ამ სახლში
ყველაზე მშვენიერი – რაფაზე ქოთნის ყვავილებია.
ყველაზე ხანგრძლივი – ფოთოლცვენა ფარდებზე.
ყველაზე სათუთი – ბავშვობის სურათი მოვარდისფრო ჩარჩოში.
ყველაზე სევდიანი – საოჯახო ფოტოალბომი.
ყველაზე მძიმე – საწოლი, სადაც დედა იწვა...
ყველაზე მსუბუქი – ხატების კუთხე.
ყველაზე მშვიდი – მეგობრის ნაჩუქარი ფაიფურის შველი.
ყველაზე მოწყენილი – ჩემი საწერი მაგიდა.
ყველაზე მივიწყებული – ფორტეპიანო.
............................
მე ვცხოვრობ ამ სახლში,
სადაც, ბოლო დროს – მხოლოდ აივანი გადის ქუჩაში.