაგრამ სურველები
რჩება დასახლეჩი. თოვს...
ამ მელოდიამ მეც გადამითრია,
სადღაც, მარტოობის მორიგ სასახლეში …

ვდგავარ გახლეჩილი პირველ ატომიდან -
ზეცას მოწყვეტილი ფიფქის ალერსამდე,
და წამოვიწყები გულის დატორვიდან,
ყველა განაჩენის - ბოლო გალესვამდე!

…რადგან სხვანაირი მფარავს ნეტარება,
შენი სხეულივით ფიფქის თრთოლებისა,
მხოლოდ ეს სტიქია შემოგედარება,
გზაზე დანარჩენის ჩამოქროლებისას …

ახლა ქარბუქია ჩემი სამოსელი,
ახლა ყველაფერი უკვე სულერთია,
თუ ცრით,ეს ფიფქებიც ბევრი ჩამოცერით,
სანამ გულს სარქველი გადაუკეტია!

სანამ ყველა ნერვი ერთად დაიჭიმა,
მაინც ლექსებია ჩვენი დამტევები,
რადგან მხოლოდ ლექსის
სივრცემ დაიჭირა,
თუ რა მოფერებით
თრთიან ფანტელები!..

??????