ქადაგიძე ნინო
გაზიარება

მეაკვნეს სიმღერა  

მთვარემოცვლილ
ფიცარს რანდავს
მეაკვნე.

სამოთხეში
ბორჯღალ
ბორჯღალ
დაირწევა ონწე.

ჩააგორე:
ყამარ,დია,მარიხი...
ჩამოუჯექ, უგურგურე,
კოცნე!

აფარფატე
დედაციცინათელა,
ნისკარტებით
აზიდვინე ლოცვა!

იდექ ასე,
სიზმარშეხორცებული
იავნანა იღუღუნე
ღმრთისმშობელი მოვა!

??????