ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ჟოლოს ჩაი  

ახლა შემოდგომის საღამოა,
ჩაის ვსვამ,
ფანჯრიდან ჩემს ქუჩაზე
დგება თითქოს ჟოლოს
სურნელება.
ცაზე, როგორც ბლითის ნახევარი
მთვარე, ჩემს ფინჯანში
იყურება...
ქარია,
ხეები სირცხვილისგან,
ტოტებს შიშველ ტანზე
იფარებენ.
ჩაის ვსვამ,
მოყვითალო საღამოა,
ნეტა შემეძლოს და
გინატრებდე...

??????